წიგნიდან "ვთქვათ გალობანი სინანულისანი", გამომც. "კალმოსანი", 2019.
(1991-92 წლების მოვლენების პოლიტიკური შეფასებისათვის)
წიგნიდან "ვთქვათ გალობანი სინანულისანი", გამომც. "კალმოსანი", 2019.
დუგლას მაკგრეგორი - ამერიკელი ვეტერანი პოლკოვნიკი, თავდაცვის მდივნის მრჩეველი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში:
ჯეფრი საქსი - ამერიკელი ეკონომისტი, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი:
ჩინეთმა გააფორმა უსაფრთხოების პაკტი სოლომონის კუნძულებთან, ეს პატარა კუნძულებია, ამერიკა ამაზე გაგიჟდა და ოფიციალური პირები გაგზავნა. ასეთი რეაქცია ჰქონდა ამერიკას პატარა კუნძულებზე, მაგრამ როდესაც მას უკრაინა ნატოში შეჰყავდა, იგი სვამდა კითხვას, რატომ ადარდებს რუსეთს ეს ყველაფერი? ამერიკა იყო მონათმფლობელური, გენოციდური ქვეყანა, სადაც ადგილობრივ ამერიკელებს თეთრი კულტურისთვის ხოცავდნენ. 1950 წლიდან ამერიკა მსოფლიოს ყველაზე მოძალადე ქვეყანაა. ჩინეთისა და ამერიკის ურთიერთობები უარესდება ბოლო 7-8 წელია. ამერიკას არ სურს ჩინეთის ეკონომიკური და ტექნოლოგიური წარმატების აღიარება. ჩინეთში 40 წელში მილიონობით ადამიანი ამოვიდა სიღარიბიდან. რამოდენიმე წლის წინ ამერიკამ დაიწყო კამპანია ჩინეთის ტექნოლოგიური წარმატების შეჩერების მიზნით, რომ გაენადგურებინა ჩინური კომპანიები, როგორიცაა მაგ: ჰუავეი.
უკრაინისა და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მიზანი იყო რუსეთისთვის რკალის გაკეთება შავ ზღვაში, რადგან ამ შემთხვევაში ნატოს წევრები იქნებოდნენ: უკრაინა, რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთი და საქართველო. რუსეთი რეგიონალური ძალაც კი აღარ იქნებოდა.
1945 წელს ამერიკის შიდა პროდუქტი მსოფლიოს 30%-ს შეადგენდა, 1952 წლის შემდეგ ეს მაჩვენებელი მცირდება, რადგან სხვა ქვეყნები ვითარდებიან. გაერთიანებული სამეფო იყო პირველი სამრეწველო ეკონომიკა. XIX საუკუნეში ბრიტანეთი მართავდა მსოფლიოს, ინდუსტრიული ფლოტითა და არმიით შეიჭრა ჩინეთში 1839 წელს და სრულად დაიპყრო ინდოეთი 1857 წელს, ბრიტანეთი იყენებდა საზღვაო უპირატესობას ეკონომიკური დომინირებისთვის. აზიამ დაიწყო დასუსტება, XIX საუკუნის ბოლოს იგი სიღარიბეში ცხოვრობდა, 1945 წლის ბოლოს აზიის ეკონომიკა ჩამორჩებოდა ამერიკისა და დასავლეთ ევროპის ეკონომიკას. შემდეგ აზიამ დაიწყო წინსვლა, იგი ხდება მსოფლიოს ეკონომიკის ცენტრი, ბრიტანეთმა დაკარგა იმპერია. ახლა დასავლური სამყაროსა და აღმოსავლეთ აზიის ეკონომიკა თანაბარია, ჩინეთის ეკონომიკა აღემატება ამერიკის ეკონომიკას.
სანქციებით არ ხდება რეჟიმების შეცვლა, არ იცვლება ქვეყნების პოლიტიკა. ხუთი წლის წინ ამერიკამ სანქციები დაუწესა ვენესუელას და მადურო კვლავ ძალაუფლებაშია. ამერიკა ფლობს 800 სამხედრო ბაზას 80-ზე მეტ ქვეყანაში, იგი მთავრობებს ამხობდა. ბოლო 30 წელია ვხედავთ ამერიკის საგარეო პოლიტიკის მილიტარიზაციას, 1991 წლის შემდეგ ამერიკამ განახორციელა 100-ზე მეტი სამხედრო ჩარევა.
სკოტ რიტერი - ამერიკის საზღვაო კორპუსების დაზვერვის ყოფილი ოფიცერი:
ზელენსკი ფლობს 35 მილიონი დოლარის ღირებულების მქონე სასახლეს მაიამიში და მილიარდობით ქონება ქვეყნის გარეთ. ევროპისთვის ენერგიის ერთადერთი წყარო რუსეთია. თუ ფინეთი ნატოში გაწევრიანდება, იგი გახდება რუსეთის მტერი და რუსეთი გაზრდის ჯარებს ფინეთის საზღვრებთან. სანამ ნატო მიიღებს ფინეთის წინადადებას, ამას დასჭირდება 8-12 თვე, ამ პერიოდში თუ ფინეთი მცირე არასწორ მოძრაობას გააკეთებს, ამან შეიძლება დაასრულოს მისი არსებობა.
ჩვენ ვმარცხდებით უკრაინაში, დავმარცხდით ავღანეთში, ნატო იშლება, ევროკავშირმა შეიძლება ერთი წელიც ვერ გაძლოს. ყველაზე დიდი ეკონომიკური ჯგუფია ბრიქსი, რომელიც მოიცავს რუსეთს, ბრაზილიას, ინდოეთს, ჩინეთს, სამხრეთ აფრიკას, ირანს, ახლა არგენტინას, თურქეთს, ეგვიპტესა და საუდის არაბეთს სურთ შესვლა. პოლონეთი გერმანიას ტრილიონი დოლარის რეპარაციებს თხოვს, გერმანია საპასუხოდ კი სილესიას ითხოვს. თურქები მზად არიან საბერძნეთთან საომრად და საფრანგეთი მზად არის საბერძნეთის მხარდასაჭერად. იტალიის პრემიერმა ევროკავშირს ნაგავი უწოდა. ნატო, ევროკავშირი და G7 ემსახურებიან ამერიკის ერთპიროვნულ ჰეგემონიას. ბაიდენმა თქვა: თუ რუსეთი შეიყვანს ტანკებს უკრაინაში, ჩვენ დავარტყამთ ჩრდილოეთ ნაკადს. ჩვენ გავანადგურეთ 12 მილიარდიანი ევროპული ენერგიის ინფრასტრუქტურა და გავწირეთ გერმანიის ეკონომიკა.
უკრაინის პრეზიდენტმა პოროშენკომ აღიარა რომ არასოდეს აპირებდა მინსკის შეთანხმებათა შესრულებას. მინსკის შეთანხმებათა მიზანი იყო დროის მოგება, რათა ნატოს მიერ მომხდარიყო უკრაინული ჯარის გაწრთვნა, რათა მათ გაეძევებინათ რუსები დონბასიდან და აეღოთ ყირიმი. რუსები იყვნენ ებრაელების მსგავს მდგომარეობაში. ამ ყველაფრის შემოქმედნი იდეოლოგიურად დაკავშირებული არიან სტეფან ბანდერასთან, რომელიც იბრძოდა ნაცისტების მხარეს II მსოფლიო ომში 200.000 უკრაინელი ჯარისკაცთან ერთად. II მსოფლიო ომის შემდეგ ბანდერას მოძრაობამ დახოცა 120.000-ზე მეტი პოლონელი და დაახლოებით 200.000 რუსი მშვიდობიანი მოქალაქე. ისინი პოლონელებსა და რუსებს ადამიანებად არ თვლიდნენ. ეს მენტალიტეტი არსებობს დღეს დასავლეთ უკრაინაში, ჩვენ მათ მხარს ვუჭერთ და იარაღს ვაწვდით.
სკოტ რიტერი - ამერიკის საზღვაო კორპუსების დაზვერვის ყოფილი ოფიცერი:
კუბის კრიზისი დაიწყო მაშინ, როდესაც ამერიკას განთავსებული ჰქონდა იუპიტერის რაკეტები იტალიასა და თურქეთში. თურქეთში არსებულ იუპიტერის რაკეტებს შეეძლოთ რამოდენიმე წუთში შეტევის მიტანა კურორტ პიცუნდაზე აფხაზეთში (საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე). მთელს სანაპიროზე კურორტები და ბანაკები იყო, სადაც ხრუშჩოვი და საბჭოთა კავშირის სხვა ლიდერები ისვენებდნენ. ერთი ღილაკის დაჭერით ამერიკას შეეძლო პიცუნდას განადგურება, ისე რომ ხრუშჩოვი იქედან ვერ გააღწევდა.
იანუკოვიჩი პუტინის მარიონეტი იყო? რანაირად, როდესაც იგი მუშაობდა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, როდესაც მიხვდა რომ ეს შეუძლებელი იყო, შემდეგ გადაერთო რუსეთზე. ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოება ცუდ დღეშია, მრეწველობა ჩერდება, ენერგიაზე ფასები არახელმისაწვდომი ხდება. რუსეთს არ დაუწყია ეს ომი, იგი ნატომ დაიწყო. დასავლეთი ცდილობს რუსეთის განადგურებას საბჭოთა კავშირის დაშლიდან. თუ ნატო მიაღწევს წარმატებას, დასავლეთი გამოიყენებს რუსეთის რესურსებს, რუს ხალხს შრომისთვის. რუსეთი გახდება დასავლეთის კოლონია.
ირანს ურჩევნია გაყიდოს ნავთობი, იშოვოს თანხა და იცხოვროს მშვიდად. ჩვენ არ ვაძლევთ ამის საშუალებას. ირანს არ დაუწყია ომი ერაყსა და სირიაში, ჩვენ დავიწყეთ. ირანს არ დაუწყია კონფლიქტი იემენში, საუდის არაბეთმა დაიწყო და ჩვენ ვეხმარებოდით. ისინი რეაგირებენ იმ კონფლიქტებზე, რომელთა მიზანიც ირანის განადგურებაა.
რუსეთი და ჩინეთი გაერთიანდნენ ამერიკული ჰეგემონიისა და ბატონობაზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის წინააღმდეგ და ისინი იგებენ. მსოფლიოს უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს მათ. დოლარი შეიძლება აღარ იყოს მთავარი ვალიუტა ახლო მომავალში.
ნოამ ჩომსკი - ამერიკელი ენათმეცნიერი, ფილოსოფოსი, სოციალური კრიტიკოსი, პოლიტიკური აქტივისტი, არიზონას უნივერსიტეტისა და მასაჩუსეტსის ინსტიტუტის პროფესორი:
გორბაჩოვს სურდა დასავლეთთან კოოპერაციული წარმოება და საერთო ევროპული სახლი სამხედრო ალიანსების გარეშე. ამერიკამ ეს ჩაშალა. კლინტონი გახდა პრეზიდენტი, რუსეთს უბიძგეს შოკური თერაპიისკენ, რათა მკაცრად და სწრაფად გადასულიყო საბაზრო ეკონომიკაზე, ამან გაანადგურა რუსეთის ეკონომიკა, შექმნა დიდი სოციალური ქაოსი, გააჩინა ოლიგარქები და კლეპტოკრატები.
ადამიანი ერთის მხრივ ამბობს რომ პუტინს გრანდიოზული გეგმები აქვს, სურს გახდეს პეტრე I და შეუტიოს ნატოს და მეორეს მხრივ საუბრობს რუსეთის სამხედრო სისუსტეზე. ამ პოზიციიდან აზრის გამოტანა შეუძლებელია. არსებობს ვარაუდი, რომ ძალაუფლებისთვის მებრძოლი შეშლილი პუტინი მარცხს მშვიდად შეეგუება და არ გამოიყენებს სამხედრო საშუალებებს. ბრიტანეთსა და ამერიკას აოცებს პუტინის სტრატეგია, რომ იგი არ ომობს მათ მსგავსად, არ ანადგურებს საკომუნიკაციო და ენერგეტიკულ საშუალებებს. თუ გსურთ რომ ეს მოხდეს, მაშინ განაგრძეთ ბრძოლა რუსეთის სრულ დამარცხებამდე. ეს აზარტია. მაგრამ თუ იგი შეშლილია, მაშინ გამოიყენებს იმ იარაღს, რაც ჯერ არ უცდია.
ამერიკას სურს ჩინეთის ალყაში მოქცევა სამხრეთ კორეით, იაპონიითა და ავსტრალიით. ნატოს ბოლო სამიტზე პირველად დაპატიჟეს ჩინეთის ირგვლივ მდებარე ქვეყნები. ნატო ახლა მოიცავს ინდოეთ-წყნარი ოკეანეების რეგიონს, ცდილობს დარწმუნდეს რომ შეუძლია ე.წ. ‘’ჩინური საფრთხის’’ დაძლევა. ევროპისგან განსხვავებით ჩინეთი არ ასრულებს ვაშინგტონის ბრძანებებს.
არსებობს საერთაშორისო წესრიგის ორი ვერსია. პირველი ეფუძნება გაეროს და კრძალავს ამერიკის საგარეო პოლიტიკას (ძალის მუქარასა და გამოყენებას საერთაშორისო ურთიერთობებში). ამერიკას აქვს ბატონობაზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგი. ჩინეთს ეს არ სურს. ამერიკა სჯის ირანს, რადგან ცალმხრივად გამოვიდა ირანის ბირთვული შეთანხმებებიდან. ჩვენ დავარღვიეთ ეს შეთანხმებები და ვუწესებთ ძალიან მკაცრ სანქციებს ირანს. ევროპა ძლიერ არ ეთანხმება და აკრიტიკებს სანქციებს, მაგრამ მაინც ემორჩილება ამერიკას. ჩინეთი ამას აიგნორებს.
სტივენ კოენი - ამერიკელი ისტორიკოსი, რუსეთის ისტორიისა და პოლიტიკის მკვლევარი, პრინსტონისა და ნიუ იორკის უნივერსიტეტის პროფესორი:
გლობალიზებულ სამყაროში რუსეთის იზოლირება შეუძლებელია. იგი ძალიან დიდი და მდიდარია, ძლიერ დაკავშირებულია დანარჩენ სამყაროსთან. რუსეთს შეუძლია წავიდეს სხვაგან, თუ მას დასავლეთიდან გავაძევებთ. დასავლეთის მიერ რუსეთის იზოლირება არ გახდის მას უფრო კოოპერაციულსა და დამთმობს, იგი გადაერთვება აღმოსავლეთზე, ჩინეთზე და სხვა რეგიონებზე, რომელთაც აქვთ წყენები დასავლეთის მიმართ. რუსეთი მათ მიჰყიდის ბირთვულ რეაქტორებსა და იარაღს, მისცემს კრედიტებს, პოლიტიკურად დაიცავს გაეროში ვეტოს საშუალებით.
ნატოს გაფართოება ნიშნავს ამერიკის გავლენის სფეროს ზრდას. ამერიკის ყველა ადმინისტრაცია ეუბნებოდა რუსეთს: ‘’შენ არ შეიძლება გქონდეს გავლენის სფერო, ეს ძველებური აზროვნებაა’’. 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომი იყო პროქსი ომი ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის, ჩვენ შევქმენით ქართული ჯარი და მივუშვით სააკაშვილი, რომელმაც ომი დაიწყო.
1991 წელს დაიკარგა პოსტ-საბჭოთა რუსეთთან სრულიად ახალი ურთიერთობის შანსი ვაშინგტონში ბილ კლინტონის მიერ, რომელმაც აირჩია ყველაფერი გამარჯვებულს პრინციპი რუსეთთან, მან გააფართოვა ნატო რუსეთისკენ, დაბომბა მისი მოკავშირე სერბეთი, ერეოდა მის საშინაო საქმეებში. 2007 წელს პუტინმა მიუნხენში თქვა რომ ვაშინგტონთან მოსკოვის ცალმხრივი დათმობების ეპოქა დასრულდა.
ობამას მოსკოვისგან სურდა სამხედრო მომარაგების გზები ავღანეთში, რაც მიიღო. ამის სანაცვლოდ რუსეთი ითხოვდა ნატოს გაფართოების ოფიციალურ დასრულებას, რუსეთის საშინაო საქმეებში ჩარევის შეწყვეტას, რაც არ მოხდა. ვაშინგტონში სჯეროდათ, რომ უკრაინის დასავლეთში სამხედრო და ეკონომიკური ინტეგრაციით რუსეთი იქნებოდა სუსტი რეგიონალური ძალა. მადლენ ოლბრაიტმა თქვა: ‘’რუსეთს ძალიან ბევრი ბუნებრივი აირი აქვს, ეს უსამართლოა’’.
როჯერ უოტერსი (ინგლისელი მუსიკოსი, ჯგუფ Pink Floyd-ის ერთ-ერთი დამაარსებელი):
ჩვენ მუდამ ომში ვართ, რადგან მმართველ კლასს სურს მოგების ნახვა სამხედრო მრეწველობიდან. ამ ყველაფერზე დუაიტ ეიზენჰაუერი გვაფრთხილებდა. ბოლო 500 წელია ევროპელები ვცდილობდით მსოფლიო ბატონობას და ყველაფრის მიტაცებას. ტაივანი ჩინეთის ნაწილია, ეს საერთაშორისოდ აღიარებულია 1948 წლიდან. დემოკრატებიცა და რესპუბლიკელებიც ოლიგარქებისა და კორპორაციების მონები არიან. ამერიკის მთავრობა არასოდეს ყოფილა დემოკრატიული.
თუ შენ უკრაინაში შეჭრის გამო რუსულ გუნდებსა და ნაკრებს ჩემპიონატებიდან ხსნი, იგივე უნდა გაუკეთო ისრაელსაც 1967 წელს პალესტინაში შეჭრის გამო. ამერიკა ითამაშებს მსოფლიო ჩემპიონატზე, მაშინ როდესაც იგი 2003 წელს ერაყში შეიჭრა და გაეროს ქარტია დაარღვია. პელოსი ჩავიდა ტაივანში და დაარღვია ერთიანი ჩინეთის პრინციპი, რომელიც ჩვენ ჩინეთში ნიქსონის ვიზიტის შემდეგ ვაღიარეთ. თუ ჩინელებს, რუსებს ან სხვებს სურთ კომუნისტური რეჟიმი, რატომ არ უნდა ჰქონდეთ ამის უფლება? რატომ უნდა გადაწყვიტოს ამერიკამ თუ როგორ უნდა მოიქცნენ სხვები?
ამერიკაში მეინსტრიმ მედია იმას აკეთებს და წერს, რასაც ეტყვის მმართველი კლასი, ოლიგარქები, ცუკერბერგები, ბეზოსები, ილონ მასკები და ბილ გეითსები. ნეოკონსერვატორები მართავენ ამერიკას, სრულად აკონტროლებენ პოლიტიკოსებსა და მთავრობას. ამერიკაში შეიძლება იყიდო მთავრობა და არჩევნები.
ბაიდენი ეუბნება პუტინს: ‘’შენ ჰიტლერი ხარ და ჩვენ ჩამოგაგდებთ’’. ბაიდენს უნდა ესმოდეს რომ რუსეთი რუსების ქვეყანაა და მას იქ არაფერი ესაქმება. ჰაროლდ პინტერმა თქვა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ჰგავს მჩაგვრელი ბავშვის ქცევას, რომელიც ამბობს: თუ ისე არ მოიქცევი, როგორც გეტყვი, კბილებში მიიღებ.
ჯეკ მეტლოკი (დიპლომატი, საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი, ამერიკის ელჩი საბჭოთა კავშირში 1987-1991 წლებში):
ჩვენ ვიყენებთ დოლარს იარაღად, გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ძირს გამოუთხრის მსოფლიო საფინანსო სისტემაში ჩვენს დომინირებას. ჩვენ არ დაგვიმარცხებია კომუნიზმი, ეს გორბაჩოვმა გააკეთა. ჩვენ მუდამ რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ ვმოქმედებთ, ვცდილობთ რუსეთის რკალში მოქცევას და შიდა საქმეებში ჩარევას. მაიდანზე ძალადობდნენ ნეოფაშისტები, მათი ლიდერები ახლა წამყვან თანამდებობებს იკავებენ უკრაინის უსაფრთხოების სისტემაში.
ნატო შეიქმნა სამი მიზნით: საბჭოთა კავშირის შეკავება, გერმანიის შეკავება და ამერიკელების ევროპაში არსებობა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ნატო უნდა გამხდარიყო საერთო ევროპული უსაფრთხოების ორგანიზაცია, სადაც იქნებოდა რუსეთი, აღმოსავლეთ ევროპისა და საბჭოთა კავშირის ევროპული ქვეყნები. ჩვენ ვერეოდით დამოუკიდებელი ქვეყნების საშინაო საქმეებში, ვცდილობდით მთავრობების შეცვლას, სხვა ქვეყნების კონტროლს და ახალ მსოფლიო წესრიგში მათ ინტეგრაციას, ვიყენებდით სამხედრო ძალას, როდესაც გვინდოდა. გაეროს ნებართვის გარეშე დავბომბეთ სერბეთი და ერაყი. კოსოვოს აღიარებით ჩვენ დავარღვიეთ ჰელსინკის აქტი, რომლის მიხედვითაც საზღვრების შესაცვლელად საჭიროა ორივე მხარის თანხმობა.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩვენ ვექცეოდით რუსეთს როგორც დამარცხებულ მხარეს, ჩავერიეთ მათ არჩევნებში 1996 წელს. ნატოს გაფართოებით ევროპა ხელახლა გაიყო. ამერიკის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს დიდი გავლენა აქვს კონგრესზე. ნატოს გაფართოებას ძალიან აქტიურად ლობირებდნენ ჩვენი სამხედრო-სამრეწველო კომპანიები, რომელთაც სურდათ შეიარაღების გაყიდვა აღმოსავლეთ ევროპაში. უკრაინას აქვს შიდა პრობლემები, რომელთა მშვიდობიანი გადაწყვეტა უფრო მარტივად მოხდებოდა დასავლეთის ჩარევის გარეშე. ის მოსაზრება, რომ რუსული და ევროპული კულტურა რადიკალურად განსხვავდება, აბსურდია. რუსები ევროპელები არიან. ისინი ზუსტად სხვა ევროპელებს არ ჰგვანან, მაგრამ არც შვედები ჰგვანან ზუსტად იტალიელებს.
სტივენ კოენი - ამერიკელი ისტორიკოსი, რუსეთის ისტორიისა და პოლიტიკის მკვლევარი, პრინსტონისა და ნიუ იორკის უნივერსიტეტის პროფესორი:
ისტორიამ უკრაინის სახით შექმნა ძალიან გაყოფილი ქვეყანა, ერთ ნაწილს სურდა ევროპა, მეორეს კი რუსეთი. ამ ქვეყანას სჭირდებოდა ფედერაცია და დეცენტრალიზაცია, რათა ხალხი ყოფილიყო ერთად და ბედნიერად. მინსკის შეთანხმებათა შესრულება გააჩერებდა სამოქალაქო ომს, მაგრამ ეს მოითხოვდა კონსტიტუციურ შეთანხმებებს, რაც უნდა მიეღო უკრაინის პარლამენტს. ნეოფაშიზმი ძლიერდება უკრაინაში. მათ მიიღეს ხმების 30% გასულ კვირას კიევში, კლიჩკომ მხოლოდ II ტურში შეძლო გამარჯვება.
საწყალი პატარა საქართველო, პატარა საყვარელი ქვეყანა როდესაც ვცადეთ შეგვეყვანა ნატოში, გახდა კი უფრო უსაფრთხო? მესმის რომ პატარა ქვეყნებს აქვთ წყენები რუსეთის მიმართ, მაგრამ შენ ვერ ააგებ თანამედროვე ცხოვრებასა და უსაფრთხოების სისტემას ძველ წყენებზე.
ნატო არ უნდა გაფართოებულიყო ვარშავის პაკტის დაშლის შემდეგ.
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი დაიწყო 2013 წელს, როდესაც ევროკავშირმა ულტიმატუმი წაუყენა იანუკოვიჩს მოაწერეთ ხელი შეთანხმებას ჩვენთან ან რუსეთთან. რატომ უნდა წაუყენო ასეთ გაყოფილ ქვეყანას მსგავსი ულტიმატუმი? უკრაინაში მიმდინარე სამოქალაქო ომი გადაიზარდა პროქსი ომში ამერიკასა და რუსეთს შორის. 11 სექტემბრის შემდეგ რუსეთმა უფრო მეტი გააკეთა ამერიკისთვის თალიბანის წინააღმდეგ ვიდრე ნატოს რომელიმე წევრმა. 2003 წელს ნიუ იორკ თაიმზის ჟურნალისტმა ნიკოლას კრისტოფმა თქვა: ‘’პუტინმა იმედები გამიცრუა, იგი არ აღმოჩნდა ფხიზელი ელცინი’’.
არსებობს მოსაზრება, რომ რუსეთმა შეუტია ამერიკულ დემოკრატიას 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევით. ეს ტყუილია. ამერიკა კი 100 წელია ერევა რუსეთის შიდა საქმეებში, ვუდრო ვილსონმა 100 წლის წინ 8000 ჯარისკაცი გაგზავნა რუსეთში, ბილ კლინტონი ჩაერია რუსეთის 1996 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, როდესაც ელცინი მეორე ვადით გახდა პრეზიდენტი.
სტივენ კოენი - ამერიკელი ისტორიკოსი, რუსეთის ისტორიისა და პოლიტიკის მკვლევარი, პრინსტონისა და ნიუ იორკის უნივერსიტეტის პროფესორი
ამერიკის ეროვნული უსაფრთხოება მოსკოვზე გადის. ვაშინგტონისა და მოსკოვის პარტნიორობის შანსი დაიკარგა 1991 წელს ვაშინგტონში და არა მოსკოვში. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ჩვენ ახალი ცივი ომი გვაქვს რუსეთთან. ცივი ომის ეპიცენტრი იყო ბერლინი, არსებობდა დიდი ბუფერული ზონა რუსეთსა და დასავლეთს შორის აღმოსავლეთ ევროპის სახით. დღეს ეპიცენტრი უკრაინაა. უკრაინა პოლიტიკური დეტონატორია. ეს სამოქალაქო ომია.
პუტინი ეუბნება ვაშინგტონს: ‘’თქვენ კვეთთ ჩვენ წითელ ხაზებს’’, ვაშინგტონი პასუხობს: ‘’თქვენ არ გაქვთ წითელი ხაზები, ჩვენ გვაქვს, თქვენ არ შეგიძლიათ გქონდეთ სამხედრო ბაზა კანადაში ან მექსიკაში, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს თქვენს საზღვრებთან, სადაც გვინდა’’. ბოლო წლებში ამერიკასა და რუსეთს ჰქონდათ სამი პროქსი ომი: საქართველოში, უკრაინასა და სირიაში. 90-იან წლებში კლინტონის ადმინისტრაციამ აირჩია ‘’ყველაფერი გამარჯვებულს’’ პრინციპის პოლიტიკა რუსეთთან. ჩვენ ვამბობთ რომ პუტინმა დაარღვია ცივი ომის შემდგომი წესრიგი ევროპაში, მაშინ როდესაც ამ წესრიგიდან რუსეთი გამოვრიცხეთ ნატოს გაფართოებით. რუსები ამბობდნენ მოდით შევქმნათ საერთო ევროპული უსაფრთხოების სისტემა. ჩვენ ვთქვით: ‘’ეს არ არის სამხედრო, ეს დემოკრატია და თავისუფალი ვაჭრობაა’’. როცა მათ არ ჰქონდათ არჩევანი, ეს ჩაყლაპეს, როდესაც არჩევანი გაუჩნდათ, დაიწყეს ბრძოლა. ასე მოიქცეოდა ნებისმიერი საღად მოაზროვნე ლიდერი, რომელიც თავის ქვეყანაზე ფიქრობს.
ამერიკას არ სურს მოლაპარაკებები თავდაცვით რაკეტებზე. თავდაცვითი რაკეტები ნატოს პროექტია, რაც ნიშნავს მათ განლაგებას ხმელეთსა და ზღვაზე. რუსეთისთვის რკალის გაკეთება ამ სისტემის ნაწილია. რუსებმა იციან რომ ეს მათ წინააღმდეგ კეთდება. ჩვენ ვეუბნებით: ‘’ამას ირანის გამო ვაკეთებთ’’.
მინსკის შეთანხმებებს, რომლის მიხედვითაც უნდა დასრულდეს სამოქალაქო ომი უკრაინაში, ხელი მოაწერა პოროშენკომ და არ შეასრულა. ჩვენ გვეშინია რომ რუსეთი ამცირებს ამერიკის დომინირებას მსოფლიოში. სინამდვილეში ჩვენ აღარ ვართ და არც შეგვიძლია ვიყოთ ლიდერები. დასრულდა ერთპოლუსიანი და იბადება მრავალპოლარული სამყარო, ვაშინგტონი ამას ჯიუტად არ აღიარებს, რაც პრობლემებს იწვევს. 11 სექტემბრის შემდეგ პუტინმა ბუშს უთხრა: ჩვენ მოგცემთ რაც გსურთ და ასეც მოიქცა. სანაცვლოდ რა მიიღო? ბუში ცალმხრივად გამოვიდა ანტიბალისტიკური რაკეტების შეთანხმებიდან და დაიწყო ნატოს გაფართოების II რაუნდი.
2015 წელი
ოლივერ სტონი - ლეგენდარული ამერიკელი რეჟისორი:
ჩვენ უნდა ვისწავლოთ სხვა ერებთან ცხოვრება. არ არის აუცილებელი ვიყოთ ყველაზე დომინანტი ძალა მსოფლიოში, უკეთესი იქნება თუ უფრო წყნარად ვიქნებით და მივცემთ სხვა ქვეყნებს ძალთა ბალანსების ქონის საშუალებას. კენედი ცდილობდა სისტემის შეცვლას, ყველა შემდეგი პრეზიდენტი მარიონეტია, რომლებიც მუშაობენ გარკვეულ ჩარჩოებში, ვერ ეხებიან სადაზვერვო სააგენტოებსა და სამხედრო მრეწველობას.
ბანდერა თანამშრომლობდა გერმანელ ნაცისტებთან. უკრაინელები ნადირობდნენ ებრაელებზე უკრაინასა და პოლონეთში. ისინი არსად წასულან. ესენია აზოვისა და აიდარის ბატალიონები, მემარჯვენე სექტორი. მაიდანის მოვლენების დროს იანუკოვიჩმა შესთავაზა ხალხს ვადამდელი არჩევნები. ხალხიც დაეთანხმა, მაგრამ კულისებში მყოფმა ბანდიტებმა ჩაშალეს. ამერიკა თანამშრომლობს უკრაინელ ნაცისტებთან II მსოფლიო ომიდან. ჩვენ ბევრი მათგანი წავიყვანეთ და 1948 წელს უკან დავაბრუნეთ, რათა პრობლემები შეგვექმნა რუსეთისთვის. ჩვენ ვცდილობთ რუსეთის დესტაბილიზაციას 1917 წლიდან, როდესაც ამერიკის პრეზიდენტმა ვუდრო ვილსონმა ჯარი გაგზავნა რევოლუციის დროს. რუზველტმა დაამყარა ურთიერთობები სტალინთან, იგი გეგმავდა რუსეთთან დიდი ალიანსის შექმნას.
მაიდანზე სნაიპერები ესროდნენ ხალხს, კლავდნენ პოლიციელებსა და დემონსტრანტებს. იგივე ხდებოდა ვენესუელაშიც. ეს ამერიკის ხელწერაა. ფერადი რევოლუციის შემდეგ ადგილი აქვს ძალადობას, შენ კლავ ორივე მხარეს და ქმნი არეულობას. ძალადობა ქმნის ცვლილების განწყობას. შენობებიდან ისროდნენ ნეონაცისტები. მათ გადააგდეს პრეზიდენტი და ჩვენი კაცი დავსვით. ნეონაცისტები უკრაინაში ზელენსკიმდე იყვნენ და როდესაც იგი გახდა პრეზიდენტი, მას მოუწია გარიგება ნეონაცისტებთან, ისინი ძლიერები არიან და კარნახობენ პრეზიდენტს თუ რა უნდა გააკეთოს. ამერიკა არათუ ახსენებს ნეონაცისტებს, არამედ ეთანხმება მათ ქცევას.
ჩვენ რკალს ვარტყამთ რუსეთს, ბალტიის ქვეყნები გავხადეთ ძალიან აგრესიულები რუსეთის მიმართ. ჩვენ დავაყენეთ ანტიბალისტიკური რაკეტები პოლონეთსა და რუმინეთში, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას შეტევით იარაღად რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ ვცდილობთ რუსეთის კედელთან მიმწყვდევას, რადგან გვსურს რეჟიმის შეცვლა, ელცინისნაირი ტიპის მოყვანა, რომელიც დაანგრევს თავის ქვეყანას და მოგვცემს რესურსების ექსპლუატაციის საშუალებას.
2022 წელი
ოლივერ სტოუნი - ლეგენდარული ამერიკელი რეჟისორი:
8 წლის მანძილზე რუსულად მოსაუბრე ხალხს უკრაინაში არტილერია ბომბავდა. ომის დაწყებამდე უკრაინას მობილიზებული ჰყავდა 110.000 ჯარისკაცი დონბასის საზღვართან და ამერიკის მხარდაჭერით გეგმავდა მის დაბრუნებას. 1962 წელს ამერიკა საბჭოთა კავშირს ბირთვული არსენალით 17-ჯერ აღემატებოდა, ბევრის აზრით კარგი დრო იყო საბჭოთა კავშირზე ბირთვული დარტყმისთვის. ჩვენ კვლავ ვფიქრობთ ამაზე.
ვაშინგტონში სურთ რუსეთის განადგურება და რეჟიმის შეცვლა. მათი აზროვნება გამოქვაბულის ადამიანის აზროვნებაა, რაც მაღიზიანებს. ჩვენს ქვეყანას არ სურს მშვიდობა. არ ვიომეთ საკმარისად II მსოფლიო ომის შემდეგ? 7-8 ომი გვქონდა, ყველა წავაგეთ და პენტაგონის დაფინანსებას სულ უფრო ვზრდით. ამერიკის სამხედრო ბიუროკრატია საშინელებაა. ვინ იყო ჩვენი მტერი 1991 წლის შემდეგ? რუსები თანამშრომლობდნენ ჩვენთან ტერორიზმის წინააღმდეგ ავღანეთში. მე ტელევიზიაში ვხედავ ადამიანებს, რომელთაც არ აქვთ ომის გამოცდილება და ჭკუას გვასწავლიან. ვინ არის ეს ხალხი? საიდან მოვიდნენ? სად ისწავლეს ისტორია?
უკრაინის ნეიტრალიტეტი არ შედის ნეოკონსერვატორების ინტერესებში. გორბაჩოვი შეთანხმდა ბეიკერთან და ბუშთან, რომ ნატო არცერთი ინჩით არ გაფართოვდებოდა აღმოსავლეთით. ნეოკონსერვატორები ამას უარყოფენ. რას მიიღებენ ქვეყნები ნატოში ინტეგრაციით? რუსეთი რომ ევროპაში შეჭრას აპირებს ეს II მსოფლიო ომიდან მოყოლებული შიშია, ამიტომ შეიქმნა ნატო, რითაც გადავიმტერეთ საბჭოთა კავშირი. შემდეგ საბჭოთა კავშირმა შექმნა ვარშავის პაკტი, ისინი გაოცდნენ ნატოს შექმნით, რადგან მანამდე ჩვენ მოკავშირეები ვიყავით. რუზველტს ეს ესმოდა, ტრუმენს არა.
1967 წელს ინდონეზიაში ჩამოვაგდეთ ცუკარნო და მოვიყვანეთ სუჰარტო 32 წლით, მან მილიარდები მოიპარა, ამერიკაზე მუშაობდა და ინდონეზია კორუფციაში ჩაეფლო. ვინც მის რეჟიმს გააპროტესტებდა, კლავდნენ. ნავთობზე მეტი უფლებების მოთხოვნისთვის 1953 წელს ირანში ჩამოვაგდეთ მოზადეგი და მოვიყვანეთ შაჰი, რომელიც ხალხს აწამებდა. ბრაზილიაში ჩამოვაგდეთ გულარტი და დავამყარეთ 30 წლიანი სამხედრო დიქტატურა. იგივე მოხდა ჩილეშიც. ყველგან სადაც რეჟიმები შევცვალეთ, რეფორმატორები ჩამოვაგდეთ. სად დაამყარა ამერიკამ დემოკრატიული რეჟიმი, რომელიც ხალხზე ზრუნავდა?
ჩვენ გვაქვს ბაზები იაპონიაში (მაგ: ოკინავაში), რომლებიც მიმართულია ჩინეთის წინააღმდეგ. ეიზენჰაუერის დროს ამერიკამ შეიმუშავა გეგმა SIOP-62, რომლის მიზანიც იყო ჩინეთისა და რუსეთის განადგურება.
ოლივერ სტოუნი - ლეგენდარული ამერიკელი რეჟისორი:
ამერიკაში პუტინის მიმართ მტრობა დაიწყო 2007 წელს, როდესაც მიუნხენის კონფერენციაზე მან ისაუბრა მსოფლიოს ჰარმონიასა და ბალანსზე; სუვერენიტეტზე (რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბალანსისთვის). ამერიკას სურს არა სუვერენული, არამედ მორჩილი ქვეყნები. ნეოკონსერვატორებმა დაწერეს ‘’ახალი ამერიკული საუკუნის პაქტი’’ 1996-97 წლებში, რომლის მიხედვითაც არ უნდა გაჩნდეს ამერიკის კონკურენტი ძალა. ამერიკა ამ პოლიტიკას ატარებს, მაგრამ ეს არ იმუშავებს. ნეოკონსერვატორების ჯგუფი პატარა, მაგრამ ძალიან გავლენიანია. ისინი იდგნენ ერაყსა და ავღანეთში შეჭრის უკან.
ამერიკისთვის მნიშვნელოვანია ნატოს შენარჩუნება, რათა ევროპა ჰყავდეს სატელიტად. პუტინი ცდილობს რუსეთის ინტერესების დაცვას და ბალანსის შენარჩუნებას. მშვიდობა ყოველთვის იყო მისი იდეა. იგი ამერიკას პარტნიორს უწოდებდა და გვიან მიხვდა მის განზრახვებს. ევროპა არ არის სუვერენული, შიშის გამო არ შეუძლია თავისუფლად საუბარი. როდესაც ამერიკა შეიჭრა ერაყში, საფრანგეთმა და გერმანიამ თქვეს რომ არ შეუერთდებოდნენ. დე გოლი დამოუკიდებელი იყო ამერიკისგან. მან გაიყვანა საფრანგეთი ნატოდან. როდესაც ამერიკა განათავსებს ბირთვულ იარაღს შენს ტერიტორიაზე, შენ მიბმული ხდები მასზე. რატომ არ საუბრობდა ევროპა იმავეს ერაყში შეჭრის დროს? დონბასსა და ლუგანსკში მომხდარ მკვლელობებზე?
110.000 უკრაინელი ჯარისკაცი აპირებდა დონბასში შეჭრას. 2014 წლიდან უკრაინა ტერორისტული სახელმწიფოა, სადაც განსხვავებული აზრი ისჯება. ზელენსკის 70%-მა მხარი დაუჭირა რუსეთთან მშვიდობის დასამყარებლად, მას ეს არც უცდია. ბოლო 8 წელში უკრაინულმა ჯარმა და ნაცისტურმა ბატალიონებმა მოკლეს 14.000 ადამიანი. ამერიკა მთელს მსოფლიოში მხარს უჭერს სიკვდილის რაზმებს. რუსულმა ჯარებმა გახსნეს სამოქალაქო დერეფნები, რასაც ხელს უშლის უკრაინული ჯარები. მათი მიზანია სამოქალაქო პირების ქალაქებში ჩაკეტვა. ამერიკის ინტერესია პუტინის მოშორება და სხვა ელცინის მოყვანა, ისინი დაანგრევენ უკრაინას ამისთვის. შემდეგი ჩინეთი იქნება. ამერიკა ფარისევლობს პროპაგანდაში, რათა მიიღოს მსოფლიო ბატონობა. უკრაინას სუვერენიტეტი მოპარეს 2014 წლის გადატრიალებით, ამ დროიდან მემარჯვენეები აკონტროლებენ ქვეყანას. ისინი მტრობენ განსხვავებულად მოაზროვნე უკრაინელებს ქვეყნის გარეთაც კი.
1983 წელს რეიგანმა კინაღამ შეგვაჯახა რუსებს, იყო ასევე კორეული ვერტმფრენით საბჭოთა კავშირის პროვოკაცია. ამერიკამ არაერთხელ გარისკა. 1962 წელს კენედის ეუბნებოდნენ რომ დაერტყა საბჭოთა კავშირისა და ჩინეთისთვის. ეს იყო ეიზენჰაუერის გეგმა. ამერიკა ახლაც ფიქრობს პირველ დარტყმაზე.
2022 წელი
ჯონ მირშაიმერი - ამერიკელი პოლიტოლოგი, საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარი, ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი:
როდესაც 1989 წელს ცივი ომი დამთავრდა, ბევრს სჯეროდა რომ ეს ისტორიის დასასრული იყო, ადამიანები, რომლებიც ფიქრობდნენ გეოპოლიტიკაზე რეალისტურად, ძალთა ბალანსის პრინციპების გათვალისწინებით, დინოზავრებად ითვლებოდნენ. მაიკლ მაკფოლი (ამერიკის ელჩი მოსკოვში) პუტინს ეუბნებოდა: "ამერიკა კეთილი ჰეგემონია, ნატოს გაფართოების მიზანი არაა რუსეთის შეკავება, ჩვენ კარგი ტიპები ვართ სწორი ღირებულებებით, ვცდილობთ აღმოსავლეთ ევროპა დავამსგავსოთ დასავლეთ ევროპას და ვაქციოთ იგი კეთილდღეობისა და მშვიდობის ზონად, ეს არის ჩვენი მიზანი და უნდა გესმოდეს."
რუსეთი არ იყო საკმარისად ძლიერი რომ არ დაეშვა რუმინეთის, პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების ნატოში ინტეგრაცია, მაგრამ უკრაინა მისთვის სტრატეგიულად გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია. რუსები ახლა საკმარისად ძლიერები არიან იმისათვის რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება არ დაუშვან.
ტრამპი ვერ იტანდა ნატოს. მასზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, ნატო შეწყვეტდა არსებობას. ტრამპს სურდა პუტინთან კარგი ურთიერთობების დამყარება და ამერიკის რეალურ საფრთხეს ჩინეთში ხედავდა. მას სურდა აზიაზე გადართვა ჩინეთის შესაკავებლად. თუ ტრამპი იქნებოდა პრეზიდენტი და ექნებოდა თავისუფლება, ეს კრიზისი არ მოხდებოდა, მაგრამ ტრამპს არ ექნებოდა თავისუფლება საგარეო პოლიტიკის ესთებლიშმენტისგან, რომელიც ძალიან ძლიერია. ამიტომ ომი მაინც დაიწყებოდა.
დავუშვათ უკრაინა გახდა ნეიტრალური და რუსებმა უნდა დატოვონ ტერიტორიები. რუსები არ ენდობიან უკრაინელებს. მათ შეიძლება დატოვონ ტერიტორია და უკრაინა დაუბრუნდეს ნეიტრალიტეტს, მაგრამ ხუთ წელში კვლავ მოისურვოს ნატოში ინტეგრაცია, ამ დროს კი რუსებს უკვე დატოვებული ექნებათ ტერიტორიები. რუსები არ დატოვებენ ტერიტორიებს, რათა შეინარჩუნონ ზეწოლის ბერკეტი, დარწმუნდნენ იმაში რომ უკრაინა ასრულებს დაპირებას.
2022 წელი
ჯონ მირშაიმერი - ამერიკელი პოლიტოლოგი, საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარი, ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი.
ჩვენ ვაქეზებთ უკრაინელებს რომ ებრძოლონ რუსებს, ჩვენ არ ვაპირებთ მათთვის ბრძოლას, თუმცა ვაპირებთ ბრძოლას ბოლო უკრაინელამდე.
კუბის კრიზისი არ იყო იმდენად საშიში ამერიკისთვის, როგორც ეს სიტუაციაა რუსეთისთვის, თუმცა ამერიკელები მაშინ შეშინდნენ, ისინი ფიქრობდნენ რომ საბჭოთა რაკეტები კუბაში იყო ეგზისტენციალური საფრთხე. კენედის ბევრ მრჩეველს სურდა ბირთვული იარაღის გამოყენება საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ.
რუსები მოიგებენ, რადგან ამერიკელებს უკრაინა დიდად არ ანაღვლებთ, მათ მკაფიოდ თქვეს რომ არ აპირებენ ბრძოლას უკრაინისთვის. რუსებმა კი განაცხადეს რომ ეს ეგზისტენციალური საფრთხეა მათთვის.
თუ შენ მცირე ძალა ხარ და გორილას გვერდით ცხოვრობ, შენ მას თვალში არ უნდა ჩაარტყა, იგი დიდ ზიანს მოგაყენებს და არასოდეს დაგივიწყებს. როდესაც ფიდელ კასტრო მოვიდა ძალაუფლებაში 1959 წელს, ჩვენ მას დავუწესეთ სანქციები, რაც დღესაც მოქმედებს კუბაზე. ჩვენ არ დავივიწყეთ ის ფაქტი, რომ კუბის ქცევა ჩვენი აზრით მიუღებელი იყო.
საერთაშორისო პოლიტიკაში სახელმწიფოები ჩვეულებრივ ყურადღებას აქცევენ საერთაშორისო კანონსა და მორალს, მანამ სანამ ეს მათ სტრატეგიულ ინტერესებშია, მაგრამ თუ არსებობს კონფლიქტი საერთაშორისო კანონსა და სტრატეგიულ ინტერესებს შორის, ქვეყანა ყოველთვის მაღლა დააყენებს სტრატეგიულ ინტერესებს. საუბარს, აქვს თუ არა რუსეთს ბუფერული სახელმწიფოს ყოლის უფლება ან აქვს თუ უკრაინას საკუთარი საგარეო პოლიტიკის გატარების უფლება, აზრს მოკლებულია. საერთაშორისო სისტემაში ძალა ქმნის უფლებას. ამერიკა არასოდეს აიტანს სიტუაციას, როდესაც კანადა ან მექსიკა თუნდაც კანონიერად შემოიყვანს ჩინეთის სამხედრო ძალებს ტორონტოში ან მეხიკოში. ჩვენ გვაქვს მონროს დოქტრინა, რომლის მიხედვითაც არცერთ შორეულ ძალას არ აქვს დასავლეთ ჰემისფეროში სამხედრო ძალების შემოყვანის უფლება. რუსებიც აჟღერებენ მონროს დოქტრინის საკუთარ ვერსიას, ისინი ამბობენ: თქვენ ვერ გადააქცევთ უკრაინას დასავლეთის ბასტიონად ჩვენს საზღვრებთან.
ქვეყნებს შეუძლიათ აიტანონ დიდი სასჯელი და მოსახლეობა მაინც არ აუჯანყდება მმართველს. შეხედეთ ირანსა და კუბას, ისინი სანქცირებულნი არიან, მაგრამ არ აპირებენ ხელების აწევას. ნაციონალიზმი ძალიან დიდი ძალაა და რუსები გვერდით დაუდგებიან პუტინს. რაც უფრო მეტად მივაწვებით და დავემუქრებით რუსებს, მით მეტად დაუჭერს ხალხი მხარს პუტინს. იგი გაუძლებს სანქციებს.
2022 წელი
ჯონ მირშაიმერი - ამერიკელი პოლიტოლოგი, საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარი, ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი:
ჩვენ გვჯერა რომ კარგი ტიპები ვართ, რომ ამერიკა კეთილი ჰეგემონია და შეუძლია ყველაფერი გააკეთოს, რაც სურს. ტრამპი და ბაიდენი აიარაღებდნენ უკრაინას. თურქებმა დრონები მიაწოდეს. ამერიკელები და ბრიტანელები აწვდიდნენ ყველა ტიპის შეიარაღებას. ჩვენ პროვოკაციულად ვიქცეოდით უკრაინის გარეთ, ბრიტანელებმა შეიყვანეს გამანადგურებელი რუსეთის ტერიტორიულ წყლებში შავ ზღვაში 2021 წლის ზაფხულში. ამერიკელებმა ბომბდამშენი მიიყვანეს რუსეთის სანაპირო ხაზთან შავ ზღვაში.
უკრაინა 1991-2013 წლებში ნეიტრალური იყო, ნატომ შეცვალა სიტუაცია. ჩვენ შევცვალეთ რიტორიკა რომ რუსები გამოსულიყვნენ ცუდი ტიპები. ეს ისტორია გამოვიგონეთ 2014 წლის 22 თებერვლის შემდეგ, მანამდე არავინ საუბრობდა ნატოს გაფართოებაზე რუსეთის შესაკავებლად. ჩვენმა პოლიტიკამ გამოიწვია კრიზისი, მაგრამ არ გვსურდა აღიარება, ამიტომ უნდა დაგვებრალებინა რუსებისთვის და ვთქვით რომ მათ სურთ აღმოსავლეთ ევროპაში დომინირება.
ის აზრი, რომ რუსეთი მნიშვნელოვანი საფრთხეა, რომელიც გაბატონდება ევროპაში, სასაცილოა. ჩვენი ინტერესი იყო რომ არ ჩავრთულიყავით აღმოსავლეთ ევროპაში და გადავრთულიყავით აღმოსავლეთ აზიაზე, რუსეთი უნდა გვყავდეს მოკავშირედ ჩინეთის წინააღმდეგ.
ჩვენ ახლა ვცხოვრობთ მულტიპოლარულ სამყაროში, სადაც კიდევ ორი დიდი ძალაა: რუსეთი (რომელიც პუტინმა გააცოცხლა) და ჩინეთი, რომელიც ძალიან სწრაფად გაძლიერდა 90-იანი წლებიდან. ერთპოლარულ სამყაროში ამერიკას შეეძლო სულელური პოლიტიკის გატარება, რადგან მას არ უწევდა პასუხისგება და ჩვეულებრივ სხვები ისჯებოდნენ. თითქმის ყველა ომი, სადაც ჩვენ ვიყავით ერთპოლარულ სამყაროში, უთანასწორო იყო, რადგან ჩვენ განუზომლად ძლიერები ვიყავით. ეს სამყარო წარსულს ჩაბარდა. თუ ამერიკა იომებს ჩინეთთან, ეს აღარ იქნება უთანასწორო, რადგან ჩინეთს გააჩნია მძლავრი და მზარდი სამხედრო უნარები. ჩვენ ახლა დაკავებული უნდა ვიყოთ ჩინეთის შეკავებით. მე მჯერა რომ ახალი საფრთხის გამო, ამერიკა მოიქცევა ნაკლებ სულელურად ვიდრე ერთპოლარულ სამყაროში. ამერიკა და რუსეთი გახდებიან მოკავშირეები ჩინეთის წინააღმდეგ.
დიდი ქვეყნები ძალიან ღელავენ უსაფრთხოებაზე, ისინი პარანოიდულები არიან, ამიტომ პატარა ქვეყანა, რომელიც დიდი ქვეყნის მეზობელია, ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, რომ იგი არ გააღიზიანოს, რადგან ეს დიდი ქვეყნები საშინელებებს გაუკეთებენ მათ.
ამერიკელებს აქვთ რუსოფობიის ძლიერი გრძნობა და განცდა რომ რუსები სუსტები არიან და ჩვენს ნებისმიერ ქცევაზე რეაგირებას არ მოახდენენ. რუსებს ყელში ამოუვიდათ. ჩვენ მათთან უფრო ფრთხილად ვიქნებით მომავალში. საბჭოთა კავშირი იყო ჩვენი სასიკვდილო მტერი ცივ ომში, რუსეთი საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრეა, ამიტომ არსებობს დიდი ნარჩენი წყენა და ბრაზი რუსეთის მიმართ. პუტინი მაგრად დგას ამერიკასთან და ეს აღიზიანებს ამერიკას.
ლიბერალური საერთაშორისო წესრიგი შესაძლებელი იყო ერთპოლარულ სამყაროში, ჩინეთისა და რუსეთის გაძლიერებით ჩვენ მულტიპოლარულ სამყაროში გადავედით, სადაც ასეთი წესრიგის შენარჩუნება შეუძლებელია. დიდი ქვეყნები წერენ წესებს, ქმნიან და მართავენ ინსტიტუციებს. ამერიკამ შექმნა ლიბერალური საერთაშორისო წესრიგი ერთპოლარულ სამყაროში და დატოვა. ჩვენ დავწერეთ წესები. ახლა ჩინელებს სურთ წესების თავად დაწერა და ახალი საერთაშორისო ინსტიტუციების შექმნა. ჩინელები და რუსები ახლა იწვევენ ამერიკელებს საერთაშორისო წესრიგის ფორმასთან მიმართებით. ლიბერალური საერთაშორისო წესრიგი, რაც არსებობდა ერთპოლუსიან სამყაროში, დაინგრა და ჩვენ მას ვერასოდეს ვიხილავთ.
ნატოს სჭირდება რუსული საფრთხის არსებობა. თუ შენი ინტერესია ნატოსა და ამერიკის სამხედრო არსებობის შენარჩუნება ევროპაში, შენ უნდა გააზვიადო რუსული საფრთხე.
2022 წელი.
ჯონ მირშაიმერი - ამერიკელი პოლიტოლოგი, საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარი, ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი:
ამერიკას არ სურს ომის დიპლომატიური გადაწყვეტა, ეს ნიშნავს რომ იგი სავარაუდოდ თვეებს ან წლებს გასტანს. პუტინს არ აინტერესებდა უკრაინის მიერთება, მას სურდა დარწმუნება რომ უკრაინა არ გახდებოდა დასავლური აგრესიის ტრამპლინი რუსეთის წინააღმდეგ. ამილას აჩვენებს რუსების სტრატეგია. მათ არ უცდიათ მთლიანი უკრაინის დაპყრობა ბლიცკრიგით, ეს შეუძლებელი იყო 190.000 ჯარისკაცით. რუსებმა აირჩიეს შეზღუდული მიზნის სტრატეგია.
პუტინის გაპრეზიდენტებიდან 2014 წლამდე არავინ ამბობდა რომ მას იმპერიული ამბიციები აქვს. იგი დაპატიჟეს 2008 წლის ნატოს სამიტზე ბუქარესტში, სადაც გამოცხადდა რომ უკრაინა და საქართველო გახდებოდნენ წევრები. პუტინის უარი არ მიიღეს ვაშინგტონში, რადგან ფიქრობდნენ რომ რუსეთი ძალიან სუსტი იყო ამის შესაჩერებლად, ისევე როგორც 1999 და 2004 წელს. 2014 წლამდე ნატოს გაფართოების მიზანი იყო ლიბერალური საერთაშორისო წესრიგის გავრცელება აღმოსავლეთ ევროპაში და არა რუსეთის შეკავება. 2014 წელს ამერიკამ და მისმა მოკავშირეებმა დაიწყეს საუბარი რომ პუტინი იმპერიული ამბიციების მქონე საშიში ლიდერია და რუსეთი სერიოზული სამხედრო საფრთხეა, რომელიც უნდა შეკავდეს.
უკრაინის კრიზისის/ომის მთავარი მიზეზია ამერიკელთა ძალისხმევა ექციათ უკრაინა დასავლეთის პლაცდარმად რუსეთის საზღვართან, ამას სამი კომპონენტი აქვს: ევროკავშირში გაწევრიანება; უკრაინის გადაქცევა პროდასავლურ ლიბერალურ დემოკრატიად (ნარინჯისფერი რევოლუცია) და ნატოში გაწევრიანება. ამერიკის მიერ საქართველოს ნატოში გაწევრიანების მცდელობამ გამოიწვია ომი საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის აგვისტოში (სამიტიდან ოთხ თვეში). ამერიკამ და მისმა მოკავშირეებმა განაგრძეს უკრაინის გადაქცევა დასავლეთის ბასტიონად რუსეთის საზღვრებთან, რამაც საბოლოოდ გამოიწვია 2014 წლის კრიზისი, როდესაც ამერიკის მხარდაჭერით ჩამოაგდეს იანუკოვიჩი.
2014 წლიდან დასავლეთმა გააძლიერა სტრატეგია და აქცია უკრაინა ნატოს დე ფაქტო წევრად, მან დაიწყო უკრაინის ჯარების გაწვრთნა (რვა წლის მანძილზე საშუალოდ წელიწადში 10.000 ჯარისკაცი). 2017 წელს ტრამპმა და ამერიკის მოკავშირეებმა უკრაინას მიაწოდეს თავდაცვითი იარაღი. უკრაინამ მონაწილეობა მიიღო სამხედრო ვარჯიშებში ნატოს ძალებთან 2021 წლის ივლისში. კიევმა და ვაშინგტონმა ჩაატარეს საზღვაო წრთვნა შავ ზღვაში. ეს გამიზნული იყო რუსეთის წინააღმდეგ.
ზელენსკიმ, რომელიც არასოდეს ავლენდა დიდ ენთუზიაზმს უკრაინის ნატოში შესვლაზე და რომელიც აირჩიეს კონფლიქტის მოგვარების პლატფორმაზე, შეცვალა კურსი 2021 წლის დასაწყისში, იგი დაეთანხმა ნატოს გაფართოებას და აჩვენა სიხისტე მოსკოვის მიმართ. 2021 წლის ნატოს ბრიუსელის სამიტზე ითქვა: ჩვენ ვიმეორებთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის განცხადებას, რომ უკრაინა გახდება ალიანსის წევრი. ამერიკამ და უკრაინამ ხელი მოაწერა სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას. მოსკოვი ითხოვდა წერილობით გარანტიას, რომ უკრაინა არ გახდებოდა ნატოს წევრი, არ მოხდებოდა თავდასხმითი იარაღის განთავსება მათ საზღვრებთან, 1997 წლიდან აღმოსავლეთ ევროპაში გადმოყვანილი ნატოს ჯარი და შეიარაღება დაბრუნდებოდა უკან. ბლინკენმა უპასუხა: ცვლილება არ იქნება.
რუსეთის გადმოსახედიდან პრობლემის მოგვარების გზა უკრაინის ნეიტრალიტეტია, რაც მიუღებელია ბაიდენისთვის. უკრაინელ ულტრანაციონალისტებს, რომლებიც ფლობენ უზარმაზარ გავლენას, არ აინტერესებთ რუსეთის მოთხოვნების დაკმაყოფილება. მოსკოვი არ დათმობს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს. გახანგრძლივებულ ომებში სხვა ქვეყნებიც ერთვებიან. არსებობს საფრთხე რომ ამერიკა და ნატო ჩაერთვება ბრძოლაში, არსებობს ბირთვული იარაღის გამოყენების შანსი.
ბაიდენის ადმინისტრაციამ იმხელა ინვესტირება მოახდინა ომში, რომ რუსეთის გამარჯვება იქნება გამანადგურებელი მარცხი ვაშინგტონისთვის. თუ რუსები დაიწყებენ წაგებას, პუტინი შეიძლება გადავიდეს ბირთვულ იარაღზე, რომ იხსნას სიტუაცია. ჩვენ ვგეგმავდით ბირთვული იარაღის გამოყენებას დასავლეთ გერმანიაში თუ ვარშავის პაქტი თავს დაესხმებოდა გერმანიას. თუ ჩვენ დავიწყებდით წაგებას ვარშავის პაკტთან, ჩვენ გამოვიყენებდით ბირთვულ იარაღს. თუ რუსეთი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს უკრაინაში, ბაიდენის ადმინისტრაცია იქნება ძლიერი ზეწოლის ქვეშ რომ შური იძიოს, რაც ზრდის ბირთვული ომის ალბათობას ამ დიდ ძალებს შორის. რა მოხდება თუ ამერიკა და მისი მოკავშირეები წავლენ დამარცხებისკენ, კიევის მთავრობა გადაწყვეტს სამშვიდობო მოლაპარაკებებს, რომ შეინარჩუნონ რაც შეიძლება მეტი ტერიტორია? ამ შემთხვევაში ძლიერი ზეწოლა იქნება ამერიკასა და მის მოკავშირეებზე რომ უფრო ღრმად ჩაერთონ ბრძოლაში. ომმა შეიძლება გამოიწვიოს საკვების კრიზისი და მილიონობით ადამიანის სიკვდილი. რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობები იმდენად მოწამლულია, რომ მათ აღდგენას ბევრი წელი/ათწლეულები დასჭირდება, ეს ხელს შეუწყობს არასტაბილურობას მსოფლიოში (განსაკუთრებით ევროპაში). ეკონომიკური შოკი გავლენას მოახდენს დასავლური ქვეყნების პოლიტიკაზე, ძირს გამოუთხრის ლიბერალურ დემოკრატიას და გააძლიერებს მის მოწინააღმდეგეებს როგორც მემარცხენე ისე მემარჯვენე ფლანგზე.
2008 წლის გადაწყვეტილება რომ მიეღოთ საქართველო და უკრაინა ნატოში აუცილებლად გამოიწვევდა ომს რუსეთთან. ბუში იყო მთავარი არქიტექტორი ამ საბედისწერო არჩევანის, მაგრამ ობამამ, ტრამპმა და ბაიდენმა უფრო გაამწვავეს სიტუაცია. რომ არა ნატოს გაფართოება, უკრაინაში ომი არ იქნებოდა და ყირიმიც უკრაინის ნაწილი იქნებოდა. ისტორია მკაცრად შეაფასებს ამერიკისა და მისი მოკავშირეების სულელურ პოლიტიკას უკრაინასთან მიმართებით.
ჩვენ ვატყუებთ ხალხს, როდესაც ვსაუბრობთ საერთო გადაწყვეტილებებზე. ამერიკა მართავს ნატოს, ევროპელები კი იმას აკეთებენ, რასაც ჩვენ ვეუბნებით.
2022 წელი
ჯონ მირშაიმერი - ამერიკელი პოლიტოლოგი, საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარი, ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი.
დასავლეთ ჰემისფეროს გარდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროპა, ჩრდილო-აღმოსავლეთ აზია და სპარსეთის ყურე (ნავთობის გამო, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი რესურსია საერთაშორისო სისტემაში). ევროპა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ჩინეთის გაძლიერების გამო აზია ხდება მთავარი. სპარსეთის ყურის ნავთობი მიედინება ინდოეთსა და ჩინეთში, ამიტომ იგი იქნება ჩვენი მეორე პრიორიტეტი, ევროპა კი მესამე. ჩვენ ვტოვებთ ევროპას.
დასავლეთ უკრაინა უმეტესად უკრაინულად საუბრობს, აღმოსავლეთი კი რუსულად. უკრაინა გახლეჩილია და დასავლეთ-რუსეთის კონფლიქტი უკრაინაში ამ კონტექსტში ხდება.
აღმოსავლეთ ევროპა და გერმანიაც კი ძალიან დამოკიდებულია რუსულ ბუნებრივ აირზე, რაც რუსეთისთვის მნიშვნელოვანი ბერკეტია, ამიტომ ჩვენთვის რთულია რუსებზე ზეწოლა.
მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება დასავლეთს და არა რუსეთს. ამერიკისა და მისი მოკავშირეების მიზანი იყო რუსეთისგან უკრაინის მოწყვეტა და მისი დასავლეთის პლაცდარმად ქცევა რუსეთის საზღვართან. რუსეთი ამბობს რომ ამას არ დაუშვებს.
ჩვენი სტრატეგიის სამი კომპონენტია: 1. ნატოს გაფართოება (ყველაზე მნიშვნელოვანი) - ბილ კლინტონის ადმინისტრაციიდან ჩვენ ვაფართოვებთ ნატოს აღმოსავლეთით რუსეთის საზღვრებისკენ. რუსებმა ამ ყველაფერზე უარი განაცხადეს. 2. ევროკავშირის გაფართოება (უკრაინის ეკონომიკური ინტეგრაცია დასავლეთში). 3. ნარინჯისფერი რევოლუცია (ამერიკა ცდილობს რეჟიმთა დამხობას და იქ ახალი რეჟიმების შექმნას).
ნატო გაფართოვდა 1999 (პოლონეთი, ჩეხეთი და უნგრეთი) და 2004 წელს (ბალტიისპირეთი, რუმინეთი და ბულგარეთი). რუსები ამბობდნენ რომ ისინი ეწინააღმდეგებოდნენ ნატოს გაფართოებას, მაგრამ ძალიან სუსტები იყვნენ. 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტზე ჩვენ დავთანხმდით უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანებას.
ბევრი ამბობს რომ რუსებს სურთ საბჭოთა კავშირის/დიდი რუსეთის აღდგენა. ეს არ მოხდება. პუტინი ძალიან ჭკვიანია იმისათვის რომ ეს სცადოს. თუ შენ გსურს დაანგრიო რუსეთი, შენ უნდა წააქეზო იგი რომ სცადოს უკრაინის დაპყრობა. პუტინი ეუბნება დასავლეთს: თქვენ ან დაიხევთ უკან და ჩვენ დავუბრუნდებით 2014 წლამდელ მდგომარეობას, სადაც უკრაინა ბუფერული სახელმწიფოა ან გააგრძელებთ თამაშებს, რაც დაანგრევს ამ ქვეყანას. რუსები არასოდეს მისცემენ ნატოს საშუალებას რომ ყირიმი საკუთარ ბაზად აქციონ. რუსეთი დიდი ძალაა და არ სურს ამერიკასა და მის მოკავშირეებს დაუთმოს მნიშვნელოვანი სტრატეგიული ქვეყანა დასავლეთ საზღვრებთან. ეს არ უნდა იყოს ამერიკისთვის გასაკვირი, ჩვენ გვაქვს მონროს დოქტრინა, რომელიც ამბობს რომ დასავლეთ ჰემისფერო ჩვენი უკანა ეზოა და არცერთ შორეულ ძალას არ აქვს სამხედრო ძალების გადმოყვანის უფლება. ჩვენ გავგიჟდით, როდესაც საბჭოთა კავშირმა მოისურვა სამხედრო ძალების გადაყვანა კუბაში. თუ ჩინეთი შექმნის სამხედრო ალიანსს კანადასთან ან მექსიკასთან და გადმოიყვანს სამხედრო ძალებს ამ ქვეყნებში, ჩვენ დავიცავთ მონროს დოქტრინას, ისე როგორც ეს გავაკეთეთ საბჭოთა კავშირთან. ამიტომ არავის უნდა უკვირდეს რუსეთის პოზიცია.
გავრცელებული მოსაზრებაა რომ პუტინია ამ კრიზისის მთავარი მიზეზი, რომ იგი გიჟი და ირაციონალურია, მას სურს დიდი რუსეთის შექმნა, იგი ჰგავს ჰიტლერს. ჰიტლერთან მსგავსება ძალიან სასაცილოა. მას რომ შეეძლოს დიდი რუსეთის შექმნა, იგი ამას გააკეთებდა. იგი ძალიან სტრატეგიულია, მე არ ვთვლი რომ იგი ამ კრიზისის მთავარი მიზეზია.
შენ შეგიძლია ბევრი დარტყმა მიაყენო რუსებს და ისინი არ დანებდებიან, რადგან უკრაინა წარმოადგენს სასიცოცხლო სტრატეგიულ ინტერესს რუსეთისთვის და არა დასავლეთისთვის. რუსეთს უამრავი ეკონომიკური ბერკეტი გააჩნია დასავლეთზე სამოქმედოდ, ამიტომ ჩვენ წაგებულ ხელს ვთამაშობთ. რუსეთს ათასობით ბირთვული ქობინი აქვს, რომასაც გამოიყენებს, თუ უიმედო მდგომარეობაში იქნება და მათ არსებობას საფრთხე დაემუქრება. ჩვენ თავს ვიყენებთ პოზიციაში, სადაც ვრისკავთ ბირთვულ ომს უკრაინის გამო, რომელიც არ წარმოადგენს სასიცოცხლო სტრატეგიულ ინტერესს ჩვენთვის. უკრაინის კრიზისი არის ერთ-ერთი უბედურება, რაც ჩვენ შევქმენით. ჩვენ უნდა შევქმნათ ნეიტრალური უკრაინა, ბუფერული სახელმწიფო ნატოსა და რუსეთს შორის, უნდა დავივიწყოთ ნატოს გაფართოება და ვთქვათ რომ ეს არ მოხდება. ჩვენ უნდა შევიმუშაოთ უკრაინის ეკონომიკის გადარჩენის გეგმა, რომელიც მოიცავს რუსეთს, საერთაშორისო მონეტარულ ფონდს და ევროკავშირს. ეს სურდა პუტინს 2013 წელს, მაგრამ ევროკავშირმა უარი თქვა. ჩვენ უნდა ჩავაცხროთ კონფლიქტი უკრაინაში, მივცეთ აღმოსავლეთ ნაწილში მცხოვრებ ხალხს ავტონომია და დავიცვათ მათი უფლებები.
ჩვენ გვყავს პოტენციური მეტოქე ჰორიზონტზე, რომელმაც შეიძლება მიაღწიოს აქამდე არნახულ პროპორციებს. ჩვენ უნდა გადავერთოთ აზიაზე. ევროპა აღარ არის მნიშვნელოვანი, რუსეთი უნდა იყოს ჩვენთან ჩინეთის წინააღმდეგ, ისევე როგორც სამხრეთ კორეა, იაპონია, ვიეტნამი, ტაივანი, სინგაპური და ინდოეთი. ჩვენ კი ვაახლოებთ რუსეთსა და ჩინეთს. ჩვენ გვჭირდება რუსეთი ირანის წინააღმდეგ, თუმცა ჩვენ ვაახლოებთ რუსეთსა და ირანს. ჩვენ გვჭირდება რუსეთი ყველა საკითხში და არ გვჭირდება მათთან ბრძოლა. ნატო გაქრება და ჩვენ გადავერთვებით აზიაზე. ჩვენ გვჭირდება რუსეთი და ამავდროულად მათ თვალში ჯოხს ვთხრით, ისინი დაიწყებენ გზების ძებნას რომ სამაგიერო გადაგვიხადონ.
რესპუბლიკელებისა და დემოკრატების საგარეო პოლიტიკა ერთი და იგივეა, თუ ვინმეს ჰგონია რომ მათ შორის რაიმე სხვაობაა, იგი ზღაპრების სამყაროში ცხოვრობს.
1989 წლიდან ამერიკა უძლიერესი ქვეყანაა პლანეტაზე, ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ათასი სისულელის ჩადენა, რადგან ეს ჩვენ არ გვიბრუნდება. ამერიკა ძალიან დაცულია, ამიტომ ჩვენ გვაქვს სულელური პოლიტიკის გატარების საშუალება. თუ ჩინეთი განაგრძობს გაძლიერებას, ეს აიძულებს ამერიკას, რომ იფიქროს უფრო სტრატეგიულად. როდესაც ვსაუბრობთ ჩინეთზე, უნდა გამოვყოთ სამი ფაქტორი: 1. ტაივანი, 2. სამხრეთ ჩინეთის ზღვა (ჩინელები ფიქრობენ რომ ისინი მთლიანად აკონტროლებენ სამხრეთ ჩინეთის ზღვას, აგებენ აეროდრომებს რიფებზე სპრატლის კუნძულებზე. ჩვენ ვუთხარით რომ ეს მიუღებელია, მათი მეზობლები ვიეტნამელები და ფილიპინელები ფიქრობენ რომ ეს მიუღებელია). 3. აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვის კუნძულები (ჩინელები ამბობენ, რომ იაპონელთათვის ეს წმინდა ტერიტორიები, ეკუთვნის ჩინეთს. იაპონელებს ეშინიათ, რომ როგორც კი ჩინეთი გაძლიერდება, იგი წაიღებს ამ კუნძულებს). სხვა შესაძლო ფაქტორებია კორეის ნახევარკუნძული და ჩინეთ-ინდოეთის სასაზღვრო კონფლიქტი.
ჩვენ გვჯერა რომ ყველგან ჩარევის უფლება და პასუხისმგებლობა გვაქვს, რაც იწვევს დაუსრულებელ პრობლემებს.
ჩინეთის პრობლემაა კომუნიზმის ლეგიტიმურობის დაცემა, ამიტომ მათ უნდა იპოვონ სხვა იდეოლოგია ‘’ნაციონალიზმი’’, რომლის მთავარი კომპონენტია ეროვნული დამცირების 100 წელი (1850-1950 წლები), როდესაც ჩინეთი დაამცირეს ევროპულმა ძალებმა, ამერიკამ (ღია კარის პოლიტიკა) და იაპონიამ. ჩინელები ამაზე ბრაზობენ.
2008 წლის ბუქარესტის სამიტზე გამოცხადდა, რომ უკრაინა და საქართველო გახდებოდნენ ნატოს წევრები. მერკელმა თქვა რომ ეს გამოიწვევდა უბედურებას, თუმცა ამერიკამ თავისი გაიტანა.
II მსოფლიო ომში უკრაინელთა ნაწილი იბრძოდა გერმანიის მხარეს, ნაწილი კი ებრძოდა გერმანელებს, ეს მნიშვნელოვანი ფაქტია დღევანდელი კრიზისის გასაგებად.
როჯერ უოტერსი (ლეგენდარული ინგლისური როკ-ჯგუფის ‘’Pink Floyd’’-ის ერთ-ერთი დამაარსებელი):
დასავლელი ჟურნალისტების მიერ ნაჩვენები უკრაინული კონფლიქტი პროპაგანდა და ტყუილებია. მედია შთაგვაგონებს, რომ რუსეთი და ჩინეთი ბოროტები არიან და ჩვენ კარგები ვართ. ჩვენ მინიმუმ ათჯერ უფრო აგრესიულები ვართ. რუსეთი არ უნდა ჩაეთრიათ სამხედრო მოქმედებებში უკრაინის წინააღმდეგ, რადგან 20 წელი ისინი ცდილობდნენ ამის თავიდან არიდებას და ამისთვის დასავლეთს სთავაზობდნენ დიპლომატიურ ზომებს. ნატოს ბრალია რომ პუტინმა გადაწყვიტა სპეციალური ოპერაციის დაწყება უკრაინაში. რუსეთის, რუსი ხალხისა და პუტინის დემონიზაცია ხდება იმისათვის რომ ჩაახშონ შიდა წინააღმდეგობა, აკონტროლონ თავიანთი მოქალაქეები და მეტი ფული გააკეთონ. რუსეთის მოქმედებები უკრაინაში იყო პასუხი ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებაზე, თუმცა ალიანსის ლიდერები ამბობდნენ რომ ასე არ მოიქცეოდნენ, როდესაც გორბაჩოვმა საბჭოთა ჯარები აღმოსავლეთ ევროპიდან გაიყვანა.
ზელენსკიმ მოატყუა უკრაინელები და დაარღვია მათი უფლებები. მან არ შეასრულა დაპირება რომ გააჩერებდა სამოქალაქო ომს აღმოსავლეთ ნაწილში, დააბრუნებდა მშვიდობას დონბასში და მიანიჭებდა ნაწილობრივ ავტონომიას დონეცკსა და ლუგანსკს. ზელენსკი დაემორჩილა უკრაინელი ხალხის ნების ტოტალიტარულ და ანტიდემოკრატიულ ჩახშობას და მას შემდეგ ულტრანაციონალისტები, რომლებიც ჩრდილში იმალებოდნენ, მართავენ უკრაინას. ამ ძალებმა მიიყვანეს ქვეყანა უბედურებამდე, რადგან ისინი კვეთდნენ წითელ ხაზებს რუსეთთან. აზოვის ბატალიონები, ეროვნული მილიცია და C14 ნეონაცისტი ბანდიტები არიან. დააკვირდით სიმბოლიკას.
იარაღის უდიდეს ნაწილს უკრაინას აწვდის ვაშინგტონი, რომელიც უსაფრთხო მანძილზეა კონფლიქტის ზონიდან, მათ სურთ კონფლიქტის რაც შეიძლება დიდხანს გაწელვა. დასავლეთს არ სურს კონფლიქტის დასრულება. ისინი იბრძოლებენ ბოლო უკრაინელამდე. ბაიდენი აგრძელებს უკრაინის კონფლიქტის ცეცხლზე ნავთის დასხმას. ბაიდენი ომის დამნაშავეა.
ამერიკელებს სურთ მსოფლიოს მართვა, რის გამოც სხვა ქვეყნის მაცხოვრებლები უნდა დაიტანჯონ. ეს მათი მენტალიტეტია. ამერიკამ გაავსო მსოფლიო სამხედრო ბაზებით, სურს მივიდეს რუსეთის საზღვრებთან და შემდეგ შემოსაზღვროს ჩინეთი. ამერიკა თავისუფლად არღვევს საერთაშორისო შეთანხმებებს, როდესაც ისინი ეჯახება მის იმპერიალისტურ ინტერესებს. ისინი აცხადებენ რომ მათ შეუძლიათ გააკეთონ ის, რაც სურთ. ეს პოზიცია მე მაშინებს, რადგან ერთ დღესაც ეს ყველას შეგვიწირავს. მაიდანის ცვლილებებისა და რევოლუციის უკან დგას ამერიკა და ვიქტორია ნულანდი. მან მოახდინა ამ ყველაფრის ორგანიზება და ახლა ქვეყანა გაყოფილია ორ ნაწილად. თუმცა ამერიკელები ამაში მაგრები არიან და ხალხს მათი სჯერა, რადგან ისინი აკონტროლებენ მედიას და სიტუაციას ისე ხატავენ, როგორც აწყობთ. როგორ მოიქცევა ვაშინგტონი თუ ჩინეთი განათავსებს ბირთვულ რაკეტებს მექსიკასა და კანადაში?