четверг, 4 сентября 2025 г.

ორი წერილი "ქართული ოცნების" მიერ ალტ-ინფოს (კონსერვატორების) რეპრესირების შესახებ

 1. "ქართული ოცნების" პოლიტიკური მაროდიორობა, ანუ გამარჯვება ალტ-ინფოს რეპრესირებისა და პოლიტიკური გაძარცვის ხარჯზე


წინასწარვე უნდა ვთქვა, რომ "ქართულ ოცნებას" ყოველ არჩევნებზე ხმას ვაძლევდი (თუმცა, 2016 წლიდან, ნაცების დაბრუნების შიშით), სანამ გაუგონარი უკანონობა არ ჩაიდინა "კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს" რეგისტრაციის გაუქმებით.

წინასწარ უნდა ვთქვა ისიც, რომ ალტ-ინფოს წევრი არა ვარ, მხოლოდ მხარდამჭერი ვარ, მაგრამ უსამართლობას ვერ ვეგუები.

"ქართული ოცნების" გამარჯვება 2012 წელს კანონზომიერი და ნამდვილად პროგრესული მოვლენა იყო, მაგრამ ამას ვერ ვიტყვით მომდევნო ყოველ არჩევნებში მის გამარჯვებებზე, რომელიც დაპირებათა ასრულებისა და მიღწევების საფუძველზე კი არ ხდებოდა, არამედ მხოლოდ ამომრჩეველთა დაშანტაჟებით - ჩვენ თუ არ აგვირჩევთ, სისხლიანი ნაცმოძრაობა დაბრუნდებაო. ასეთ შანტაჟს ოცნება წარმატებით იყენებდა წლების მანძილზე. მაგრამ ახალ, 2024 წლის არჩევნებზე ამ შანტაჟს ახალი "მეთოდი" დაამატა - პოლიტიკური მაროდიორობა.

თუ რას ვგულისხმობ პოლიტიკურ მაროდიორობაში, ამას ქვემოთ შევეხები.

ჯერ კი ვუპასუხოთ დღევანდელ ყველზე აქტუალურ კითხვას - გაყალბდა თუ არა 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძნელია შესაბამისი ინფორმაციის არქონის გამო, მაგრამ ის კი შეიძლება დანამდვილებით ითქვას, რომ არჩევნების გაყალბება "ქართულმა ოცნებამ" რამდენიმე თვით ადრე დაიწყო, კერძოდ, 2024 წლის აპრილში, როდესაც ოცნების ხელისუფლებამ გააუქმა არჩევნებში მონაწილეობის მსურველი ორი პარტია, ჯერ "კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო", შემდეგ კი ამ პარტიისათვის ბ-ნ ლევან ჩაჩუასაგან საჩუქრად გადაცემული პოლიტიკური პარტია "ქართული იდეა".

აქ აღარ მოვიყვან გაუქმების ყოვლად უსუსურ მიზეზებს. მაგრამ "ქართული ოცნების" მზაკვრული მიზანი ყველაზე კარგად იმაში გამოიხატა, რომ ხელისუფლების დაქვემდებარებაში მყოფმა დაწესებულებებმა ყოველნაირად გააჭიანურეს  გასაჩივრების პროცესი, რათა  ალტ-ინფოს  ვერ მოესწრო არჩევნებში მონაწილეობა.  

ეს გაუგონარი უკანონობა "ქართულ ოცნებას" იმისათვის დასჭირდა, რომ  თავიდან მოეშორებინა რეალური საარჩევნო კონკურენტი -"კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო", რომელიც ხმებს აიღებდა "ქართული ოცნებისა" და ნეიტრალური ამომრჩევლებისაგან (და არა ნაცების ამომრჩევლებისაგან), ანუ, როგორც ირაკლი კობახიძემ ამის შესახებ ჟურნალისტის კითხვაზე განაცხადა - "ამით ეგზისტენციალური საფრთხე ავიცილეთ თავიდანო".

"ქართული ოცნებისათვის" ეგზისტენციალურ საფრთხედ "კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო" მზარდი პოპულარობის გამო იქცა!

მზარდი პოპულარობის მიზეზი რომ გავარკვიოთ, უნდა გავიხსენოთ ალტ-ინფოს პოლიტიკური ისტორია. (შეგახსენებთ, რომ "ალტ-ინფო" არის შემოკლებული "ალტერნატიული ინფორმაცია").

ალტ-ინფომ პოლიტიკური მოღვაწეობა დაახლოებით 2017 წლიდან დაიწყო, როდესაც ერთ პატარა ნაქირავებ ოთახში შეყუჟულმა "ოქროს ბიჭებმა" (ასე შეარქვეს მათ მოგვიანებით) პოლიტიკური აქტივობა სოციალურ ქსელებში დაიწყეს - პოსტებითა და ნათხოვარი ვიდეოკამერით გადაღებული ვიდეობლოგებით.

ეს აქტივობები ანტილიბერალური ხასიათისა იყო, რადგან ამ "ოქროს ბიჭებისათვის" ცხადზე ცხადი გახლდათ ის, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს ფაქტობრივად ლიბერალური დასავლეთი ლიბერალური კანონებით მართავდა (და მართავს დღესაც), რამაც ძალზე სამწუხარო შედეგები მოუტანა ჩვენს ქვეყანას: გაპარტახებული ეკონომიკა, დაკარგული ტერიტორიები, უამრავი დევნილი, უამრავი მსხვერპლი, მოშლილი განათლების სისტემა, განახევრებული მოსახლეობა, გადაგვარებული ზნეობა, საშინლად შეზღუდული სუვერენეტიტეტი, უპერსპექტივობა, უიმედობა...

მოაზროვნე, პატრიოტ, განათლებულ, ენერგიულ "ოქროს ბიჭებს" არ შეიძლებოდა არ დაეწყოთ ამ საშინელი რეალობიდან გამოსავლის ძიება.

ალტ-ინფომბოლო 6-7 წლის მოღვაწეობის მანძილზეთავისი გონიერებითგაბედული აქტივობებით (2021 წლის 5 ივლისი, 2022 წლის 2 ივლისი, 2023 წლის 8 ივლისი...), დახვეწილი ანალიტიკური აზროვნებითთითქმის 100%-იანი პოლიტიკური პროგნოზებითუმაღლესი ინტელექტუალური რესურსებით უმძლავრესი ბიძგი მისცა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში კონსერვატიული დღის წესრიგის დამკვიდრებას.

მაგრამ მათ უამრავი წინააღმდეგობა შეხვდათ: გაბოროტებული ლიბერალური სისტემა ნაც-ქოცებისა და ენჯეოების დიდი ნაწილის სახით  უკიდურესად მტრულად შეხვდა მათ პოლიტიკურ აქტივობებს. დაიწყო ცილისწამებები, იარლიკის მიწებებები, დევნა-შევიწროება, აკრძალვები, დაბლოკვები, ჯარიმები...

მაგრამ "ოქროს ბიჭებს" ფარხმალი არ დაუყრიათ. მათ გაუძლეს ყოველგვარ დევნა-შევიწროებას და იმდენი ჰქნეს, რომ უმცირესი სახსრებით ტელევიზიაც დააარსეს და პარტიაც, თანაც ისეთი პოპულარობა მოიპოვეს, რომ ხელისუფლებას სხვა არაფერი დარჩა მზარდი პოპულარობის მქონე ამ კონკურენტი პოლიტიკური ძალის შესაჩერებლად, გარდა პარტიის გაუქმებისა სრულიად უკანონოდ და აბსურდული მიზეზით (რაც სახალხო დამცველმაც აღიარა). 

ასე რომ, არჩევნები მხოლოდ 26 ოქტომბერს კი არ გაყალბებულა, არამედ გაცილებით ადრე - აპრილში,   როდესაც ხელისუფლებამ ორჯერ გააუქმა არჩევნებში მონაწილეობის მოსურნე ერთ-ერთი უძლიერესი კონკურენტი - ალტ-ინფოს ორი პარტია - ჯერ "კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო", შემდეგ კი, ამ გაუგონარი უკანონობის შემდეგ, ბ-ნ ლევან ჩაჩუას მიერ კონსერვატიული მოძრაობისათვის საჩუქრად გადაცემული საკუთარი პარტია - "ქართული იდეა".

ეს იყო გაცილებით დიდი გაყალბება, ვიდრე არჩევნების დღეს ჩადენილი გაყალბებები.

მაგრამ ყველაზე აღმაშფოთებელი ისაა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ ჩადენილი ამ უმძიმესი გაყალბების, ამ გაუგონარი უკანონობის შესახებ კრინტიც არ დაუძრავთ არც ოპოზიციას, არც ენჯეოებს, არც უფლებადამცველებს, არც ლიბერალ ჟურნალისტებს, არც პრეზიდენტს, არც დასავლეთელ "მეგობრებს"!

გამონაკლისი იყო სახალხო დამცველი, რომელმაც აღნიშნა "ქართული ოცნების" ეს უკანონო საქციელი!

ამ უმძიმესი გაყალბების გარდა ხელისუფლებამ კარგად გააცნობიერა ალტ-ინფოს დიდი პოპულარულობის მიზეზიც - კონსერვატიული მსოფლმხედველობა, ქრისტიანული მორალი, პრაგმატული საგარეო და საშინაო პოლიტიკა, სწორი გეოპოლიტიკური ხედვები, უზუსტესი ანალიზები და პროგნოზები.

გააცნობიერა და, მიუხედავად 12 წლიანი სრულიად საწინააღმდეგო ლიბერალური და პროდასავლური პოლიტიკის მონურად გატარებისა, ჯერ მათგან თითქოსდა გამოყოფილი "ხალხის ძალა" აალაპარაკა "ალტ-ინფოს" ფრაზეოლოგიით (ამის გამო "ხალხის ძალას" ხუმრობით "ჩინური ალტ-ინფო" შეარქვეს), ხოლო შემდეგ, განსაკუთრებით არჩევნების წინა თვეებში, მთელი "ქართული ოცნება" გადავიდა ალტ-ინფოს რიტორიკაზე. ოცნების წარმომადგენლები ლამის სიტყვა-სიტყვით იმეორებდნენ თითქმის ყველაფერს, რასაც ალტ-ინფო წლების განმავლობაში ლაპარაკობდა და რისთვისაც "ქართული ოცნებისაგან" მხოლოდ ლანძღვა-გინებასა და რეპრესიებს იღებდა.  "ქართულმა ოცნებამ" გაუქმებულ და რეპრესირებულ "კონსერვატიულ მოძრაობა/ალტ-ინფოს" ააწაპნა და მიითვისა თითქმის ყველა კონსერვატიული იდეა, რომელიც ალტ-ინფოს მიერ იქნა პოლიტიკურ დღის წესრიგში შემოტანილი. დიახ, ააწაპნა გაუქმებულ და რეპრესირებულ ალტ-ინფოს!

რა არის ეს, თუ არა პოლიტიკური მაროდიორობა?

ოცნების მიერ კონსერვატიული მანტიის მორგების ხრიკი, ცხადია, კონსერვატიულად განწყობილი მოსახლეობის დიდი ნაწილის გულის მოსაგებად და მათ მოსატყუებლად იყო გამიზნული, აქაოდა, ჩვენც კონსერვატორები ვართ და რაღა საჭიროა კონსერვატიული პარტიისათვის ხმის მიცემაო. ამ ფანდმა გარკვეული შედეგი მართლაც გამოიღო და, როგორც ჩანს, უამრავი ხმები წაართვა ალტ-ინფოს, რის გამოც "პატრიოტთა ალიანსმა", რომლის სიითაც ღებულობდა არჩევნებში მონაწილეობას ალტ-ინფო, 5%-იანი  ბარიერი ვერ გადალახა.  

"ალტ-ინფოსთვის" აწაპნული ერთ-ერთი კონსერვატიული იდეის ყველაზე დამახასიათებელი მაგალითია ოცნების მიერ მიღებული კანონი ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ. ასეთი შინაარსის კანონპროექტი ალტ-ინფომ ჯერ კიდევ სამი წლის წინ შეიტანა პარლამენტში, მაგრამ პარლამენტმა არც კი განიხილა და თაროზე შემოსდო, ხოლო არჩევნების წინ "ქართულმა ოცნებამ" იგივე შინაარსის თავისი კანონპროექტი შეადგინა და მიიღო კიდეც, რითაც არჩევნების წინაპერიოდში დიდად იწონებდა თავს ამომრჩევლის წინაშე, არადა, ლგბტ პრაიდების საწინააღმდეგო გამოსვლისათვის 2021 წლის 5-6 ივლისს 30-ზე მეტი ალტ-ინფოელი დაიჭირა (აშშ-ს საელჩოს ზეწოლით), რომელთა შორის რამდენიმე მათგანი დღესაც ციხეში ზის.

ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის საკითხის პოლიტიკურ დღის წესრიგში შემოტანაში ალტ-ინფოს უდიდეს დამსახურებაზე "ქართული ოცნება" კრინტს არ ძრავს და ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის კანონს თავისად ასაღებს.

ასევე ითქმის უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის კანონზე.  როდესაც ალტ-ინფოს წინააღმდეგ ცილისწამების აღვირახსნილი კამპანია მიმდინარეობდა, თითქოს ალტ-ინფოს რუსეთი აფინანსებდა, ალტ-ინფო კატეგორიულად მოითხოვდა უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის კანონის შემოღებას, რათა ყველა უცხოური დაფინანსება, მათ შორის ალტ-ინფოსიც, ყველასთვის ცნობილი გამხდარიყო და ალტ-ინფოს მიმართ უღირს ცილისწამებას საფუძველი გამოსცლოდა.

ამ კანონის შესახებ ალტ-ინფოს დამსახურებაზეც "ქართული ოცნება" მორცხვად დუმს.

"ქართული ოცნებისათვის" ამ არჩევნებამდე ყოვლად მიუღებელი იყო ეროვნული იდენტობის განმტიცების საჭიროება, (ირაკლი კობახიძის რამდენიმე წლის წინანდელი განცხადებით, მისთვის გაუგებარი და სახიფათო იყო ეროვნული საკითხის პრიორიტეტულობა), ხოლო მართლმადიდებელი ეკლესიის, კერძოდ პატრიარქის შეხედულებებს ამა თუ იმ ლიბერალური კანონის მიღების მავნებლობაზე სრულ იგნორირებას უწევდნენ.

მაგრამ როდესაც დაინახეს, თუ როგორი პოპულარობა მოუტანა ამ საკითხებმა ალტ-ინფოს, ოცნებამ მაშინვე შეაბრუნა კეხი და ეროვნულ იდენტობაზე და ეკლესიის როლზე წამდაუწუმ საუბრით ლამის ალტ-ინფოს  გადაასწრეს. 

ყველაზე საწყენი ისაა, რომ "ქართული ოცნება" ალტ-ინფოს არც კი ახსენებს და სრულ იგნორირებას უწევს, მიუხედავად იმისა, რომ მათგან აწაპნულ კონსერვატიულ იდეებს წამდაუწუმ იმეორებს.

მიუხედავად იმისა, რომ  "ქართული ოცნება" უაღრესად სასტიკად და უსამართლოდ  მოეპყრო ალტ-ინფოს, ალტ-ინფოელები იმდენად კეთილშობილი ადამიანები არიან, რომ გადაწყვეტილი ჰქონდათ, თუკი პარლამენტში მოხვდებოდნენ, თავისი რესურსებით უმრავლესობის შექმნაში დახმარებოდნენ "ქართულ ოცნებას",  თუკი "ქართული ოცნება" არჩევნებში 50%-ზე ნაკლებს მიიღებდა და რადიკალური ოპოზიციის ხელისუფლებაში დაბრუნების საშიშროება შეიქმნებოდა. 

"ქართულმა ოცნებამ" ამ 12 წლის მანძილზე ვერც ერთი მნიშვნელოვანი დაპირება ვერ შეასრულა, და რა იმედი უნდა გვქონდეს, რომ დღეიდან გამოსწორდება? პირიქით, ისინი უსასრულოდ აპირებენ ხელისუფლებაში დარჩენას, სისხლიანი ნაცების ხელისუფლებაში დაბრუნების შიშის გამო ამომრჩევლების დაშანტაჟებით, ამიტომაც სურთ, რომ ადვილად დასამარცხებელი ნაცების გარდა არავინ ჰყავდეთ რეალური ძალის მქონე ოპოზიციად. სწორედ ამიტომ ისინი ყოველნაირად ხელს უშლიან სხვა, ნორმალური ოპოზიციის გამოჩენას, რომელიც, ირაკლი კობახიძის სიტყვით რომ ვთქვათ, მათთვის "ეგზისტენციალური საფრთხე" გახდებოდა.

ალტ-ინფოელები, როგორც კეთილშობილი და ქვეყნისათვის მზრუნველი ადამიანები, ამ აწაპვნასასაც მიესალმებიან, თუკი ოცნება ალტ-ინფოსაგან მოპარულ ამ იდეებს მართლა განახორციელებს და მხოლოდ წინასაარჩევნო ცრუ დაპირებებად არ დატოვებს.

2024 წლის 27 ოქტომბერი


2. არჩევნების მთავარი გაყალბება, ანუ "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო სპეცოპერაცია ალტ-ინფოს წინააღმდეგ


ტყუილად იჭაჭებიან ოპოზიციაც, პრეზიდენტიც, ენჯეოებიც, დასავლეთელი "მეგობრებიც", - არჩევნები 26 ოქტომბერს ფაქტობრივად არ გაყალბებულა!


არჩევნების მთავარი გაყალბება მოხდა არჩევნების დღემდე გაცილებით ადრე - 2024 წლის აპრილში, როდესაც ხელისუფლებამ წინასაარჩევნო სპეცოპერაცია ჩაატარა - ორჯერ გააუქმა არჩევნებში მონაწილეობის მსურველი ერთ-ერთი უძლიერესი კონკურენტი - ალტ-ინფოს ორი პარტია - ჯერ "კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო", შემდეგ კი ბ-ნ ლევან ჩაჩუას მიერ კონსერვატიული მოძრაობისათვის საჩუქრად გადაცემული საკუთარი პარტია - "ქართული იდეა".

"ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ ჩადენილი ამ გაუგონარი გაყალბების და უკანონობის შესახებ კრინტიც არ დაუძრავთ არც ოპოზიციას, არც ენჯეოებს, არც უფლებადამცველებს, არც ლიბერალურ ტელევიზიებს, არც პრეზიდენტს, არც დასავლეთელ "მეგობრებს"!


ჰოდა, მათ მივმართავ:

თქვე უსამართლოებო და ფარისევლებო, ოცნების ლანძღვა-გინებაში რომ ხართ სულ და ბევრ ტყუილებსაც აბრალებთ, ოცნების ამ ნამდვილ დანაშაულზე, ამ გაუგონარ გაყალბებაზე, უსამართლობაზე და უკანონობაზე რატომ დადუმდით სამარის ქვასავით?

ერთადერთმა სახალხო დამცველმა ამოიღო მხოლოდ ხმა!

იმას რა დიდი მიხვედრა უნდოდა, თქვე გონებაჩლუნგებო, რომ არჩევნების ყველაზე დიდ გაყალბებას წარმოადგენდა არჩევნების წინ კონკურენტი პარტიის გაუქმება, იმ პარტიის გაუქმება, რომელსაც მოსახლეობის უდიდესი, კონსერვატიულად განწყობილი ნაწილი უჭერდა მხარს?

იმისთვის მაინც მიგექციათ ყურადღება, თქვე გონებაჩლუნგებო, რომ ოცნებამ გასაჩივრების დროც კი გაუხანგრძლივა კონსერვატორებს, რათა არჩევნებში მონაწილეობა ვერ მოესწროთ!

იმას რატომ ვერ ხვდებით, თქვე გონებაჩლუნგებო, რომ ოცნებამ "კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო" იმიტომ გააუქმა, რომ შემდეგ თვითონ "გაკონსერვატორებულიყო" და ალტ-ინფოს მთელი კონსერვატიული იდეები მიესაკუთრებინა, ამით კი კონსერვატიულად განწყობილი ადამიანები მოეტყუებინა და მათი ხმები მიეთვალა?

ჰოდა, ვინც დღეს მთელი ხმით ღრიალებთ არჩევნების გაყალბებაზე, სად გაქვთ მაგდენი ჭკუა და მიხვედრილობა, რომ ოცნების "გამარჯვების" და თქვენი დამარცხების ნამდვილი მიზეზი გააცნობიეროთ და არჩევნების გაყალბების ყველაზე დიდი და წონადი არგუმენტი გამოიყენოთ!

არც ზნეობა გაქვთ, რადგან ალტ-ინფოს გაუქმება თქვენც გ ა გ ე ხ ა რ დ ა თ, რადგან ალტ-ინფო თქვენზეც სიმართლეს ლაპარაკობდა და ოცნებაზეც!

ღირსები ხართ, რომ დაგამარცხათ "ქართულმა ოცნებამ"! სულ გამარცხებდათ და მომავალში დაგამარცხებთ, იმიტომ, რომ უტვინოები და უსამართლოები ხართ!

იმწვიტინეთ და ივიშვიშეთ ახლა რამდენიც გინდათ! ვერაფერს მიაღწევთ, თქვე ყოვლად უსამართლოებო, უტვინოებო და ფარისევლებო!

31 ოქტომბერი, 2024

 

среда, 30 апреля 2025 г.

ჩემი და ისტორიკოს ზურა დათუაშვილის კამათი

 

(ეს კამათი სამი წლის წინანდელია. ჩემი პასუხის შემდეგ მან კამათი შეწყვიტა.)

 

ნზორ აბჟანდაძე

1 მაისი, 2022 

კიდევ ერთი პროვოკაციული პოსტი 😂

რა დამოკიდებულება აქვს პუტინს საქართველოსთან?

პუტინს საქართველო უყვარს ისე, როგორც ბიჭს უყვარს გოგო და მისი ცოლად შერთვა უნდა, ანუ, ლიბერალების ენაზე - დამონება, იმ გოგოს კი ეს ბიჭი არ უყვარს და სხვა ბიჭი უყვარს, თანაც იმ ბიჭის მტერი. 🙂

ეს, ცხადია, რთული მომენტია ცხოვრებაში, მით უფრო პოლიტიკაში.

ხშირად ხდება, როდესაც იმ გოგოს არჩეული ბიჭი არ აღმოჩნდება ისეთი, როგორც სიყვარულით დაბრმავებულ გოგოს ეგონა, და ბოლოს ნანობს, რატომ იმ ბიჭს არ გავყევი, რომელსაც ვუყვარდიო. 🙂

ჩვენს შემთხვევაში, ორივე ის "ბიჭი" ერთმანეთზე უარესი ნაძირალაა...

ამიტომ ამ შემთხვევაში ვეთანხმები ლიბერალებს :) და ვურჩევ ჩვენს "გოგოს", არც ერთს არ "მისთხოვდეს", ანუ არც ერთს არ დაემონოს, და დაჯდეს სახლში. 😂

 

 

Zura Datuashvili

ისევ ნაცნობი ფორმულა. კი მაგრამ, რატომაა ორივე ბიჭი ერთნაირი ნაძირალა? ერთი ლოთია, სვამს, დებოშიორობს, ხულიგნობს. პლუს, - მოძალადეა, გცემს, სისხლს გადენს, გაწიოკებს, ბომბებს გაყრის, ღობეს გინგრევს, სახლის ბალავერს გითხრის და უსიტყვო მორჩილებას მოითხოვს. მეორე თავაზიანია, ზრდილობიანი, ფინანსურად გეხმარება, მხარში გიდგას, მოძალადისგან გიცავს და სანაცვლოდ მხოლოდ მისი ინტერესების გათვალისწინებას, პარტნიორობას, მოკავშირეობას ითხოვს. არც შენს ტერიტორიაზე უჭირავს თვალი და არც შენი სახელმწიფოს გადაყლაპვას გეგმავს. განსხვავებას ვერ ხედავთ?

 

ანზორ აბჟანდაძე

Zura Datuashvili -ნო ზურა, ისტორიკოსი რომ არ იყოთ, არ გამიკვირდებოდა, რადგან ობიექტურობა, ცხადია, ყველასთვის აუცილებელია, მაგრამ ისტორიკოსისათვის აუცილებელზე აუცილებელი.

როდესაც იმ ორიბიჭისშედარებას ვახდენთ, ცხადია, ორივეზე ობიექტურად უნდა ვიმსჯელოთ, ანუ ორივეს შესახებ უნდა ვთქვათ დადებითიც და უარყოფითიც.

თქვენ კი მხოლოდ ერთ მათგანზე, რომელსაც უარყოფითად უყურებთ, ამბობთ მხოლოდ და მხოლოდ უარყოფითს, თანაც მეტწილად ტენდენციურად და ზოგჯერ სრულიად არასწორად.

რაც შეეხება მეორებიჭს“ - ამერიკა-ევროპა-ნატოს - მასზე დადებითს ლაპარაკობთ, თანაც მეტწილად ტენდენციურად და ზოგჯერ სრულიად არასწორად.

ჯერ გვერდზე გადავდებ დეტალურ განხილვას და მხოლოდ შედარების თქვენეულ მეთოდს შევეხები.

რა ობიექტურ შედარებაზე შეიძლება ლაპარარაკი, როდესაც ერთის უარყოფითს უდარებთ მეორის დადებითს?

შედარების რეალური სურათის მისაღებად საჭიროა ერთის დადებითი შევუდაროთ მეორის დადებითს, ხოლო ერთის უარყოფითი - მეორის უარყოფითს.

ახლა არ მითხრათ, რუსეთს არაფერი აქვს დადებითი, ხოლო ევროპა-ამერიკას არაფერი აქვს უარყოფითიო. 🙂 (აქ რომ ჩამოვთვალო, რუსეთისაგან საქართველოს - ბევრი ბოროტების გარდა - რამდენი სიკეთეც მიუღია, თუნდაც იმიტომ, რომ მის იმპერიაში შედიოდა, ალბათ, ძალიან გაღიზიანდებით).

ცხადია, ყველას დადებითიც და უარყოფითიც უნდა აიწონოს, ხოლო შედარების თქვენეული მეთოდის გამოყენებით ეს სრულიად გამორიცხულია.

თქვენ ბრძანებთ, რომ რუსეთიუსიტყვო მორჩილებას მოითხოვს“, ხოლო ამერიკათავაზიანია, ზრდილობიანი, ფინანსურად გეხმარება, მხარში გიდგას, მოძალადისგან გიცავს და სანაცვლოდ მხოლოდ მისი ინტერესების გათვალისწინებას, პარტნიორობას, მოკავშირეობას ითხოვს.“

ახლა ამაზე რომ გავიცინო, უზრდელობაში ჩამეთვლება?

კაი, არ გავიცინებ, სერიოზულად გავაგრძელებ.

რუსეთთან სამოკავშირო ხელშეკრულებები აქვთ დადებული ბელარუსიას, სომხეთს, აზერბაიჯანს (დანარჩენი ზუსტად არ ვიცი). რომელი მათგანია რუსეთის გუბერნია, რომელს თხოვსუსიტყვო მორჩილებას“? მათი კერძო ურთიერთობების ცოდნაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა ჩვენი ორი ტერიტორიის დამოუკიდებლობის აღიარება, რომელ ამ ქვეყანას მოსთხოვაუსიტყვო მორჩილება“? რომელი დაემორჩილა?

თავაზიანობა-ზრდილობიანობაზე აღარაფერს ვიტყვი (მათი თითისქნევია ელჩების შემყურე, თუნდაც მხოლოდ ლგბტ პრაიდთან დაკავშირებით), არც ფინანსურ დახმარებაზე (რუსეთი, მის შემადგენლობაში ჩვენი ყოფნის დროს, განუზომლად მეტ ფინანსურ დახმარებას გვიწევდა), მაგრამ მხარში როგორ გვიდგას და მოძალადისგან როგორ გვიცავს, ერთი ეს ამიხსენით! თუ მოძალადისაგან გვიცავდა, მაშინ რატომ გვაქვს დაკარგული ტერიტორიის 22%? ახლა სააკაშვილივით არ მითხრათ, 2008 წელს ჩვენ გავიმარჯვეთ, რადგან მთელი ტერიტორია არ დაგვიკარგავსო. 🙂

არც ერთ მისხალ ამ ტერიტორიებს არ დავკარგავდით, რუსეთთან ისეთი ურთიერთობა რომ გვქონოდა, როგორსაც, თქვენივე სიტყვით, ამდენი "სიკეთეების" სანაცვლოდ ამერიკა ჩვენგან მოითხოვს: "მისი ინტერესების გათვალისწინებას, პარტნიორობას, მოკავშირეობას.“

(მეტი გზა არაა, აქ უნდა თავშეუკავებლად გავიცინო!)

დიახ, რუსეთთან რომ მოკავშირეობა გვქონოდა და მისი ინტერესები გაგვეთვალისწინებინა, ვიმეორებ, ერთ მისხალ ტერიტორიას არ დავკარგავდით! თანაც ისეთივე დამოუკიდებლები ვიქნებოდით, როგორებიც დღეს ბელარუსია, სომხეთი და აზერბაიჯანი არიან! თუ ეგენიც რუსეთის მიერგადაყლაპულადმიგაჩნიათ?

თქვენ იმაზე აღმიშფოთდით, რატომ ვუწოდე ორივებიჭსნაძირალა!

მათი ისტორიებიდან გამომდინარე ვუწოდე! აღარ ჩამოვთვლი ამერიკა-ევროპა-ნატოსსაგმირო საქმეებსწარსულშიც და თუნდაც ამ 30 წლის მანძილზე, რაც ჩვენდამოუკიდებლებივართ და მთელი მსოფლიოდან ინფორმაციების თავისუფალი მიღების საშუალება გვაქვს.

თქვენ ამას წინათ მითხარით, ისტორიით ნუ მანიპულირებო.

აბა, ისტორია რიღასი მაქნისია, თუ ის არ გავიხსენეთ, არ გავფრთხილდით, არ გავითვალისწინეთ? ისტორიის კვლევა თვითმიზანია?

დღეს რაც ხდება, მხოლოდ ამაზე ვილაპარაკოთ? ვთქვათ, უკრაინაში დღეს რაც ხდება, ხვალ ისიც ისტორიად იქცევა და რა ვქნათ - აღარ გავიხსენოთ? თუ ისტორია მხოლოდ და მხოლოდ რუსეთს უნდა გავუხსენოთ და სხვას არავის?