понедельник, 13 февраля 2023 г.

იმედგაცრუებიდან იმედისაკენ

ვინც საბჭოთა ეპოქაში მოგვიწია ცხოვრებამ და ძალიან არ მოგვწონდა ის, კარგად გვახსოვს მაშინდელი ჩვენი იდეალები. ეს იყო დასავლური ღირებულებები, დასავლური დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება, დასავლური ყოფა, და ა.შ.

საბჭოეთის არადემოკრატიულ პირობებში მცხოვრებლებს დიდი იმედი გვქონდა, რომ დასავლეთი დაგვეხმარებოდა ამ იდეალების ხორცშესხმაში.
ცხადია, აქ არ ვგულისხმობ ეკონომიკურ საკითხებს, მატერიალურ კეთილდღეობას, თუმცა არც ეს საკითხებია უმნიშვნელო და მაღალი იდეალების თვალსაზრისით ხელწამოსაკრავი, ზემოდან ქედმაღლურად რომ უნდა ვუცქიროთ.
თავიდანვე უნდა ვთქვა, რომ სასტიკად გაგვიცრუვდა იმედები.
როდესაც დასავლეთის (ანუ ევროპა-ამერიკის) მიმართ იმედგაცრუებაზე ვლაპარაკობ, ცხადია ვგულისხმობ იმ ძალებს, რომლებსაც დღეს მიჰყავთ დასავლეთის პოლიტიკური თუ ეკონომიკური ცხოვრება და რომლებიც ღირებულებების კანონმდებლები არიან. ეს ძალები - ანუ აქვე დავაზუსტებ - ლიბერალური ძალები, - ფინანსურად უზრუნველყოფილნი არიან და გლობალური ბატონობისაკენ მიისწრაფიან, დღესდღეობით - წარმატებით.
მაგრამ, საბედნიეროდ, დასავლეთში არსებობენ სხვა ძალებიც, რომლებიც არ არიან ლიბერალური ძალებივით ფინანსურად ძლიერნი და ნაკლები გავლენითაც სარგებლობენ, მაგრამ რაოდენობრივად, შეიძლება ითქვას, გაცილებით მეტნი არიან.
ძალიან შორს წაგვიყვანს მთლიანი გლობალური სურათის ჩვენება, ამიტომ მხოლოდ საქართველოს მიმართ დასავლეთის დღევანდელი წამყვანი ძალების დამოკიდებულებაზე ვისაუბრებ, იმის შესახებ, თუ რამ გამოიწვია მათ მიმართ ჩვენი ესოდენ ტრაგიკული იმედგაცრუება.
ყველაფერი პოლიტიკით იწყება და მეც ამით დავიწყებ.
საბჭოეთში რაც ყველაზე მეტად გვაღელვებდა და სამართლიანად გვაღიზიანებდა, ეს იყო პოლიტიკური დამოუკიდებლობის საკითხი. ეს იყო მრავალთაგან ერთ-ერთი საკითხი, რომელიც შინაგანად ღრღნიდა საბჭოთა კავშირს.
დაიშალა საბჭოთა კავშირი და მთელი არსებით მივენდეთ საოცნებო დასავლეთს.
რა მივიღეთ?
მე შორსა ვარ იმ აზრისაგან, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფო აბსოლუტურად დამოუკიდებელი უნდა იყოს. ეს შეუძლებელია. ყველა ქვეყანა გარკვეულად შეზღუდულია სხვა ქვეყნებთან მრავალნაირი ურთიერთდამოკიდებულებით. რაც უფრო მეტია ასეთი ურთიერთობანი, მით მეტად მცირდება დამოუკიდებლობის ხარისხი.
მაგრამ არსებობს ელემენტარული მახასიათებლები, რაც მეტ-ნაკლებად აქვთ დიდ თუ პატარა ქვეყნებს დამოუკიდებლობის თვალსაზრისით.
30 წელზე მეტია ჩვენ ამ ელემენტარული საკითხების გადაჭრასაც არ გვანებებენ ჩვენი დასავლეთელი "პარტნიორები" არც საგარეო, არც საშინაო პოლიტიკაში. ეს ყველაფერი ყველასთვის ცნობილია და აღარ განვავრცობ (სულ ბოლო: რუსეთთან საჰარეო მიმოსვლის აღდგენის აკრძალვა, მაშინ, როცა მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებს, მათ შორის ნატოს წევრებსაც, აქვთ რუსეთთან საჰაერო მიმოსვლა; 3+3 ფორმატში მონაწილეობის აკრძალვა და სხვა უამრავი საკითხი).
დისკრიმინაციული და ყოვლად უსამართლო დამოკიდებულება საქართველოს მიმართ - აი, ეს მივიღეთ დასავლეთისაგან.
ამაზედაც არაფერს ვიტყოდით, რაიმე სახის, თუნდაც რაიმე არამატერიალური, სულიერი სარგებელი რომ მიგვეღო მათგან. პირიქით!
რაც შეეხება მატერიალურს, მრავალჯერ დაგვაყვედრეს ის ავადხსენებული 6 მილიარდი დოლარი, რომლის უმეტესი ნაწილი მათივე აგენტ ენჯეოებს მოახმარეს და მათივე გავლენის გაფართოებისათვის დახარჯეს, ხოლო მრეწველობის განვითარებისათვის ერთი ცენტიც არ დაგვახარჯინეს.
რეალურად რა მოგვცა ლიბერალურ დასავლეთთან "პარტნიორობამ" (ანუ დასავლეთის დიქტატმა) ამ 30-ზე მეტი წლის განმავლობაში?
გაპარტახებული ეკონომიკა, დაკარგული ტერიტორიები, უამრავი დევნილი, უამრავი მსხვერპლი, მოშლილი განათლების სისტემა, განახევრებული მოსახლეობა, გადაგვარებული ზნეობა, საშინლად შეზღუდული სუვერენიტეტი, უპერსპექტივობა, უიმედობა...
მიუხედავად ყოველივე ამისა, დღესაც თავხედურად აგრძელებენ ჩვენს საგარეო და საშინაო საქმეებში უხეშ ჩარევას.

რა დადებითი უნდა ვიფიქროთ დასავლეთზე, რომელიც ხელისუფლებაში ნაცების დაბრუნებას ცდილობს და სააკაშვილს "დემოკრატიის შუქურას" უწოდებს? ესეც არ იკმარეს და ახლა "დემოკრატიის მამაც" უწოდეს! ცინიზმი და ურცხვობა ამაზე შორს ვერ წავა!
ცალკე უნდა აღინიშნოს მუქარები და ზეწოლები სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, რაც ვერანაირ დემოკრატიულ ღირებულებებში და "პარტნიორული ურთიერთობების" ჩარჩოებში ვერ ჯდება.
დასავლეთის მიერ თვალთმაქცურმა"დემოკრატიის დამკვიდრებამ" მილიონობით ადამიანის (მათ შორის ბავშვების) სიცოცხლე შეიწირა მსოფლიოს უამრავ "არაცივილიზებულ" ქვეყანაში.
თვალთმაქცური "ადამიანის უფლებების დაცვის" საბაბით დასავლეთმა მსოფლიოს თავს მოახვია ე.წ. ლგბტ თემა, რომელიც მსოფლიოს დეგრადაციისა და რეგრესისაკენ მიაქანებს. ერთსქესიანთა ქორწინებას დასავლეთი უდიდეს დემოკრატიულ პროგრესად სახავს! ამის დასამკვიდრებლად დასავლეთს მილიარდები არ ენანება. საკითხავია, რატომ? თუ ამ ადამიანებზე გული შესტკივათ, მათი განკურნების სააშუალებების ძიებისათვის რატომ ერთ ცენტსაც არ ხარჯავენ? გაიძახიან, მათი მკურნალობა მედიცინას არ შეუძლიაო! თუ სქესის გადაკეთება შეიძლება ქირურგიული ჩარევით, ქირურგია, რა, მედიცინა არ არის? იქნებ შესაძლებელია, მაგალითად, ჰორმონების დარეგულირება მედიკამენტური ან სხვა მეთოდით? მაგრამ არა, მათი განკურნებისათვის ოდნავადაც არ ირჯებიან, სახსრები მხოლოდ ამ საქმისათვის ენანებათ. ან ზნეობა არ ჰყოფნით, ან გონება! ან ორივე ერთად! ან სხვა რაღაც მზაკვრული მიზანი აქვთ, მაგალითად კაცობრიობის გადაგვარება და გადაშენება, თუნდაც მოსახლეობის რიცხვის შემცირება! სხვა ლოგიკა აქ არ არსებობს!
უამრავი რამის თქმა შეიძლება კიდევ სხვადასხვა საკითხებზე, მაგალითად, სიტყვის თავისუფლების გაუკუღმართებულ ლიბერალურ გაგებაზე და ა.შ., მაგრამ სრულიად ნათელია, რომ დასავლეთმა უკიდურესი იმედგაცრუება გამოიწვია იმ ადამიანთა უმრავლესობაში, რომლებიც საბჭოთა დროს მოუწიათ ცხოვრება, კატეგორიულად არ მოსწონდათ საბჭოთა სისტემა და გულმხურვალედ ოცნებობდნენ დასავლეთზე.
დასანანია ასეთი მძიმე იმედგაცრუება.
მაგრამ იმედი მაინც რჩება.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, საბედნიეროდ, "დასავლეთი" მხოლოდ ასეთი ლიბერალური (ანუ უკუღმართი) დასავლეთი არ არის.
საბედნიეროდ, არსებობს არალიბერალური, კონსერვატიული დასავლეთი, ნაკლებ ფინანსირებული, მაგრამ რიცხობრივად მეტი.
იქნებ დასავლეთის ამ კონსერვატიულმა ნაწილმა მაინც აგვისრულოს ის დიდი დასავლური იმედი და ოცნება: იმედი და ოცნება ჭეშმარიტი თავისუფლების, ჭეშმარიტი სამართლიანობის უსაფრთხო საერთაშორისო გარემოში ღირსეულ ცხოვრებაზე.
მაშ, იმედგაცრუებიდან იმედისაკენ!
იმედი კი ბოლოს კვდება.

2023 

Комментариев нет:

Отправить комментарий