воскресенье, 5 октября 2025 г.

არჩევნების (2024 წლის 26 ოქტ.) მთავარი გაყალბება, ანუ "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო სპეცოპერაცია ალტ-ინფოს წინააღმდეგ

ტყუილად იჭაჭებიან ოპოზიციაც, პრეზიდენტიც, ენჯეოებიც, დასავლეთელი "მეგობრებიც", - არჩევნები 26 ოქტომბერს ფაქტობრივად არ გაყალბებულა!


არჩევნების მთავარი გაყალბება მოხდა არჩევნების დღემდე გაცილებით ადრე - 2024 წლის აპრილში, როდესაც ხელისუფლებამ წინასაარჩევნო სპეცოპერაცია ჩაატარა - ორჯერ გააუქმა არჩევნებში მონაწილეობის მსურველი ერთ-ერთი უძლიერესი კონკურენტი - ალტ-ინფოს ორი პარტია - ჯერ "კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო", შემდეგ კი ბ-ნ ლევან ჩაჩუას მიერ კონსერვატიული მოძრაობისათვის საჩუქრად გადაცემული საკუთარი პარტია - "ქართული იდეა".

"ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ ჩადენილი ამ გაუგონარი გაყალბების და უკანონობის შესახებ კრინტიც არ დაუძრავთ არც ოპოზიციას, არც ენჯეოებს, არც უფლებადამცველებს, არც ლიბერალურ ტელევიზიებს, არც პრეზიდენტს, არც დასავლეთელ "მეგობრებს"!


ჰოდა, მათ მივმართავ:

თქვე უსამართლოებო და ფარისევლებო, ოცნების ლანძღვა-გინებაში რომ ხართ სულ და ბევრ ტყუილებსაც აბრალებთ, ოცნების ამ ნამდვილ დანაშაულზე, ამ გაუგონარ გაყალბებაზე, უსამართლობაზე და უკანონობაზე რატომ დადუმდით სამარის ქვასავით?

ერთადერთმა სახალხო დამცველმა ამოიღო მხოლოდ ხმა!

იმას რა დიდი მიხვედრა უნდოდა, თქვე გონებაჩლუნგებო, რომ არჩევნების ყველაზე დიდ გაყალბებას წარმოადგენდა არჩევნების წინ კონკურენტი პარტიის გაუქმება, იმ პარტიის გაუქმება, რომელსაც მოსახლეობის უდიდესი, კონსერვატიულად განწყობილი ნაწილი უჭერდა მხარს?

იმისთვის მაინც მიგექციათ ყურადღება, თქვე გონებაჩლუნგებო, რომ ოცნებამ გასაჩივრების დროც კი გაუხანგრძლივა კონსერვატორებს, რათა არჩევნებში მონაწილეობა ვერ მოესწროთ!

იმას რატომ ვერ ხვდებით, თქვე გონებაჩლუნგებო, რომ ოცნებამ "კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო" იმიტომ გააუქმა, რომ შემდეგ თვითონ "გაკონსერვატორებულიყო" და ალტ-ინფოს მთელი კონსერვატიული იდეები მიესაკუთრებინა, ამით კი კონსერვატიულად განწყობილი ადამიანები მოეტყუებინა და მათი ხმები მიეთვალა?

ჰოდა, ვინც დღეს მთელი ხმით ღრიალებთ არჩევნების გაყალბებაზე, სად გაქვთ მაგდენი ჭკუა და მიხვედრილობა, რომ ოცნების "გამარჯვების" და თქვენი დამარცხების ნამდვილი მიზეზი გააცნობიეროთ და არჩევნების გაყალბების ყველაზე დიდი და წონადი არგუმენტი გამოიყენოთ!

არც ზნეობა გაქვთ, რადგან ალტ-ინფოს გაუქმება თქვენც გ ა გ ე ხ ა რ დ ა თ, რადგან ალტ-ინფო თქვენზეც სიმართლეს ლაპარაკობდა და ოცნებაზეც!

ღირსები ხართ, რომ დაგამარცხათ "ქართულმა ოცნებამ"! სულ გამარცხებდათ და მომავალში დაგამარცხებთ, იმიტომ, რომ უტვინოები და უსამართლოები ხართ!

იმწვიტინეთ და ივიშვიშეთ ახლა რამდენიც გინდათ! ვერაფერს მიაღწევთ, თქვე ყოვლად უსამართლოებო, უტვინოებო და ფარისევლებო!

31 ოქტომბერი, 2024

 

пятница, 3 октября 2025 г.

კონსერვატორების პროგრამა

 პარტია "კონსერვატორები საქართველოსათვის", მცირე საინფორმაციო შესაძლებლობის გამო, ვერ ახერხებს საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის ინფორმირებას კონსერვატორთა პროგრამის, მიზნებისა და ამოცანების შესახებ.

მე, როგორც ამ პარტიის მხარდამჭერს, ასეთი არაინფორმირებული ადამიანები ხშირად მეკითხებიან ამის შესახებ. ამიტომ მათ ვთავაზობ კონსერვატორთა პროგრამას, რომელიც მათი ფეისბუკ-გვერდიდან გადმოვიღე:
კანონმდებლობა და სამართალი:
ხალხისთვის რეფერენდუმის უფლების დაბრუნება;
სახალხო დამცველის ხალხის მიერ არჩევითობის მექანიზმის დამკვიდრება;
აზარტული თამაშების შეზღუდვა;
ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმება;
ბავშვის უფლებათა კოდექსის შეცვლა;
ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ კანონმდებლობის შეცვლა და ოჯახურ ძალადობაზე დაპატიმრებულთათვის ფართო ამნისტია;
გენდერული ძალადობის შესახებ კანონმდებლობის გაუქმება;
მკრეხელობისა და რელიგიური სიწმინდეების შეურაცხყოფის აკრძალვა;
სტამბულის კონვენციიდან გამოსვლა;
სამშენებლო სექტორის რეგულირება და უკონტროლო მშენებლობების შეჩერება;
ნარკოტიკების გავრცელებასთან ბრძოლის გამკაცრება;
ფასების ხელოვნური ზრდისა და კარტელური შეთანხმებების წინააღმდეგ სახელმწიფო რეგულირების გაზრდა;
მიგრანტების უკონტროლო შემოდინების შეჩერება და საიმიგრაციო კანონმდებლობის გამკაცრება.
ეკონომიკა:
სახელმწიფო ფონდის შექმნა, რომელიც დაბალ პროცენტში გასცემს სესხებს პერსპექტიული მცირე და საშუალო ბიზნეს პროექტებისთვის;
სტრატეგიულ ბუნებრივ და ეკონომიკურ რესურსებზე სახელმწიფოს თანამესაკუთრეობის პრინციპის აუცილებლობის დადგენა;
სოფლის მეურნეობის ადგილობრივი წარმოების წახალისება გარე პროდუქციაზე საგადასახადო რეგულაციების გაზრდით;
ქართული პროდუქციისთვის რუსეთისა და ევრაზიული კავშირის ქვეყნების ბაზრის გახსნა საგადასახადო შეღავათების მიღების სახით.
სოფლის მეურნეობა:
სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გაყიდვის ნორმებისა და კონტროლის გამკაცრება -მცირე მეურნეობების ეკონომიკური წახალისების სტრატეგიის შემუშავება;
სოფლებში ან რაიონულ ცენტრებში ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ჩამბარებელი და გადამამუშავებელი საწარმოების დაარსება და შიდა ბაზარზე თუ სახელმწიფო პროექტებში ამ პროდუქციის საძოვრებზე გადასახადების გაუქმება;
სახელმწიფო თანადაფინანსების ფონდის შექმნა; სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნა-დაფინანსების მიზნით.
რეგიონების განვითარება:
რეგიონებში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება;
რეგიონებში საბაზისო ინფრასტრუქტურის შექმნა (ხარისხიანი საავადმყოფოები, სკოლები,კულტურული და სპორტული ცენტრები).
ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სფერო:
სრულიად უფასო ჯანდაცვა;
სახელმწიფო აფთიაქების ქსელის შექმნა ყველა რაიონში, რომლებიც თავის ფასში გაყიდიან წამლებს;
ფინანსური დახმარებები მრავალშვილიან ოჯახებს;
აბორტის აკრძალვა.
განათლება:
ეროვნულ-პატრიოტული
აღზრდის პრინციპების
დანერგვა განათლების სისტემაში;
რელიგიის გაკვეთილების დაბრუნება სკოლებში
მასწავლებლებისთვის ხელფასების გაზრდა და მასწავლებლობის;
სოციალურად პერსპექტიულ და პრესტიჟულ პროფესიად ქცევა;
უფასო გახანგრძლივებული სწავლება საჯარო სკოლებში;
ბავშვებისთვის უფასო კვება საჯარო სკოლებში;
სპორტული სექციები (ჭიდაობა, ტანვარჯიში. ჭადრაკი) ყველა სკოლაში.
ჯარი:
ძლიერი არმიის შექმნა თანამედროვე შეიარაღებით, რეზერვით და მილიტარისტული პოლიტიკით;
საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეებისთვის ხელფასების გაზრდა იმ ნიშნულამდე, რომ ჯარი სოციალურად პერსპექტიულ მოვლენად იქცეს;
სავალდებულო სამხედრო სამსახურში წვრთნების მაღალი პროფესიონალური სტანდარტის დადგენა;
ომის ვეტერანებისთვის მაღალი პენსიების დანიშვნა.
საგარეო პოლიტიკა:
კონსტიტუციიდან ნატო-ში და ევროკავშირში გაწევრიანების ვალდებულების ამოღება;
რუსეთთან პირდაპირი დიალოგის დაწყება.

воскресенье, 28 сентября 2025 г.

ხუმრობანარევი ლექსები, რომლებიც დავწერე ბ-ნ გურამ სოსელიას რჩევების პასუხად


ბ-ნი გურამი არის არაჩვეულებრივად კარგი ადამიანი. იგი გახლავთ საბჭოეთის პერიოდის რეპრესირებულთა უფლებების დაცვის საზოგადოება „მემორიალის“ თავჯდომარე.

 

 

ხუთი ლექსის ბალადა

 

              ეჭვიანი ღიმილით ვუძღვნი ჩემს
              გულშემატკივრებს 
 
(ბ-ნ გურამ სოსელიას პასუხად, რომელმაც მისაყვედურა, ბოლო ხანს ლექსებს რატომ არ წერო).


მისაყვედურეს: „ბოლო ხანს 

               ლექსებს არ სწერო რატომ?..

იქნებ გაგიცვდა კალამი

               ან დაგიჟანგდა მთლად?..“

რა გითხრათ-მეთქი? – 

               ამ მწარე საყვედურისთვის გმადლობთ,

თუნდ ხვალვე ხუთ ლექსს დაგიწერთ, -  

               არად ვარგივარ სხვად...“

 

დავჯექი წერად... ხუთს? - ვერა! -  

               ყურს ცუდად ხვდება „ხუთი“...

ოთხია წმინდაღვთიური... 

               ოთხი გამიხსნის ცას!..

აჯობებსოთხჯერ დამედოს 

               რითმის ტკბილ-მწარე ხუნდი,

ოთხჯერ გავაღო გული და 

               ოთხჯერ შემოვკრა ზარს...

 

მაგრამ... ეს ოთხიც მაეჭვებს, - 

               რა ვი, - ბევრიამგონი...

ვინ უწყის ნება განგების?.. 

               უწყალოდ მიჰქრის დროც!..

სწრაფია ბედის მდინარე... 

               ვაჰდრონი... დრონი... დრონი...

გადაწყდასამ ლექსს ვიკმარებ

               ბევრიც გამქირდონ რომც.

 

სამს?.. არაორი სჯობია!.. 

               კი, - ორი მინდა სწორედ!

ორი - სიცოცხლის წყაროა

               ერთი ბუდე აქვს ორს...

სინათლეც ორთავ თვალისა 

               გაედევნება შორეთს

და მაინც სადღაც იპოვის 

               თავის მეორეს - სწორს...

 

ჰომაგრამ... ღმერთი ერთია... 

               სახე ყოვლისა ტანის...

უცნაური და უთქმელი... 

               სასოება და ხსნა...

ჰოერთი ლექსიც მეყოფა 

               დათრგუნვად მე სატანის,

თუკიუბრალოდკარგია

               და... არაფერი სხვა...

 

მაგრამ... რა ვუყო ამ ერთსაც

               რა გასაქანი მივცე?..

ირგვლივ სუსხია... 

               ზამთარი უკვე მომადგა კარს...

ხომ არ სჯობსდავწვა

               რომ თუნდაც პატარა ცეცხლად იქცეს,

თუ - ამ გაძარცულ ტოტებში 

               გავასაუბრო ქარს?

 

2009

 


 
რა ვიცი!                    
 (ხუმრობისებური)  

ბატონი გურამ სოსელია ხუმრობით მეუბნება 
ხოლმე, „რა ვიცი“ აღარ გამაგონო, ყოველთვის
„ვიცი“ თქვიო.
 
სულ პირზე მადგას „რა ვიცი“...  რა ვი, ბატონო გურამ, -
ის ხომ ყველაფერს ეხება, ქვეყნად არსებობს თუ რამ!
 
რა ვიცი, ალბათ, ოდესმე ქე გვეშველება რამე;
რა ვიცი, ბედნიერებაც, ალბათ, არსებობს სადმე;
 
რა ვიცი, ყოფნას ამქვეყნად, ალბათ, მაინც აქვს აზრი;
რა ვიცი, ალბათ, სიცოცხლე  უფასო არის განძი;
 
რა ვიცი, ესე საწუთრო მწარეც არის და ტკბილიც;
რა ვიცი, გულის სითბოა, ალბათ, ყველაზე თბილი;
 
რა ვიცი... დრო ახლოვდება,  სად დავაყუდო ნავი?..
ბატონო გურამ, ნუ მძრახავ... რა ვიცი, აბა, რა ვი...
 
2013
 
 
სიხარულის და სიყვარულის ლექსის ბალადა
(ხუმრობისებური)
 
       ბ-ნმა გურამ სოსელიამ მირჩია, - სევდა-ნაღველს
       მოეშვი, მხოლოდ სიხარულზე და სიყვარულზე სწერეო.
                                                                              
მეგობარმა მირჩია, -
               სიხარულზე ვწერო,
სიყვარულზე ვიმღერო,
               წყალობაზე ცის...
სული დავაიმედო,
               გული დავაჯერო,
რომ სიცოცხლე კარგია!
               რომ ცხოვრება ღირს!
 
დავჯე წერად... გავრინდდი...
               ფრთა ავიღე ბატის...
ლამაზ რითმებს მოვუხმე,
               მეტაფორებს ღრმას...
შევურიე სტრიქონებს
               შარბათი და ყანდი,
ყვავილების სურნელი,
               ბულბულების ხმა!..
 
და დავწერე ზენარი
               სიხარულის ოდა,
სიყვარულის ოსანა,
               შესხმა-ხოტბა მზის...
ყოველ სტრიქონს
               ციური ელვარება ჰქონდა,
ყოველ რითმას -
               სურნელი სათნოების ზღვის...
                           
და შემოკრბენ ყოველგნით
               ნადირნი და თევზნი,
წყლით ქვანიცა გამოსხდნენ
               და მფრინველნი სხვა...
ისმენდიან, დაბნდიან
               ხელთუქმნელი ლექსით...
გავამაყდი,
               მომიცვა ნეტარების ზღვამ...
 
...
 
უცებ... გამომაღვიძეს:
               „ჩქარა ადე  ზეო!
დენი გადაგიჭრესო!
               ვალი გაქვსო წყლის!..“
 
ჩემო გურამ,
               აბა რა სიხარულზე  ვწერო,
რომელ სიყვარულზე და
                წყალობაზე ცის?
 
2014
 
 
ღვთაებრივი სიმშვიდე
(ხუმრობისებური)
 
ჩემმა მეგობარმა, ბ–ნმა გურამ სოსელიამ მითხრა:  შენ უმთავრესად „შინაარსიან“ ლექსებს წერ. მაგრამ კარგი იქნება, ისეთი „უშინაარსო“ ლექსები წერო, როგორიცაა, მაგალითად, ტერენტი გრანელის „გაზაფხულის საღამოა მშვიდი, ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი“.
 
 
ჰო, ის საღამო ღვთაებრივად ყოფილა მშვიდი!
პოეტიც ალბათ! –
                    გადაფრინდა როცა ის ჩიტი!
როცა სიმშვიდემ ის მღელვარე ლექსი დაჰბადა,
როცა დიდ პოეტს აღმაფრენა ეწვია დიდი.
 
დიდება იმ წამს, – ლექსის შობის იმ ტკბილ სამსალას, –
როცა იმ ჩიტმა პოეტის წინ ფრთები გაშალა!..
 
ეჰ, ჩემო გურამ, გეთანხმები, – მშურს მე იმ ლექსის,
მაგრამ სიმშვიდე ღვთაებრივი ვინ მომაშავა?
 
2014
 
 
 
ხუმრობა პოლიტიკურ ლექსებზე
 
ბ-ნმა გურამ სოსელიამ მითხრა, -"მე ბევრჯერ გირჩიე,
რომ პოლიტიკისთვის თავი დაგენებებინა და
მხოლოდ ლექსები გეწერა, მაგრამ რახან არ იშლი და
პოლიტიკას არ ეშვები, ერთმანეთს მაინც შეუთავსე და
პოლიტიკური ლექსები სწერეო.
 
 
ღვინის კურთხეულ მხარიდან
                         იმ დღეს ძმობილი მეწვია,
წუთისოფელის,  სამყაროს
                         განსჯა–განკითხვის მიზნით;
იცოდა, ტიკს რომ ვნატრობდი,
                         მამაპაპურს და პეწიანს,
ცხადია, სავსეს პირთამდე
                         ვაზის ცრემლით თუ სისხლით...
 
ნატვრა ამიხდა:  მან „პოლზე“
                         ის ტიკი შემომიცურა!..
მერე ვსვით... მერე ბიძინა
                         ხან ვკიცხეთ, ხანაც ვლოცეთ...
არადა, იმ დღეს მინდოდა
                         პოლიტ–ლექსები მეწერა...
ჰო, პოლიტიკას ტიკი სჯობს,
                         გაგორებული „პოლზე“.
 
2014
 
 
 
 
ბალადა ბატონი გურამის
ახალ რჩევაზე
           (ხუმრობისებური)
 
ბრძენ ბატონ გურამს ყოველთვის
          უყვარს რჩევების გაცემა,
(რჩევის გაცემას რა უნდა?
          მიღება არის ძნელი!).
მე მის რჩევათა პასუხად
          დამჩემდა ლექსთა დაწერა,
და უკვე ბევრიც დავწერე,
          ხან მოკლე, ხანაც გრძელი.
 
ბოლოს ბატის ფრთამ მიმტყუვნა,
          (მუზა ჩემზე თუ განრისხდა!),
ვერ შევძელ ლექსთა მორევში
          მშვიდად ჩაშვება ღუზის,
ხან ლექსის თემა ვერ ვპოვე...
          ხანაც რითმები გამისხლტა...
და ბატონ გურამს მივადექ
          ისევ ძებნაში მუზის:
 
„ბატონო გურამ, რჩევები
          რომ მომცეთ, მისთვის მოვედი,
ურჩევოდ ლექსებს ვეღარ ვწერ
          და აღარც მუზა მომდის;
მე თქვენი ბრძნული რჩევების
          ვარ გამლექსველი პოეტი,
ვარ თქვენი კარის მგოსანი,
          თქვენი შემსხმელი ხოტბის.
 
 რა ფრთა გავშალო ოცნების?
          რა გზას დავადგე? - მირჩიეთ!
დავდივარ ქვეყნად, ვითარცა
          გზააბნეული მგზავრი;
ჩემი ცხოვრება
          მინდორში  აგორებული გირჩია,
არ მივის ცოლი და შვილი,
          არ მაქვს სახლი და კარი. 
    
ციცქნა ბინა მაქვს, იმაშიც
          წყალი ჩამოსდის სახურავს,
(ჰო, დიდხანს წყალიც არ მქონდა,
          არც ცივი, არცა ცხელი),
არ მაქვს არც ჭკუვა, არც გონი,
          არც ფული, არც სამსახური,
არა მყავს არცა პატრონი,
          რომ მიჯიკავოს ხელი.
 
ვინ მოთვლის, ამ ქვეყანაზე
          რა უგზო-უკვლოდ მივლია!
რამდენი აზრი მომსვლია,
          ჭეშმარიტი თუ მცდარი...
 ვის დავუჯერო? - ჩემსავ თავს?
          თუ ნიცშეს? თუ ჩვენს ილიას?
რომელ პარტიას მივენდო?
          ვის დავუჭირო მხარი?
 
ამქვეყნის ორომტრიალში
          რა გული დამიმშვიდდება?
არა, საშველი არ არის
          და არც იქნება, მგონი!..      
ბატონო გურამ, ეჭვი მაქვს, -
          იმდენი რჩევა მჭირდება,
რომ გამომივა ლექსების
          ვეებერთელა ტომი...“
 
ბრძენმა ბატონმა გურამმა
          სათნო ღიმილით მისმინა,
მერე თვალები მოწკურა,
          ჭეშმარიტების მკვესი:
„ეჰ, ჩემო ანზორ, რა გითხრა? -
          გირჩევ, მიადგე ბიძინას!
თუ რამე გამოგივიდა,
          რა ჩემ ყ-დ გინდა ლექსი?“             
 
2015 


და კიდევ ერთი ლექსი, რომელიც ბ-ნ გურამს მივუძღვენი, როდესაც 88 წლის შესრულდა:

 
ბ-ნ გურამ სოსელიას მონოლოგი
 
აჰა, ესეც ორი რვა!
გმადლობთ! აბა, სხვა რა ვთქვა?
წინ მომელის უამრავი
საქმე სხვა და სხვა და სხვა.
 
განა გული დამიცხრა?
ან განგება გამიწყრა?
ბრუნავს წუთისოფელი და
ისიც მოდის - ორი ცხრა!
 
მიყვარს მეგობრების ზღვა!
ფიალებში ღვინის სხმა!
"კიდევ დიდხანს! კიდევ დიდხანს!" -
მესმის ციდან უფლის ხმა!
 
2023