среда, 30 апреля 2025 г.

ჩემი და ისტორიკოს ზურა დათუაშვილის კამათი

 

(ეს კამათი სამი წლის წინანდელია. ჩემი პასუხის შემდეგ მან კამათი შეწყვიტა.)

 

ნზორ აბჟანდაძე

1 მაისი, 2022 

კიდევ ერთი პროვოკაციული პოსტი 😂

რა დამოკიდებულება აქვს პუტინს საქართველოსთან?

პუტინს საქართველო უყვარს ისე, როგორც ბიჭს უყვარს გოგო და მისი ცოლად შერთვა უნდა, ანუ, ლიბერალების ენაზე - დამონება, იმ გოგოს კი ეს ბიჭი არ უყვარს და სხვა ბიჭი უყვარს, თანაც იმ ბიჭის მტერი. 🙂

ეს, ცხადია, რთული მომენტია ცხოვრებაში, მით უფრო პოლიტიკაში.

ხშირად ხდება, როდესაც იმ გოგოს არჩეული ბიჭი არ აღმოჩნდება ისეთი, როგორც სიყვარულით დაბრმავებულ გოგოს ეგონა, და ბოლოს ნანობს, რატომ იმ ბიჭს არ გავყევი, რომელსაც ვუყვარდიო. 🙂

ჩვენს შემთხვევაში, ორივე ის "ბიჭი" ერთმანეთზე უარესი ნაძირალაა...

ამიტომ ამ შემთხვევაში ვეთანხმები ლიბერალებს :) და ვურჩევ ჩვენს "გოგოს", არც ერთს არ "მისთხოვდეს", ანუ არც ერთს არ დაემონოს, და დაჯდეს სახლში. 😂

 

 

Zura Datuashvili

ისევ ნაცნობი ფორმულა. კი მაგრამ, რატომაა ორივე ბიჭი ერთნაირი ნაძირალა? ერთი ლოთია, სვამს, დებოშიორობს, ხულიგნობს. პლუს, - მოძალადეა, გცემს, სისხლს გადენს, გაწიოკებს, ბომბებს გაყრის, ღობეს გინგრევს, სახლის ბალავერს გითხრის და უსიტყვო მორჩილებას მოითხოვს. მეორე თავაზიანია, ზრდილობიანი, ფინანსურად გეხმარება, მხარში გიდგას, მოძალადისგან გიცავს და სანაცვლოდ მხოლოდ მისი ინტერესების გათვალისწინებას, პარტნიორობას, მოკავშირეობას ითხოვს. არც შენს ტერიტორიაზე უჭირავს თვალი და არც შენი სახელმწიფოს გადაყლაპვას გეგმავს. განსხვავებას ვერ ხედავთ?

 

ანზორ აბჟანდაძე

Zura Datuashvili -ნო ზურა, ისტორიკოსი რომ არ იყოთ, არ გამიკვირდებოდა, რადგან ობიექტურობა, ცხადია, ყველასთვის აუცილებელია, მაგრამ ისტორიკოსისათვის აუცილებელზე აუცილებელი.

როდესაც იმ ორიბიჭისშედარებას ვახდენთ, ცხადია, ორივეზე ობიექტურად უნდა ვიმსჯელოთ, ანუ ორივეს შესახებ უნდა ვთქვათ დადებითიც და უარყოფითიც.

თქვენ კი მხოლოდ ერთ მათგანზე, რომელსაც უარყოფითად უყურებთ, ამბობთ მხოლოდ და მხოლოდ უარყოფითს, თანაც მეტწილად ტენდენციურად და ზოგჯერ სრულიად არასწორად.

რაც შეეხება მეორებიჭს“ - ამერიკა-ევროპა-ნატოს - მასზე დადებითს ლაპარაკობთ, თანაც მეტწილად ტენდენციურად და ზოგჯერ სრულიად არასწორად.

ჯერ გვერდზე გადავდებ დეტალურ განხილვას და მხოლოდ შედარების თქვენეულ მეთოდს შევეხები.

რა ობიექტურ შედარებაზე შეიძლება ლაპარარაკი, როდესაც ერთის უარყოფითს უდარებთ მეორის დადებითს?

შედარების რეალური სურათის მისაღებად საჭიროა ერთის დადებითი შევუდაროთ მეორის დადებითს, ხოლო ერთის უარყოფითი - მეორის უარყოფითს.

ახლა არ მითხრათ, რუსეთს არაფერი აქვს დადებითი, ხოლო ევროპა-ამერიკას არაფერი აქვს უარყოფითიო. 🙂 (აქ რომ ჩამოვთვალო, რუსეთისაგან საქართველოს - ბევრი ბოროტების გარდა - რამდენი სიკეთეც მიუღია, თუნდაც იმიტომ, რომ მის იმპერიაში შედიოდა, ალბათ, ძალიან გაღიზიანდებით).

ცხადია, ყველას დადებითიც და უარყოფითიც უნდა აიწონოს, ხოლო შედარების თქვენეული მეთოდის გამოყენებით ეს სრულიად გამორიცხულია.

თქვენ ბრძანებთ, რომ რუსეთიუსიტყვო მორჩილებას მოითხოვს“, ხოლო ამერიკათავაზიანია, ზრდილობიანი, ფინანსურად გეხმარება, მხარში გიდგას, მოძალადისგან გიცავს და სანაცვლოდ მხოლოდ მისი ინტერესების გათვალისწინებას, პარტნიორობას, მოკავშირეობას ითხოვს.“

ახლა ამაზე რომ გავიცინო, უზრდელობაში ჩამეთვლება?

კაი, არ გავიცინებ, სერიოზულად გავაგრძელებ.

რუსეთთან სამოკავშირო ხელშეკრულებები აქვთ დადებული ბელარუსიას, სომხეთს, აზერბაიჯანს (დანარჩენი ზუსტად არ ვიცი). რომელი მათგანია რუსეთის გუბერნია, რომელს თხოვსუსიტყვო მორჩილებას“? მათი კერძო ურთიერთობების ცოდნაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა ჩვენი ორი ტერიტორიის დამოუკიდებლობის აღიარება, რომელ ამ ქვეყანას მოსთხოვაუსიტყვო მორჩილება“? რომელი დაემორჩილა?

თავაზიანობა-ზრდილობიანობაზე აღარაფერს ვიტყვი (მათი თითისქნევია ელჩების შემყურე, თუნდაც მხოლოდ ლგბტ პრაიდთან დაკავშირებით), არც ფინანსურ დახმარებაზე (რუსეთი, მის შემადგენლობაში ჩვენი ყოფნის დროს, განუზომლად მეტ ფინანსურ დახმარებას გვიწევდა), მაგრამ მხარში როგორ გვიდგას და მოძალადისგან როგორ გვიცავს, ერთი ეს ამიხსენით! თუ მოძალადისაგან გვიცავდა, მაშინ რატომ გვაქვს დაკარგული ტერიტორიის 22%? ახლა სააკაშვილივით არ მითხრათ, 2008 წელს ჩვენ გავიმარჯვეთ, რადგან მთელი ტერიტორია არ დაგვიკარგავსო. 🙂

არც ერთ მისხალ ამ ტერიტორიებს არ დავკარგავდით, რუსეთთან ისეთი ურთიერთობა რომ გვქონოდა, როგორსაც, თქვენივე სიტყვით, ამდენი "სიკეთეების" სანაცვლოდ ამერიკა ჩვენგან მოითხოვს: "მისი ინტერესების გათვალისწინებას, პარტნიორობას, მოკავშირეობას.“

(მეტი გზა არაა, აქ უნდა თავშეუკავებლად გავიცინო!)

დიახ, რუსეთთან რომ მოკავშირეობა გვქონოდა და მისი ინტერესები გაგვეთვალისწინებინა, ვიმეორებ, ერთ მისხალ ტერიტორიას არ დავკარგავდით! თანაც ისეთივე დამოუკიდებლები ვიქნებოდით, როგორებიც დღეს ბელარუსია, სომხეთი და აზერბაიჯანი არიან! თუ ეგენიც რუსეთის მიერგადაყლაპულადმიგაჩნიათ?

თქვენ იმაზე აღმიშფოთდით, რატომ ვუწოდე ორივებიჭსნაძირალა!

მათი ისტორიებიდან გამომდინარე ვუწოდე! აღარ ჩამოვთვლი ამერიკა-ევროპა-ნატოსსაგმირო საქმეებსწარსულშიც და თუნდაც ამ 30 წლის მანძილზე, რაც ჩვენდამოუკიდებლებივართ და მთელი მსოფლიოდან ინფორმაციების თავისუფალი მიღების საშუალება გვაქვს.

თქვენ ამას წინათ მითხარით, ისტორიით ნუ მანიპულირებო.

აბა, ისტორია რიღასი მაქნისია, თუ ის არ გავიხსენეთ, არ გავფრთხილდით, არ გავითვალისწინეთ? ისტორიის კვლევა თვითმიზანია?

დღეს რაც ხდება, მხოლოდ ამაზე ვილაპარაკოთ? ვთქვათ, უკრაინაში დღეს რაც ხდება, ხვალ ისიც ისტორიად იქცევა და რა ვქნათ - აღარ გავიხსენოთ? თუ ისტორია მხოლოდ და მხოლოდ რუსეთს უნდა გავუხსენოთ და სხვას არავის?


Комментариев нет:

Отправить комментарий