пятница, 17 января 2020 г.

"ვთქვათ გალობანი სინანულისანი" ნაწილი 4


                          აპოლოგია მუშტისა

ადამიანებს შორის ცივილიზებულ დამოკიდებულებას, რა თქმა უნდა, მაინც და მაინც არ შეეფერება უხეში ფიზიკური ძალის, მუშტის, იარაღის გამოყენება...
მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგჯერ სხვა გზა არც არსებობს... სამწუხაროა, მაგრამ ასეა... 
გავიხსენოთ ერთი ინცინდენტი, რომელიც ტელეკომპანია კავკასიის“ ღია ეთერში სულ ახლახან მოხდა ნაციონალების წარმომადგენელს გიორგი კანდელაკსა და გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელს კოკა გუნცაძეს შორის დებატების მიმდინარეობისას. როდესაც ისინი შარშანდელ აგვისტოს ომს შეეხნენ, კოკა გუნცაძემ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მიმართ არაგონივრული პოლიტიკის გატარებაში დაადანაშაულა. კანდელაკმა უპასუხა, რომ ასე რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ლაპარაკობენ და ოპოზიცია რუსეთის ინტერესებს ახორციელებსო. (ეს ის დრო იყო, როცა ხელისუფლება ყოველნაირად, თუმცა უშედეგოდ, ცდილობდა, ოპოზიციისათვის ცილი დაეწამებინა, რომ თითქოსდა მათ რუსეთის სპეცსამსახურები აფინანსებდნენ). ამის საპასუხოდ კოკა გუნცაძემ  კანდელაკს გაუქანა და ერთი ლაზათიანად თხლიშა... ღია ეთერი შეწყდა...
შემდეგ ზოგიერთები კოკა გუნცაძეს ამტყუნებდნენ, ასე არ უნდა მოქცეულიყოო.
აბა, როგორ უნდა მოქცეულიყო?
თავის მართლება დაეწყო, რუსეთის აგენტი არა ვარო?
თუ სასამართლოში ეჩივლა ცილისწამებისათვის? მაგრამ რომელ სასამართლოში, - კანდელაკისა და მისი პარტიული ამხანაგების მონა-მორჩილ სასამართლოში?
თუ კანდელაკისათვის ის ემტკიცებინა, რაც თავად კანდელაკმა (და ტელემაყურებელმაც) ისედაც კარგად იცოდა?   
კოკა გუნცაძემ, მართალია, არაცივილიზებული, მაგრამ მოკლე, ადექვატური, ზუსტი, მრავლისმეტყველი პასუხი გასცა. სხვა გზით ამ ცილისწამებას იგი ადექვატურ პასუხს ვერ გასცემდა. ამის საშუალებას არ მისცემდა დღევანდელი რეალობა.
კიდევ ერთ ნიშანდობლივ შემთხვევას გავიხსენებ.
ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მკვეთრი აღმავლობის პერიოდში, გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს, ეროვნულ მოძრაობაში წარმოშობილ განხეთქილებაში განსაკუთრებით მძიმე დღეში აღმოჩნდა ილია ჭავჭავაძის საზოგადოება, რომლის წინააღმდეგ ძალიან ხშირად გამოდიოდნენ ინსინუაციებითა და ცილისწამებებით. ეროვნულ მოძრაობაში ჰარმონიისა და თანხმობის დამკვიდრების დაუოკებელი მსურველი მერაბ კოსტავა ამ გამოხდომებს ძალზე მწვავედ განიცდიდა და ყოველნაირად ცდილობდა ამის აღკვეთას და მოგვარებას.
ცილისწამებებსა და თავდასხმებს ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ლიდერები პასუხობდნენ საკუთარი არაფორმალური პრესის - ჯერ ჟურნალ ივერიის“, ხოლო შემდეგ ამავე სახელწოდების გაზეთის საშუალებით, რასაც თითქმის არავითარი შედეგი არ მოჰქონდა, - ძველებურად გრძელდებოდა ცილისწამებები და თავდასხმები, რაც, ცხადია, ეროვნულ მოძრაობას დიდ ზიანს აყენებდა.
საინტერესოა ის ფაქტი, მერაბ კოსტავა ყოველი ასეთი თავდასხმის შემდეგ ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ლიდერებს რჩევას აძლევდა, გაზეთით კი არ ეპასუხათ ცილისმწამებელთათვის, არამედ დახვედროდნენ და ერთი მაგრად დაეჟეჟათ ისინი... თითქოსდა საოცარია, მაგრამ ასეთ რჩევას იძლეოდა მერაბ კოსტავა - ეროვნული მოძრაობის ზნეობრივი სინდისი, უაღრესად მაღალზნეობრივი, რაინდული სულის მქონე პიროვნება, - რადგან ხედავდა, რომ ცივილიზებულ მეთოდს - სიტყვიერ პასუხს - შედეგი არ მოჰქონდა.
ზურაბ ჭავჭავაძე ასეთ რჩევაზე მხოლოდ იცინოდა, ხოლო თამარ ჩხეიძე ხელებს ასავსავებდა და აღშფოთებული გაიძახოდა, - რას ამბობ, მერაბ, ცემა როგორ შეიძლებაო. ერთი სიტყვით, მერაბ კოსტავას რჩევას არ იზიარებდნენ.
ერთხელ, 1989 წლის ივნისში, ილია ჭავჭავაძის საზოგადოების წარმომადგენლები - დაახლოებით 15 კაცი, მათ შორის მერაბ კოსტავა, ზურაბ ჭავჭავაძე, თამარ ჩხეიძე, ჯუმბერ კოპალიანი, ტარიელ ღვინიაშვილი და სხვები, გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძიანში წაგვიყვანა საზოგადოების ერთ-ერთმა აქტიურმა წევრმა თენგიზ მოსემღვდლიშვილმა, ადგილობრივი ორგანიზაციის დასაფუძნებლად და იქაურ საზოგადოებრიობასთან შესახვედრად.
სოფლის ცენტრში გამართული მიტინგის, ისტორიული ძეგლების მონახულებისა და ადგილობრივი განყოფილების დაფუძნების შემდეგ, როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, მიგვიწვიეს ბარაქიან კახურ პურმარილზე სოფლის განაპირას არსებულ ფანჩატურში, საიდანაც ალაზნის ულამაზესი ველი მოჩანდა...
დაახლოებით 4-5 სადღეგრძელო იქნებოდა შესმული, რომ მოულოდნელად ზურაბ ჭავჭავაძე ადგილიდან წამოფრინდა და მაგიდის ერთ-ერთ წევრს (სხვათა შორის, დაუპატიჟებლად, მოგვიანებით მოსულს) მუშტი უთავაზა. მაგიდა აირია. მერაბ კოსტავა ვერ მიხვდა ჩხუბის მიზეზს, ზურაბს საყვედურითაც შეუყვირა, მაგრამ მაინც აქტიურად შეუდგა გაშველებას. მალე ის პიროვნება, რომელსაც ზურაბი დაესხა თავს, იქაურობას გააშორეს და სუფრაც მალე დაშოშმინდა.
როგორც შემდეგ გამოირკვა, ის პიროვნება იყო ეროვნულ მოძრაობაზე დაბოღმილი ყოფილი საბჭოთა თანამდებობის პირი, რომელიც მიტინგის დროს იქედნურ, პროვოკაციულ რეპლიკებს ისროდა, ხოლო მაგიდაზე ასევე რამდენიმე უტაქტო რეპლიკით მიმართა ერთ-ერთ სტუმარს, რამაც მოთმინების ფიალა აუვსო ზურაბს.
საინტერესოა, რომ თავდაპირველად მერაბ კოსტავა ზურაბს ამტყუნებდა ჩხუბის ატეხვისათვის, მაგრამ შემდეგ, გზაში, როდესაც თანდათან ყველაფერში გაერკვა, აღტაცებით შესძახა: გაუმარჯოს ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გამოღვიძებას! ამ ფრაზაში მან, რა თქმა უნდა, იგულისხმა ის, რომ აქამდე მძინარე“ ილია ჭავჭავაძის საზოგადოებამ მის რჩევებს, ბოლოს და ბოლოს, დაუჯერა მუშტის გამოყენების შესახებ...
სხვათა შორის, ზურაბის მოქმედება იმდენად სამართლიანი და ვაჟკაცური იყო და ისე ასიამოვნა ყველა იქ დამსწრე, რომ ჩვენმა მასპინძელმა თენგიზ მოსემღვდლიშვილმა გადაწყვიტა, რომ ამ ჩხუბის აღსანიშნავად ყოველწლიურად ამავე დღეს და ამავე შემადგენლობით ჩავეყვანეთ ვაჩნაძიანში (სამწუხაროდ, უკვე ზურაბისა და მერაბის გარეშე), რასაც, სანამ ეს შესაძლებელი იყო, ასრულებდა კიდეც...
მაგრამ ისევ ჩვენს დღევანდელობას დავუბრუნდეთ.
ოპოზიციური მოძრაობის განსაკუთრებული აღმავლობა 2007 წლის შემოდგომაზე დაიწყო. როგორც ოპოზიციური მოძრაობის ლიდერები თავიდანვე განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნავდნენ, ეს მოძრაობა უაღრესად მშვიდობიანი იქნებოდა და ერთი ფოთოლიც არ ჩამოვარდებოდა, ერთი მინაც არ ჩაიმსხვრეოდა. ეს მართლაც ასე ხდებოდა მთელი ორი წლის განმავლობაში.
მაგრამ შედეგად რა მიიღო ოპოზიციამ, მიუხედავად მიტინგების მრავალრიცხოვნებისა? არაფერი! ფაქტობრივად, არაფერი! თუ მხედველობაში არ მივიღებთ არაპირდაპირ შედეგებს - ხელისუფლების ზოგიერთ უკანდახევას ოპოზიციური მოძრაობის კიდევ უფრო გაძლიერების შიშით.
2007 წლის 7 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა, იგრძნო რა ხელისუფლების დაკარგვის საშიშროება, ძალოვან სტრუქტურებს დაარბევინა ოპოზიციის მშვიდობიანი საპროტესტო აქცია და ტელეკომპანია იმედიც“ კი, რამაც მსოფლიოში უდიდესი აღშფოთება გამოიწვია. ამან ხელისუფლებას ჭკუა ასწავლა“ და 2009 წლის საპროტესტო მიტინგები აშკარად და მსოფლიოს დასანახავად კი აღარ დაარბია, არამედ შეფარულად, შენიღბულად, პარტიზანულად, აქაოდა, ჩვენ არაფერს ვერჩით საპროტესტო მიტინგებს, ეს დარბევა კი არა, რაღაც ინცინდენტები არისო. თუმცა ამ ინცინდენტებში“ დაზარალებულები და დასჯილები მხოლოდ აქციის მონაწილეები რჩებოდნენ. ეს, რა თქმა უნდა, ხელისუფლების ახალ, მზაკვრულ ტაქტიკას წარმოადგენდა ოპოზიციის წინააღმდეგ, თუმცა ამ ტაქტიკის არსი აბსოლუტურად იგივე იყო, რაც 2007 წლის 7 ნოემბერს.
ხელისუფლების ამ ახალი, მზაკვრული ტაქტიკის წყალობით უამრავი ახალი პოლიტპატიმარი გაჩნდა, რა თქმა უნდა, ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების რიგებიდან, თუმცა მათ არავითარი დანაშაული არ ჩაუდენიათ, კანონის ფარგლებში მიმდინარე საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გარდა. (ახლა წარმოვიდგინოთ, რა მოხდებოდა, რომ აქციაში მონაწილეებს მართლაც დაერღვიათ კანონები, როგორც ამას ხელისუფლების წარმომადგენლები სჩადიოდნენ და დღესაც სჩადიან!).
ოპოზიციური პარტიების ლიდერები ამ პოლიტპატიმართა განთავისუფლებისთვისაც ცივილიზებულ მეთოდებს მიმართავდნენ - სასამართლოებს, გასაჩივრებებს, აგრეთვე მოლაპარაკებებს (.. დიალოგებს“!) სააკაშვილთან, მერაბიშვილთან... ხვდებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს (ამ უკანასკნელთა მიერ ხელისუფლებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით)...
შედეგი, როგორც მოსალოდნელი იყო, ნულის ტოლი აღმოჩნდა!
ახლა ამის გათვალისწინებით გავიხსენოთ 2009 წლის 6 მაისი.
საზოგადოებრივ მაუწყებელთან მოწყობილი სირცხვილის დერეფნის გამო განაწყენებული და გააფთრებული ჟურნალისტის ნიკა ავალიანის ცემისათვის დაკავებული სამი ახალგაზრდა ოპოზიციონერის განთავისუფლების მოთხოვნით უცნობმა“ - გია გაჩეჩილაძემ პარლამენტის წინ საინფორმაციო მიტინგზე შეკრებილი ხალხი ქალაქის პოლიციის სამმართველოსთან წაიყვანა, თვითონ კი ცარიელი ხელებით სამმართველოს ღობეზე გადაძვრა და სამმართველოს ეზო ერთი ფარატინა ქაღალდის ფრიალით დაარბია“. ამას პოლიციელების მხრიდან უცნობის“ დაუზოგავი ცემა და მიშა, მიშას ძახილით ხალხისათვის პლასტიკური და რეზინის ტყვიების დაშენა მოჰყვა, რის შედეგადაც ბევრი პროტესტანტი დასისხლიანდა, ხოლო ორმა ახალგაზრდა ადამიანმა უმძიმესი ტრამვა მიიღო - ცალი თვალი დაჰკარგა (თუნდაც მხოლოდ ამის გამოა აუცილებელი  სროლის ბრძანების გამცემი პირების უმკაცრესად დასჯა, თუმცა ისინი, როგორც მოსალოდნელი იყო, საერთოდ არ დასჯილან).
მაგრამ, რაც მთავარია და რაც ძალიან საგულისხმოა, ამ აქციამ მიზანს მიაღწია: სამივე დაკავებული მეორე დღესვე გაათავისუფლეს!
სხვა ოპოზიციონერი დაკავებულები კი დღესაც ციხეში სხედან, მიუხედავად ათასგვარი საჩივრებისა და მოლაპარაკებებისა... და ეს მაშინ, როდესაც გულუხვად იწყალებენ მართლაც კრიმინალებს და სანდრო გირგვლიანის მკვლელებს...
რა დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ ყოველივე აქედან?
ის, რომ ჩვენი დღევანდელი  ხელისუფლება არავითარ ანგარიშს არ უწევს მშვიდობიან პროტესტებს, მაგრამ დიდ ანგარიშს უწევს ოპოზიციის მხრიდან ძალის გამოყენებას. ამიტომაც იყო, რომ სრულიად უშედეგო აღმოჩნდა 200-250 ათასიანი მშვიდობიანი მიტინგები, მაგრამ შედეგიანი აღმოჩნდა საკმაოდ მცირერიცხოვანი ჯგუფის თავდასხმა“ თბილისის პოლიციის სამმართველოზე. ფაქტია, რომ სააკაშვილ-მერაბიშვილის ხელისუფლებას სხვა ენა არ ესმის, გარდა ძალადობის, მუშტის“ ენისა.
როგორც ჩანს, არაცივილიზებული, არაკანონიერი მეთოდებით მოქმედ ხელისუფლებასთან მხოლოდ მუშტის“ პოლიტიკით დაპირისპირება თუ მოიტანს  შედეგს!
ამას განაპირობებს ის, რომ, როცა ქვეყანაში არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო, როცა ქვეყანაში კანონებს თავად ხელისუფლება თელავს ფეხქვეშ, როცა ყოველივე ამაზე საერთაშორისო საზოგადოებრიობა სხვადასხვა მიზეზის გამო ან ძალიან მორიდებულად, ან სრულიად არ რეაგირებს, - მაშინ სხვა გამოსავალი მართლაც არ არსებობს მუშტის“ პოლიტიკის გამოყენების გარდა.
ვფიქრობ, ეს უნდა გაითვალისწინოს დღევანდელმა ოპოზიციამ და ან უნდა შეწყვიტოს თავის მოწონება - ჩვენ მხოლოდ კანონიერების ფარგლებში ვმოქმედებთ, ჩვენს საპროტესტო მიტინგებზე ერთი ფოთოლიც არ ჩამოვარდნილა და ერთი მინაც არ ჩამსხვრეულაო, ან თავი უნდა დაანებოს საპროტესტო მიტინგებს და დასჯერდეს გულის მოსაოხებელ, მაგრამ სრულიად უშედეგო დებატებს ხელისუფლებასთან, რაც კიდევ დიდხანს გააგრძელებს ქვეყნის სავალალო მდგომარეობას არსებული ხელისუფლების ხელში...
მაგრამ მოვლენები შესაძლოა სხვაგვარადაც განვითარდეს.
დღევანდელი ოპოზიცია თავისი ინტელიგენტური, ცივილიზებული, მუშტის“ უარმყოფელი პოლიტიკით, ალბათ, ვერაფერს მიაღწევს, ამიტომ ხალხის ნდობას დაკარგავს და აქტიურობას შეწყვეტს. მაგრამ ხალხში ხომ პროტესტის უზარმაზარი მუხტი რჩება! ეს მუხტი, შესაძლოა, გამოიყენოს ვინმე ახლადგამოჩეკილმა ავანტიურისტმა, რომელიც ფოთოლსაც ჩამოაგდებს“ და მინებსაც ჩაამსხვრევს“, სააკაშვილის ხელისუფლებას ყველაფერს თავზე დაამხობს და საქართველოს მოევლინება მეორე მიშად“, ან უფრო უარეს დესპოტად...
ამ შემთხვევაში მიშას ხელისუფლებასაც და მთელ საქართველოსაც ნამდვილად სანატრელი გაუხდება დღევანდელი მშვიდობიანი ოპოზიცია, რომლის რიგებში რიგით ჯარისკაცებად“ დგანან ნონა გაფრინდაშვილი, ნინელი ჭანკვეტაძე, ნოდარ მგალობლიშვილი, გოგი ქავთარაძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი და სხვანი და სხვანი - ჩვენი სასახელო მამულიშვილები!.. 
ასე რომ, ეს წერილი არის ხელისუფლების გაფრთხილება: შესაძლო უფრო დიდი უბედურების თავიდან ასაცილებლად ის ვალდებულია, ნორმალურად, ცივილიზებულად, სამართლიანად მოექცეს  დღევანდელ მშვიდობიან ოპოზიციას. ისტორიიდან უამრავი მაგალითია ცნობილი, რომ როდესაც ასეთ სიტუაციაში ხელისუფლება არაფერს თმობს, ის ადრე თუ გვიან ყველაფერს კარგავს.
ჩვენ კი, ურიგო არ იქნება, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რომ სულკურთხეული მერაბ კოსტავა უაღრესად მაღალზნეობრივი, სამართლიანი, ჭეშმარიტად რაინდული ბუნების მქონე ეროვნული მოღვაწე გახლდათ, რომელიც მუშტის“ აპოლოგეტი ნამდვილად არ იყო, მაგრამ ძალიან კარგად ესმოდა მისი მნიშვნელობა, თუკი სამართლის მისაღწევად ცივილიზებული მეთოდები აღარ სჭრიდა...
                                                                                            
      2009, სექტემბერი

P. S. ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად აცხადებენ, რომ მათთვის მიუღებელია, როცა ოპოზიცია ულტიმატუმის ენით ელაპარაკება მათ.
ცხადია, არაა სასიამოვნო ულტიმატუმების ენით ლაპარაკი, მაგრამ ხელისუფლება იმაზე არაფერს ამბობს, თუ თავად რა ენით ელაპარაკება ოპოზიციას (და, საერთოდ, საკუთარ ხალხს), - ესაა ძალადობის, უკანონობის, უსამართლობის ენა, რომლის უკან ხელისუფლების მძლავრი სადამსჯელო მანქანა დგას. (მძლავრი - საკუთარი ხალხის, და არა დამპყრობლის წინააღმდეგ!).
ოპოზიციის ულტიმატუმის ენა (თანაც მხოლოდ ხანდახან გამოყენებული) იმდენადვე სუსტია ხელისუფლების მიერ მუდმივად გამოყენებულ ძალადობის ენასთან შედარებით, რამდენადაც სუსტი იყო იმ მომიტინგის ჯოხი, რომელიც  მან 1989 წლის 9 აპრილის დილას რუსის ტანკს დაარტყა...   
მაგრამ ბოლოს მაინც იმ ჯოხმა გაიმარჯვა!
  
2010, ნოემბერი
    


                       სარკეშიც ჩავიხედოთ...

სრულიად ბუნებრივია, რომ ხშირად იხსენებენ ჩვენს უახლოეს წარსულს - ეროვნული მოძრაობის ტრაგიკულ პერიპეტიებს. სამწუხაროდ, შეფასებები მეტწილად ცალმხრივი და ტენდენციურია.
ამასთან დაკავშირებით მინდა მცირეოდენი ზოგადი შენიშვნები გავაკეთო.
80-იანი წლების დასასრულის და 90-იანის დასაწყისის ეროვნული მოძრაობაში განვითარებული მოვლენების შეფასებისას ყველაფერი      რუსეთს არ უნდა დავაბრალოთ. რუსეთი, რა თქმა უნდა, ყველაფრის მკადრებელია, მაგრამ, ეს რომ ვიცოდით (და ვიცით), მით უფრო მეტი სიფრთხილე და წინდახედულობა უნდა გამოგვეჩინა. ერთი არაკისა არ იყოს - ჩვენს თავზე რომ დავიხედოთ, მე ვგონებ, ის აჯობებსო“, თუნდაც იმიტომ, რომ საკუთარი თავის გაკონტროლება უფრო ადვილია, ვიდრე გარეშე უზარმაზარი და ურცხვი სახელმწიფოს ინტრიგებისაგან თავის დაღწევა.
არადა, მტრების გასახარად, ეროვნულ მოძრაობაში თავიდანვე (1988 წლის დასაწყისიდან) სრულიად არაჯანსაღი ურთიერთდამოკიდებულება დამყარდა. 1987 წლის ბოლოს შექმნილი პირველი არაფორმალური პოლიტიკური გაერთიანება - ილია ჭავჭავაძის საზოგადოება - რომელშიდაც თავიდანვე ეროვნული მოძრაობის თითქმის ყველა წარმომადგენელი გაერთიანდა, რამდენიმე თვეშივე დაიშალა. პირველი განხეთქილება 1988 წლის მარტის დასაწყისში მოხდა, ირაკლი წერეთლის ბინაში გამართულ კრებაზე. გავიხსენებ მხოლოდ ერთ ძალიან ნიშანდობლივსა და საყურადღებო შეფასებას. კრებას ესწრებოდა ერთ-ერთი შესანიშნავი ქართველი ადამიანი, მწერალი და მრავალმხრივი ნიჭის მქონე პიროვნება (სხვათა შორის, ცნობილი წამლის კოლხური მალამოს“ შემქმნელი), ზვიადისა და მერაბის მეგობარი, აწ განსვენებული ვიტალი დარსანია. კრების დასრულების შემდეგ მან მითხრა - ეს ხალხი ორ-სამ წელიწადში ერთმანეთს ყუმბარებს დაუშენსო. მე ვუპასუხე, - რას ამბობ, მხოლოდ სიტყვიერად შეურაცხყვეს ერთმანეთი, ყუმბარების სროლამდე საქმე როგორ მივა-მეთქი. მან ისევ გაიმეორა თავისი აზრი. -ნი ვიტალი წინასწარმეტყველი არ ყოფილა, მას, უბრალოდ, სწორი პოლიტიკური ანალიზის უნარი ჰქონდა.
საერთოდ, ვისაც იმდროინდელი მოვლენების სწორი შეფასება სურს, ყურადღებით უნდა გაეცნოს იმდროინდელ არაფორმალურ პრესას (მოგვიანებით ოფიციალურსაც), აგრეთვე შემორჩენილ ვიდეო და აუდიო ჩანაწერებს (1988 წლიდან მოყოლებული). მაშინ დარწმუნდება, რომ      დაპირისპირებულმა მხარემ  უამრავი     საქციელი ჩაიდინა. (რუსეთის აგენტობა აქ      არაფერ შუაშია, ყველანი გულმხურვალე, მაგრამ, რბილად რომ ვთქვათ, პოლიტიკურად უმწიფარი პატრიოტები იყვნენ). იმასაც გაარკვევს, რომელი მხარე იყო დაპირისპირების მიზეზი და დამწყები.
ერთი სიტყვით, მე იმის თქმა მინდა, რომ რაც მოხდა, იმის მიზეზი უპირველესად ჩვენივე თავში უნდა ვეძებოთ. რუსეთი ყველაფრის მკადრებელია, მაგრამ მისი გასაკეთებელი შავბნელი საქმე, ასე ვთქვათ, მას ჩვენ თვითონ ხონჩით მივართვით. რუსეთმა  კი, რა თქმა უნდა, ჩვენივე  (ვგულისხმობ      მხარესუგუნურებით მშვენივრად .
ასე რომ, ტენდენციურ აზროვნებას, ბოლოს და ბოლოს, უნდა შევეშვათ და ორივე მხარის ბრალეულობები ობიექტურად შევაფასოთ.
მაგრამ რახან ეს ძნელი მისაღწევია, ალბათ აჯობებს, ამ საკითხებთან დაკავშირებით მსჯელობაზე      გამოვაცხადოთ მანამდე, სანამ ეს ხელისუფლება არ შეიცვლება და ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებანი არ დამკვიდრდება, რაც საზოგადოებაში ობიექტური ცნობიერების დამკვიდრებასაც შეუწყობს ხელს.
ეს კი ეროვნული მთლიანობისა და თანხმობის საფუძველთა საფუძველია და სავსებით შეესაბამება ქრისტიანულ მოძღვრებას:
1. ნუ განიკითხავთ, რაითა არა განიკითხნეთ, 2. რამეთუ რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხნეთ, და რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ. 3.ანუ რასა ხედავ წუელსა თუალსა შინა ძმისა შენისასა  და დვირესა თუალსა შინა შენსა არა განიცდი? 4. ანუ ვითარ ჰრქუა ძმასა შენსა: მაცადე და აღმოგიღო  წუელი თუალისაგან შენისადა აჰა ეგერა დვირე თუალსა შინა შენსა! 5. ორგულო, აღმოიღე პირველად დვირე თუალისაგან შენისა, და მაშინ იხილო აღმოღებად წუელი თუალისაგან ძმისა შენისა. 
ამინ.
2011




                  გამოსავალია ჰარმონიზირება ბუნებასთან

დღეს საქართველოში (ცხადია, არა მხოლოდ საქართველოში, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ პირველ რიგში საქართველო გვაინტერესებს) საზოგადოებაში მწვავე დაპირისპირებაა ლგბტ-სთან დაკავშირებით. ცხადია, ერთმანეთს უპირისპირდებიან, ერთის მხრივ, ლგბტ-ს, ანუ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის წარმომადგენლები და მათი უფლებადამცველები (უმცირესობა), მეორეს მხრივ, ის ადამიანები, რომელთაც ტრადიციული, ბუნებრივი სექსუალური ცხოვრება აქვთ (უმრავლესობა).
ყველაზე მძაფრად ეს დაპირისპირება გამოვლინდა 2013 წლის 17 მაისს, როდესაც ლგბტ-ს წარმომადგენელთა აქციას დაუპირისპირდა ხალხის უზარმაზარი მასა, რომელშიც, შეიძლება ითქვას, წამყვან როლს თამაშობდნენ სასულიერო პირები. ამ დაპირისპირებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, დაწყებული სერიოზული სამართლებრივი პროცედურებით და დამთავრებული „ტაბურეტკასთან“ დაკავშირებული საფეისბუკო იუმორით.
საერთოდ, ამ ორი მხარის დაპირისპირება მეტ-ნაკლები სიმწვავით დღემდე გრძელდება და არავინ იცის, როდის დასრულდება, ან კიდევ რა სახით გამოვლინდება.
ცხადია, ამ საკმაოდ მწვავე პრობლემას როგორღაც მოგვარება სჭირდება.
მაგრამ მოგვარებისათვის ჯერ პრობლემაში ჩაღრმავებაა საჭირო.
ჩვენც ვცადოთ.
ცხადია, ი უ რ ი დ ი უ ლ ა დ ორივე მხარეს აქვს უფლება, ისეთი წარმოდგენა ჰქონდეთ სექსუალურ ცხოვრებაზე და ისე იცხოვრონ, როგორც სურთ.
რაც შეეხება მ ო რ ა ლ უ რ უფლებებს, აქ საქმე საკმაოდ რთულადაა.
ჯერ გვერდზე გადავდოთ არატრადიციული  სექსუალური ორიენტაციის მქონეთა საკითხი და განვიხილოთ, რა ზნეობრივი დარღვევები არსებობს საერთოდ ტრადიციულ სქესობრივ ურთიერთობებში.
უპირველესად განვსაზღვროთ საწყისი წერტილი.
ალბათ, უპრიანი იქნება, საწყის წერტილად მივიჩნიოთ ეკლესიის თვალსაზრისი.
მართლაც, ეკლესიის პოზიციით (რომელიც, ვფიქრობ, მართებულია) ღვთივკურთხეულია ქორწინება,  ცოლქმრული  ცხოვრება ანუ შთამომავლობის გაჩენა, რეპროდუქცია. ეკლესიის ეს პოზიცია სრულიად გასაგები და ლოგიკურია, რადგან ბუნებაში სქესობრივი ორგანოები სწორედ გამრავლებისათვის არის შექმნილი. აქ ეკლესიის პოზიცია სავსებით ემთხვევა ბუნებაში არსებულ გამრავლების წესს.
ამ საწყისი წერტილიდან ნებისმიერი გადახრა სექსუალური თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ი ს  მიმართულებით - უკვე არაზნეობრიობას წარმოადგენს და ბუნების კანონებს არ შეესაბამება. რაც უფრო შორდება ადამიანი ამ წერტილს, არაზნეობრიობის ხარისხიც იზრდება და ნაირგვარ სიმახინჯემდე მიდის.
ეკლესიის თვალსაზრისით (და უბრალო ადამიანური თვალსაზრისითაც) ცოდვას წარმოადგენს საწყისი წერტილიდან  გარკვეული დაშორება - ქორწინების გარეშე ურთიერთობანი და ცოლ-ქმარის მიერ ერთმანეთის ღალატი.
საწყისი წერტილიდან კიდევ უფრო მეტი დაშორება ცოდვის სიმძიმესაც  კიდევ უფრო ზრდის.
თუ გადახედავთ პორნოსაიტებს, იხილავთ სექსუალურად  სრულიად ჯანმრთელ მამაკაცებს და ქალებს, რომლებიც ბუნებრივი სექსუალური აქტით იწყებენ, შემდეგ კი აგრძელებენ გაუკუღმართებული, არაბუნებრივი, უმახინჯესი ფორმით.
გაუკუღმართებული სექსუალური აქტი არა მხოლოდ გარყვნილებაა, არამედ ხელოვნურად მოგონილი სიმახინჯეც, და, შესაბამისად, გარყვნილების უმაღლესი სახეც. 
ცხადია, ასეთ, ფიზიოლოგიურად სრულიად ჯ ა ნ მ რ თ ე ლ მამაკაცებს და ქალებს, რომლებიც უკუღმართ სექსს ეწევიან, მორალური უფლება არ აქვთ ფიზიოლოგიურად  ა რ ა ჯ ა ნ მ რ თ ე ლ ი ადამიანების ის უკუღმართი სექსუალური საქციელი დაგმონ, რასაც  თ ა ვ ა დ  სჩადიან, თუმცა ფიზიოლოგიურად ჯანმრთელები არიან.
ეს, ასე ვთქვათ, პრობლემის მორალური მხარეა.
ამ პრობლემას კი ტრადიციული და არატრადიციული სექსუალური გამოვლინებებისადმი მცდარი მიდგომა წარმოშობს, რაც იმაში გამოიხატება, რომ ტრადიციული სექსის მიმდევარ (ანუ სექსუალურად ჯანმრთელ) ადამიანებს სექსუალურ გარყვნილებას ასე თუ ისე ჰპატიობენ, ხოლო არატრადიციულებს - არა. სწორი მიდგომა კი ის იქნებოდა, რომ სექსუალური გარყვნილება ა რ ც ე რ თ ი ს ა თ ვ ი ს არ მიჩნეულიყო საპატიებლად.
არატრადიციული სექსუალური მისწრაფება ფიზიოლოგიური დაავადებაა, თუმცა არსებობს სხვა აზრიც, რომლის თანახმად სექსუალური გადახრა დაავადება კი არაა, არამედ ზნეობრივი კატეგორიის მოვლენა, მაგრამ მაშინ როგორ უნდა აიხსნას ის ფაქტი, რომ სექსუალური გადახრა  ც ხ ო ვ ე ლ ე ბ შ ი ც  არსებობს? ცხოველებშიც ზნეობრივი კატეგორიის მოვლენაა?
სექსუალური გადახრა, როგორც სნეულება, ისევე, როგორც ნ ე ბ ი ს მ ი ე რ ი სხვა სნეულება, არაა უზნეობა, მაგრამ ის უზნეობად იქცევა მ ა შ ი ნ ვ ე, როგორც კი რ ე ა ლ უ რ სექსუალურ ურთიერთობაში გამოვლინდება, ანუ არაბუნებრივ, უკუღმართ სექსუალურ აქტად განხორციელდება. სექსუალური გადახრის მქონე ადამიანებმა, თუ სურთ ზნეობის ჩარჩოებში დარჩნენ, საერთოდ უნდა შეიკავონ თავი სექსუალური ცხოვრებისაგან (ანუ უკუღმართი სექსუალური ცხოვრებისაგან), არათუ მისი პროპაგანდა და მისით თავმოწონება დაიწყონ, და უნდა შეეგუონ თავიანთ ფიზიოლოგიურ არასრულფასოვნებას  ისე, როგორც ჩვეულებრივი ადამიანები ხდებიან ზოგჯერ იძულებულნი, შეეგუონ (და არა პროპაგანდირება გაუწიონ) სხვადასხვა ცხოვრებისეულ უბედურებას (მაგალითად, შვილის, ახლობლის დაღუპვას), ან ფიზიკურ ნაკლს (მაგალითად, სიბრმავეს, სიყრუეს და სხვ.).
 აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყველაზე დიდი დანაშაული არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების წინაშე მიუძღვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, რომელმაც მათ ავადმყოფობის სტატუსი მოუხსნა (ალბათ ხმათა უმრავლესობით!!!) და მათ განკურნების შესაძლებლობის იმედი გადაუწურა. 17 მაისი ამ უბედური ადამიანებისათვის საზეიმო კი არა, სამგლოვიარო თარიღი უნდა იყოს.
ამ დიდი დანაშაულის თანამონაწილენი არიან ამ, სწორედაც რომ უბედური ადამიანების გავარვარებული ფსევდოლიბერალი „უფლებადამცველები“, რომლებიც მათი გ ა ნ კ უ რ ნ ე ბ ი ს საშუალებების კვლევა-ძიებისაკენ კი არ მოუწოდებენ სამედიცინო სამყაროს, არამედ, ფაქტობრივად, წამახალისებელნი არიან ამ ადამიანებში უკუღმართი სექსუალური გამოვლინებებისა, სხვადასხვა გამართლებას უძებნიან მათს უკუღმართ სექსუალურ პრაქტიკას და ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებასაც კი მოითხოვენ. ეს ვაი-უფლებადამცველები, ფაქტობრივად, ამ უბედური ადამიანების მტრები არიან, რადგან ასეთი „უფლებების დაცვით“ დათვურ სამსახურს უწევენ ზოგადად ამ სნეულებით დაავადებულ ადამიანებს და საზოგადოების უდიდეს ნაწილში მათ მიმართ უკურეაქციას იწვევენ.
ერთი სიტყვით, ფაქტია, რომ პრობლემა არსებობს და მას სჭირდება მოგვარება და არა შიშველი ემოციებითა და რიხიანი შეძახილებით სექსუალურ უმცირესობათა წარმომადგენლების ცემა-ტყეპა და ჯოჯოხეთის მდუღარე კუპრით დამუქრება.
დარწმუნებული ვარ,  ის სასულიერო პირებიც, რომლებიც 2013 წლის 17 მაისს მომიტინგეთა შორის იყვნენ, ზნეობის  სადარაჯოზე დგანან, მაგრამ არსებული რეალობიდან აშკარად ჩანს, რომ ისინი პრობლემას ღრმად ვერ წვდებიან და მხოლოდ რელიგიური მცნებების შეხსენებითა და ძალადობით ცდილობენ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრას. არადა, აჯობებდა, სულ მცირე, არატრადიციული ორიენტაციის მიმდევართა გაჯანმრთელებისათვის მაინც ელოცათ, ან, უფრო უკეთესი იქნებოდა, სამედიცინო საზოგადოებისათვის მოეწოდებინათ, რომ მათი განკურნების მიზნით სათანადო ეფექტური საშუალებები მოეძიათ საერო ხელისუფლებასთან ერთად. მეტიც, სასურველი იქნებოდა, თავიანთი წვლილიც შეეტანათ ასეთი კომპლექსური კვლევების დაფინანსებაში. ცარიელი ქადაგებითა და ძალადობით ავადმყოფობა არ იკურნება (თუ მხედველობაში არ მივიღებთ სასწაულებრივ განკურნებებს). უფრო ლოგიკური კი ის იქნებოდა, რომ იმავე სასულიერო პირებმა უპირველესად სქესობრივად სრულიად ჯანმრთელი ადამიანები დაგმონ (თუნდაც ჭინჭრებითა და როზგებით ცემონ), რომლებიც უკუღმართ სექსს ეწევიან, თუმცა  ბუნებრივი სექსის უნარი აქვთ. არადა, 2013 წლის17 მაისს გამძვინვარებულ მასაში მათ გვერდით ასეთი ადამიანებიც ალბათ საკმაოდ იდგნენ...
ვფიქრობ, გამოსავალი ერთია: ადამიანებმა უნდა მოახდინონ თავიანთი ქცევებისა თუ შეხედულებების ჰ ა რ მ ო ნ ი ზ ი რ ე ბ ა  ბუნების მიერ დამკვიდრებულ წესებთან, კერძოდ: ადამიანის სქესობრივი ცხოვრების მიზანი უნდა იყოს უ პ ი რ ა ტ ე ს ა დ  შთამომავლობის გამრავლება, რეპროდუქცია, და არა სიამოვნება, გართობა და ა.შ. (სიამოვნება და გართობა სხვა, არასექსუალური საშუალებებითაც შეიძლება).
და რაც დღეს განსაკუთრებით მთავარია: განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანებმა უნდა შ ე ი გ ნ ო ნ, რომ ისინი დაავადებულნი არიან ფიზიოლოგიურად (სანამ სამედიცინო სამყარო მათი განკურნების საშუალებებს არ შეიმუშავებს), და საერთოდ თავი უნდა შეიკავონ ფაქტობრივად მახინჯი, უკუღმართი სექსუალური ცხოვრებისაგან; უნდა შეიგნონ, რომ თავშეკავების მაგივრად ასეთი სექსუალური ცხოვრებით თავმოწონება და მისი აფიშირება  ს ა მ ა რ თ ლ ი ა ნ ა დ აღიზიანებს ადამიანების უზარმაზარ მასას.
ვფიქრობ, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ექნებათ ორივე მხარეს, ერთმანეთის განსჯისა და განკითხვის მორალური უფლება.
მაგრამ  არც ეს განკითხვა გახდება საჭირო, თუ  ორივე მხარე მორალური პრინციპებით იცხოვრებს. მაშინ ერთმანეთის განსასჯელიც არაფერი ექნებათ; მაშინ არც სექსუალურ უმცირესობათა უფლებადამცველი მოძრაობა იქნება საჭირო და აღარც მათი დაწიოკება.
მოკლედ რომ ვთქვათ, სექსუალური თავისუფლების პრინციპებს ზნეობის თვალსაზრისით სერიოზული გადახედვა და ბუნების კანონებთან ჰარმონიზირება სჭირდება.
 არადა, ზნეობრივი პრინციპებით ცხოვრება სავსებით შესაძლებელია, თუ გავიხსენებთ ბერების, ა ს კ ე ტ ე ბ ი ს ცხოვრებას, და, რაც მთავარია,  საეკლესიო თვალსაზრისს -  სრულიად ბ უ ნ ე ბ რ ი ვ ს, სამართლიანს და ლოგიკურს - რომ ღვთივკურთხეულია ქორწინება,  ცოლ-ქმრული  ცხოვრება, ანუ შთამომავლობის გაჩენა, რეპროდუქცია.
საჭიროა, ადამიანები დაუბრუნდნენ ამ საწყის წერტილს!
ცხადია, ეს იდეალური ვითარება იქნებოდა.
იდეალი კი იმის იდეალია, რომ მისი მიღწევა შ ე უ ძ ლ ე ბ ე ლ ი ა.
მაგრამ იდეალის დასახვა აუცილებელია, რადგან მას ადამიანები, მართალია, ვერასოდეს აღწევენ, მაგრამ, სურვილისა და ძალისხმევის შემთხვევაში, გარკვეულწილად უ ა ხ ლ ო ვ დ ე ბ ი ა ნ...

2013, 20 მაისი; 2017



         უკიდურესობათა ტრაგიზმი და დემოკრატიული       
                                   ღირებულებანი
                                    ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა.“
                                                                                               შოთა რუსთველი

საქართველო გათიშულია უკიდურესობებით.
საზოგადოების ერთი დიდი ნაწილი ერთ უკიდურესობაში გადავარდნილი, მეორე დიდი ნაწილი - მეორე უკიდურესობაში.
ერთ უკიდურესობაში მყოფნი მეორე უკიდურესობაში მყოფთ არც უსმენენ, არც რაიმე საერთოს გამონახვა სურთ ერთმანეთთან, არც კომპრომისი ხდება მათ შორის, ერთმანეთის აზრი აბსოლუტურად მიუღებლად მიაჩნიათ, ერთმანეთს უვიცებს, ჩამორჩენილებს, ქვეყნის მოღალატეებსა და დამაქცევრებს  უწოდებენ და . . და . .
უკიდურესობაში გადავარდნილები სამყაროს ორ ფერში აღიქვამენ - შავად და თეთრად, სამყარო კი - „გვაქვს უთვალავი ფერითა.
ყველა ხვდება, რომ ასე არ შეიძლება, რომ ეს დამღუპველია ქვეყნისათვის, მაგრამ იმ მოჯადოებული მდგომარეობიდან ვერ გამოდიან, რასაც უკიდურესობებში გადავარდნა ჰქვია; ძალა არ ჰყოფნით ამისათვის, შეიძლება ზნეობაც, და, რაც მთავარია, არ ჰყოფნით დემოკრატიული ღირებულებების გათავისების ხარისხი.
უკიდურესობებში გადავარდნა რომ მანკიერი მოვლენაა, ეს რეალურ ცხოვრებისეულ გამოცდილებებზე დაყრდნობით ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში ფილოსოფიურად ჩამოაყალიბა უდიდესმა ფილოსოფოსმა არისტოტელემ თავის ფილოსოფიურ თხზულებაშინიკომაქეს ეთიკა“. მან დაასაბუთა, რომ ადამიანური ქმედებების საუკეთესო გამოვლინება არისსაშუალიორ უკიდურესობას  შორის, რომელთაგან თითოეული მათგანი - ორივე უკიდურესობა - არის ნაკლი, ზადი, ბიწი. (არისტოტელესსაშუალინიშნავსსაუკეთესოსორ უკიდურესობას შორის, და არა საშუალოს ცუდსა და კარგს შორის).
რა თქმა უნდა, აქ არისტოტელეს ციტირებას არ დავიწყებ. შევეცდები კონკრეტული მაგალითების მოყვანით ვაჩვენო უკიდურესობებში გადავარდნის მანკიერი ბუნება.
უკიდურეს გამოვლინებებს შორისსაშუალი“, ანუ საუკეთესო გამოვლინებანი, საერთოდ ბუნების ერთ-ერთი მთავარი კანონზომიერებაა.
ამის ძალიან თვალსაჩინო მაგალითს მოვიყვან: ცხადია, თავისთავად, მზიანი ამინდებიც კარგია და წვიმიანი ამინდებიც, მაგრამ გამოვლინებანი - გვალვა და წარღვნა (ღვარცოფი, წყალდიდობა და სხვ.) ცუდი და გამანადგურებელია. „საშუალს“, ანუ საუკეთესოს, წარმოადგენს ზომიერად მზიანი და ზომიერად წვიმიანი ამინდები და მათი მუდმივი მონაცვლეობა, რომელიც კი არ აზიანებს, არამედ ხელს უწყობს ცოცხალი ბუნების განვითარებასა და არსებობას.
ბუნების უნივერსალური კანონი - არსებობისათვის ბრძოლა, - სწორედ უკიდურესობათა შორის არსებულსაშუალს“, ანუ ყველაზე საუკეთესო, დარეგულირებულ, დაბალანსებულ ბუნებრივ პროცესებს გულისხმობს, რაც, ზოგადად თუ ვიტყვით, ბუნებაში სიცოცხლის არსებობის გარანტს წარმოადგენს. წინააღმდეგ შემთხვევაში სიცოცხლე დიდი ხნის წინ მოისპობოდა ჩვენს პლანეტაზე, ან განვითარების უდაბლეს საფეხურზე დარჩებოდა.
მაგრამ ადამიანურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ, სადაც, სხვათა შორის, ბუნების საწინააღმდეგო ბევრი პროცესი მიმდინარეობს (რაც, საბოლოოდ, ადამიანს ბუმერანგივით უბრუნდება).
უკიდურესობებში გადავარდნის მძიმე შედეგები უამრავი მაგალითებით დასტურდება და, რაც მთავარია, იგი შეუთავსებელია დემოკრატიულ ღირებულებებთან, რომლებსაც სიტყვით კი ვაღიარებთ, მაგრამ საქმით - საწინააღმდეგოდ ვიქცევით, როდესაც უკიდურესობაში ვვარდებით.
უკიდურესობებში გადავარდნას ჩვენი ცხოვრების ფაქტობრივად ყველა სფეროში აქვს ადგილი, განსაკუთრებით ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში, რაც ცხოვრების სხვა სფეროებზეც უდიდეს გავლენას ახდენს.
მოვიყვან ზოგიერთ მაგალითს.
სიტყვის თავისუფლებით დავიწყებ (რითაც მეც ვსარგებლობ).
სამწუხაროდ, აქაც უკიდურესობებში გადავარდნას აქვს ადგილი. ტოტალიტარულ ქვეყნებში სიტყვის თავისუფლება უკიდურესად შეზღუდულია, რაც, ცხადია, სიმართლის თქმის თავისუფლების შეზღუდვას ნიშნავს. სხვაგან არ ვიცი, მაგრამ დღევანდელ საქართველოში სიტყვის თავისუფლების საკითხში მეორე უკიდურესობაში ვართ დაგავარდნილი - ესაა ყველაფრის თქმის თავისუფლება (ანუ, „მეცნიერულადთუ ვიტყვით - „გამოხატვის თავისუფლება“). ოქროს შუალედი, ანუ საუკეთესო ვარიანტი, ცხადია, აქაც არსებობს - ესაა სიმართლის თქმის თავისუფლება, ადამიანის ღირსების შელახვის დაუშვებლობა, ნორმალური ადამიანური ურთიერთობანი, ანუ მოკლედ რომ ვთქვათ - ზნეობა.
ყველაფრის თქმის შეუზღუდავი თავისუფლებით დღეს ყველაზე მეტად ჩვენი ჟურნალისტები სარგებლობენ, უმეტესად - ბოროტად. ვერც შენიშვნას მისცემ - წამსვეგამოხატვის თავისუფლებასაგაფარებენ თვალებზე. არადა, ჩვენი ხალხი ამბობს: „პირზე მომდგარსა სიტყვასა განა ყველაფერს თქმა უნდა!“  და ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ  სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო კონვენცია ითვალისწინებს აზრის თავისუფლად გამოხატვის          მოთხოვნებს...            შეიძლება დაწესდეს შემდეგ უფლებათა დასაცავად:
- სხვების რეპუტაციის და/ან უფლებების;
- საზოგადოებრივი უსაფრთხოების;
- საზოგადოების სიჯანსაღის ან მორალის;
- ეროვნული უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის;
- უწესრიგობის ან დანაშაულობების თავიდან ასაცილებლად;
- კონფიდენციალური ინფორმაციის გახმაურების თავიდან ასაცილებლად; 
- სასამართლო ორგანოების მიუკერძოებლობისა და ავტორიტეტის მხარდასაჭერად.
სიტყვის თავისუფლების კანონით დადგენილი ეს    რატომღაც ავიწყდებათ  ჩვენშიგამოხატვის თავისუფლებისუკიდურესი გაგების მომხრეებს!
ახლა სხვა სფეროებს შევეხოთ.
უკიდურესობებში გადავარდნას ჰქონდა ადგილი ჩვენი ორი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას და მიხეილ სააკაშვილის მიმართ. ისინი ან უკიდურესად უყვარდათ, ან უკიდურესად სძულდათ. არადა პოლიტიკური ლიდერების მიმართ სიყვარულიც და სიძულვილიც - ორივე სიმახინჯეა. პოლიტიკური ლიდერების მიმართ დამოკიდებულების საუკეთესო გამოვლინებაა მათი მოღვაწეობის ობიექტური შეფასებამათ კარგი საქმეები უნდა დავუფასოთ, ხოლო ცუდი - დავუგმოთ, შეცდომები და გადაცდომები - გავუკრიტიკოთ, ხოლო არჩევნების დროს - „ცოდვა-მადლიავუწონოთ და ამის მიხედვით მივცეთ ხმა.
უკიდურესობებში გადავარდნის ტიპიურ მაგალითს წარმოადგენს საზოგადოების დამოკიდებულებალგბტ“- წარმომადგენელთა მიმართ. ერთი უკიდურესობაა მათი ცემა, სამსახურში მიუღებლობა და სხვა დისკრიმინაციული ქმედებები, ხოლო მეორე უკიდურესობას ერთსქესიანი ქორწინების დაკანონება წარმოადგენს. ოქროს შუალედი, ცხადია, აქაც არსებობს - ესაა მათი ხელშეუხებლობა, თუ თავისთვის ცხოვრებენ, თავიანთი ცხოვრების წესის აშკარად გამომწვევ პროპაგანდას არ ეწევიან და ანტიბუნებრივი მოთხოვნილებების ოფიციალურ დაკანონებას არ მოითხოვენ.
სრულიად აშკარად გამოხატულ უკიდურესობაში გადავარდნას აქვს ადგილი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის საკითხში. საზოგადოების უდიდეს ნაწილს მიაჩნია, რომ რუსეთს ან უნდა ეომო, (უფრო სწორად, მის მიმართ მუდმივად საომარ მდგომარეობაში უნდა იყო), ან უნდაშეუძვრე“. სხვა, შუალედური მდგომარეობა ამ ადამიანებს ვერც კი წარმოუდგენიათ. შუალედური დამოკიდებულება ჩვენთან აღიქმება ღალატად, „შეძრომად“ (მართლაშეძრომაზერომ არაფერი ვთქვათ). არადა, რუსეთთან სწორედ შუალედური დამოკიდებულება აქვს მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობას (მათ შორის, მის მოსაზღვრე ქვეყნებსაც). რა სიკეთე მოგვიტანა რუსეთთან უკიდურესმა დამოკიდებულებამ, ამას ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა (ოკუპირებული ტერიტორიების სახით) მოწმობს.
მეტყვიან, რუსეთს თავიდანვე (ეროვნული მოძრაობის დასაწყისიდავნე) მტრული დამოკიდებულება ჰქონდა საქართველოს მიმართო. კი, ჰქონდა, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველაზე მძაფრად მაშინ სწორედ ჩვენ დავუპირისპირდით რუსეთს. ჩვენი მთავარი ლოზუნგი იყო: „ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!“ ჩვენ ყოველნაირად უკიდურესად ვაღიზიანებდით რუსეთს. მახსოვს, გორბაჩოვმა რამდენჯერმე გაგვაფრთხილა ტელევიზიით, - ასე თუ გააგრძელებთ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დაკარგავთო! ყურად ვიღეთ ეს გაფრთხილება? არა! გავაგრძელეთძირს რუსეთის დამპალი იმპერიისძახილი, 9 აპრილი მოვუწყვეთ და რუსეთს მსოფლიოში თავი მოვჭერით. კი, რუსეთი ყველაფრის ღირსი იყო, მაგრამ ახლა ნუღარ ვწუწუნებთ! მუშტი ისე უნდა შემოიქნიო, რომ საკუთარ ცხვირში არ მოირტყასაბჭოთა კავშირის დანგრევა რომ გარდაუვალი იყო, ეს ჯერ კიდევ 1985 წელს გამოჩნდა სრულიად რეალურად (თუმცა სიმპტომები ადრეც ჩანდა). რად უნდოდა ამას 9 აპრილი და უკიდურესად გამაღიზიანებელი ლოზუნგები? ესეც ერთი-ერთი თვალსაჩინო მაგალითია უკიდურესობაში გადავარდნის დამღუპველი შედეგების.
რუსეთს, მოდით, აფხაზეთის და .. სამხრეთ ოსეთის საკითხიც მოვაყოლოთ.
ეს რეგიონები რომფარული ნაღმებიიყო, ყველამ ვიცოდით, მაგრამ, მიუხედავად ამისა, კამიკაძური თავგანწირვით დავადგით ფეხი!
აქაც უკიდურესობებში გადავარდნას ჰქონდა ადგილი, თუნდაც მათი სტატუსის თვალსაზრისით.
იმ ხანებში აფხაზ და ოს სეპარატისტებთან ყოველგვარი კომპრომისი გამოვრიცხეთ, - მათიავტონომიურისტატუსი არ მოგვწონდა (ცხადია, სამართლიანადდა მის გაუქმებას მოვითხოვდით (ერთი უკიდურესობა).  ისინი კი დამოუკიდებლობას მოითხოვდნენ (მეორე უკიდურესობა). იმ ხანებში ხომ წარმოუდგენელი იყოფედერაციაზეთუკონფედერაციაზელაპარაკი! დღეს ესეც სანატრელი გაგვიხდა! იმიტომ, რომ უკიდურესობაში გადავვარდით და ანგარიში არ გავუწიეთ იმას, რომ, ფაქტობრივად, საქმე გვქონდა არა აფხაზ და ოს სეპარატისტებთან, არამედ რუს იმპერიალისტებთან, უძლიერეს და უბოროტეს სახელმწიფოსთან!
როდემდე უნდა ვიტეხოთ კისერი უკიდურესობებში გადავარდნით?
უკიდურესობაში გადავარდნის იმდენი მაგალითის ჩამოთვლა შეიძლება, რამდენი პრობლემაცაა საქართველოში, მათ შორის დამოკიდებულება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის
როგორც დასაწყისში აღვნიშნე, აქეთ-იქით უკიდურესობაში გადავარდნილები ერთმანეთს არც უსმენენ, არც რაიმე საერთოს გამონახვა სურთ ერთმანეთთან, არც კომპრომისი ხდება მათ შორის, ერთმანეთის აზრი აბსოლუტურად მიუღებლად მიაჩნიათ, ერთმანეთს უვიცებს, ჩამორჩენილებს, ქვეყნის მოღალატეებსა და დამაქცევრებს  უწოდებენ და . . და . . ცალკეულ შემთხვევებში ასეთი შეფასებები მართლაც სწორია და სინამდვილეს ასახავს, მაგრამ უმეტეს შემთხვევებში ეს მხოლოდ გულის მოსაფხანი ლანძღვა და ცილისწამებაა, რომლის ამოცნობა და სინამდვილისგან გარჩევა მით უფრო რთულია, რაც უფრო დიდი მასშტაბები აქვს მიღებული ასეთ დამოკიდებულებებს.
ძნელი არ არის იმის შემჩნევა, რომ ერთმანეთთან ასეთი დამოკიდებულება ძალიან შორს დგას დემოკრატიული ღირებულებებისაგან.
სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ დემოკრატიული ღირებულებების მიხედვით ცხოვრება კლასიკურ დემოკრატიულ ქვეყნებში არ ხორციელდება იდეალური სახით, და რაღა უნდა ვთქვათ ჩვენს რეალობაზე, რომელიც მემკვიდრეა ანტიდემოკრატიული საბჭოთა სისტემის? ცხადია, სრულიად არაა საკვირველი, რომ შორს ვდგავართ დემოკრატიული ღირებულებებისაგან, მაგრამ ეს აღიარება ჩვენს პრობლემებს რას შველის?
იმითღა უნდა ვინუგეშოთ თავი, რომ როგორც ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ დემოკრატიისაკენ, ასევე ნაბიჯ-ნაბიჯ გავემიჯნებით უკიდურესობებს, ასევე ნაბიჯ-ნაბიჯ ვისწავლით ურთიერთმოსმენას, ურთიერთკომპრომისს, ასევე ნაბიჯ-ნაბიჯ ამოვავსებთ იმ უფსკრულს, რომელიც უკიდურესობებს შორისაა განხმული და, ბოლოს და ბოლოს, მივალთ ჩვენი უამრავი პრობლემის მოგვარებამდეც.
უკიდურესობებში გადავარდნა იწვევს საზოგადოების გახლეჩას, დაპირისპირებათა დაუსრულებელ ესკალაციას, რომელიც ხელს უშლის ყველა იმ საქმის კეთებას, რომელსაც საზოგადოების ერთიანობა, თანხმობა სჭირდება; ხელს უშლის ქვეყნის აღმშენებლობას და ზოგჯერ სისხლისღვრითაც მთავრდება, რასაც, ბუნებრივია, კიდევ სხვა მრავალი უბედურება მოსდევს და რასაც მშვენივრად იყენებს ჩვენი ყოველი ჯურის მტერი. სამწუხაროდ, ამის მჭერმეტყველი მაგალითი ჩვენი უახლოესი ისტორიაა. (აქ მხედველობაში მაქვს ისეთი პრობლემები, რომლებიც მსოფლიო პოლიტიკის წარმმართველი გარეშე ძალები არ არიან ჩარეულნი და რომელთა მოგვარება ჩვენვე შეგვიძლია, თუმცა ეროვნული ერთიანობა არც ერთ შემთხვევაში არაა ცუდი).
უკიდურესობებში გადავადნილთა შორის დაპირისპირება ხშირად მეტისმეტად მძაფრდება და, როგორც აღვნიშნეთ, ზოგჯერ სისხლისღვრამდეც კი მიდის. მაგრამ, რაც მთავარია, დაპირისპირებულთა შორის ყოველთვის იმარჯვებს ის მხარე (თუნდაც დროებით), რომელიც ძლიერია, და არა უეჭველად ის, ვინც მართალია. (სამწუხაროდ, უმეტესად ასეა).
(სხვათა შორის, უკიდურესობებში გადავარდნილთა საყვარელი ფორმულაა: „ან ყველაფერი, ან არაფერი“. ეს, ერთი შეხედვით, მიმზიდველი (უფრო სწორად - მაღალფარდოვანი) ფორმულა პრაქტიკულად მხოლოდ იმათ სასარგებლოდ მუშაობს, ვინც ძლიერია. სასაცილოა, როდესაც ამ დევიზს სუსტი მისდევს,  - მას  თითქმის ყოველთვის ხელშიარაფერირჩება).
დაპირისპირებულთა შორის დემოკრატიული, კომპრომისული ურთიერთობები შედარებით უფრო სამართლიანად, მშვიდობიანად გვარდება, თუნდაც მათ არათანაბარი ძალები ჰქონდეთ. და სწორედ ესაა დემოკრატიის მთავარი ხიბლი!
სამწუხაროდ, უკიდურესობებში გადავარდნა უმეტესად სულიერ თუ ფიზიკურ ტრაგედიებს იწვევს, და, რაც მთავარია, დემოკრატიული ღირებულებებისაგან ძალიან შორს დგას.
კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლებოდა ამ ჩვენი მთავარზე მთავარი პრობლემის შესახებ, მაგრამ რა გამოვა ამით?
სრულიად არაფერი!
ამაოდ დავშვრი, საწუხ არს ესე!
2015, აგვისტო






         

суббота, 30 ноября 2019 г.

"როდის გვეშველება?"


ამ ოცდაათი წლის განმავლობაში უამრავჯერ მომისმენია ასეთი კითხვა: „როდის გვეშველება?“
მე ყოველთვის ასე ვპასუხობდი: „როდესაც ობიექტურ აზროვნებას ვისწავლით!“
რატომ გამახსენდა - არათავმდაბლურად რომ ვთქვა - ეს ჩემი ბრძნული პასუხი? J
ამ ბოლო ხანს დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს იმ ნაწილმა, სადაც ის ამბობს, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება საზღვარგარეთის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეების იქ ლეგალური დასაქმების შესახებ. ბევრის აზრით, ეს გამოიწვევს საქართველოდან ახალგაზრდობის დიდ გადინებას და რომ ბიძინას - საქართველოს ამ „უბოროტეს მტერს“ - სურს საქართველოს დაცლა ქართველებისაგან.
სანამ ამ ინიციატივას კონკრეტულად შევეხებოდე, „ბიძინისტობის“ იარლიყი რომ არ მომაკერონ („იარლიყების მიკერება“ ჩვენს საზოგადოებაში აზროვნების ყველაზე პრიმიტიული ფორმაა), ჯერ იმას ვიტყვი, რა პრეტენზიები მაქვს ივანიშვილთან. პრეტენზიები კი ძალიან ბევრი მაქვს.
ორი მთავარი პრეტენზია (საიდანაც გამომდინარეობს სხვა დანარჩენი) მდგომარეობს შემდეგში:
1. კოჰაბიტაციის დაშვება ნაციონალურ მოძრაობასთან;
2. დასავლეთის მიმართ სრული მორჩილება და მათი მოთხოვნების უპირობო შესრულება ჩვენი ეკონომიკის და, საერთოდ, ჩვენი ეროვნული ინტერესების საზიანოდ.
კოჰაბიტაციის შესახებ იმდენი ითქვა, გამეორება აღარ ღირს, თანაც ხელისუფლებამაც აღიარა, რომ კოჰაბიტაცია შეცდომა იყო (ჩემის აზრით, არა უბრალოდ შეცდომა, არამედ დიდი შეცდომა და დანაშაული).
ახლა რაც შეეხება დასავლეთს.
იმის მაგივრად, რომ 90-იან წლებში ჩვენი ტრაგიკული უთავბოლობით დანგრეულ საქართველოსთვის რეალური დახმარება გაეწია, ანუ ჩვენი ეკონომიკური განვითარების სწორ წარმართვაში დაგვხმარებოდა, დასავლეთმა მოგვცა ყოვლად დამღუპველი რჩევები და ლამის იძულებული გაგვხადა, შეგვესრულებინა ისინი. (ცხადია, მაინც და მაინც ჩვენი დაღუპვა კი არ სურდა, უბრალოდ, როგორც ყოველთვის, დასავლეთი საკუთარ ინტერესებს ითვალისწინებდა პირველ რიგში).
რა იყო ეს რჩევები? ჩვენთვის, თურმე, კარგი იყო, ყველაფერი ჯართში ჩაგვებარებინა და სამრეწველო ქვეყნის ნაცვლად ვქცეულიყავით მომხმარებელ ქვეყნად (ანუ პროდუქციის შექმნისათვის თავი დაგვენებებინა და მათ მიერ წარმოებული პროდუქცია შეგვეძინა). ამის გამართლება, დასავლელ „მრჩევლებს“ ცხადია, არ გაუჭირდებოდათ, რადგან ჩვენი მრეწველობა ტექნოლოგიურად ძალიან ჩამორჩენილი იყო და თანაც ძალიან დამოკიდებული დანგრეული საბჭოთა კავშირის სამრეწველო სისტემაზე. მაგრამ ასეთ რთულ ვითარებაში რომ აღმოვჩნდით, სწორედ ამიტომ იყო დახმარება საჭირო, რათა ჩვენი მრეწველობის ტექნოლოგიური გადაიარაღება მომხდარიყო. მათ კი რაც გვქონდა, ისიც თითქმის გაგვანადგურებინეს.
ეკონომისტი არა ვარ და ამ საკითხის ღრმად განხილვაში ვერ შევალ, მაგრამ ის კი მახსოვს, რომ დასავლეთის ამ დამოკიდებულების შესახებ პროტესტი ბევრჯერ გამოთქვა მრეწველმა გოგი თოფაძემ.
სხვათა შორის, დასავლეთის ასეთი დამოკიდებულების შესახებ „დიდმა მედასავლეთემ“ მიშა სააკაშვილმაც კი აღიარა უკრაინაში - ბრიუსელიდან დირექტივებს ვღებულობდით, წარმოება-დაწესებულებანი არ გაგვეხსნაო; საქართველოს და უკრაინას კოლონიებივით ექცევიანო...
მიშას ბევრი არაფერი დაეჯერება, მაგრამ „დიდი მედასავლეთე“ რომ ამას ამბობს, საყურადღებოა...
ასეა თუ ისე, შევარდნაძიდან დაწყებული დღემდე დასავლეთის „რჩევებს“ მორჩილად (ფაქტობრივად, მონურად) ვასრულებთ. რუსეთის მონობა დასავლეთის მონობაზე გავცვალეთ. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ რუსეთი ეკონომიკის, მეცნიერების, კულტურის განვითარებაში მაინც გვეხმარებოდა... მაგრამ ეს შორს წაგვიყვანს...
ერთი სიტყვით, დღეს რომ სამუშაო ადგილების მწვავე პრობლემა გვაქვს და ხალხი საზღვარგარეთ გარბის, ამის მიზეზი რომელიმე ხელისუფლება კი არაა, არამედ დასავლეთის სრულიად არამეგობრული დამოკიდებულება ჩვენი ეკონომიკური განვითარების მიმართ. 
უფრო რომ დავაზუსტოთ სათქმელი, დამნაშავეა ყველა ხელისუფლება, შევარდნაძიდან დაწყებული ივანიშვილით დამთავრებული, რადგან ვერც ერთმა ვერ გაბედა, რომ დასავლეთის  „რჩევებს“, ფაქტობრივად, ჩვენს საშინაო საქმეებში ჩარევას, წინ აღდგომოდა!
ახლა ვინმე ძაან „მოაზროვნე“ გამოხტება და მეტყვის: აბა რუსეთი გინდაო?
არა, ბატონო, არც რუსეთი მინდა და არც დასავლეთი, არც ერთის მონობა მინდა და არც მეორის. თავს ჩვენვე უნდა მივხედოთ! ძალიან კი გაგვიჭირდება, მაგრამ ახლა არ გვიჭირს? გავიჭირვოთ დიდი მიზნისთვის - ჭეშმარიტი დამოუკიდებლობისათვის! დავით გურამიშვილის თქმისა არ იყოს, - ჯერ მწარე ვჭამოთ, მერე ტკბილი!
მაგრამ თუ გვიწერია, რომ მაინც და მაინც მონა უნდა ვიყოთ, რატომ უნდა ვიყოთ მაინც და მაინც დასავლეთის ან რუსეთის მონა? ვიყოთ, ვთქვათ, იაპონიის, რომელიც უაღრესად მაღალი ზნეობის მქონე და ეკონომიკურად განვითარებული ქვეყანაა!
მაგრამ ძაან „მოაზროვნეების“ გასაგონად კიდევ გავიმეორებ: არც რუსეთის მონობა მინდა, არც დასავლეთის და, კაი ბატონო, არც იაპონიის! ჩვენ ჩვენი სამშობლოს „მონა“ უნდა ვიყოთ, ისეთი „მონა“, როგორზედაც აკაკი წერეთელი ამბობს თავის მშვენიერ ლექსში:

მშვენიერო, შენ გეტრფი,
შენი მონა ერთგული,
შენთვის სულდგმულს, შენგანვე,
შენთვის მიძგერს ეს გული!

მეგულები ციხეში,
ცხრაკლიტულში მჯდომარე
შეთვისებას გიპირებს
გაიძვერა მოყვარე!

ტკბილად გაჭმევს, ტკბილს გასმევს,
შეზავებულს ბანგითა;
დედის ხმაზედ გიმღერის
დედინაცვლის ჩანგითა.

გაუფრთხილდი! ნუ გჯერა
მაგის ტკბილი ნანინა,
შენზე წინათ სხვაც ბევრი
   მოხიბლა, შეაცდინა...

ძალიან დამაფიქრებელი ლექსია!.. დღესაც ძალიან აქტუალური!..
ახლა, ამხელა შესავლის შემდეგ, დავუბრუნდები ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს იმ ნაწილს, რომელმაც ასეთი აღშფოთება გამოიწვია ბევრში.
ბიძინამ გულწრფელად აღიარა, რომ საკმარისი სამუშაო ადგილების შექმნა საქართველოში ჯერჯერობით შეუძლებელია (როგორც ზემოთ აღვნიშნე, ამაში მთავარი დამნაშავეა  ჩვენი ახალი „გაიძვერა მოყვარე“ და არა მხოლოდ ესა თუ ის ხელისუფლება), ამიტომ, რახან საზღვარგარეთ ბევრი მიდის სამუშაოდ, იმათ მაინც შევუქმნათ ღირსეული პირობები, ანუ, ლეგალურად მუშაობის პირობებიო.
აღშფოთება გამოიწვია იმან, რომ ამას შეიძლება მოჰყვეს საზღვარგარეთ წამსვლელთა რაოდენობის გაზრდა და საქართველოს ფაქტობრივი დაცარიელება.
ახლა ეს საკითხი განვიხილოთ.
უახლოეს საბჭოთა წარსულში საზღვარგარეთ არათუ სამუშაოდ წასვლა, ტურისტად წასვლაც კი სრულიად მიუწვდომელი იყო მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისათვის (საბჭოურად ძაან სანდო ცალკეული პიროვნებების გარდა).
დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საზღვარგარეთ წასვლა სრულიად გაადვილდა და ბევრიც წავიდა, მაგრამ მათ მიმართ ყველა ხელისუფლებას ყოველთვის ასეთი პოზიცია ეჭირა: წადით და თქვენს თავს თქვენ თვითონ მიხედეთო (ანუ, მდაბიურად რომ ვთქვათ, - წადით და კისერიც გიტეხიათო).
ცხადია, ეს არის ორი უკიდურესობა, ორივე მახინჯი და არასწორი.
ბიძინას წინადადება კი სწორედ რომ ოქროს შუალედია, ანუ ყველაზე სწორი გამოსავალი ორ არასწორ უკიდურესობას შორის: ხალხი საზღვარგარეთ მაინც გარბის და იქ ღირსეულად, ანუ ლეგალურად მაინც იმუშაონ და იცხოვრონ, სამშობლოშიც შეიძლება დაბრუნდნენ და ისევ უკან წავიდნენ რამდენჯერაც მოუნდებათ, განსხვავებით არალეგალურად მომუშავეებისაგან.
რაა ამაში ცუდი?
თუ ასეთი მიდგომა ხალხის გადინების გაზრდას გამოიწვევს და ეს აშკარად გამოჩნდება, ამის შეჩერებაზე ადვილი რაა? ეს გაცილებით ადვილი იქნება, ვიდრე ლეგალური მუშაობის უფლების მოპოვება, რასაც ივანიშვილი ცდილობს მათთვის.
არ მეგონა, თუ ამის თარგმანებაც დამჭირდებოდა!.. 
ერთი სიტყვით, ნუ გადავვარდებით უკიდურესობებში!
ვისწავლოთ ობიექტური აზროვნება, მოვლენების ობიექტური შეფასება.
მხოლოდ მაშინ გვეშველება!

2019