суббота, 9 ноября 2024 г.

 

ჩვენი სამი მთავარი პრობლემის მიზეზები სამწუხარო დასკვნითურთ

июня 07, 2024

1. ჩვენი ტერიტორიული პრობლემების მიზეზი

მახსენდება საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო 10-20 წელი, როდესაც ყურები გვქონდა მიბჯენილი რადიომიმღებებზე, საიდანაც "ამერიკის ხმის", "თავისუფლების", "ბი-ბი-სის" და სხვა უცხოური რადიოსადგურების ტკბილი ჟღურტული გვესმოდა საბჭოთა პროპაგანდით გაბრუებულებს და მართალ სიტყვას დანატრებულებს.

მაგრამ მაშინ ვერ მივხვდით, როგორ ოსტატურად ჩაანაცვლა ძლიერი (და მობეზრებული) საბჭოთა პროპაგანდა კიდევ უფრო ძლიერმა (და ახალმა ხილმა) დასავლურმა პროპაგანდამ.

დასავლეთის ამ  პროპაგანდისტული რადიოსადგურებიდან  დასავლეთზე მხოლოდ დადებითი გვესმოდა (უარყოფითს მორცხვად გვიმალავდნენ), ხოლო საბჭოეთზე (რუსეთზე) - მხოლოდ უარყოფითი (დადებითზე მორცხვად დუმდნენ), რაც ძალიან გვსიამოვნებდა! 

ეს იყო საბჭოთა პროპაგანდის უდიდესი მარცხი დასავლური პროპაგანდის წინაშე. "აი, სწორედ ამიტომ არ გვიშვებენ საზღვარგარეთ, რომ ჩვენი თვალით არ ვიხილოთ დასავლური სამოთხე!" - ვამბობდით ჩვენ. 

რა შედეგი მოჰყვა მილიარდობით დაფინანსებული და უმძლავრესი საინფორმაციო საშუალებებით განხორციელებული დასავლური პროპაგანდის ამ გამარჯვებას?

მოჰყვა ის, რომ კომუნისტური რეჟიმისანუ საბჭოთა ვშირისანუ რუსეთის წინააღმდეგ არა მხოლოდ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა აზვირთდა, არამედ ჩვენში დაინერგა ზღვარდაუდებელი რუსოფობიარუსეთის წინააღმდეგ  უკიდურესად მტრული განწყობილება.

და რა მოჰყვა ამას?

მოჰყვა ის, რომ როდესაც საქართველოში ეთნოკონფლიქტებმა იფეთქარუსეთმარომლის მიმართ უკვე უკიდურესი სიძულვილით ვიყავით განწყობილნი, ბუნებრივიააფხაზი და ოსი სეპარატისტების მ ხ ა რ ე  დაიკავამიუხედავად იმისარომ სეპარატიზმი რუსეთისთვისაც საშიში იყო.

(ასე იქცევა ყველა ნორმალური ადამიანი, როდესაც დაინახავს, რომ ორი ადამიანი ჩხუბობს, ერთი მისი მეგობარი, მეორე კი მისი მტერი, ცხადია, თავის მეგობრის მხარეს დაიკავებს, რაც არ უნდა ტყუოდეს ის.)

რუსეთის  ასეთმა იმპერიალისტურმა ქმედებამ (თუმცა ამჯერად ჩვენი უკიდეგანო რუსოფობიით გამოწვეულმა) კიდევ უფრო გაამძაფრა დასავლეთის მიერ ჩვენში ისედაც წარმატებით დანერგილი საშინელი რუსოფობია.

ეს გახლავთ ჩვენს თვალწინ მომხდარი ფაქტები! 

და რა დასკვნა გამოდის ამ ფაქტებიდან?

ის, რომ  ჩვენი ტერიტორიული პრობლემების ლომის წილი  დასავლეთის კისერზეა! მათი ანტირუსული ზღვარდაუდებელი პროპაგანდის მიერ შობილი რუსოფობიის ლოგიკური შედეგია

 

2. ჩვენი ეკონომიკური პრობლემების მიზეზი

ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისშიროდესაც ჩვენივე ბედოვლათობით და სხვების ხელშეწყობით მომხდარი სამოქალაქო ომის გამო საქართველო მართლაც თითქმის გაპარტახებული და დასახმარებელი იყოროგორ დაგვეხმარა ამერიკა-ევროპა?

მათი"რეკომენდაციით", ანუ ბრძანებით (იმდროინდელმა ხელისუფლებამ სხვა გზა ვერ დაინახაგარდა მათი მონური მორჩილებისა და მათი ბრძანებების უსიტყვოდ შესრულებისა), ჩვენ ჯართში უნდა ჩაგვებარებინა ფაბრიკა-ქარხნებიმწარმოებელი ქვეყნიდან მომხმარებელ ქვეყნად ვქცეულიყავით და ეკონომიკა მხოლოდ ტურიზმზე აგვეგოესე იგიგვითხრესჩვენ ვაწარმოებთ და თქვენ შეისყიდეთოეს იყო ყველაზე უარესი "რეკომენდაცია" (ანუ ბრძანება)რაც კი შეიძლება წარმოიდგინოს კაცმა.

ცხადიაჩვენი მრეწველობა დიდად ჩამოუვარდებოდა დასავლურს (საყოფაცხოვრებო დანიშნულების წარმოებებს ვგულისხმობთორემ სამხედრო მრეწველობა მეტი თუ არაარანაკლები იყო დასავლურზე), მაგრამ თუ ჩვენი ნამდვილი დახმარება უნდოდათმაშინ ან ჩვენი მრეწველობის მოდერნიზებაში უნდა დაგვხმარებოდნენანთუ ჩვენს ფაბრიკაქარხნებს ჯართში ჩაგვაბარებინებდნენსამაგიეროდ დასავლურ ტექნოლოგიებზე დამყარებული მრეწველობის განვითარებაში უნდა შეეწყოთ ჩვენთვის ხელი

არც ერთი გააკეთეს და არც მეორე! გვიბრძანეს მხოლოდ ჯართში ჩაბარება და მრეწველობაზე უარის თქმა! ამან გამოიღო ის სავალალო შედეგირაც დღესა გვაქვს.

სხვათა შორისდღესაც კიროდესაც სესხს ან გრანტს გვაძლევენმხოლოდ იმ პირობითრომ ეს სახსრები არ მოხმარდება მრეწველობის განვითარებას და მხოლოდ ინფრასტრუქტურისათვის უნდა გამოვიყენოთ (გზები, ხიდები... ცხადიაესეც საჭიროა. მით უმეტეს, მათაც სჭირდებათ!). 

მათი ინტერესების გამტარებელ ენჯეოებზე აღარას ვამბობმათთვის არ ენანებათ სახსრები!

არ ვამბობრომ მაინც და მაინც ჩვენი ჯინი ჭირდათ! არაჩვენნაირ ქვეყნებს ყველას ასე ექცევიანთუ რაიმე განსაკუთრებული ინტერესი არა აქვთ (მაგისრაელისამხრეთ კორეა...). ისინი მხოლოდ იმისთვის "გვეხმარებიანფინანსებითრომ გავლენის სფერო გაიფართოონ და რაღაც მიზნით პლაცდარმად გამოიყენონ ჩვენნაირი ქვეყნები! და არა ჩვენი ლამაზი თვალების გამო! ჩვენმაგალითადრუსეთის საწინააღმდეგო პლაცდარმად ვჭირდებითგამოჩნდა კიდეც აშკარად!

 

3. ჩვენი შეზღუდული სუვერენიტეტის მიზეზი

საბჭოეთში რაც ყველაზე მეტად გვაღელვებდა და სამართლიანად გვაღიზიანებდაეს იყო პოლიტიკური დამოუკიდებლობის საკითხიეს იყო მრავალთაგან ერთ-ერთი საკითხირომელიც შინაგანად ღრღნიდა საბჭოთა კავშირს

დაიშალა საბჭოთა კავშირი და მთელი არსებით მივენდეთ საოცნებო დასავლეთს.

რა მივიღეთ?

მე შორსა ვარ იმ აზრისაგანრომ დამოუკიდებელი სახელმწიფო აბსოლუტურად დამოუკიდებელი უნდა იყოსეს შეუძლებელიაყველა ქვეყანა გარკვეულად შეზღუდულია სხვა ქვეყნებთან მრავალნაირი ურთიერთდამოკიდებულებითრაც უფრო მეტია ასეთი ურთიერთობანიმით მეტად მცირდება დამოუკიდებლობის ხარისხი.

მაგრამ არსებობს ელემენტარული მახასიათებლებირაც მეტ-ნაკლებად აქვთ დიდ თუ პატარა ქვეყნებს დამოუკიდებლობის თვალსაზრისით.

30 
წელზე მეტია ჩვენ ამ ელემენტარული საკითხების გადაჭრასაც არ გვანებებენ ჩვენი დასავლეთელი "პარტნიორებიარც საგარეოარც საშინაო პოლიტიკაშიეს ყველაფერი ყველასთვის ცნობილია და აღარ განვავრცობ (გავიხსენოთ თუნდაც ბოლო ამბები -რუსეთთან საჰარეო მიმოსვლის აღდგენის აკრძალვამაშინროცა მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებსმათ შორის ნატოს წევრებსაცაქვთ რუსეთთან საჰაერო მიმოსვლა; 3+3 ფორმატში მონაწილეობის აკრძალვა და სხვა უამრავი საკითხი).

დისკრიმინაციული და ყოვლად უსამართლო დამოკიდებულება საქართველოს მიმართ - აიეს მივიღეთ დასავლეთისაგან.

მრავალჯერ დაგვაყვედრეს ის ავადხსენებული 6 მილიარდი დოლარირომლის უმეტესი ნაწილი მათივე აგენტ ენჯეოებს მოახმარეს და მათივე გავლენის გაფართოებისათვის დახარჯესხოლო მრეწველობის განვითარებისათვის ერთი ცენტიც არ დაგვახარჯინეს.

რეალურად რა მოგვცა ლიბერალურ დასავლეთთან "პარტნიორობამ" (ანუ დასავლეთის დიქტატმაამ 30-ზე მეტი წლის განმავლობაში?

გაპარტახებული ეკონომიკადაკარგული ტერიტორიებიუამრავი დევნილიუამრავი მსხვერპლიმოშლილი განათლების სისტემაგანახევრებული მოსახლეობაგადაგვარებული ზნეობასაშინლად შეზღუდული სუვერენიტეტიუპერსპექტივობაუიმედობა...

მიუხედავად ამისადღესაც აგრძელებენ ჩვენს საგარეო და საშინაო საქმეებში უხეშ ჩარევასრა დადებითი უნდა ვიფიქროთ დასავლეთზერომელიც ხელისუფლებაში ნაცების დაბრუნებას ცდილობს და სააკაშვილს "დემოკრატიის შუქურასუწოდებსცინიზმი ამაზე შორს ვერ წავა!

ცალკე უნდა აღინიშნოს მუქარები და ზეწოლები სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებითრაც ვერანაირ დემოკრატიულ ღირებულებებში და "პარტნიორული ურთიერთობებისჩარჩოებში ვერ ჯდება.

სამწუხარო დასკვნა: ალბათ "სტოკჰოლმის სინდრომი" შეგვეყარა, რადგან ჩვენი დამღუპველებისაკენ ხბოს აღტკინებით მივისწრაფვით...

2024

 

воскресенье, 27 октября 2024 г.

"ქართული ოცნების" პოლიტიკური მაროდიორობა, ანუ გამარჯვება ალტ-ინფოს რეპრესირებისა და პოლიტიკური გაძარცვის ხარჯზე


წინასწარვე უნდა ვთქვა, რომ "ქართულ ოცნებას" ყოველ არჩევნებზე ხმას ვაძლევდი (თუმცა ნაცების დაბრუნების შიშით), სანამ გაუგონარი უკანონობა არ ჩაიდინა "კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს" რეგისტრაციის გაუქმებით.

წინასწარ უნდა ვთქვა ისიც, რომ ალტ-ინფოს წევრი არა ვარ, მხოლოდ მხარდამჭერი ვარ, მაგრამ უსამართლობას ვერ ვეგუები.

"ქართული ოცნების" გამარჯვება 2012 წელს კანონზომიერი და ნამდვილად პროგრესული მოვლენა იყო, მაგრამ ამას ვერ ვიტყვით მომდევნო ყოველ არჩევნებში მის გამარჯვებებზე, რომელიც დაპირებათა ასრულებისა და მიღწევების საფუძველზე კი არ ხდებოდა, არამედ მხოლოდ ამომრჩეველთა დაშანტაჟებით - ჩვენ თუ არ აგვირჩევთ, სისხლიანი ნაცმოძრაობა დაბრუნდებაო. ასეთ შანტაჟს ოცნება წარმატებით იყენებდა წლების მანძილზე. მაგრამ ახალ, 2024 წლის არჩევნებზე ამ შანტაჟს ახალი "მეთოდი" დაამატა - პოლიტიკური მაროდიორობა.

თუ რას ვგულისხმობ პოლიტიკურ მაროდიორობაში, ამას ქვემოთ შევეხები.

ჯერ კი ვუპასუხოთ დღევანდელ ყველზე აქტუალურ კითხვას - გაყალბდა თუ არა 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძნელია შესაბამისი ინფორმაციის არქონის გამო, მაგრამ ის კი შეიძლება დანამდვილებით ითქვას, რომ არჩევნების გაყალბება "ქართულმა ოცნებამ" რამდენიმე თვით ადრე დაიწყო, კერძოდ, 2024 წლის აპრილში, როდესაც ოცნების ხელისუფლებამ გააუქმა არჩევნებში მონაწილეობის მსურველი ორი პარტია, ჯერ "კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო", შემდეგ კი ამ პარტიისათვის ბ-ნ ლევან ჩაჩუასაგან საჩუქრად გადაცემული პოლიტიკური პარტია "ქართული იდეა".

აქ აღარ მოვიყვან გაუქმების ყოვლად უსუსურ მიზეზებს. მაგრამ "ქართული ოცნების" მზაკვრული მიზანი ყველაზე კარგად იმაში გამოიხატა, რომ ხელისუფლების დაქვემდებარებაში მყოფმა დაწესებულებებმა ყოველნაირად გააჭიანურეს  გასაჩივრების პროცესი, რათა  ალტ-ინფოს  ვერ მოესწრო არჩევნებში მონაწილეობა.  

ეს გაუგონარი უკანონობა "ქართულ ოცნებას" იმისათვის დასჭირდა, რომ  თავიდან მოეშორებინა რეალური საარჩევნო კონკურენტი -"კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო", რომელიც ხმებს აიღებდა "ქართული ოცნებისა" და ნეიტრალური ამომრჩევლებისაგან (და არა ნაცების ამომრჩევლებისაგან), ანუ, როგორც ირაკლი კობახიძემ ამის შესახებ ჟურნალისტის კითხვაზე განაცხადა - "ამით ეგზისტენციალური საფრთხე ავიცილეთ თავიდანო".

"ქართული ოცნებისათვის" ეგზისტენციალურ საფრთხედ "კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო" მზარდი პოპულარობის გამო იქცა!

მზარდი პოპულარობის მიზეზი რომ გავარკვიოთ, უნდა გავიხსენოთ ალტ-ინფოს პოლიტიკური ისტორია. (შეგახსენებთ, რომ "ალტ-ინფო" არის შემოკლებული "ალტერნატიული ინფორმაცია").

ალტ-ინფომ პოლიტიკური მოღვაწეობა დაახლოებით 2017 წლიდან დაიწყო, როდესაც ერთ პატარა ნაქირავებ ოთახში შეყუჟულმა "ოქროს ბიჭებმა" (ასე შეარქვეს მათ მოგვიანებით) პოლიტიკური აქტივობა სოციალურ ქსელებში დაიწყეს - პოსტებითა და ნათხოვარი ვიდეოკამერით გადაღებული ვიდეობლოგებით.

ეს აქტივობები ანტილიბერალური ხასიათისა იყო, რადგან ამ "ოქროს ბიჭებისათვის" ცხადზე ცხადი გახლდათ ის, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს ფაქტობრივად ლიბერალური დასავლეთი ლიბერალური კანონებით მართავდა (და მართავს დღესაც), რამაც ძალზე სამწუხარო შედეგები მოუტანა ჩვენს ქვეყანას: გაპარტახებული ეკონომიკა, დაკარგული ტერიტორიები, უამრავი დევნილი, უამრავი მსხვერპლი, მოშლილი განათლების სისტემა, განახევრებული მოსახლეობა, გადაგვარებული ზნეობა, საშინლად შეზღუდული სუვერენეტიტეტი, უპერსპექტივობა, უიმედობა...

მოაზროვნე, პატრიოტ, განათლებულ, ენერგიულ "ოქროს ბიჭებს" არ შეიძლებოდა არ დაეწყოთ ამ საშინელი რეალობიდან გამოსავლის ძიება.

ალტ-ინფომ, ბოლო 6-7 წლის მოღვაწეობის მანძილზე, თავისი გონიერებით, გაბედული აქტივობებით (2021 წლის 5 ივლისი, 2022 წლის 2 ივლისი, 2023 წლის 8 ივლისი...), დახვეწილი ანალიტიკური აზროვნებით, თითქმის 100%-იანი პოლიტიკური პროგნოზებით, უმაღლესი ინტელექტუალური რესურსებით უმძლავრესი ბიძგი მისცა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში კონსერვატიული დღის წესრიგის დამკვიდრებას.

მაგრამ მათ უამრავი წინააღმდეგობა შეხვდათ: გაბოროტებული ლიბერალური სისტემა ნაც-ქოცებისა და ენჯეოების დიდი ნაწილის სახით  უკიდურესად მტრულად შეხვდა მათ პოლიტიკურ აქტივობებს. დაიწყო ცილისწამებები, იარლიკის მიწებებები, დევნა-შევიწროება, აკრძალვები, დაბლოკვები, ჯარიმები...

მაგრამ "ოქროს ბიჭებს" ფარხმალი არ დაუყრიათ. მათ გაუძლეს ყოველგვარ დევნა-შევიწროებას და იმდენი ჰქნეს, რომ უმცირესი სახსრებით ტელევიზიაც დააარსეს და პარტიაც, თანაც ისეთი პოპულარობა მოიპოვეს, რომ ხელისუფლებას სხვა არაფერი დარჩა მზარდი პოპულარობის მქონე ამ კონკურენტი პოლიტიკური ძალის შესაჩერებლად, გარდა პარტიის გაუქმებისა სრულიად უკანონოდ და აბსურდული მიზეზით (რაც სახალხო დამცველმაც აღიარა). 

ასე რომ, არჩევნები მხოლოდ 26 ოქტომბერს კი არ გაყალბებულა, არამედ გაცილებით ადრე - აპრილში,   როდესაც ხელისუფლებამ ორჯერ გააუქმა არჩევნებში მონაწილეობის მოსურნე ერთ-ერთი უძლიერესი კონკურენტი - ალტ-ინფოს ორი პარტია - ჯერ "კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო", შემდეგ კი, ამ გაუგონარი უკანონობის შემდეგ, ბ-ნ ლევან ჩაჩუას მიერ კონსერვატიული მოძრაობისათვის საჩუქრად გადაცემული საკუთარი პარტია - "ქართული იდეა".

ეს იყო გაცილებით დიდი გაყალბება, ვიდრე არჩევნების დღეს ჩადენილი გაყალბებები.

მაგრამ ყველაზე აღმაშფოთებელი ისაა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ ჩადენილი ამ უმძიმესი გაყალბების, ამ გაუგონარი უკანონობის შესახებ კრინტიც არ დაუძრავთ არც ოპოზიციას, არც ენჯეოებს, არც უფლებადამცველებს, არც ლიბერალ ჟურნალისტებს, არც პრეზიდენტს, არც დასავლეთელ "მეგობრებს"!

გამონაკლისი იყო სახალხო დამცველი, რომელმაც აღნიშნა "ქართული ოცნების" ეს უკანონო საქციელი!

ამ უმძიმესი გაყალბების გარდა ხელისუფლებამ კარგად გააცნობიერა ალტ-ინფოს დიდი პოპულარულობის მიზეზიც - კონსერვატიული მსოფლმხედველობა, ქრისტიანული მორალი, პრაგმატული საგარეო და საშინაო პოლიტიკა, სწორი გეოპოლიტიკური ხედვები, უზუსტესი ანალიზები და პროგნოზები.

გააცნობიერა და, მიუხედავად 12 წლიანი სრულიად საწინააღმდეგო ლიბერალური და პროდასავლური პოლიტიკის მონურად გატარებისა, ჯერ მათგან თითქოსდა გამოყოფილი "ხალხის ძალა" აალაპარაკა "ალტ-ინფოს" ფრაზეოლოგიით (ამის გამო "ხალხის ძალას" ხუმრობით "ჩინური ალტ-ინფო" შეარქვეს), ხოლო შემდეგ, განსაკუთრებით არჩევნების წინა თვეებში, მთელი "ქართული ოცნება" გადავიდა ალტ-ინფოს რიტორიკაზე. ოცნების წარმომადგენლები ლამის სიტყვა-სიტყვით იმეორებდნენ თითქმის ყველაფერს, რასაც ალტ-ინფო წლების განმავლობაში ლაპარაკობდა და რისთვისაც "ქართული ოცნებისაგან" მხოლოდ ლანძღვა-გინებასა და რეპრესიებს იღებდა.  "ქართულმა ოცნებამ" გაუქმებულ და რეპრესირებულ "კონსერვატიულ მოძრაობა/ალტ-ინფოს" ააწაპნა და მიითვისა თითქმის ყველა კონსერვატიული იდეა, რომელიც ალტ-ინფოს მიერ იქნა პოლიტიკურ დღის წესრიგში შემოტანილი. დიახ, ააწაპნა გაუქმებულ და რეპრესირებულ ალტ-ინფოს!

რა არის ეს, თუ არა პოლიტიკური მაროდიორობა?

ოცნების მიერ კონსერვატიული მანტიის მორგების ხრიკი, ცხადია, კონსერვატიულად განწყობილი მოსახლეობის დიდი ნაწილის გულის მოსაგებად და მათ მოსატყუებლად იყო გამიზნული, აქაოდა, ჩვენც კონსერვატორები ვართ და რაღა საჭიროა კონსერვატიული პარტიისათვის ხმის მიცემაო. ამ ფანდმა გარკვეული შედეგი მართლაც გამოიღო და, როგორც ჩანს, უამრავი ხმები წაართვა ალტ-ინფოს, რის გამოც "პატრიოტთა ალიანსმა", რომლის სიითაც ღებულობდა არჩევნებში მონაწილეობას ალტ-ინფო, 5%-იანი  ბარიერი ვერ გადალახა.  

"ალტ-ინფოსთვის" აწაპნული ერთ-ერთი კონსერვატიული იდეის ყველაზე დამახასიათებელი მაგალითია ოცნების მიერ მიღებული კანონი ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ. ასეთი შინაარსის კანონპროექტი ალტ-ინფომ ჯერ კიდევ სამი წლის წინ შეიტანა პარლამენტში, მაგრამ პარლამენტმა არც კი განიხილა და თაროზე შემოსდო, ხოლო არჩევნების წინ "ქართულმა ოცნებამ" იგივე შინაარსის თავისი კანონპროექტი შეადგინა და მიიღო კიდეც, რითაც არჩევნების წინაპერიოდში დიდად იწონებდა თავს ამომრჩევლის წინაშე, არადა, ლგბტ პრაიდების საწინააღმდეგო გამოსვლისათვის 2021 წლის 5-6 ივლისს 30-ზე მეტი ალტ-ინფოელი დაიჭირა (აშშ-ს საელჩოს ზეწოლით), რომელთა შორის რამდენიმე მათგანი დღესაც ციხეში ზის.

ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის საკითხის პოლიტიკურ დღის წესრიგში შემოტანაში ალტ-ინფოს უდიდეს დამსახურებაზე "ქართული ოცნება" კრინტს არ ძრავს და ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის კანონს თავისად ასაღებს.

ასევე ითქმის უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის კანონზე.  როდესაც ალტ-ინფოს წინააღმდეგ ცილისწამების აღვირახსნილი კამპანია მიმდინარეობდა, თითქოს ალტ-ინფოს რუსეთი აფინანსებდა, ალტ-ინფო კატეგორიულად მოითხოვდა უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის კანონის შემოღებას, რათა ყველა უცხოური დაფინანსება, მათ შორის ალტ-ინფოსიც, ყველასთვის ცნობილი გამხდარიყო და ალტ-ინფოს მიმართ უღირს ცილისწამებას საფუძველი გამოსცლოდა.

ამ კანონის შესახებ ალტ-ინფოს დამსახურებაზეც "ქართული ოცნება" მორცხვად დუმს.

"ქართული ოცნებისათვის" ამ არჩევნებამდე ყოვლად მიუღებელი იყო ეროვნული იდენტობის განმტიცების საჭიროება, (ირაკლი კობახიძის რამდენიმე წლის წინანდელი განცხადებით, მისთვის გაუგებარი და სახიფათო იყო ეროვნული საკითხის პრიორიტეტულობა), ხოლო მართლმადიდებელი ეკლესიის, კერძოდ პატრიარქის შეხედულებებს ამა თუ იმ ლიბერალური კანონის მიღების მავნებლობაზე სრულ იგნორირებას უწევდნენ.

მაგრამ როდესაც დაინახეს, თუ როგორი პოპულარობა მოუტანა ამ საკითხებმა ალტ-ინფოს, ოცნებამ მაშინვე შეაბრუნა კეხი და ეროვნულ იდენტობაზე და ეკლესიის როლზე წამდაუწუმ საუბრით ლამის ალტ-ინფოს  გადაასწრეს. 

ყველაზე საწყენი ისაა, რომ "ქართული ოცნება" ალტ-ინფოს არც კი ახსენებს და სრულ იგნორირებას უწევს, მიუხედავად იმისა, რომ მათგან აწაპნულ კონსერვატიულ იდეებს წამდაუწუმ იმეორებს.

მიუხედავად იმისა, რომ  "ქართული ოცნება" უაღრესად სასტიკად და უსამართლოდ  მოეპყრო ალტ-ინფოს, ალტ-ინფოელები იმდენად კეთილშობილი ადამიანები არიან, რომ გადაწყვეტილი ჰქონდათ, თუკი პარლამენტში მოხვდებოდნენ, თავისი რესურსებით უმრავლესობის შექმნაში დახმარებოდნენ "ქართულ ოცნებას",  თუკი "ქართული ოცნება" არჩევნებში 50%-ზე ნაკლებს მიიღებდა და რადიკალური ოპოზიციის ხელისუფლებაში დაბრუნების საშიშროება შეიქმნებოდა. 

"ქართულმა ოცნებამ" ამ 12 წლის მანძილზე ვერც ერთი მნიშვნელოვანი დაპირება ვერ შეასრულა, და რა იმედი უნდა გვქონდეს, რომ დღეიდან გამოსწორდება? პირიქით, ისინი უსასრულოდ აპირებენ ხელისუფლებაში დარჩენას, სისხლიანი ნაცების ხელისუფლებაში დაბრუნების შიშის გამო ამომრჩევლების დაშანტაჟებით, ამიტომაც სურთ, რომ ადვილად დასამარცხებელი ნაცების გარდა არავინ ჰყავდეთ რეალური ძალის მქონე ოპოზიციად. სწორედ ამიტომ ისინი ყოველნაირად ხელს უშლიან სხვა, ნორმალური ოპოზიციის გამოჩენას, რომელიც, ირაკლი კობახიძის სიტყვით რომ ვთქვათ, მათთვის "ეგზისტენციალური საფრთხე" გახდებოდა.

ალტ-ინფოელები, როგორც კეთილშობილი და ქვეყნისათვის მზრუნველი ადამიანები, ამ აწაპვნასასაც მიესალმებიან, თუკი ოცნება ალტ-ინფოსაგან მოპარულ ამ იდეებს მართლა განახორციელებს და მხოლოდ წინასაარჩევნო ცრუ დაპირებებად არ დატოვებს.

2024 წლის 27 ოქტომბერი