воскресенье, 1 сентября 2024 г.

"ქართული ოცნების" შეცდომათა 12 წლიანი კასკადი, ანუ ცალმხრივი სიყვარულის სიმბოლიკა

 

2012 წელს "ქართული ოცნებისხელისუფლებაში მოსვლა განაპირობა იმ დიდმა მასობრივმა მღელვარებამ და უკმაყოფილებამრაც "ნაციონალური მოძრაობისფაშისტურმა მმართველობამ გამოიწვია.

მიუხედავად ამ დიდი სახალხო უკმაყოფილებისალიბერალური დასავლეთი მაინც "დემოკრატიის შუქურადაცხადებდა ნაციონალურ მოძრაობას.

სწორედ ამ ფონზე აშკარად იკვეთება "ქართული ოცნებისპირველი და დიდი შეცდომა - კოჰაბიტაცია.

კოჰაბიტაციაცხადიაიყო ლიბერალური დასავლეთის მოთხოვნამაგრამ როცა ლიბერალური დასავლეთი "დემოკრატიის შუქურადაცხადებდა ნაცმოძრაობის ფაშისტურ რეჟიმს, - ესე იგიაბსოლუტურ უსამართლობას ავლენდა, - როგორ უნდა ნდობოდა მასროგორ უნდა შეესრულებინა მისი მოთხოვნა კოჰაბიტაციის შესახებ?

"ქართული ოცნებამაინც ენდო!

ამ შეცდომას მოჰყვა სხვა შეცდომათა დაუსრულებელი კასკადი...

სანამ ამ შეცდომებს შევეხებოდეთავიდანვე უნდა ვისარგებლო ტრაგიკომიკური შინაარსის მქონე ცნობილი მეტაფორით შეყვარებული გოგოს შესახებრომელსაც ერთი ბიჭი უყვარსმაგრამ იმ ბიჭს სხვა გოგო უყვარს, თანაც ის სხვა გოგო ცუდი გოგოა!

ჰოდარას აკეთებს ეს გოგოიპრანჭებაიგრიხებაათასგვარ ხრიკს ხმარობსრომ უფრო გალამაზდეს და იმ ბიჭს თავი მოაწონოსნებისმიერ სურვილს უსრულებს იმ ბიჭსრომ როგორმე მისი გული მოიგოსხან სასოწარკვეთლებაში ვარდებახან თავს აცოდებს იმ ბიჭსხან თავს იმცირებს მის წინაშეხან თავს აბეზრებსხან ემუქრება... თანაც ის უფრო აგიჟებს, რომ ის სხვა გოგო ცუდი გოგოა, თვითონ კი კარგი გოგოა.

იბრძვის იმ ბიჭის გულის მოსაგებად, მაგრამ არაფერი გამოსდის, რადგან -

იმ ბიჭს ის ცუდი გოგო უყვარს!!!

ყველაზე ტრაგიკული კი მაინც ის არის, რომ ის ბიჭიც ცუდი ბიჭია, რომ ნამდვილი ნაძირალაა.

იმ საცოდავ გოგოს კი არაფრის გაგონება არ უნდა, რადგან ის ბიჭი უყვარს, სიყვარული კი ბრმაია.

ბოლოს მიხვდებარომ არაფერი გამოსდის და აჯობებს სხვა ბიჭისკენ გაიხედოს (რომელიც არანაკლებ ნაძირალაა), რომელსაც ადრე უყვარდა და ეს არ პასუხობდა. 

მაგრამ... უკვე გვიანაადაბერდადაუშნოვდა იმ ბიჭის ამაო დევნაში!

და აღარც იმ სხვა ბიჭს მოსწონსრომელსაც ადრე უყვარდა და ეს არ პასუხობდადარომელიცმგონისხვაზე დაქორწინებულა კიდეც...

ჰოდაიმ საცოდავი გოგოს - ცალმხრივი სიყვარულის მსხვერპლის - დღეშია  ეს ჩვენი "ქართულ ოცნება"!

უყვარდა ლიბერალური ნაძირალა ევროპა და რა ექნა? - ყველაფერს უსრულებდაოღონდაც მისი გული მოეგო!

როგორც კი კოჰაბიტაცია მოსთხოვა ლიბერალურმა ევროპამმაშინვე დასთანხმდარადგან უყვარდა ლიბერალური ევროპა და ენდობოდა მასმისი სიყვარულით დნებოდა!

როგორც კი მოსთხოვა ლიბერალურმა ევროპამრომ გაეგრძელებინა განათლების რეფორმის ის კურსირომელიც ნაცმოძრაობას დააწყებინაამაზეც მაშინვე დასთანხმდარადგან უყვარდა და ენდობოდა ლიბერალურ ევროპას! (რაც მოჰყვა ამ ლიბერალურ განათლების რეფორმასკარგად ვხედავთ დღეს რუსთაველზე - ტვინგამორეცხილიუგზო-უკვლოდ განათლებლიდა ამიტო ადვილად სამართავი ჯენ-ზი თაობის სახით!).

როგორც კი ლიბერალურმა ევროპამ ანტიდისკრიმინაციის კანონის მიღება მოსთხოვაოცნებამ მაშინვე მიიღო - ჩვენი პატრიარქის წინააღმდეგობის მიუხედავადუყვარდა ლიბერალური ევროპა და ენდობოდა მასმისი გულის მოგებისათვის პატრიარქსაც კი გადაუდგა!

ამას  მოჰყვა კანონი ბავშვთა უფლებების შესახებ!

ამას მოჰყვა კანონი ოჯახური ძალადობის და გენდერული პოლიციის შესახებ...

და .და ..

ყველა ამ კანონს ცუდი შედეგები მოჰყვა

ცალკე უნდა აღინიშნოს ოცნების საკადრო პოლიტიკა

"საყვარელილიბერალური დასავლეთის უხეში ჩარევითა და ზეწოლით ინიშნებოდნენ და "ირჩეოდნენ"  ხელისუფლების ყველა ორგანოში - პრეზიდენტებიმინისტრებიგენერალური პროკურორებისახალხო დამცველებიპარლამენტარები... რომელთა დიდმა ნაწილმა ოცნებას უღალატა და ზურგში მახვილი ჩასცა... 

ცალკე უნდა აღინიშნოს ლიბერალური დასავლეთის აგენტი ენჯეოებირომლებიც გააპარპაშა და თავზე დაისვა "ქართულმა ოცნებამ"...

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ლიბერალური დასავლეთის მოთხოვნით "კონსერვატორებისუმკაცრესი დასჯა და დევნა-შევიწროება ლგბტ პრაიდის ჩაშლისა დასაერთოდლგბტ პროპაგანდის მიმართ მკვეთრად უარყოფითი პოზიციის გამო!

ამას მოჰყვა ამ შეცდომათა "გვირგვინი": ლიბერალური დასავლეთის მოთხოვნით პარტია "კონსერვატიული მოძრაობისგაუქმებაშემდეგ კი კონსერვატორებისთვის სხვა პარტიის "ქართული იდეისსაჩუქრად გადაცემის შემდეგ ამ მეორე პარტიის გაუქმებაც...

ყოველი ამ ქმედებით "ქართულმა ოცნებამარა მხოლოდ შეცდომები დაუშვაარამედ სერიოზული პოლიტიკური  დანაშაულებიც ჩაიდინა!  

კოჰაბიტაცია; დამღუპველი კანონების მიღებალიბერალური დასავლეთის ნაკარნახევი საკადრო პოლიტიკააგენტი ენჯეოების გაპარპაშებაკონსერვატორების დევნა-შევიწროება და მათი ორი პარტიის მიმართ ჩადენილი ფაშისტური საქციელი; - ეს ყველაფერი გამოწვეულია ლიბერალური ევროპისადმი მისი უგონო სიყვარულისერთგულებისმორჩილებისთავის მოტყუებისთავის დამცირების გამომისი ყველა მოთხოვნის უპირობო შესრულების გამო!

ასე იცის ცალმხრივმა უგონო სიყვარულმაან უგონო სიყვარულობანას თამაშმა!

ოცნებას არა და არ უნდოდა იმის დანახვარომ ლიბერალურ ევროპა-ამერიკას ის კი არა,  სხვა უყვარდა და დღესაც უყვარს, - ესაა კოლექტიური ნაცმოძრაობალიბერალური დასავლეთის ნების უსიტყვო შემსრულებელი და მასთან სრულ ზნეობრივ ჰარმონიაში მყოფი რადიკალური ოპოზიცია!

ბოლოსროგორც იქნადაინახადა გაუბედავად და საწყლად დაიწყო კიდეც  ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისი ზოგიერთი კანონის მიღებარამაცროგორც მოსალოდნელი იყოლიბერალური დასავლეთის საშინელი განრისხება გამოიწვია!

ჰოროგორც იქნადაინახარომ "ცალმხრივი სიყვარულისმსხვერპლი იყომაგრამსამწუხაროდ,  უკვე გვიანაა! - "ქართული ოცნებაიმ გოგოსავით დაბერდადაუშნოვდადაუძლურდა...

ამდენი შეცდომების შემდეგ ვინღა ენდობარაც არ უნდა ტყავი გამოიცვალოს და გაუქმებული კონსერვატორების ნაცვლად თავად გაკონსერვატორდესამოეწურა ნდობის მანდატი! (ღმერთმა ჰქნასვცდებოდე!).

ის სასწაული თუღა უშველისრომ მართლა გამოიცვალოს ტყავიც და არსიცაღიაროს შეცდომებიბოდიში მოუხადოს ქართველ ხალხსბოდიში მოუხადოს ამ ხალხის სულისკვეთების გამომხატველ კონსერვატორებს, "გაახალგაზრდავდეს", ახალი ცხოვრება დაიწყოს!

მაგრამ ამისათვის ვინ მიაწვდის ჯადოსნურ ელექსირს?

31 მაისი, 2024

Комментариев нет:

Отправить комментарий