среда, 30 апреля 2025 г.

ჩემი და ისტორიკოს ზურა დათუაშვილის კამათი

 

(ეს კამათი სამი წლის წინანდელია. ჩემი პასუხის შემდეგ მან კამათი შეწყვიტა.)

 

ნზორ აბჟანდაძე

1 მაისი, 2022 

კიდევ ერთი პროვოკაციული პოსტი 😂

რა დამოკიდებულება აქვს პუტინს საქართველოსთან?

პუტინს საქართველო უყვარს ისე, როგორც ბიჭს უყვარს გოგო და მისი ცოლად შერთვა უნდა, ანუ, ლიბერალების ენაზე - დამონება, იმ გოგოს კი ეს ბიჭი არ უყვარს და სხვა ბიჭი უყვარს, თანაც იმ ბიჭის მტერი. 🙂

ეს, ცხადია, რთული მომენტია ცხოვრებაში, მით უფრო პოლიტიკაში.

ხშირად ხდება, როდესაც იმ გოგოს არჩეული ბიჭი არ აღმოჩნდება ისეთი, როგორც სიყვარულით დაბრმავებულ გოგოს ეგონა, და ბოლოს ნანობს, რატომ იმ ბიჭს არ გავყევი, რომელსაც ვუყვარდიო. 🙂

ჩვენს შემთხვევაში, ორივე ის "ბიჭი" ერთმანეთზე უარესი ნაძირალაა...

ამიტომ ამ შემთხვევაში ვეთანხმები ლიბერალებს :) და ვურჩევ ჩვენს "გოგოს", არც ერთს არ "მისთხოვდეს", ანუ არც ერთს არ დაემონოს, და დაჯდეს სახლში. 😂

 

 

Zura Datuashvili

ისევ ნაცნობი ფორმულა. კი მაგრამ, რატომაა ორივე ბიჭი ერთნაირი ნაძირალა? ერთი ლოთია, სვამს, დებოშიორობს, ხულიგნობს. პლუს, - მოძალადეა, გცემს, სისხლს გადენს, გაწიოკებს, ბომბებს გაყრის, ღობეს გინგრევს, სახლის ბალავერს გითხრის და უსიტყვო მორჩილებას მოითხოვს. მეორე თავაზიანია, ზრდილობიანი, ფინანსურად გეხმარება, მხარში გიდგას, მოძალადისგან გიცავს და სანაცვლოდ მხოლოდ მისი ინტერესების გათვალისწინებას, პარტნიორობას, მოკავშირეობას ითხოვს. არც შენს ტერიტორიაზე უჭირავს თვალი და არც შენი სახელმწიფოს გადაყლაპვას გეგმავს. განსხვავებას ვერ ხედავთ?

 

ანზორ აბჟანდაძე

Zura Datuashvili -ნო ზურა, ისტორიკოსი რომ არ იყოთ, არ გამიკვირდებოდა, რადგან ობიექტურობა, ცხადია, ყველასთვის აუცილებელია, მაგრამ ისტორიკოსისათვის აუცილებელზე აუცილებელი.

როდესაც იმ ორიბიჭისშედარებას ვახდენთ, ცხადია, ორივეზე ობიექტურად უნდა ვიმსჯელოთ, ანუ ორივეს შესახებ უნდა ვთქვათ დადებითიც და უარყოფითიც.

თქვენ კი მხოლოდ ერთ მათგანზე, რომელსაც უარყოფითად უყურებთ, ამბობთ მხოლოდ და მხოლოდ უარყოფითს, თანაც მეტწილად ტენდენციურად და ზოგჯერ სრულიად არასწორად.

რაც შეეხება მეორებიჭს“ - ამერიკა-ევროპა-ნატოს - მასზე დადებითს ლაპარაკობთ, თანაც მეტწილად ტენდენციურად და ზოგჯერ სრულიად არასწორად.

ჯერ გვერდზე გადავდებ დეტალურ განხილვას და მხოლოდ შედარების თქვენეულ მეთოდს შევეხები.

რა ობიექტურ შედარებაზე შეიძლება ლაპარარაკი, როდესაც ერთის უარყოფითს უდარებთ მეორის დადებითს?

შედარების რეალური სურათის მისაღებად საჭიროა ერთის დადებითი შევუდაროთ მეორის დადებითს, ხოლო ერთის უარყოფითი - მეორის უარყოფითს.

ახლა არ მითხრათ, რუსეთს არაფერი აქვს დადებითი, ხოლო ევროპა-ამერიკას არაფერი აქვს უარყოფითიო. 🙂 (აქ რომ ჩამოვთვალო, რუსეთისაგან საქართველოს - ბევრი ბოროტების გარდა - რამდენი სიკეთეც მიუღია, თუნდაც იმიტომ, რომ მის იმპერიაში შედიოდა, ალბათ, ძალიან გაღიზიანდებით).

ცხადია, ყველას დადებითიც და უარყოფითიც უნდა აიწონოს, ხოლო შედარების თქვენეული მეთოდის გამოყენებით ეს სრულიად გამორიცხულია.

თქვენ ბრძანებთ, რომ რუსეთიუსიტყვო მორჩილებას მოითხოვს“, ხოლო ამერიკათავაზიანია, ზრდილობიანი, ფინანსურად გეხმარება, მხარში გიდგას, მოძალადისგან გიცავს და სანაცვლოდ მხოლოდ მისი ინტერესების გათვალისწინებას, პარტნიორობას, მოკავშირეობას ითხოვს.“

ახლა ამაზე რომ გავიცინო, უზრდელობაში ჩამეთვლება?

კაი, არ გავიცინებ, სერიოზულად გავაგრძელებ.

რუსეთთან სამოკავშირო ხელშეკრულებები აქვთ დადებული ბელარუსიას, სომხეთს, აზერბაიჯანს (დანარჩენი ზუსტად არ ვიცი). რომელი მათგანია რუსეთის გუბერნია, რომელს თხოვსუსიტყვო მორჩილებას“? მათი კერძო ურთიერთობების ცოდნაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა ჩვენი ორი ტერიტორიის დამოუკიდებლობის აღიარება, რომელ ამ ქვეყანას მოსთხოვაუსიტყვო მორჩილება“? რომელი დაემორჩილა?

თავაზიანობა-ზრდილობიანობაზე აღარაფერს ვიტყვი (მათი თითისქნევია ელჩების შემყურე, თუნდაც მხოლოდ ლგბტ პრაიდთან დაკავშირებით), არც ფინანსურ დახმარებაზე (რუსეთი, მის შემადგენლობაში ჩვენი ყოფნის დროს, განუზომლად მეტ ფინანსურ დახმარებას გვიწევდა), მაგრამ მხარში როგორ გვიდგას და მოძალადისგან როგორ გვიცავს, ერთი ეს ამიხსენით! თუ მოძალადისაგან გვიცავდა, მაშინ რატომ გვაქვს დაკარგული ტერიტორიის 22%? ახლა სააკაშვილივით არ მითხრათ, 2008 წელს ჩვენ გავიმარჯვეთ, რადგან მთელი ტერიტორია არ დაგვიკარგავსო. 🙂

არც ერთ მისხალ ამ ტერიტორიებს არ დავკარგავდით, რუსეთთან ისეთი ურთიერთობა რომ გვქონოდა, როგორსაც, თქვენივე სიტყვით, ამდენი "სიკეთეების" სანაცვლოდ ამერიკა ჩვენგან მოითხოვს: "მისი ინტერესების გათვალისწინებას, პარტნიორობას, მოკავშირეობას.“

(მეტი გზა არაა, აქ უნდა თავშეუკავებლად გავიცინო!)

დიახ, რუსეთთან რომ მოკავშირეობა გვქონოდა და მისი ინტერესები გაგვეთვალისწინებინა, ვიმეორებ, ერთ მისხალ ტერიტორიას არ დავკარგავდით! თანაც ისეთივე დამოუკიდებლები ვიქნებოდით, როგორებიც დღეს ბელარუსია, სომხეთი და აზერბაიჯანი არიან! თუ ეგენიც რუსეთის მიერგადაყლაპულადმიგაჩნიათ?

თქვენ იმაზე აღმიშფოთდით, რატომ ვუწოდე ორივებიჭსნაძირალა!

მათი ისტორიებიდან გამომდინარე ვუწოდე! აღარ ჩამოვთვლი ამერიკა-ევროპა-ნატოსსაგმირო საქმეებსწარსულშიც და თუნდაც ამ 30 წლის მანძილზე, რაც ჩვენდამოუკიდებლებივართ და მთელი მსოფლიოდან ინფორმაციების თავისუფალი მიღების საშუალება გვაქვს.

თქვენ ამას წინათ მითხარით, ისტორიით ნუ მანიპულირებო.

აბა, ისტორია რიღასი მაქნისია, თუ ის არ გავიხსენეთ, არ გავფრთხილდით, არ გავითვალისწინეთ? ისტორიის კვლევა თვითმიზანია?

დღეს რაც ხდება, მხოლოდ ამაზე ვილაპარაკოთ? ვთქვათ, უკრაინაში დღეს რაც ხდება, ხვალ ისიც ისტორიად იქცევა და რა ვქნათ - აღარ გავიხსენოთ? თუ ისტორია მხოლოდ და მხოლოდ რუსეთს უნდა გავუხსენოთ და სხვას არავის?


воскресенье, 10 ноября 2024 г.

არჩევნების მთავარი გაყალბება, ანუ წინასაარჩევნო სპეცოპერაცია ალტ-ინფოს წინააღმდეგ

 ტყუილად იჭაჭებიან ოპოზიციაც, პრეზიდენტიც, ენჯეოებიც, დასავლეთელი "მეგობრებიც", - არჩევნები 26 ოქტომბერს ფაქტობრივად არ გაყალბებულა!


არჩევნების მთავარი გაყალბება მოხდა არჩევნების დღემდე გაცილებით ადრე - 2024 წლის აპრილში, როდესაც ხელისუფლებამ წინასაარჩევნო სპეცოპერაცია ჩაატარა - ორჯერ გააუქმა არჩევნებში მონაწილეობის მსურველი ერთ-ერთი უძლიერესი კონკურენტი - ალტ-ინფოს ორი პარტია - ჯერ "კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო", შემდეგ კი ბ-ნ ლევან ჩაჩუას მიერ კონსერვატიული მოძრაობისათვის საჩუქრად გადაცემული საკუთარი პარტია - "ქართული იდეა".

"ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ ჩადენილი ამ გაუგონარი გაყალბების და უკანონობის შესახებ კრინტიც არ დაუძრავთ არც ოპოზიციას, არც ენჯეოებს, არც უფლებადამცველებს, არც ლიბერალურ ტელევიზიებს, არც პრეზიდენტს, არც დასავლეთელ "მეგობრებს"!

ჰოდა, მათ მივმართავ:

თქვე უსამართლოებო და ფარისევლებო, ოცნების ლანძღვა-გინებაში რომ ხართ სულ და ბევრ ტყუილებსაც აბრალებთ, ოცნების ამ ნამდვილ დანაშაულზე, ამ გაუგონარ გაყალბებაზე, უსამართლობაზე და უკანონობაზე რატომ დადუმდით სამარის ქვასავით?

ერთადერთმა სახალხო დამცველმა ამოიღო მხოლოდ ხმა!

იმას რა დიდი მიხვედრა უნდოდა, თქვე გონებაჩლუნგებო, რომ არჩევნების ყველაზე დიდ გაყალბებას წარმოადგენდა არჩევნების წინ კონკურენტი პარტიის გაუქმება, იმ პარტიის გაუქმება, რომელსაც მოსახლეობის უდიდესი, კონსერვატიულად განწყობილი ნაწილი უჭერდა მხარს?

იმისთვის მაინც მიგექციათ ყურადღება, თქვე გონებაჩლუნგებო, რომ ოცნებამ გასაჩივრების დროც კი გაუხანგრძლივა კონსერვატორებს, რათა არჩევნებში მონაწილეობა ვერ მოესწროთ!

იმას რატომ ვერ ხვდებით, თქვე გონებაჩლუნგებო, რომ ოცნებამ "კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო" იმიტომ გააუქმა, რომ შემდეგ თვითონ "გაკონსერვატორებულიყო" და ალტ-ინფოს მთელი კონსერვატიული იდეები მიესაკუთრებინა, ამით კი კონსერვატიულად განწყობილი ადამიანები მოეტყუებინა და მათი ხმები მიეთვალა?

ჰოდა, ვინც დღეს მთელი ხმით ღრიალებთ არჩევნების გაყალბებაზე, სად გაქვთ მაგდენი ჭკუა და მიხვედრილობა, რომ ოცნების "გამარჯვების" და თქვენი დამარცხების ნამდვილი მიზეზი გააცნობიეროთ და არჩევნების გაყალბების ყველაზე დიდი და წონადი არგუმენტი გამოიყენოთ!

არც ზნეობა გაქვთ, რადგან ალტ-ინფოს გაუქმება თქვენც გ ა გ ე ხ ა რ დ ა თ, რადგან ალტ-ინფო თქვენზეც სიმართლეს ლაპარაკობდა და ოცნებაზეც!

ღირსები ხართ, რომ დაგამარცხათ "ქართულმა ოცნებამ"! სულ გამარცხებდათ და მომავალში დაგამარცხებთ, იმიტომ, რომ უტვინოები და უსამართლოები ხართ!

იმწვიტინეთ და ივიშვიშეთ ახლა რამდენიც გინდათ! ვერაფერს მიაღწევთ, თქვე ყოვლად უსამართლოებო, უტვინოებო და ფარისევლებო!

31 ოქტომბერი, 2024

суббота, 9 ноября 2024 г.

 

ჩვენი სამი მთავარი პრობლემის მიზეზები სამწუხარო დასკვნითურთ

июня 07, 2024

1. ჩვენი ტერიტორიული პრობლემების მიზეზი

მახსენდება საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო 10-20 წელი, როდესაც ყურები გვქონდა მიბჯენილი რადიომიმღებებზე, საიდანაც "ამერიკის ხმის", "თავისუფლების", "ბი-ბი-სის" და სხვა უცხოური რადიოსადგურების ტკბილი ჟღურტული გვესმოდა საბჭოთა პროპაგანდით გაბრუებულებს და მართალ სიტყვას დანატრებულებს.

მაგრამ მაშინ ვერ მივხვდით, როგორ ოსტატურად ჩაანაცვლა ძლიერი (და მობეზრებული) საბჭოთა პროპაგანდა კიდევ უფრო ძლიერმა (და ახალმა ხილმა) დასავლურმა პროპაგანდამ.

დასავლეთის ამ  პროპაგანდისტული რადიოსადგურებიდან  დასავლეთზე მხოლოდ დადებითი გვესმოდა (უარყოფითს მორცხვად გვიმალავდნენ), ხოლო საბჭოეთზე (რუსეთზე) - მხოლოდ უარყოფითი (დადებითზე მორცხვად დუმდნენ), რაც ძალიან გვსიამოვნებდა! 

ეს იყო საბჭოთა პროპაგანდის უდიდესი მარცხი დასავლური პროპაგანდის წინაშე. "აი, სწორედ ამიტომ არ გვიშვებენ საზღვარგარეთ, რომ ჩვენი თვალით არ ვიხილოთ დასავლური სამოთხე!" - ვამბობდით ჩვენ. 

რა შედეგი მოჰყვა მილიარდობით დაფინანსებული და უმძლავრესი საინფორმაციო საშუალებებით განხორციელებული დასავლური პროპაგანდის ამ გამარჯვებას?

მოჰყვა ის, რომ კომუნისტური რეჟიმისანუ საბჭოთა ვშირისანუ რუსეთის წინააღმდეგ არა მხოლოდ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა აზვირთდა, არამედ ჩვენში დაინერგა ზღვარდაუდებელი რუსოფობიარუსეთის წინააღმდეგ  უკიდურესად მტრული განწყობილება.

და რა მოჰყვა ამას?

მოჰყვა ის, რომ როდესაც საქართველოში ეთნოკონფლიქტებმა იფეთქარუსეთმარომლის მიმართ უკვე უკიდურესი სიძულვილით ვიყავით განწყობილნი, ბუნებრივიააფხაზი და ოსი სეპარატისტების მ ხ ა რ ე  დაიკავამიუხედავად იმისარომ სეპარატიზმი რუსეთისთვისაც საშიში იყო.

(ასე იქცევა ყველა ნორმალური ადამიანი, როდესაც დაინახავს, რომ ორი ადამიანი ჩხუბობს, ერთი მისი მეგობარი, მეორე კი მისი მტერი, ცხადია, თავის მეგობრის მხარეს დაიკავებს, რაც არ უნდა ტყუოდეს ის.)

რუსეთის  ასეთმა იმპერიალისტურმა ქმედებამ (თუმცა ამჯერად ჩვენი უკიდეგანო რუსოფობიით გამოწვეულმა) კიდევ უფრო გაამძაფრა დასავლეთის მიერ ჩვენში ისედაც წარმატებით დანერგილი საშინელი რუსოფობია.

ეს გახლავთ ჩვენს თვალწინ მომხდარი ფაქტები! 

და რა დასკვნა გამოდის ამ ფაქტებიდან?

ის, რომ  ჩვენი ტერიტორიული პრობლემების ლომის წილი  დასავლეთის კისერზეა! მათი ანტირუსული ზღვარდაუდებელი პროპაგანდის მიერ შობილი რუსოფობიის ლოგიკური შედეგია

 

2. ჩვენი ეკონომიკური პრობლემების მიზეზი

ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისშიროდესაც ჩვენივე ბედოვლათობით და სხვების ხელშეწყობით მომხდარი სამოქალაქო ომის გამო საქართველო მართლაც თითქმის გაპარტახებული და დასახმარებელი იყოროგორ დაგვეხმარა ამერიკა-ევროპა?

მათი"რეკომენდაციით", ანუ ბრძანებით (იმდროინდელმა ხელისუფლებამ სხვა გზა ვერ დაინახაგარდა მათი მონური მორჩილებისა და მათი ბრძანებების უსიტყვოდ შესრულებისა), ჩვენ ჯართში უნდა ჩაგვებარებინა ფაბრიკა-ქარხნებიმწარმოებელი ქვეყნიდან მომხმარებელ ქვეყნად ვქცეულიყავით და ეკონომიკა მხოლოდ ტურიზმზე აგვეგოესე იგიგვითხრესჩვენ ვაწარმოებთ და თქვენ შეისყიდეთოეს იყო ყველაზე უარესი "რეკომენდაცია" (ანუ ბრძანება)რაც კი შეიძლება წარმოიდგინოს კაცმა.

ცხადიაჩვენი მრეწველობა დიდად ჩამოუვარდებოდა დასავლურს (საყოფაცხოვრებო დანიშნულების წარმოებებს ვგულისხმობთორემ სამხედრო მრეწველობა მეტი თუ არაარანაკლები იყო დასავლურზე), მაგრამ თუ ჩვენი ნამდვილი დახმარება უნდოდათმაშინ ან ჩვენი მრეწველობის მოდერნიზებაში უნდა დაგვხმარებოდნენანთუ ჩვენს ფაბრიკაქარხნებს ჯართში ჩაგვაბარებინებდნენსამაგიეროდ დასავლურ ტექნოლოგიებზე დამყარებული მრეწველობის განვითარებაში უნდა შეეწყოთ ჩვენთვის ხელი

არც ერთი გააკეთეს და არც მეორე! გვიბრძანეს მხოლოდ ჯართში ჩაბარება და მრეწველობაზე უარის თქმა! ამან გამოიღო ის სავალალო შედეგირაც დღესა გვაქვს.

სხვათა შორისდღესაც კიროდესაც სესხს ან გრანტს გვაძლევენმხოლოდ იმ პირობითრომ ეს სახსრები არ მოხმარდება მრეწველობის განვითარებას და მხოლოდ ინფრასტრუქტურისათვის უნდა გამოვიყენოთ (გზები, ხიდები... ცხადიაესეც საჭიროა. მით უმეტეს, მათაც სჭირდებათ!). 

მათი ინტერესების გამტარებელ ენჯეოებზე აღარას ვამბობმათთვის არ ენანებათ სახსრები!

არ ვამბობრომ მაინც და მაინც ჩვენი ჯინი ჭირდათ! არაჩვენნაირ ქვეყნებს ყველას ასე ექცევიანთუ რაიმე განსაკუთრებული ინტერესი არა აქვთ (მაგისრაელისამხრეთ კორეა...). ისინი მხოლოდ იმისთვის "გვეხმარებიანფინანსებითრომ გავლენის სფერო გაიფართოონ და რაღაც მიზნით პლაცდარმად გამოიყენონ ჩვენნაირი ქვეყნები! და არა ჩვენი ლამაზი თვალების გამო! ჩვენმაგალითადრუსეთის საწინააღმდეგო პლაცდარმად ვჭირდებითგამოჩნდა კიდეც აშკარად!

 

3. ჩვენი შეზღუდული სუვერენიტეტის მიზეზი

საბჭოეთში რაც ყველაზე მეტად გვაღელვებდა და სამართლიანად გვაღიზიანებდაეს იყო პოლიტიკური დამოუკიდებლობის საკითხიეს იყო მრავალთაგან ერთ-ერთი საკითხირომელიც შინაგანად ღრღნიდა საბჭოთა კავშირს

დაიშალა საბჭოთა კავშირი და მთელი არსებით მივენდეთ საოცნებო დასავლეთს.

რა მივიღეთ?

მე შორსა ვარ იმ აზრისაგანრომ დამოუკიდებელი სახელმწიფო აბსოლუტურად დამოუკიდებელი უნდა იყოსეს შეუძლებელიაყველა ქვეყანა გარკვეულად შეზღუდულია სხვა ქვეყნებთან მრავალნაირი ურთიერთდამოკიდებულებითრაც უფრო მეტია ასეთი ურთიერთობანიმით მეტად მცირდება დამოუკიდებლობის ხარისხი.

მაგრამ არსებობს ელემენტარული მახასიათებლებირაც მეტ-ნაკლებად აქვთ დიდ თუ პატარა ქვეყნებს დამოუკიდებლობის თვალსაზრისით.

30 
წელზე მეტია ჩვენ ამ ელემენტარული საკითხების გადაჭრასაც არ გვანებებენ ჩვენი დასავლეთელი "პარტნიორებიარც საგარეოარც საშინაო პოლიტიკაშიეს ყველაფერი ყველასთვის ცნობილია და აღარ განვავრცობ (გავიხსენოთ თუნდაც ბოლო ამბები -რუსეთთან საჰარეო მიმოსვლის აღდგენის აკრძალვამაშინროცა მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებსმათ შორის ნატოს წევრებსაცაქვთ რუსეთთან საჰაერო მიმოსვლა; 3+3 ფორმატში მონაწილეობის აკრძალვა და სხვა უამრავი საკითხი).

დისკრიმინაციული და ყოვლად უსამართლო დამოკიდებულება საქართველოს მიმართ - აიეს მივიღეთ დასავლეთისაგან.

მრავალჯერ დაგვაყვედრეს ის ავადხსენებული 6 მილიარდი დოლარირომლის უმეტესი ნაწილი მათივე აგენტ ენჯეოებს მოახმარეს და მათივე გავლენის გაფართოებისათვის დახარჯესხოლო მრეწველობის განვითარებისათვის ერთი ცენტიც არ დაგვახარჯინეს.

რეალურად რა მოგვცა ლიბერალურ დასავლეთთან "პარტნიორობამ" (ანუ დასავლეთის დიქტატმაამ 30-ზე მეტი წლის განმავლობაში?

გაპარტახებული ეკონომიკადაკარგული ტერიტორიებიუამრავი დევნილიუამრავი მსხვერპლიმოშლილი განათლების სისტემაგანახევრებული მოსახლეობაგადაგვარებული ზნეობასაშინლად შეზღუდული სუვერენიტეტიუპერსპექტივობაუიმედობა...

მიუხედავად ამისადღესაც აგრძელებენ ჩვენს საგარეო და საშინაო საქმეებში უხეშ ჩარევასრა დადებითი უნდა ვიფიქროთ დასავლეთზერომელიც ხელისუფლებაში ნაცების დაბრუნებას ცდილობს და სააკაშვილს "დემოკრატიის შუქურასუწოდებსცინიზმი ამაზე შორს ვერ წავა!

ცალკე უნდა აღინიშნოს მუქარები და ზეწოლები სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებითრაც ვერანაირ დემოკრატიულ ღირებულებებში და "პარტნიორული ურთიერთობებისჩარჩოებში ვერ ჯდება.

სამწუხარო დასკვნა: ალბათ "სტოკჰოლმის სინდრომი" შეგვეყარა, რადგან ჩვენი დამღუპველებისაკენ ხბოს აღტკინებით მივისწრაფვით...

2024