გამომცემლობა „კალმოსანი“, 2019
ავტორისაგან
წინამდებარე კრებულში
მხოლოდ ის წერილები შევიტანე, რომლებიც ქართული ეროვნული მოძრაობის ისტორიისათვის არის
საყურადღებო, ან დღევანდელობისთვისაა აქტუალური. ეს წერილები, რომლებშიც მცირედი
კორექტივებისა და დაზუსტებების შეტანა გახდა საჭირო, გამოქვეყნებული იყო პრესის
სხვადასხვა ორგანოებში, ხოლო 2008 წლის შემდეგ დათარიღებული წერილები - ინტერნეტში,
ბლოგების სახით.
წერილს „ოპოზიციური
მოძრაობის დამაფიქრებელი პერსპექტივები“ - პირველად ვაქვეყნებ. იგი, მართალია,
დიდი ხნის წინ, ეროვნული მოძრაობის მკვეთრი აღმავლობის გარიჟრაჟზეა დაწერილი,
მაგრამ, ვფიქრობ, ახლაც აქტუალურია, რადგან დღეს იმას ვიმკით, რაც მაშინაც და
შემდგომ წლებშიც დავთესეთ...
კრებულში შევიტანე აგრეთვე
პოლიტიკური იუმორი, რომელიც ასევე პრესის სხვადასხვა ორგანოებში იყო
გამოქვეყნებული.
რედაქტორისაგან
ანზორ აბჟანდაძე, შეიძლება ითქვას, ღვთისაგან არის დაჯილდოებული მრავალმხრივი
ნიჭით. იგი მრავალი საინტერესო წიგნის - ლექსების კრებულების, რუსთველოლოგიური ნაშრომების,
პოეზიისა და პროზის თარგმანების - ავტორია. ამჯერად იგი წარმოგვიდგება, როგორც პუბლიცისტური
წერილების კრებულის ავტორი.
კრებულში შესული წერილები მოიცავს პერიოდს გასული საუკუნის 80-ანი წლების
დასასრულიდან დღევანდელობამდე, ესე იგი, საქართელოს თანამედროვე ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვან
და წინააღმდეგობებით აღსავსე პერიოდს.
ავტორს გაცილებით მეტი პუბლიცისტური წერილი აქვს გამოქვეყნებული, ვიდრე
ამ კრებულშია შეტანილი, მაგრამ მას შეურჩევია მხოლოდ ისეთი წერილები, რომლებიც ქართული ეროვნული მოძრაობის
ისტორიისათვის არის განსაკუთრებით საყურადღებო, ან დღევანდელობისთვისაა
განსაკუთრებით აქტუალური.
მე, როგორც ისტორიკოსი, ცხადია, ერის
წინსვლისათვის ისტორიულ მეცნიერებას უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებ და ეროვნულ
საქმიანობაშც საკმაოდ აქტიური მონაწილეობა მაქვს მიღებული, ამიტომ ამ კრებულს
ვუყურებ, როგორც მომავალი ისტორიკოსებისათვის საინტერესო წყაროს, რომელიც გამოირჩევა მოვლენათა
თვითმხილველის ობიექტური ანალიზით და მათი კეთილსინდისიერი აღწერით, რომელსაც არც
პუბლიცისტური სიმწვავე აკლია, და, თუ გნებავთ, არც სარკაზმი თუ იუმორისტული
პასაჟები (თუმცა კრებულში ცალკე თავად არის შესული პოლიტიკური იუმორი).
წერილების ავტორი პოეტისა და პუბლიციატის
მახვილი თვალით უყურებს პოლიტიკურ მოვლენებს,
პოლიტიკოსების ფსიქოლოგიურ პორტრეტებს.
არა მგონია, ვინმე სხვა ავტორს ასეთი
სერიოზული პოლიტიკური მნიშვნელობა მიენიჭებინოს ცალკეულ პოლიტიკოსთა პიროვნულ
ხასიათებისათვის. პიროვნულ ხასიათებში იგი ხედავს პოლიტიკურ მოვლენათა
უმნიშვნელოვანეს მასტიმულირებელსა და ზოგჯერ განმსაზღვრელსაც კი. ამ თვალსაზრისით
განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ვრცელი წერილი ბორითის ავარიის შესახებ, რამაც
იმსხვერპლა ეროვნული მოძრაობის ორი ზნეობრივი ბურჯი - მერაბ კოსტავა და ზურაბ
ჭავჭავაძე.
კრებულის თემატიკაც მრავალფეროვანია. ზოგი
წერილი თითქოს არაპოლიტიკურ საკითხზეა, მაგრამ ყველა მათგანს პოლიტიკური კონტექსტი
ახლავს. ასეთებია, მაგალითად, - „რატომ არ აღვნიშნავთ ვეფხისტყაოსნის 800
წლისთავს“, „დათვური სამსახური“, „ქართული პოლიტიკა ასიმილაციის საკითხში“,
„გამოსავალია ჰარმონიზირება ბუნებასთან“...
ცალკე
მინდა აღვნიშნო პატარა ესეისტური ჩანახატი - „სიამაყე ქართველობით“, რომელიც მან
სამხედრო ჟურნალის რედაქციაში მუშაობის დროს აქვს დაწერილი (იგი 1996-98 წლებში
თავდაცვის სამინისტროს ჟურნალ „მეომარის“ მთავარი რედაქტორის მოადგილე და
პასუხისმგებელი მდივანი იყო). მოვიყვან პატარა ნაწყვეტს ამ ესეიდან:
„სიამაყე
ქართველობით - ესაა რაღაც განსაკუთრებული, იდუმალი ხიბლის მქონე თვისება, ჩვენი
მარადიული მხნეობის იდუმალი ელექსირი.
სიამაყე
ქართველობით - ეს თვისება, მეტწილად, ქვეცნობიერადაა ჩაბუდებულ ქართველ ადამიანში.
იგი,
უფრო ხშირად, ექსტრემალურ შემთხვევებში იჩენს თავს, განსაკუთრებით მძაფრად კი -
მამულისათვის ბრძოლაში.“
თავის
წერილებში ავტორი ცდილობს, იმ უამრავი შეცდომების მიზეზები ახსნას, რაც დაშვებულ
იქნა უახლოესი 30 წლის განმავლობაში. შეცდომების
გააზრება კი არც თუ ისე უმნიშვნელო საქმეა. ის უნდა გავითვალისწინოთ, თუ გვინდა,
რომ სწორი გზით წავიდეთ მომავალში.
მაგრამ,
სამწუხაროდ, ისიც უნდა ითქვას, რომ ამ 30 წლის განმავლობაში საქართველოში ყველაზე
ნაკლები ანგარიში სწორედ საღ აზრს ეწეოდა. საღი აზრი ყოველთვის რჩებოდა „ხმად
მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“. ამას ჩვენი დღევანდელი მძიმე მდგომარეობაც ადასტურებს.
სწორედ ამიტომ ამბობს ავტორი ერთ-ერთი წერილის („უკიდურესობათა ტრაგიზმი და
დემოკრატიული ღირებულებანი“) დასასრულს: „ამაოდ დავშვრი, საწუხ არს ესე!“
მაგრამ
ამ პესიმისტურ, ნახევრადირონიულ განწყობილებას, ალბათ, არადემოკრატიულ გარემოში
ჩვენი ქვეყნის ხანგრძლივი ცხოვრების შემდეგ უცბად მოსული თავისუფლებისათვის
გარდასახდელი ხარკი განაპირობებს.
მისი
წერილების პათოსზე კარგად მეტყველებს კრებულის ლამაზი და მრავლისმეტყველი
სახელწოდებაც - „ვთქვათ გალობანი სინანულისანი“.
ახლა
რაც შეეხება პოლიტიკურ იუმორს. სიამოვნებით მინდა აღვნიშნო, რომ იგი კრებულს
თავისებურ მომხიბვლელობას ანიჭებს და მძიმე თემების შემდეგ შვებით ამოსუნთქვის
საშუალებას იძლევა.
და
ბოლოს მინდა ვთქვა ავტორის პიროვნულ თვისებებზე.
იგი არა
მხოლოდ კარგი შემოქმედია, არამედ გამოირჩევა კეთილშობილებით, უაღრესი თავმდაბლობით,
მოყვასისადმი კეთილგანწყობით, მეგობრულობით. მაგრამ განსაკუთრებით პრინციპული და
უკომპრომისოა საქვეყნო პრობლემებზე მსჯელობისას, ზოგჯერ ჯიუტიც კი - ამას თავადაც
აღიარებს, თუმცა ამ თავის თვისებას ნახევრადხუმრობით უწოდებს „ლომურ სიჯიუტეს“.
მიუხედავად ამისა, იგი არასოდეს არ სცილდება დემოკრატიის ჯებირებს, სხვათა
აზრებისადმი კეთილგანწყობის ჩარჩოებს. ამიტომ მისი სიჯიუტე, საბოლოო ჯამში,
სასარგებლოცაა.
ვფიქრობ,
ეს კრებული ქართული პუბლიცისტური ლიტერატურის საინტერესო შენაძენია.
ჯუმბერ კოპალიანი
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
ოპოზიციური მოძრაობის
დამაფიქრებელი
პერსპექტივები
(1988 წლის ნოემბერში
მთავრობის სახლის წინ მიმდინარე მოვლენების გამო)
კიდევ დიდხანს დარჩება
განსჯისა და დავის საგნად 22-29 ნოემბერს მთავრობის სახლის წინ მიმდინარე
მოვლენები.
იქ, იმ დღეებში, თითქმის
ყოველდღიურად ვხედავდით ეროვნული გრძნობებით აღტკინებული ხალხის უზარმაზარ მასას.
ტარდებოდა მიტინგები, იყო მგზნებარე გამოსვლები, იმართებოდა ქუჩაში მსვლელობები.
როდესაც ასეთ აზვირთებულ
მასას ვუყურებთ ხოლმე, თავისთავად იბადება კითხვები: ვის დაძახილზე შეიყარა ხალხი?
ვის მოწოდებებს მიჰყვება? რა მიზანი ამოძრავებთ მათ ხელმძღვანელებს ამ გარკვეულ
მომენტში და საერთოდაც?
მარტო ორატორთა
გამოსვლები, ცხადია, ამ კითხვებზე ამომწურავ პასუხებს ვერ იძლევა. ამისათვის
ყველაფრის ღრმად გაანალიზებაა საჭირო.
ფაქტია, რომ დღეს
საქართველოში არსებობს ოპოზიციური მოძრაობა, რომლის აღმავლობას ძლიერი ბიძგი მისცა
დემოკრატიისა და საჯაროობის ნელმა, მაგრამ საიმედო პროცესმა. ეს მოძრაობა ჩვენში
მკვეთრად გამოხატული ეროვნული ხასიათის მქონეა. შეიძლება ითქვას, რომ ამ ოპოზიციურ
მოძრაობაში წამყვან როლს ასრულებენ არაფორმალური გაერთიანებები, რომელთაც
გარკვეული პროგრამები, მიზნები და მისწრაფებები აქვთ, რაც, რა თქმა უნდა, მათ
პრაქტიკულ საქმიანობაში ვლინდება. მათ აქვთ თავიანთი გამოცემები ჟურნალ-გაზეთების
სახით, რომლებიც, გასაგები მიზეზების გამო, შეზღუდული ტირაჟებით გამოდის და
მოსახლეობის მცირე ნაწილამდე თუ აღწევს.
ამდენად, ალბათ, არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ ამ დღეებში მთავრობის სახლის წინ
შეგროვილ უზარმაზარ მასაში ცოტა ვინმე თუ იყო ბოლომდე გარკვეული ამ მოძრაობის
ჭეშმარიტ სახესა და ხასიათში, უმეტესობას კი, ალბათ, საერთოდ წარმოდგენაც არ
ჰქონდათ ამაზე.
მაინც რა ხდებოდა იმ
დღეებში?
როგორც ცნობილია,
რამდენიმე არაფორმალურმა გაერთიანებამ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს სესიის
დღისათვის, 23 ნოემბრისათვის, დაგეგმა საპროტესტო მიტინგის ჩატარება მთავრობის
სახლის წინ. წინა საღამოს კი (22 ნოემბერს) ერთ-ერთმა არაფორმალურმა გაერთიანებამ
- „ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ“, რომელიც დამოუკიდებლად მოქმედებდა, მოშიმშილეთა
დიდი ჯგუფი დასვა მთავრობის სახლის წინა კიბეებზე. შემდგომ დღეებში ყოველივე ამას
მოჰყვა გრანდიოზული, უაღრესი ემოციური დატვირთვის მქონე მიტინგები 29 ნოემბრამდე.
განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ბოლო დღე, როდესაც შიმშილობის აქციის ერთ-ერთმა
ორგანიზატორმა საზეიმოდ გამოაცხადა: „კრემლმა უკან დაიხია! ჩვენი მოთხოვნები
დაკმაყოფილებულია!“ ამან უაზარმაზარი ეფექტი მოახდინა: იგრიალმა ტაშმა, ატყდა
აღფრთოვანებული ყვირილი, მაღლა აფრინდნენ ქუდები... ეს მართლაც დიდებული სანახაობა
იყო, მაგრამ...
მასობრივი ექსტაზის ამ
წუთებში, ალბათ, ბევრი არავინ დაფიქრებულა, რაში დაიხია უკან „კრემლმა“,
მოშიმშილეთა რა მოთხოვნები დააკმაყოფილა. ორგანიზატორებმა ამის დაკონკრეტებას თავი
აარიდეს. თავი აარიდეს, რადგან, როგორც ჩანს, კონკრეტული სათქმელი არაფერი
ჰქონდათ, ხოლო მიტინგი და საერთოდ შიმშილობის აქცია უნდა დამთავრებულიყო
(მოშიმშილეთა შორის უკვე აუტანელი სიტუაცია იყო შექმნილი, რადგან თავიდან დამჯდარ
რამდენიმე ათეულ მოშიმშილეს შემდეგ შეუერთდა რამდენიმე ასეული, სავსებით
მოუმზადებელი ადამიანი, ზოგიერთი არაჯანმრთელიც კი), თანაც აქცია უნდა
დამთავრებულიყო ლამაზად, აპოთეოზით.
კრემლმა ნაწილობრივ
მართლაც უკან დაიხია (იგულისხმება 108 და 119 მუხლებში ცვლილებების შეტანა), მაგრამ
ეს იმ მიტინგზე (29 დეკემბერს) არავითარ სიახლეს არ წარმოადგენდა, რადგან უკვე ორი
დღის წინ იყო ცნობილი, და, რაც მთავარია, მოშიმშილეებს (უფრო სწორად, ამ აქციის
ორგანიზატორებს), როგორც თავად განაცხადეს, არ აკმაყოფილებდათ (ვისაც
აკმაყოფილებდა, ისინი საქართველოს მოღალატეებად გამოცხადდა!), მეტიც, კრემლის ეს უკანდახევა
ჯერ არც კი იყო სესიაზე დამტკიცებული, იგი მხოლოდ 1 დეკემბერს, ამ დამაგვირგვინებელი
მიტინგიდან ორი დღის შემდეგ დამტკიცდა!
ერთი სიტყვით, მოშიმშილეთა
მოთხოვნებსა და მოქმედებებში მრავალი წინააღმდეგობრივი მომენტი შეინიშნებოდა:
თუკი მოშიმშილეებმა
გამარჯვებად მიიჩნიეს კანონპროექტის ორ მუხლში ცვლილებების შეტანა, მაშინ მათ
შიმშილობის აქცია უნდა შეეწყვიტათ ორი დღით ადრე, ე. ი. მაშინ, როდესაც ამ
ცვლილებების შესახებ გამოცხადდა.
თუ მოშიმშილეებს
ეეჭვებოდათ, რომ ამ შეცვლილ მუხლებს სესია არ დაამტკიცებდა, მაშინ მათ შიმშილობა
უნდა გაეგრძელებინათ მინიმუმ სესიის დამთავრებამდე, ე. ი. 1 დეკემბრამდე, და
შემდეგ გაეგრძელებინათ, ან არ გაეგრძელებინათ, ცხადია, სესიის გადაწყვეტილების
შესაბამისად.
თუ საქართველოს უმაღლესი
საბჭოს სესიაზე უნდოდათ ზემოქმედების მოხდენა, მაშინ შიმშილობა უნდა დაეწყოთ ამ
სესიის დაწყებამდე.
თუ მოშიმშილეებმა
გამარჯვებად მიიჩნიეს ორი მუხლში შესატანი ცვლილება, მაშინ გაუგებარია, რატომ არ
მოეწონათ მათ საქართველოს უმაღლესი საბჭოს სესიის გადაწყვეტილება, რომელიც უფრო
მეტს მოითხოვდა, და რატომ გამოაცხადეს ერის მოღალატეებად ისინი, ვინც იგი მოიწონა,
კერძოდ ბ-ნი აკაკი ბაქრაძე?
ეს წინააღმდეგობანი
გვაფიქრებინებს, რომ აქციის ორგანიზატორთა მთავარი მიზანი ან სხვა რამ გახლდათ, ან
ელემენტარული შეცდომები დაუშვეს თავიანთ მოთხოვნებსა და მოქმედებებში.
როგორც უკვე აღვნიშნეთ,
შიმშილობის ერთკვირიანი აქცია შთამბეჭდავი, მაგრამ ყალბი აპოთეოზით დამთავრდა:
„კრემლმა უკან დაიხია! ჩვენი მოთხოვნები დაკმაყოფილებულია!“ ამან კი უზარმაზარი
ეფექტი მოახდინა.
რა თქმა უნდა, შეიძლება
მივუტევოთ აქციის ორგანიზატორებს ასეთი „ლამაზი“ ტყუილის თქმა (ამის მეტი რა
გვინახავს 70 წლის მანძილზე!), მაგრამ საქმე მარტო ეს არაა. მთავარია იმის
გაანალიზება, რა სტრატეგიისა და ტაქტიკის ელემენტია ეს ტყუილი, რა ძალებმა
ჩაატარეს ეს აქცია, რას ემსახურებოდა იგი და საით მივდივართ ჩვენ.
წინასწარ უნდა
ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ყველამ დაინახა
და აღიარა შიმშილობის აქციის წარმმართველთა დიდი ენერგია, ორგანიზებულობა,
გაბედულება და სიტუაციის გამოყენების შესაშური უნარი.
აშკარად ჩანდა, რომ
სერიოზულ ძალასთან გვქონდა საქმე.
რა ძალა იყო ეს?
სანამ ამაზე ჩემს აზრს
გამოვთქვამდე, მოვიყვან ნაწყვეტებს 2 დეკემბერს გაზეთ „თბილისში“ გამოქვეყნებული
წერილიდან „ერთიანობა“, რომლის ავტორია გია ნოდია. წერილი ეძღვნება 22-29
დეკემბრის მოვლენების განხილვას. ავტორი მსჯელობს დღევანდელ ოპოზიციურ მოძრაობაზე
საქართველოში და წერს:
„არადემოკრატიული
საზოგადოება ოპოზიციასაც არადემოკრატიულს წარმოშობს... კაცობრიობის ისტორიას
არაერთი შემთხვევა ახსოვს, როცა თავისუფლების დროშას ამოფარებული ოპოზიცია თავისი
სულისკვეთებით მთავრობაზე გაცილებით უფრო ანტიდემოკრატიული აღმოჩენილა, ხოლო
გამარჯვების შემთხვევაში უფრო ტოტალიტარული წყობა დაუმყარებია, ვიდრე ის,
რომლისგანაც ხალხი „გაანთავისუფლა“. რეპრესიული რეჟიმი თავის „ამობრუნებულ“
ტყუპისცალს ბადებს. დღევანდელი ოპოზიციონერები მონუსხულებივით იმეორებენ აზროვნების
იმ წესს, რომელმაც 20-30-იანი წლების სახელმწიფო ტერორამდე მიგვიყვანა.
ახლადგამომცხვარი ლიდერები ზუსტად ისევე მიაკერებენ „საქართველოს მოღალატის“
იარლიყს ყველას, ვინც მათ უკანასკნელ მითითებას ნახევარ სანტიმეტრზე მეტად
გადაუხვევს, როგორც ოცდაათიან წლებში „ხალხის მტრად“ ცხადდებოდა ის, ვინც ბელადს
დროზე არ დაუკრავდა ტაშს. განსხვავება მხოლოდ გამოცხადებულ მიზნებშია... საკუთარი
მეტოქეების ერის მტრებად გამოცხადება ტოტალიტარული მოძრაობის ყველაზე
დამახასიათებელი ნიშანია. სტალინისეულ „ხალხის მტერსა“ და ახალ იარლიყს -
„საქართველოს მოღალატეს“ შორის ჩემი აზრით არავითარი განსხვავება არ არის.“
აქ, ჩემი აზრით, ყველაფერი
სწორია,მაგრამ ერთი რამ არაა ნათქვამი. საქმე ისაა, რომ დღევანდელ ოპოზიციურ
მოძრაობაში მხოლოდ ანტიდემოკრატიული ძალები არ არიან. მასში დემოკრატიული
ძალებიცაა. მაგრამ თუ უფრო ანტიდემოკრატიული ძალები ჩანან, ამას თავისი მიზეზები
აქვს, ძალზე მნიშვნელოვანი მიზეზები.
ვინც ყურადღებით
გადახედავს ამ ერთი წლის განმავლობაში ოპოზიციური ძალების მიერ გამოცემულ
არაფორმალურ ჟურნალ-გაზეთებს და მათ პრაქტიკულ პოლიტიკურ საქმიანობასაც გაადევნებს
თვალს, თვალნათლივ დარწმუნდება, რომ
დღევანდელი ოპოზიციური მოძრაობა ორ მიმართულებად იყოფა - დემოკრატიულად და
არადემოკრატიულად (თუმცა ყველა დემოკრატიულობაზე დებს თავს!). საქართველოში
ასეთივე ვითარება იყო 1917 წლის რევოლუციის წინა წლებში. ასეთივე ვითარება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არსებობდა და არსებობს
დღესაც.
ისტორიული გამოცდილება
გვიჩვენებს, რომ არადემოკრატიული ძალები უფრო ენერგიულები არიან, ვიდრე
დემოკრატიული ძალები. ეს კანონზომიერიცაა, თუ გავითვალისწინებთ დემოკრატიულისა და
არადემოკრატიულის ბუნებას.
დემოკრატი ყოველთვის
აღიარებს - და იცავს კიდეც ამ პრინციპს, - რომ ყველას აქვს უფლება, მისგან
განსხვავებული აზრი ჰქონდეს. დემოკრატს, რა თქმა უნდა, თავისი კონკრეტული მიზანი
აქვს, თავის კონკრეტულ აზრს მიიჩნევს სწორად და სამართლიანად, მაგრამ თავისი მიზნის
მისაღწევად არ იყენებს იმ გზებსა და საშუალებებს, რაც სხვათა კანონიერ უფლებებს შეზღუდავდა.
ის ყოველთვის აოკებს თავის ენერგიას იქ, სადაც ეს სხვათა კანონიერი უფლების შეზღუდვას
გამოიწვევს. ამის გამოა, რომ დემოკრატიული ბუნების მქონე ადამიანი, თავისთავად
რაგინდ ენერგიული არ უნდა იყოს, მაინც ნაკლებ ენერგიულად მოქმედებს. მისი ენერგიის
დამამუხრუჭებელია სინდისი და კანონი.
არადემოკრატთან ყველაფერი
ეს პირიქითაა. იგი არავის კანონიერ უფლებას არ ცნობს, თუმცა ამას არ აღიარებს და
კარგადაც იცის, რომ ეს დანაშაულია. იგი მთელ თავის ენერგიას სრულად მიმართავს
თავისი მიზნისაკენ და თავის მოქმედებებს საფუძვლად უდებს დემაგოგიურ დევიზს:
„მიზანი ამართლებს საშუალებას“. მის ენერგიას, ფაქტობრივად, აღარაფერი ამუხრუჭებს.
ამიტომაც ადვილი გასაგებია, რატომაა არადემოკრატიული ბუნების ადამიანი ენერგიული
და აქტიური.
ახლა ამის გათვალისწინებით
შევხედოთ 22-29 დეკემბრის მოვლენებს.
როგორც ცნობილია,
შიმშილობის აქცია ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ინიციატივითა და ორგანიზებით
ჩატარდა. ეს პარტია ჩამოყალიბდა პირველი არაფორმალური პოლიტიკური გაერთიანების
ილია ჭავჭავაძის საზოგადოებიდან გამოყოფილი ნაწილის - 1V დასის ბაზაზე. მისი
ლიდერია გია ჭანტურია. მისი საპროგრამო წერილი „ახალი ძალა“გამოქვეყნდა მეოთხე
დასელთა არაფორმალურ ჟურნალ „მოამბის“ მე-6 ნომერში. ამ წერილიდან თვალნათლივ
ჩანს, როგორი მიმართულებისაა ეს არაფორმალური გაერთიანება - დემოკრატიულის თუ
არადემოკრატიულის.
მოვიყვან ნაწყვეტებს ამ
საპროგრამო წერილიდან (თუმცა აჯობებდა, ვიმეორებ, იგი მთლიანად გამოქვეყნებულიყო
ოფიციალურ პრესაში!):
„70 წლის განმავლობაში ეროვნული მოძრაობა თუკი
არსებობდა, ის მხოლოდ სტიქიურ, არაორგანიზებულ ხასიათს ატარებდა... ან კი როგორ
შეიძლება ეროვნული მოძრაობა... ჩვენში ყოფილიყო, როდესაც ქართული პატრიოტიზმი
პოლიტიკურ მიმდინარეობად არასდროს ჩამოყალიბებულა...
მრავალი ქართველი პატრიოტი ჯერ მარტო იმიტომ ვერ
გახდებოდა ეროვნული პოლიტიკოსი, რომ ყალბი, პლაკატური სიკეთით იყო დაბრმავებული და
ეროვნულ ინტერესებზე მაღლა ამ უკანასკნელს აყენებდა.
ნიკოლო მაკიაველი წერს:
„როდესაც საქმე სამშობლოს ინტერესებს ეხება, თავი უნდა
შევიკავოთ იმაზე მსჯელობისაგან, სამართლიანია ესა და ეს გადაწყვეტილება თუ
უსამართლო, ლმობიერია თუ სასტიკი, საქებია თუ საძრახისი; ანგარიში არ უნდა
გავიწიოთ არავითარ თვალსაზრისს და მივიღოთ მხოლოდ ის გადაწყვეტილება, რომელიც ხელს
უწყობს მისი არსებობისა და თავისუფლების შენარჩუნებას.“
გია ჭანტურია აგრძელებს:
„ეს, რა თქმა უნდა, სრულებით არ ნიშნავს მორალის
უარყოფას და ეროვნული პოლიტიკის, როგორც უზნეობის აპოლოგიას. უბრალოდ, დიდს,
ყველაზე მთავარს ემორჩილება შედარებით მეორეხარისხოვანი და ეს ქრისტიანულიცაა და
გონივრულიც. „თეთრხელება“ და ყბედ ადამიანებს არაფერი კარგი არ გაუკეთებია
ერისათვის, ხოლო საკუთარი უნიათობით ბევრი რამ წაუხდენიათ. (1918-21 წწ ქართველი
„პოლიტიკოსების“ გახსენებაც კმარა).
...ჩვენ დავიწყებული გვქონდა, რომ საჭიროა პერმანენტული,
ყოველდღიური ბრძოლა...
დღეს ასპარეზზე ახალი ძალა გამოვიდა... მეოთხე დასი არ
ელოდება მომენტსა და კონკრეტულ სიტუაციას, ის თავად იბრძვის ამ სიტუაციის
შესაქმნელად, იბრძვის ყოველდღე, მთელი ძალღონითა და ენერგიით.“
შემდეგ
ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე გია ჭანტურია მსჯელობს იმაზე, თუ ვის
უნდა დაეყრდნოს ეს პოლიტიკური ორგანიზაცია:
„გლეხს? მუშას? ინტელიგენტს? ჩვენ ვიტყვით: არც ერთს...
ხალხმა უნდა იმოქმედოს... არა დამოუკიდებლად, არამედ
ბელადთა, ანუ, როგორც ხშირად წერს მაძინი, ახალგაზრდების ხელმძღვანელობით.
მაძინის ლექსიკონში „ახალგაზრდობა“ იმდენად არა
ასაკობრივი ცნებაა, რამდენადაც მორალური, ხოლო საბოლოო ჯამში, სოციალური“ (კიროვი,
ჯუზეპე მაძინის ცხოვრებას).
მაძინისეული ახალგაზრდა საქმისათვის ყოველნაირად
შეუცვლელია: „უმჯობესია თამამი იყო, ვიდრე ფრთხილი და წინდახედული, რადგან
ბედისწერა ქალია, და მის მოსათვინიერებლად არ უნდა იშურებდე მუჯლუგუნებსა და
წიხლებს. ვინც არ იშურებს, უფრო ადვილად იურვებს მას, ვიდრე ფრთხილი და
მოკრძალებული კაცი. ამიტომ ბედისწერა, ქალისა არ იყოს, ყოველთვის სიჭაბუკეს
ამჯობინებს, რადგანაც სიჭაბუკე უფრო თამამია, დაურიდალი და უფრო თავდაჯერებულად
მბრძანებლობს მასზე“ (მაკიაველი, მთავარი).“
მე კომენტარს არ გავუკეთებ
ამ ნაწყვეტებს. ვინც ადამიანებზე კარგი წარმოდგენისაა, ალბათ, ზემოხსენებული
სტატიის ავტორსა და მის მიმდევრებზე ცუდს არ იფიქრებს, უბრალოდ, მიიჩნევს, რომ
ისინი დაბნეულები არიან ზნეობის საკითხში (მეტიღა გინდათ? მორალი მეორეხარისხოვან
რამედ უნდა მივიჩნიოთ და ეს ქრისტიანულიცაა და გონივრულიცო!). სწორედ ამ
დაბნეულობიდან მოდის, როგორც ჩანს, მათი არადემოკრატიული პოზიციაც. ძალზე
სასურველია, მათ დროზე მოიშორონ ეს ზნეობრივი დაბნეულობა, რომელიც არც მათ მოუტანს
საბოლოოდ სიკეთეს და არც ქვეყანას. კაცობრიობის ისტორია გვიჩვენებს, რომ უზნეო
საშუალებებით ზნეობრივი საქმე არ კეთდება. (ჩემთვის საპირისპირო მაგალითებიც
მოუყვანიათ, მაგრამ გაანალიზების შემდეგ აღმოჩენილა, რომ ან საშუალება იყო
ზნეობრივი, ან შედეგი არაზნეობრივი).
ასეა თუ ისე, აშკარაა, რომ
დღეს ეს პარტია არადემოკრატიულ პოზიციაზე დგას (არადა თავის თავს „დემოკრატიულს“
უწოდებს! გავიხსენოთ კომუნისტური ქვეყნები, რომლებშიც დემოკრატიის ნასახი არაა,
მაგრამ თავის თავს „სახალხო-დემოკრატიულს“ უწოდებენ!). ხსენებული საპროგრამო
წერილის მიხედვით (რომ აღარაფერი ვთქვათ კონკრეტულ დამოკიდებულებაზე ზოგიერთი სხვა
არაფორმალური გაერთიანების მიმართ) ეს პარტია აკმაყოფილებს ყველა იმ პირობას, რაც
არადემოკრატის დამახასიათებელია. ამდენად, გასაგებია, თუ რატომ გამოავლინა მან იმ
დღეებში ასე დიდი ენერგია, ორგანიზებულობა, გაბედულება და სიტუაციის შექმნისა და
გამოყენების შესაშური უნარი, ე. ი. ყველაფერი ის, რაც, საერთოდ, გამარჯვებისთვისაა
აუცილებელი.თუ გავიხსენებთ დემოკრატისა და არადემოკრატის დამახასიათებელ
თვისებებს, შეიძლება დავასკვნათ:
დემოკრატის
არაენერგიულობა, „უხერხემლობა“ მისი ნაკლოვანება კი არა, ღირსებაა. მაგრამ, ვაი
რომ, ეს ღირსება გამარჯვებისთვის ნაკლებ გამოსადეგია.
არადემოკრატის
ენერგიულობის მიზეზი კი მისი ზნეობრივი ნაკლოვანებიდან მომდინარეობს, მაგრამ, ვაი
რომ, გამარჯვებისთვის გამოსადეგი სწორედ ეს ნაკლოვანებებია.
მაშ, სადაა საშველი? გზა
ორია: ან დემოკრატებმა უნდა მოიშორონ მათთვის დამახასიათებელი კარგი თვისებები, ან
არადემოკრატიულმა ძალებმა უნდა დაიცხრონ თავიანთი არადემოკრატიული ვნებანი და
შეიგნონ, რომ გამარჯვების მიუხედავად, ისტორიას მათთვის საბოლოოდ ყოველთვის
სასტიკი განაჩენი გამოაქვს და თავის სანაგვეზე ჰყრის.
თუ საქართველოში
დღევანდელი ოპოზიციური ძალების არადემოკრატიულმა ნაწილმა ეს ვერ შეიგნო (და,
როგორც ჩანს, მათ ძალზე უჭირთ ამის შეგნება), მაშინ ჩვენ იმის მოწმენი გავხდებით,
რომ როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობა მიღწეული იქნება, შინაპოლიტიკურ ბრძოლაში
სწორედ ისინი - არადემოკრატიული ძალები გაიმარჯვებენ (ეყოფათ ენერგია ამისათვის!),
რომლებიც სტალინურ-ჰიტლერულის მსგავს ტერორს გააჩაღებენ (ამ ვარაუდის საფუძველს
იძლევა მათგან თუნდაც ოდნავ განსხვავებული აზრის მქონეთა მიმართ „საქართველოს
მოღალატის“ იარლიყის მიკერება, აქედან კი მათ დასჯამდე ერთი ნაბიჯია), და კიდევ
დიდხანს ვერ ვეღირსებით დემოკრატიულ ყოფას.
ცხადია, ეს საშიშროება
აგვცილდება, თუკი ოპოზიციური ძალები ერთმანეთთან დემოკრატიულ, ცივილიზებული
საზოგადოების შესაფერის ურთიერთობას დაამყარებენ და კოორდინირებულად, ურთიერთ
შეთანხმებით იმოქმედებენ.
მაშინ ის ენერგია, რომელიც
დღეს ოპოზიციურ ძალებს შორის თავდასხმებს და თავდასხმების მოგერიებას ხმარდება,
მართლაც რომ ეროვნული საქმისათვის იქნება გამოყენებული.
ერთი სიტყვით, გამოსავალი
არსებობს, მაგრამ... ავმაღლდებით კი აქამდე?
1988, დეკემბერი
ბორითის ავარია და შტრიხები თამარ ჩხეიძის პოლიტიკური
პორტრეტისათვის
მცირე განმარტება: ბორითის ავარია, ალბათ ყოველთვის იქნება ინტერესის
საგანი, დღესაც და მომავალშიც. რაც შეეხება თამარ ჩხეიძეს, ის ამ წერილის დაწერის
მომენტში (1994 წ), ასე თუ ისე, პოლიტიკურად აქტიური პიროვნება იყო (ყოველ
შემთხვევაში - პარლამენტარი), ამჟამად კი ის ასეთი აღარაა, და მისი პოლიტიკური
პორტრეტი, რომელიც ამ წერილშია დახატული, მხოლოდ ეროვნული მოძრაობის ისტორიის კვლევის
თვალსაზრისითაა, ასე თუ ისე, საინტერესო.
ნაწილი 1
ბორითის
ავარიამ,
რომელმაც
შეიწირა
საქართველოს
ეროვნულ-განმათავისუფლებელი
მოძრაობის
ორი
უთვალსაჩინოესი
ლიდერი
და
ზნეობრივი
ბურჯი
მერაბ
კოსტავა
და
ზურაბ
ჭავჭავაძე,
მეტისმეტად
ტრაგიკული
კვალი
დააჩინა
საქართველოს
ეროვნულ
მოძრაობას,
მის
პოლიტიკურ
გეზს.
საქართველოსთვის
იგი
გაცილებით
საბედისწერო
იყო,
ვიდრე,
მაგალითად,
ამერიკისათვის
ჯონ
კენედის
მკვლელობა,
რომლის
გამოძიება,
სხვათა
შორის,
დღესაც
გრძელდება
(განსხვავებით
საქართველოსაგან).
მაგრამ
რამდენადაც
წინამდებარე
წერილს
მხოლოდ
ის
მიზანი
აქვს,
რომ
თამარ
ჩხეიძის
პოლიტიკური
პორტრეტი
წარმოაჩინოს,
ბორითის
ავარიასაც
მხოლოდ
ამ
თვალსაზრისით
ვეხები,
რადგან
ბორითის
ავარიამ
და
მის
შემდგომ
განვლილმა
წლებმა
ყველაზე
უკეთ
და
რელიეფურად
გამოკვეთა
თამარ
ჩხეიძის
ზნეობრივი
სახე,
მისი
პოლიტიკური
პორტრეტი.
ჯერ
მინდა,
ორიოდე
სიტყვით
ზოგადად
დავახასიათო
თამარ
ჩხეიძე,
როგორც
პიროვნება
და
პოლიტიკოსი.
თამარ
ჩხეიძეზე,
როგორც
საქართველოს
პოლიტიკურ
ცხოვრებაში
ერთ-ერთ
გახმაურებულ
ფიგურაზე,
საქართველოში
არაერთგვაროვანი,
ურთიერთსაწინააღმდეგო
აზრია
დამკვიდრებული.
მისი
ურთიერთგამომრიცხავი
შეფასებები,
ცხადია,
ობიექტურ
მონაცემებს
ეყრდნობა,
მაგრამ
დიდი
მნიშვნელობა
აქვს
იმას,
თუ
რაზე
აკეთებენ
აქცენტს
- მის
დადებით
თუ
უარყოფით
თვისებებზე.
ცალმხრივი,
ტენდენციური
მიდგომა,
რა
თქმა
უნდა,
ჭეშმარიტებამდე
ვერ
მიგვიყვანს.
საჭიროა
ობიექტურად
იქნას
გაანალიზებული
მისი
პოლიტიკური
საქმიანობა
მის
პიროვნულ
თვისებებთან
კავშირში.
ამ
კავშირს
ყველა
ხედავს,
ოღონდ
ამას
სხვადასხვაგვარ
მნიშვნელობას
ანიჭებს...
თამარ
ჩხეიძისათვის
დამახასიათებელია
(ამას
ყველა
აღიარებს)
არადემოკრატიული
ბუნება,
განსხვავებული
აზრის
შეუწყნარებლობა,
უხეში,
არაეთიკური
დამოკიდებულება
განსხვავებული
აზრის
მქონე
პიროვნებებისადმი
(განურჩევლად
იმისა,
ვინ
არიან
ისინი
- მეგობრები,
ოპონენტები,
თვით
მისი
მხრივ
საპატივცემლო
ადამიანები),
ყოველგვარ
ზღვარს
გადასული
ჭირვეულობა
და
პატივმოყვარეობა
და
ა.შ.
ძნელი
წარმოსადგენი
არაა,
რომ
ამ
თვისებების
მქონე
ადამიანს
როგორი
უარყოფითი
განწყობილებისა
და
სულიერი
დისკომფორტის
შეტანა
შეუძლია
იმ
წრეში,
სადაც
ის
მოქმედებს.
საერთოდ,
ასეთი
უარყოფითი
თვისებები
მით
უფრო
ტრაგიკული
და
მძიმე
შედეგების
მომტანია,
რაც
უფრო
დიდია
ასეთი
პიროვნების
მოქმედების
მასშტაბი.
ეს
უარყოფითი
თვისებები
რომ
არა,
თამარ
ჩხეიძისაგან
ალბათ
ურიგო
პოლიტიკოსი
არ
დადგებოდა,
ყოველ
შემთხვევაში,
ამის
საფუძველს
იძლევა
მისი
გარკვეული
ნიჭიერება,
მიზანსწრაფულობა,
გაბედულება
და,
რაც
მთავარია,
პოლიტიკისადმი
ფანატიკური
სიყვარული.
შევჩერდეთ
ამ
უკანასკნელზე.
თამარ
ჩხეიძეს
თავისი
ცხოვრების
ერთადერთ
აზრად
მიაჩნია
პოლიტიკური
საქმიანობა.
შეიძლება
ითქვას,
პოლიტიკა
მისთვის
თვითმიზანს
წარმოადგენს.
პოლიტიკა
აინტერესებს
პოლიტიკისათვის
და
არა
ადამიანისათვის,
ხალხისათვის.
სხვათა
შორის,
სწორედ
ამის
შედეგია,
რბილად
რომ
ვთქვათ,
მისი
ზნეობრივი
დაბნეულობაც..
იგი
ყველაფერზე
მაღლა
პოლიტიკას
აყენებს,
თვით
მეგობრობაზეც,
სიყვარულზეც
კი.
ამის
გამოა
მისი
ხშირი,
დაუზოგავი
კონფლიქტები
მცირე
პოლიტიკური
უთანხმოების
გამოც
კი
უახლოეს
მეგობრებთან,
რაც
ხშირად
სამუდამო
განშორებით,
უფრო
მეტიც,
მტრობითაც
კი
მთავრდება.
აქ
ის
ნამდვილად
გულწრფელია.
მას
ვერ
წარმოუდგენია,
რომ
არავითარი
პოლიტიკური
პოზიცია
არ
ღირს
იმად,
რომ
თუნდაც
ორ
მეგობარს
შორის
ჩატყდეს
ხიდი,
გაუარესდეს
დამოკიდებულება.
არადა,
ეს
არათუ
დემოკრატიის,
არამედ
პოლიტიკის
ჭეშმარიტი
მიზნის
უგულებელყოფაა
და
არა
ერთგულება.
მაგრამ
ამას
ვერ
გაიგებს
პოლიტიკაზე
ფანატიკურად
შეყვარებული
ადამიანი,
რადგან
ფანატიზმის
არსია
ასეთი.
თამარ
ჩხეიძისათვის
უცხოა,
უფრო
სწორად,
არაარსებითია,
მეორეხარისხოვანია
ჩვეულებრივი
ადამიანური
გრძნობები,
თუ
გნებავთ,
ადამიანური
სისუსტეები.
ამიტომ
ღიზიანდება
სხვებზე,
რომლებიც
მასავით
პოლიტიკას
არ
აყენებენ
ყველაფერზე
წინ,
რომლებიც,
ვთქვათ,
რაიმე
პოლიტიკურ
აქციაში
მონაწილეობის
ნაცვლად
მეგობრის
ქორწილში
ან
შეყვარებულთან
პაემანზე
მიდიან,
ნათესავის
დაკრძალვას
ესწრებიან,
მამისთვის
ექიმი
მოჰყავთ
და
ა.შ.
გასაგებია
მისი
ასეთი
პოლიტიკური
მაქსიმალიზმი,
მაგრამ
მას
ავიწყდება
(ფანატიზმი
ავიწყებს),
რომ
ასეთია
რეალური
ადამიანი,
ასეთია
ცხოვრების
რეალობა
და
ამას
ანგარიში
უნდა
გაეწიოს.
სწორედ
ესაა
პოლიტიკური
რეალიზმი,
რისგანაც
მოწყვეტა
არა
მხოლოდ
პოლიტიკური
მარცხის
წინაპირობაა,
არამედ
დანაშაულიც
- იმ
ხალხის,
იმ
ადამიანების
ღალატი,
რომელთა
წინამძღოლობის
პრეტენზიაც
ასეთ
პოლიტიკოსს
აქვს.
საერთოდ,
უარყოფითი
პიროვნული
ხასიათის
მქონე
პოლიტიკოსთა
მოღვაწეობა,
რასაკვირველია,
არც
ისე
საშიშია
ნორმალური,
დაწყობილი,
სტაბილური
ქვეყნისათვის.
მაგრამ
ჩვენში,
სადაც
პოლიტიკური
სიტუაცია
უაღრესად
დაძაბულია,
სადაც
უფსკრულზე
გაბმულ
ბეწვის
ხიდებზე
დავდივართ,
სადაც
ყოველ
ნაბიჯზე
შეიძლება
ნაღმს
გადააწყდე,
სადაც
უკიდურესი
სიფრთხილე
და
ათასჯერ
გაზომილი
მოქმედებაა
საჭირო,
სადაც
მოუზომავმა,
დაუფიქრებელმა
სიტყვამ
შეიძლება
ცეცხლზე
ნავთი
დაასხას,
- ადვილი
წარმოსადგენია,
რა
შედეგები
შეიძლება
მოიტანოს
ასეთი
თვისებების
მქონე
პოლიტიკოსთა
აქტიურმა
მოღვაწეობამ.
ადვილი
წარმოსადგენია-მეთქი,
ვამბობ,
მაგრამ
რაღა
წარმოდგენა
ამას
უნდა
- სამწუხაროდ,
ყველაფერი
სახეზეა,
ყველაფერს
პრაქტიკულად
ვხედავთ.
ამგვარ
პოლიტიკოსთა
უშუალო
მიზეზით
წარმოშობილი
შინააშლილობა
გამოიყენა
ჩვენმა
ყოველი
ჯურის
მტერმა.
რატომაც
არ
გამოიყენებდა?
მტერი
იმისი
მტერია,
შენი
უგნურება
გამოიყენოს
და
მოგერიოს.
არაფერი
საკვირველი
და
საოცარი
ამაში
არ
არის.
საკვირველი
და
საოცარი
ისაა,
რომ
პოლიტიკოსს
უწოდებ
თავს
და
ასეთი
მარტივი
ჭეშმარიტება
არ
გესმის...
●
საქართველოს
თანამდროვე
პოლიტიკური
ცხოვრების
ერთ-ერთი
საბედისწერო
მომენტი
იყო
ბორითის
ავტოავარია.
ეს
შემთხვევა
ჯერ
კიდევ
არ
განხილულა
ჯეროვნად,
არ
გაანალიზებულა.
გამოძიებაც
ზედაპირულად
და
არაობიექტურად
ჩატარდა.
დრო
იყო
ძალზე
არეული.
ჭირისუფლებმაც
დიდი
კეთილშობილება
და
სულგრძელობა
გამოიჩინეს...
არადა,
ეროვნულ
მოძრაობას
გამოეთიშა
ორი
დიდი
ფიგურა.
ზვიად
გამსახურდია,
მისთვის
ჩვეული
მეთოდით,
ავარიის
მოწყობას
აბრალებდა
რევაზ
ჩხეიძეს,
ჩხეიძეების
ოჯახს
(მამა-შვილს),
რომლებმაც,
მისი
თქმით,
„სუკ-ის
დავალებით“
მოაწყვეს
ეს
ავარია.
ზვიადის
მიმდევარი
„კარვის
ქალები“
პირდაპირ
თამარ
ჩხეიძეს
სდებდნენ
ბრალს
ავარიის
სპეციალურად
მოხდენაში.
ეს
ბრალდებები,
ცხადია,
ყოვლად
აბსურდული
და
ყოველგვარ
ლოგიკას
მოკლებული
იყო,
იმდენად
აბსურდული,
რომ
თამარ
ჩხეიძეს
საშუალება
მისცა,
სრულიად
ადვილად
ემტკიცებინა,
რომ
მის
მიმართ
არაობიექტურ
დამოკიდებულებას
ჰქონდა
ადგილი,
რომ
ავარიის
გამოძიებას
ტენდენციურად
წარმართავდნენ
და
პოლიტიკური
ანგარიშსწორებისათვის
გამოიყენებდნენ.
ამდენად,
ზვიად
გამსახურდიას
ცილისმწამებლურმა,
აბსურდულმა
გამოხდომებმა,
ფაქტობრივად,
იხსნა
თამარ
ჩხეიძე.
მან
ადვილად
შეძლო
ავარიის
საკითხისათვის
პოლიტიკური
ელფერი
მიეცა,
პოლიტიკური
დევნის
დამაჯერებელი
სურათი
დაეხატა.
თამარ
ჩხეიძეც
სუკ-ს
აბრალებდა
ავარიის
მოწყობას,
ოღონდ
ზვიად
გამსახურდიას
უშუალო
ჩარევით
თუ
მის
სასარგებლოდ.
ასეა
თუ
ისე,
რაც
მთავარია,
ავარიები
მხოლოდ
ვინმეს
მოწყობით
არ
ხდება.
ავარიები
უმეტესად
შემთხვევით
ხდება,
მეტწილად
გაუთვალისწინებელი
საავარიო
სიტუაციის
მიზეზით.
რა
თქმა
უნდა,
უაღრესად
პრინციპული
მნიშვნელობა
აქვს
იმის
გარკვევას,
ბორითის
ავარია
მოწყობილი
იყო
თუ
შემთხვევითი.
წინასწარ
ვიტყვი:
ბორითის
ავარია
მოწყობილი
არ
იყო.
იგი
სხვა
მიზეზით
მოხდა.
წინასწარ
ვიტყვი
იმასაც,
რომ
შემთხვევითი
ავარიის
შედეგად,
როდესაც
მძღოლს
ახლობელი
ადამიანები
ეღუპება,
სრულიად
არ
მიმაჩნია,
რომ
მძღოლი
უნდა
დაისაჯოს.
არც
ერთ
მძღოლს
არ
სურს
ავარია,
მით
უფრო
ახლობლების
დაღუპვა.
ეს
ყოველი
მძღოლისათვის
ენითაუწერელი
ტრაგედიაა.
არ
ვიცი
და
არც
მაინტერესებს,
როგორ
სჯიან,
ან
საერთოდ
სჯიან
თუ
არა
ასეთ
მძღოლებს.
მე
ამის
მორალური
მხარე
მაინტერესებს
მხოლოდ.
ახლობლების
დაღუპვაზე
მეტი
სასჯელი
არ
არსებობს
იმ
მძღოლისათვის,
რომლის
მიზეზითაც
ისინი
დაიღუპნენ.
ცხადია,
მძღოლის
დანაშაული
(და,
ალბათ,
სასჯელი)
იმის
მიხედვით
განისაზღვრება,
რა
წესები
დაარღვია
მან,
ჰქონდა
თუ
არა
იმ
მომენტში
მართვის
უნარი,
იყო
თუ
არა
ნასვამი,
დაარღვია
თუ
არა
მოძრაობის
წესები,
წესრიგში
ჰქონდა
თუ
არა
მანქანა
და
ა.შ.
ალბათ,
სასჯელსაც
ამის
მიხედვით
უსადაგებენ.
მაგრამ,
ვიმეორებ,
ვერავითარი
სასჯელი
ვერ
შეედრება
ასეთი
მძღოლის
სულიერ
ტრავმას,
პიროვნულ
ტრაგედიას.
ბორითის
ავარია
მე
ამჯერად
თამარ
ჩხეიძის
პოლიტიკური
თუ
სულიერი
პორტრეტის
წარმოსაჩენად
მაინტერესებს
და
არა
იმისათვის,
რომ
მისი
დასჯის
საკითხი
დავაყენო.
რას
ეფუძნება
ჩემი
არგუმენტები,
რომ
ავარია
შემთხვევით
მოხდა?
თუ
იმდროინდელ
პოლიტიკურ
ვითარებას
გავითვალისწინებთ,
სრულიად
ბუნებრივია
დავუშვათ,
რომ
მანქანაში
მყოფი
სამი
პოლიტიკური
ფიგურის
თავიდან
მოშორებით
ნამდვილად
იყვნენ
დაინტერესებულნი.
ამას
თუნდაც
ავარიისშემდგომი
მოვლენები
ადასტურებს
(საკმაოდ
დაგვიანებული
რეაგირება
ხელისუფლების
მხრიდან
დაშავებულთა
გადასარჩენად;
მერაბ
კოსტავას
გვამის
ექსპერტიზაზე
უარის
თქმა
ზვიად
გამსახურდიას
მიერ;
ზურაბ
ჭავჭავაძისათვის
რეანიმაციის
განყოფილებაში
ბოტკინის
დაავადების
შეყრა
სისხლის
გადასხმის
შედეგად
და
ა.შ.
ყველაფრის
ჩამოთვლა
შორს
წაგვიყვანს).
მაგრამ
ეს
სრულიადაც
არ
ნიშნავს
იმას,
რომ
ავარია
მაინცდამაინც
მოწყობილი
იყო:
ავარიის
შემდგომი
მოვლენების
თავიანთ
სასარგებლოდ
წარმართვა
გაცილებით
ადვილად
შეეძლოთ
ამ
ადამიანთა
თავიდან
მოშორების
მსურველებს,
ვიდრე
თვით
ავარიის
მოწყობა
იმ
სახით,
როგორც
ის
მოხდა.
ავარია
მოხდა
ისეთ
სიტუაციაში,
რომ
ავარიის
შანსიც
და
მანქანაში
მსხდომთა
დაღუპვის
შანსიც
პრაქტიკულად
ნულის
ტოლი
იყო,
თუკი
მძღოლს
მართვის
უნარი
ექნებოდა.
დავუკვირდეთ:
ავარია
მოხდა
გზის
სწორ
მონაკვეთზე,
მანქანების
არაინტენსიური
მოძრაობის
დროს
(ერთადერთი
შემხვედრი
მსუბუქი
მანქანა).
თამარ
ჩხეიძეს
არ
ახსოვს,
რამ
გადაურბინა
წინ
მანქანას,
- ძაღლმა,
ხბომ
თუ
საბურავმა.
დაჯახების
თავიდან
აცილების
მიზნით
მან
მკვეთრად
მოუხვია
და
დაამუხრუჭა,
რამაც
გამოიწვია
მანქანის
რამდენჯერმე
გადაყირავება,
რის
შემდეგ
იგი
დაეჯახა
შემხვედრ
მსუბუქ
მანქანას.
ახლა
განვსაჯოთ,
ამგვარი
საავარიო
სიტუაციის
შექმნაში
რამდენად
შესაძლებელია
სუკ-ის
ხელი
ერიოს.
სუკ-ს,
ვინ
იცის,
რამდენი
საშინელი
ავარია
და
ტერორისტული
აქტი
მოუწყვია,
მისი
გამოცდილება
უზარმაზარია,
მაგრამ
ამ
შემთხვევაში
მისი
ხელი
აქ
ნამდვილად
არ
ჩანს,
იმდენად
უმნიშვნელო
იყო
ალბათობა
ავარიის
„წარმატებით“
დამთავრების
თვალსაზრისით.
თუკი
ავარია
სუკ-მა
მოაწყო,
გამოდის,
რომ
სუკ-ის
ვინმე
წარმომადგენელი
ჩასაფრებული
იყო
გზის
პირას
და
მანქანის
მოახლოების
დროს
მანქანის
წინ
გამოუშვა
ძაღლი
თუ
ხბო,
ან
საბურავი
გამოაგორა.
მაგრამ
აქ
წამოიჭრება
კითხვა:
რა
გარანტია
იყო,
რომ
ძაღლი
თუ
ხბო
მაინცდამაინც
მანქანას
გადაურბენდა
წინ
და
გზის
გასწვრივ
არ
გაიქცეოდა?
საბურავისათვის,
ცხადია,
შეიძლებოდა
პირდაპირ
მიეცათ
გეზი.
მაგრამ
მოდით,
დავუშვათ,
რომ
ძაღლი
თუ
ხბო
გაწვრთვნილი
იყო
და
აუცილებლად
შეასრულებდა
სუკ-ის
დავალებას
- მანქანას
წინ
გადაურბენდა.
კი
ბატონო!
მაგრამ
მანქანის
წინ
ძაღლის
თუ
ხბოს
გადარბენა,
ან
საბურავის
გამოგორება
რა
ისეთი
საბედისწერო
საავარიო
სიტუაციის
შემქმნელია?
განა
სუკ-ს
ავარიის
მოსაწყობად
მეტი
„არსენალი“
არ
გააჩნია?
ანდა,
განა
მძღოლმა
ასეთ
ელემენტარულ
საავარიო
სიტუაციას
თავი
ვერ
უნდა
გაართვას?
ამ
სიტუაციაში
ავარია
მხოლოდ
იმ
შემთხვევაში
შეიძლება
მომხდარიყო,
თუ
მანქანა
ძალზე
დიდი,
დაუშვებელი
სიჩქარით
მოდიოდა,
ან
მძღოლი
იყო
გამოთიშული.
რაში
შეიძლება
გამოხატულიყო
ამ
ორივე
შემთხვევაში
სუკ-ის
როლი?
თუ
მანქანა
დიდი
სიჩქარით
მოდიოდა,
აქ,
ცხადია,
სუკ-ი
არაფერ
შუაშია
და
აშკარად
მძღოლია
დამნაშავე.
თუ
მძღოლი
გამოთიშული
იყო,
მაშინ
ისაა
გასარკვევი,
რის
გამო
იყო
გამოთიშული.
არსებობს
აზრი,
რომ
შეიძლებოდა
მძღოლი
სუკ-ს
გამოეთიშა
შორიდან
„დასხივებით“.
(ასეთი
აზრი
გამოთქვა
იმ
ხანებში
გაზეთმა
„მამულმა“,
რომლის
რედაქტორი
მაშინ
ტარიელ
ჭანტურია
იყო).
ეს
აზრიც,
რა
თქმა
უნდა,
გასათვალისწინებელია,
მაგრამ
თუ
ყველაფერს
კარგად
გავაანალიზებთ,
დავრწმუნდებით,
რომ
ამ
შემთხვევას
აქ
ადგილი
არ
ჰქონია.
ჯერ
ერთი,
სუკ-ს
რომ
შორიდან
გამოთიშვის
მეთოდი
გამოეყენებინა,
იგი
ამას
მოაწყობდა
არა
გზის
სწორ
მონაკვეთზე,
არამედ
სადმე
მოსახვევში,
ხრამის
პირას
(ასეთი
ადგილი
ამ
გზაზე
უამრავია),
რათა
გამოთიშულ
მძღოლს
მოსახვევი
ვერ
შეენიშნა
და
მანქანა
პირდაპირ
ხრამში
გადაჩეხილიყო,
რაც
მანქანაში
მსხდომი
სამივე
ადამიანის
დაღუპვის
რეალურ
შესაძლებლობას
შექმნიდა,
და
არც
ძაღლი,
ხბო
თუ
საბურავი
იქნებოდა
საჭირო
საავარიო
სიტუაციის
შესაქმნელად.
მეორეც,
ავარიის
მომენტში
მძღოლი
მთლად
გამოთიშული
არ
ყოფილა,
რადგან
რაღაცის
შემჩნევა,
სწრაფად
მოხვევა
და
დამუხრუჭება
შეძლო.
რომელ
სუკ-ს
შეეძლო
წარმოედგინა,
რომ
მძღოლი
მაინცდამაინც
ასეთ,
ყველაზე
უარეს
რეაქციას
მისცემდა
და
ასეთი
კატასტროფული
ავარიის
მოხდენას
„მოახერხებდა“?
მესამეც,
დავუშვათ,
რომ
სუკ-მა
ასეთი
წარმოუდგენელი
რამის
წარმოდგენაც
შეძლო,
მაგრამ
ის
როგორღა
უნდა
გაეთვალისწინებინა,
რომ
ავარიის
მომენტში
მერაბ
კოსტავა
და
ზურაბ
ჭავჭავაძე
ჩაძინებულნი
იქნებოდნენ?
არადა,
ისინი
რომ
ჩაძინებულნი
არ
ყოფილიყვნენ,
მანქანის
გადაყირავებისას
ალბათ
მოასწრებდნენ
რაიმესთვის
ხელის
ჩაჭიდებას
და
მთელი
სიმძიმით
არ
მიენარცხებოდნენ
ჭერსა
და
იატაკს,
და,
შესაბამისად,
არც
მძიმე
ტრავმებს
მიიღებდნენ.
ერთი
სიტყვით,
ყოველივე
ზემოთქმულის
გათვალისწინებით
სრულიად
დაუჯერებელია
ის
აზრი,
რომ
თამარ
ჩხეიძე
შორიდან
„დასხივებით“
გამოთიშა
სუკ-მა.
არადა,
ავარიის
მომენტში
თამარ
ჩხეიძე
ნამდვილად
რაღაცნაირად
გამოთიშული
იყო.
ამას
ადასტურებს
თუნდაც
ის,
რომ
მას
კარგად
არ
ახსოვს,
რამ
გადაურბინა
წინ
- ძაღლმა,
ხბომ
თუ
საბურავმა
(რომ
აღარაფერი
ვთქვათ
მოუხერხებელ,
არასწორ
რეაქციაზე).
რას
შეეძლო,
იგი
ასე
გამოეთიშა?
ბუნებრივად
მივდივართ
იმ
დასკვნამდე,
რომ
იგი
შეეძლო
გამოეთიშა
ჩვეულებრივ,
ადამიანურ,
„მამა-პაპურ“
მყისიერ
ჩათვლემას
(ჩათვლემა
ხომ
სიფხიზლისა
და
ძილის
საზღვარზეა).
ეს
არც
თუ
ისე
იშვიათი
მოვლენაა
მძღოლების
პრაქტიკაში.
(თამარ
ჩხეიძეს
შეუძლია
ეს
აზრი
შეამოწმოს
თუნდაც
მისსავე
თანარაზმელ,
ექიმ
თემურ
ლომაიასთან,
რომელიც
ჩათვლემის
თავიდან
ასაცილებლად
საჭესთან
ჯდომისას
განუწყვეტლივ
ლაპარაკობს,
ან,
თუ
მოსაუბრე
არ
ჰყავს,
მღერის...
თამარ
ჩხეიძესაც
იმ
მომენტში
მოსაუბრე
არ
ჰყავდა
- მერაბი
და
ზურაბი
ჩაძინებულნი
იყვნენ,
სიმღერა
კი
მან
არ
იცის...
ეს
- ხუმრობით,
თუმცა
რა
გვეხუმრება!..)
ახლა
ის
ვიკითხოთ,
რატომ
უნდა
მორეოდა
თამარ
ჩხეიძეს
თვლემა?
იყო
თუ
არა
ამისათვის
რაიმე
ობიექტური
წინაპირობა?
ვაი
რომ,
იყო!
საქმე
ის
გახლავთ,
რომ
თამარ
ჩხეიძეს
წინა
ღამით
ერთი
წუთითაც
არ
დაუძინია!..
ახლა
ისიც
ვიკითხოთ:
რატომ
არ
დაუძინია?
იქნებ
რაღაც
ისეთი
გადაუდებელი
პოლიტიკური
საქმე
ჰქონდა,
რომ
დაძინება
არ
შეიძლებოდა?
ვაი
რომ,
არა!
სრულიად
არავითარი!
აი,
სწორედ
აქ
გახლავთ,
როგორც
იტყვიან,
ძაღლის
თავი
დამარხული!
მისი
უძილობის
მიზეზი
გახლდათ
თამარ
ჩხეიძისათვის
დამახასიათებელი
უარყოფითი
პიროვნული
თვისებები
- ავადმყოფური
ჭირვეულობა,
პატივმოყვარეობა,
სიჯიუტე,
თავისნათქვამობა,
სხვათა
სურვილების
უგულებელყოფის
ხარჯზე
საკუთარი
სურვილის
შესრულების
მძაფრი,
ავადმყოფური
მოთხოვნილება...
ეს
თვისებები,
ცხადია,
პოლიტიკოსისათვის
სრულიად
მიუღებელი
და
დამღუპველია,
მაგრამ,
ვაი
რომ,
ამ
შემთხვევაში
სწორედ
ეს
თვისებები
გახდა
უშუალო
მიზეზი
ბორითის
საშინელი
ტრაგედიისა.
სანამ
მკითხველს
მოვუთხრობდე,
რა
მოხდა
ავარიის
წინა
ღამეს,
რა
იყო
მიზეზი,
რომ
თამარ
ჩხეიძეს
მთელი
ღამე
არ
დაუძინია,
წინასწარ
შევნიშნავ,
რომ,
როგორც
არ
უნდა
გაამართლოს
თავისი
იმღამინდელი
უძილობა
თამარ
ჩხეიძემ,
მას
უნდა
გამოეჩინა
იმდენი
წინდახედულება,
უფრო
სწორად,
პასუხისმგებლობა
(მაშ,
რიღასი
პოლიტიკოსია!),
და
დილით
საჭესთან
არ
უნდა
დამჯდარიყო
გამოძინების,
დასვენების
გარეშე
(მას
ხომ
ეროვნული
მოძრაობის
ორი
გამოჩენილი
ლიდერი
მოჰყავდა!),
რადგან
გრძელ
გზაზე
შეიძლება
თვლემა
მოერიოს
დასვენებულ,
გამოცდილ
მძღოლსაც,
არათუ
მთელი
ღამის
უძინარ
და
ნერვიულობით
დაღლილ
ცუდ
მძღოლს.
(ცუდი
მძღოლი
რომ
იყო,
ეს
ყველასათვის
ცნობილია,
ვისაც
მისი
მძღოლობა
უნახავს.
ამასვე
მოწმობს
ის
ფაქტიც,
რომ
მას
რამდენჯერმე
მოუვიდა
ავარია,
თუმცა
ყოველთვის
ადვილად
გადარჩა.
არ
დამავიწყდება
თბილისიდან
ქუთაისში
წასვლის
წინ
ზურაბ
ჭავჭავაძის
ნახევრად
ხუმრობით
ნათქვამი:
თამრიკოს
რომ
საჭეზე
ვსვამ,
თვითმკვლელობაზე
მივდივარო;
საჭეზე
მხოლოდ
იმ
შემთხვევაში
ვაჯენ,
როდესაც
ვერ
ვხედავ,
როგორ
მიჰყავსო,
ე.ი.
ან
როცა
მთვრალი
ვარ,
ან
როცა
მძინავსო.
ეს
იყო
ზურაბ
ჭავჭავაძის
ყველაზე
დიდი
შეცდომა.
იგი
საერთოდ
თამარ
ჩხეიძესთან
ერთ
მანქანაში
არ
უნდა
დამჯდარიყო.
ამას,
ცხადია,
გადატანითი
მნიშვნელობითაც
ვამბობ.
ზურაბ
ჭავჭავაძე,
რა
თქმა
უნდა,
აპირებდა
ამ
შეცდომის
გამოსწორებას,
მაგრამ,
სამწუხაროდ,
არ
დასცალდა).
დიახ,
თამარ
ჩხეიძემ
ვერც
წინდახედულება
გამოიჩინა
და
ვერც
პასუხისმგებლობა,
როდესაც
დილით
საჭესთან
დაჯდა
გამოძინების,
დასვენების
გარეშე.
შეიძლება
ითქვას,
ეს
უპასუხისმგებლობაა
თამარ
ჩხეიძის
რეალური
დანაშაული,
თუმცა
ამჯერად
მის
ამ
უპასუხისმგებლობას
მხოლოდ
პოლიტიკური
თვალსაზრისით
ვეხები.
მას,
რა
თქმა
უნდა,
გააჩნია
პასუხისმგებლობის
გრძნობა,
მაგრამ
პიროვნული
უარყოფითი
თვისებები
იწვევენ
მის
უპასუხისმგებლო
ქმედებებს.
ამის
ნათელი
დადასტურებაა
ავარიის
წინა
ღამის
მოვლენები.
გადავალ
მათ
აღწერაზე.
ილია
ჭავჭავაძის
საზოგადოების
გამგეობის
წევრები
12 ოქტომბერს
ქუთაისის
საზოგადოებრიობასთან
შესახვედრად
იყვნენ
მიწვეულნი.
რადგან
ასეთი
შეხვედრების
სული
და
გული
ყოველთვის
ზურაბ
ჭავჭავაძე
იყო,
თამარ
ჩხეიძის
დაჟინებული
მოთხოვნით
(რბილად
რომ
ვთქვათ)
ზურაბი,
მიუხედავად
იმისა,
რომ
ახალი
ნაავადმყოფარი
იყო
და
ჯერ
კიდევ
არ
იყო
გამოშუშებული,
მაინც
დათანხმდა
ქუთაისში
წასვლაზე.
ჩვენთან
ერთად
ქუთაისში
წამოვიდა
მერაბ
კოსტავა,
რათა
შეხვედროდა
წმინდა
ილია
მართლის
ქუთაისის
განყოფილების
წარმომადგენლებს,
რომლებიც
ქუთაისში
შიმშილობის
აქციას
მართავდნენ
საბჭოთა
არმიაში
სამხედრო
სამსახურის
საპროტესტოდ.
გზაში,
ქუთაისამდე
დაახლოებით
30 კმ
დაშორებით,
ბენზინი
გაგვითავდა.
იმ
ხანებში
ბენზინის
შოვნა
რატომღაც
ჭირდა,
ამიტომ
მთელი
საათი
მოგვიწია
დგომამ.
ბოლოს
მერაბ
კოსტავას
ნაცნობმა
ავტოინსპექტორმა
გვიშოვა
ბენზინი.
ქუთაისში
დაგვიანებით
ჩავედით.
შეკრებილი
ხალხი
უკვე
დაშლილიყო.
ხელახლა
შეკრებამაც
კარგახანს
გასტანა.
შეხვედრის
შემდეგ
მასპინძლებმა
რესტორანში
მიგვიწვიეს.
უკვე
საკმაოდ
გვიანი
იყო.
ცხადია,
არავითარი
კრიმინალი
არაა
იმაში,
რომ
მაგიდაზე
სასმელი
მოიტანეს.
თამარ
ჩხეიძემ
ზურაბ
ჭავჭავაძეს
ადრევე
მოსთხოვა,
რომ
თბილისში
იმ
დღესვე
დაბრუნებულიყვნენ.
მიზეზი
მეტისმეტად
ბანალური
იყო
- თამარ
ჩხეიძეს
არ
უყვარდა
სხვის
სახლში
ღამის
გათევა.
ვერც
სხვების
ქეიფის
ყურებას
იტანდა.
მაგრამ
აქ
საქმეში
ჩაერია
ობიექტური
გარემოება
- ბენზინი
არ
გვქონდა.
ერთ-ერთი
მასპინძელი
მის
საშოვნელად
წავიდა,
მაგრამ
საკმაოდ
გვიან
იყო
და
ვერ
იშოვა.
თამარ
ჩხეიძე
ცოტათი
შეზარხოშებულ
ზურაბს
შეუჩნდა,
რომ
თვითონ
წასულიყო
და
ეშოვა
ბენზინი.
ზურაბმა
უპასუხა,
რომ
რახან
მასპინძლებმა
ვერ
იშოვეს,
თვითონ
მით
უმეტეს
ვერ
იშოვიდა.
თამარმა
კატეგორიულად
მოსთხოვა,
რომ
ერთი
მისი
ნაცნობი
მოენახა.
ზურაბმა
აუხსნა,
რომ
ის
კაცი
ძალიან
შორეული
ნაცნობი
იყო,
მისამართიც
კი
არ
იცოდა
და
კიდეც
რომ
სცოდნოდა,
უხერხული
იყო
ასეთ
უდროო
დროს
მისი
შეწუხება,
და
ისიც
საკითხავია,
იშოვიდა
თუ
არა
ბენზინს.
თამარ
ჩხეიძემ
საყვედურები
დაუწყო,
რომ
მას
ქეიფი
უნდოდა
და
ამიტომ
არ
ცდილობდა
ბენზინის
შოვნას.
ამაზე
საკმაოდ
მძაფრად
შელაპარაკდნენ.
მასპინძლები
უხერხულ
მდგომარეობაში
ჩავარდნენ
და
კვლავ
გაგზავნეს
კაცი
ბენზინისათვის.
ისიც
ხელცარიელი
დაბრუნდა.
დაძაბულობა
თანდათან
იზრდებოდა.
თამარი
წამდაუწუმ
გაანჩხლებული
საყვედურობდა,
რომ
ბენზინი
სასწრაფოდ
ეშოვნა
სადმე,
რადგან
აქ
ღამის
გათევა
არ
სურდა.
სუფრაზე
ყველას
ხასიათი
წაუხდა.
მონახეს
მერაბ
კოსტავა
და
მას
სთხოვეს,
იქნებ
მის
ხალხს
ეშოვა
ბენზინი.
მერაბმაც,
როგორც
იტყვიან,
დაატრიალა
თავისი
ხალხი,
მაგრამ
არაფერი
გამოვიდა.
თამარ
ჩხეიძე
სულ
უფრო
და
უფრო
ანჩხლდებოდა,
ასევე
სულ
უფრო
და
უფრო
ჰკარგავდა
მოთმინებას
ზურაბი.
ღამის
2 საათისათვის
ქალაქის
ცენტრში
თამარ
ჩხეიძის
გააფთრებული
წივილ-კივილი
და
ლანძღვა-გინება
ისმოდა.
მას
ვერაფრით
აოკებდნენ.
ეს
იყო
უაღრესად
სამარცხვინო
სანახაობა.
მე
ვეღარ
ავიტანე
ამ
საზიზღრობის
ყურება
და
მოშორებით
მდგარ
მანქანაში
ჩავჯექი.
ცოტა
ხნის
შემდეგ
ზურაბიც
მოვიდა
და
საშინლად
გაღიზიანებულმა
და
წონასწორობიდან
გამოსულმა,
როგორც
იტყვიან,
„მრავალსართულიანი“
გინება
გაუშვა,
- აწი
მაგასთან
ერთად
სადმე
წამსვლელისო...
მე
წინადადება
წამოვაყენე,
იქნებ
როგორმე
დაგვეყოლიებინა
თამარი,
რომ
ჩემი
დის
ოჯახში
წამოსულიყო
(ჩემს
დისშვილს
იცნობდა)
და
იქ
დალოდებოდა,
თუ
ბენზინს
იშოვიდნენ.
გააფთრებული
თამარი
ძლივს
დაითანხმეს
ამაზე.
მერაბ
კოსტავა
სადღაც
იყო
გასული.
მის
ხალხს
დავუტოვეთ
მისამართი
და
ზურაბმა
თამარის
მანქანით
მიგვიყვანა
ჩემი
დის
სახლთან.
როგორც
კი
მე
და
თამარი
ბინაში
შევედით,
ზურაბი
უმალვე
გატრიალდა
უკან,
მეორე
მანქანაში
ჩაჯდა
და
გიზო
თავაძესთან
ერთად
წავიდა
(გიზო
თავაძე
ილია
ჭავჭავაძის
საზოგადოების
ქუთაისის
განყოფილების
ერთ-ერთი
ხელმძღვანელი
იყო).
თამარი
საწოლზე
ჩამოჯდა
და
ტირილი
დაიწყო.
დაწოლაზე
უარი
განაცხადა.
იჯდა
და
იცდიდა.
დაახლოებით
ორი
საათის
შემდეგ
მერაბ
კოსტავამ
დაიძახა.
თამარი
სასწრაფოდ
გაიჭრა
გარეთ
და
მერაბს
გაჰყვა.
ღამის
4 საათი
იქნებოდა.
ახლა
თვით
თამარ
ჩხეიძისა
და
ჩვენი
ქუთაისელი
მეგობრების
მონათხრობის
მიხედვით
გავაგრძელებ
ამ
ამბის
გადმოცემას.
თამარ
ჩხეიძის
გასვლის
შემდეგ
ჩემი
დის
ბინიდან
ის
და
მერაბ
კოსტავა
წასულან
მერაბ
გვაზავასთან
(ილია
ჭავჭავაძის
საზოგადოების
ქუთაისის
განყოფილების
ერთ-ერთ
ხელმძღვანელთან.
თამარმა
იცოდა
მისი
მისამართი),
მაგრამ
იგი
შინ
არ
დახვედრიათ.
გიზო
თავაძის
მისამართი
არ
იცოდნენ.
გათენებამდე
უცდიათ
მერაბ
გვაზავას
სახლთან,
მის
დაბრუნებამდე.
აღმოჩნდა,
რომ
თურმე
ზურაბი
და
მერაბ
გვაზავა
გიზო
თავაძის
ბინაში
ყოფილან.
თამარ
ჩხეიძის
ზღვარს
გადასული
ჭირვეულობით
გაღიზიანებული
და
წონასწორობიდან
გამოსული
ზურაბი
ბოღმის
მოსაკლავად
თურმე
დილამდე
სვამდა
მათთან
ერთად.
ასე
მიუგნიათ
ზურაბისათვის.
გაუღვიძებიათ.
ზურაბს
უთხოვია,
მის
გარეშე
წასულიყვნენ
თბილისში,
ცოტა
წაძინებისა
და
დასვენების
შემდეგ
თვითმფრინავით
წამოვალო,
უთქვამს.
თამარი
არ
მოშვებია
და
დაახლოებით
დილის
9 საათისათვის
გამოსულან
ქუთაისიდან.
(ჩემთან
არ
გამოუვლიათ,
რადგან
იცოდნენ,
რომ
ქუთაისში
ვრჩებოდი).
ზურაბს,
ცხადია,
მანქანის
მართვის
თავი
არ
ჰქონდა.
ის
და
მერაბი
ჩაძინებულნიც
კი
ყოფილან
ავარიის
მომენტში.
ერთი
სიტყვით,
თამარ
ჩხეიძეს
იმ
ღამით
ერთი
წუთითაც
არ
დაუძინია
მისივე
უსაზღვრო
ჭირვეულობის
მიზეზით!
სხვის
სახლში
ღამის
გათევა
არ
სურდა,
სურვილიც
ვერ
შეუსრულეს,
თუმცა
ბევრს
ეცადნენ.
ობიექტურ
მიზეზსაც
- რომ
ბენზინი
ვერავინ
იშოვა
- არ
გაუწია
მან
არავითარი
ანგარიში!
ყველაზე
საყურადღებო
და
ნიშანდობლივი
ამ
ამბავში
მაინც
ის
არის,
რომ
თამარ
ჩხეიძეს
თანდაყოლილი
(თუ
შემდეგ
შეძენილი)
პატივმოყვარეობის
გამო
არ
შეუძლია
საკუთარი,
თუნდაც
წვრილმანი
სურვილების
დათმობა,
თუნდაც
ამან
უკიდურესად
მწვავე
კონფლიქტის
სახე
მიიღოს
თავისივე
მეგობრებთან
და
თანამებრძოლებთან.
ამ
შემთხვევაშიც
ასე
მოხდა,
- დაღლილ,
ნაავადმყოფარ,
ამდენი
ცილისწამებით
ნერვებდაწყვეტილ
ზურაბს
უნდა
მიეტოვებინა
სასიამოვნო
სიტუაცია,
ანგარიში
არ
გაეწია
მაგიდის
წევრებისათვის,
რომლებიც
დიდ
პატივს
სცემდნენ
ზურაბს,
უნდა
შეწუხებულიყო
თვითონაც
(თანაც
უაზროდ)
და
უნდა
შეეწუხებინა
ისინიც,
ვისაც
ბენზინისათვის
მიადგებოდა
(ან
ვის
უნდა
მიდგომოდა?
ან
თუ
მიადგებოდა,
უშოვნიდნენ
კი?).
და
ეს
ყველაფერი
იმიტომ,
რომ
თამარ
ჩხეიძე
არ
შეწუხებულიყო
სხვის
ოჯახში
ღამის
გათევით.
რა
ისეთ
სიძნელეს
წარმოადგენდა
თამარ
ჩხეიძისათვის
სხვის
ოჯახში
ღამის
გათევა?
იგი
ხომ
ორ
წელიწადს
ათევდა
ღამეს
არათუ
სხვის
სახლში,
არამედ
ციხეშიც
კი!
მაგრამ
მისთვის,
ცხადია,
მთავარი
იყო
არა
ის,
რომ
სხვის
ოჯახში
მოუწევდა
ღამის
გათევა,
არამედ
ის,
რომ
სურვილს
არ
უსრულებდნენ!!!
აი,
ეს
არის
პატივმოყვარეობა,
თორემ
ნებისმიერ
უცნაურ
სურვილს
შეიძლება
გაუგოს
კაცმა.
თამარ
ჩხეიძემ
ახლა
შეიძლება
თქვას
- არა,
სხვა
მიზეზი
იყოო
(მოიგონებს
რამეს),
მაგრამ
სულერთია,
- მეგობრებთან
დამოკიდებულების
პრინციპი
ხომ
იგივე
რჩება!
რა
კავშირშია
ყოველივე
ეს
პოლიტიკასთან?
- შეიძლება
იკითხოს
ვინმემ.
თუნდაც
იმ
კავშირშია,
რომ
ყოველივე
ეს
გახდა
მიზეზი
(სულერთია
- პირდაპირი
თუ
არაპირდაპირი)
ეროვნული
მოძრაობის
უდიდესი
დანაკლისისა,
ორი
დიდი
მამულიშვილის
დაღუპვისა.
მაგრამ
თუნდაც
ეს
ტრაგიკული
შემთხვევა
არ
მომხდარიყო,
მთავარი
აქ
მაინც
სხვაა
- ესაა
ნორმალურ
ადამიანურ
ურთიერთობათა
მწვავე
დეფიციტი
ჩვენს
ეროვნულ
მოძრაობაში,
ჩვენს
პოლიტიკურ
არენაზე,
რაც
„უხასიათო“
პოლიტიკოსების
მიერაა
შექმნილი.
ცხადია,
რაც
უფრო
„უხასიათოა“
პოლიტიკოსი,
მით
უფრო
დიდია
მისი
„ღვაწლიც“
ამ
თვალსაზრისით.
თამარ
ჩხეიძის
მიერ
გამოწვეული
ის
სკანდალი
და
კონფლიქტი,
რაც
ავარიის
წინა
ღამით
ქუთაისში
მოხდა,
უბრალო
ყოფითმა
პრობლემამ
გამოიწვია.
ახლა
მკითხველმა
წარმოიდგინოს,
რა
კონფლიქტების
გამოწვევა
შეეძლო
თამარ
ჩხეიძეს
პოლიტიკურ
საკითხებში
უთანხმოებისას
(მისი
ცხოვრების
მთავარი
მიზანი
ხომ
პოლიტიკაა),
ეროვნული
მოძრაობის
ტაქტიკურ
გზებში
მისგან
განსხვავებულ
შეხედულებებთან
შეჯახებისას.
სწორედ
ამგვარმა
უგვანმა
ურთიერთობებმა
გამოიწვია
ეროვნულ
მოძრაობაში
ესოდენ
ტრაგიკული
განხეთქილებანი,
დაპირისპირებანი,
რაც
ბოლოს
იარაღის
გამოყენებამდე,
სამოქალაქო
ომამდე,
სისხლისღვრამდე
მივიდა.
ვინ
იცის,
რამდენი
ოჯახი
გააუბედურა,
რამდენი
ახალგაზრდა
ადამიანის
სიცოცხლე
შეიწირა
ამ
„უხასიათო“
პოლიტიკოსთა
„ურთიერთობების
გარკვევამ“.
ეს
ყველაფერი
ძალზე
მოხერხებულად
და
ჭკვიანურად
გამოიყენა
ჩვენმა
სხვადასხვა
ჯურის
მტერმა...
შესაძლოა,
პოლიტიკოსს
ეპატიოს,
როცა
ვერ
განჭვრეტს,
თუ
რა
ტრაგიკული
შედეგი
შეიძლება
მოჰყვეს
თავისივე
„უხასიათობის“
გამო
მთელი
ღამის
უძილობის
შემდეგ
გრძელ
გზაზე
მანქანის
მართვას,
მაგრამ
ის
კი
ნამდვილად
არ
ეპატიება,
როცა
ვერ
განჭვრეტს,
თუ
რამდენი
მსხვერპლი
და
სისხლისღვრა,
რამდენი
ნგრევა
და
უბედურება
შეიძლება
გამოიწვიოს
მის
და
მის
მსგავსთა
„უხასიათობებმა“
პოლიტიკურ
ცხოვრებაში,
დიდი
პოლიტიკური
გარდატეხების
გრძელსა
და
რთულ
გზაზე...
ნაწილი 2
ზოგიერთებს მიაჩნიათ, რომ
არ ღირს იმ ძველი ამბების გახსენება. მე მესმის მათი. მაგრამ ისინი ანგარიშს არ
უწევენ შემდეგ გარემოებებს:
თამარ ჩხეიძე დღესაც
განაგრძობს აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას და გარკვეულ გავლენასაც ახდენს რიგ
პოლიტიკურ ძალებზე. ამიტომ აუცილებელია, რომ მის ზნეობრივ სახეს, მის პოლიტიკურ
პორტრეტს კარგად იცნობდეს ხალხი, ამომრჩეველი, რომელიც ირჩევს ადამიანებს,
რომლებმაც საქართველოს ბედი უნდა გადაწყვიტონ.
ბორითის ავარია სწორედ
იმიტომ გავიხსენეთ, რომ ამ ტრაგედიამ, უფრო სწორად, მის შემდეგ განვლილმა ხუთმა
წელმა, უაღრესად აშკარად და თვალსაჩინოდ გამოკვეთა თამარ ჩხეიძის ზნეობრივი სახე,
პოლიტიკური პორტრეტი, და, სამწუხაროდ, არც თუ ისე დადებითად. ამის წარმოდგენა
თავიდან ნამდვილად არავის შეეძლო!..
ნორმალური პიროვნება,
რომელსაც თავისი მანქანით ავარიის გამო ახლობელი ადამიანები დაეღუპება,
ბუნებრივია, დიდი ხნის განმავლობაში განიცდის მწუხარებას და სინანულს, ხშირად
მთელი სიცოცხლის მანძილზეც კი.
სწორედ ასეთი სავარაუდო
მწუხარება და და სინანული ჰქონდათ მხედველობაში ყველა იმას, ვინც თამარ ჩხეიძეს
ეფერებოდა, თავზე ხელს უსვამდა, მასთან ავარიის ხსენებასაც კი ერიდებოდა, გული არ
ეტკინოსო.
განსაკუთრებული
სიფრთხილითა და ლმობიერებით ეპყრობოდა მას ზურაბ ჭავჭავაძის მამა - ბ-ნი ნიკო
ჭავჭავაძე (შეიძლება ითქვას, გადაჭარბებული სიფრთხილითა და ლმობიერებით).
როგორ უპასუხა თამარ
ჩხეიძემ საერთოდ მისადმი ასეთ ადამიანურ დამოკიდებულებას?
როგორ უპასუხა მან
კონკრეტულად ბ-ნ ნიკო ჭავჭავაძის - ზურაბ ჭავჭავაძის მამის (გასაგები მიზეზების
გამო განსაკუთრებით ანგარიშგასაწევი პიროვნების) ასეთ კეთილშობილურ, ლმობიერ,
ადამიანური სითბოთი და თანაგრძნობით სავსე დამოკიდებულებას?
ჯერ ამ მეორე კითხვას
ვუპასუხოთ.
დაუჯერებელია, მაგრამ
ფაქტია: ალბათ არავისგან არ მიუღია ბ-ნ ნიკოს იმდენი და იმგვარი შეურაცხყოფა, რაც
მას თამარ ჩხეიძემ მიაყენა.
მე უდიდეს ბოდიშს მოვუხდი
ბ-ნ ნიკო ჭავჭავაძეს, რადგან მასზე მიხდება ლაპარაკი, მაგრამ ეს აუცილებელია თამარ
ჩხეიძის პოლიტიკური პორტრეტის დახატვისათვის, მისი ზნეობრივი სახის
წარმოჩენისათვის. ამიტომ თუნდაც ძალიან გამიწყრეს და გამინაწყენდეს ბ-ნი ნიკო, მე
მაინც უნდა ვთქვა სათქმელი. მომავალი არჩევნებისას მაინც უნდა გაითვალისწინოს
ამომრჩეველმა ყველაფერი.
პირველი დიდი და
მოულოდნელი შეურაცხყოფა ბ-ნმა ნიკომ თამარ ჩხეიძისაგან 1990 წლის პირველი
მრავალპარტიული არჩევნების წინ მიიღო. ეს ძალიან საყურადღებო ეპიზოდია თამარ
ჩხეიძის პოლიტიკური პორტრეტის წარმოჩენის თვალსაზრისით, თუნდაც დღევანდელი
ვითარების გათვალისწინებით.
საქმე ასე იყო. ბ-ნ
ვახტანგ ძაბირაძის ინიციატივით (მაშინ იგი ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გამგეობის
წევრიც იყო და რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარეც) ინტელიგენციის რამდენიმე
გამოჩენილმა წარმომადგენელმა განცხადება გააკეთა მომავალ არჩევნებთან
დაკავშირებით.
განცხადებას ხელი მოაწერეს
ალექსანდრე ჯავახიშვილმა, ლანა ღოღობერიძემ, ელდარ შენგელაიამ და ნიკო ჭავჭავაძემ.
ბ-ნმა ვახტანგმა განცხადება დარბაზის სხდომაზე წაიკითხა. სხდომას ბ-ნი ნიკოც
ესწრებოდა და თამარ ჩხეიძეც. ისინი ახლოს ისხდნენ ერთმანეთთან. თამარ ჩხეიძემ წინ
დაიდო ეს განცხადება, ყურადღებით წაიკითხა, არ მოეწონა იგი და რამდენჯერმე
აღშფოთებით თქვა - ეს რა ნაძირლობააო! დიახ, სწორედ ნაძირლობად შეაფასა ეს
განცხადება! არადა, ხედავდა, რომ განცხადებას ბ-ნი ნიკოც აწერდა ხელს!
ბ-ნი ნიკო, საერთოდ,
ყოველთვის ცდილობდა თამარ ჩხეიძის თავხედური გამოხდომისათის ყური აერიდებინა,
საყვედური არ ეთქვა მისთვის, ფრთხილობდა, თამარ ჩხეიძეს სხვანაირად არ მიეღო
მისგან, როგორც ზურაბ ჭავჭავაძის მამისაგან ნათქვამი საყვედური. პირიქით, საყვედურის
ნაცვლად მიეფერებოდა ხოლმე. ეს რამდენჯერმე თავად აღიარა ბ-ნმა ნიკომ. ეს არცაა
გასაკვირი - იგი ხომ უკეთილშობილესი ადამიანია!
ბ-ნი ნიკო ამჯერადაც ასე
მოიქცა, არაფერი უპასუხა მას, თუმცა აშკარად შეეტყო, რომ ძალიან შეურაცხყოფილად და
დამცირებულად იგრძნო თავი.
განცხადება მეორე დღეს
უნდა გამოქვეყნებულიყო, უკვე მიტანილი იყო გაზეთის რედაქციაში. ბ-ნი ნიკო, როგორც
შემდეგ გახდა ცნობილი, დაუკავშირდა რედაქციას და თავისი ხელმოწერა ამოაღებინა.
შემდგომში თამარ ჩხეიძე „თავს
იმართლებდა“, -„ნაძირლობა“ ბ-ნი ნიკოს მისამართით კი არა, განცხადების მისამართით
ვთქვიო. დიდი შეღავათია, არა? ჭეშმარიტად „ბრძნული“ თავის მართლებაა! არა გვგონია,
თამარ ჩხეიძეს დიდად ესიამოვნოს, მის რაიმე განცხადებას რომ „ნაძირლობა“ უწოდონ და
თავი იმართლო, „ნაძირლობა“ თამარ ჩხეიძის მიმართ კი არა, მისი განცხადების მიმართ
ვიხმარეთო.
თუ რას წარმოადგენდა ის
განცხადება, იყო თუ არა ის „ნაძირლობა“, ამას თვითონ განსჯის მკითხველი, რადგან
მის ტექსტს ქვემოთ მოვიყვან. მაგრამ რა მიუღებელიც არ უნდა ყოფილიყო ის
განცხადება, განა მასზე აზრის გამოთქმა სხვაგვარად არ შეიძლებოდა? ბ-ნ ნიკო
ჭავჭავაძეს, ან თუნდაც სხვა ხელმომწერს, თამარ ჩხეიძისაგან ასეთი რამ ეკადრებოდა?
ვთქვათ, მართლაც მიუღებელი განცხადება იყო, განა თამარ ჩხეიძეს არ შეეძლო ბ-ნი
ნიკოსათვის ასე მიემართა: „ბ-ნო ნიკო, ეს განცხადება პოლიტიკურად გაუმართლებელია
და ძალიან გთხოვთ, თქვენი ხელმოწერა ამოიღეთო“. განა ბ-ნი ნიკო ისეთი ვინმეა, რომ
ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ინტერესები არ გაეთვალისწინებინა და თავისი
ხელმოწერა არ ამოეღო, თუ ამის საჭიროებას ნორმალური სიტყვებით დაუსაბუთებდნენ?
ცხადია, განცხადების „ნაძირლობად“
შეფასება ყოვლად გაუმართლებელი და შეურაცხმყოფელი იქნებოდა ნებისმიერი ხელმომწერის
მიმართ, მაგრამ როცა თამარ ჩხეიძე ბ-ნ ნიკო ჭავჭავაძეს (კიდევ ვიმეორებ - ზურაბ
ჭავჭავაძის მამას!) ასე მიმართავს, რით უნდა ავხსნათ ეს? იგი ან შეგნებულად
შეურაცხყოფს ამ ადამიანს (ე.ი. უზნეო და უზრდელია), ან ვერ ხვდება, რომ ეს
შეურაცხყოფა და უზნეო საქციელია (ე.ი. ფსიქიურად არასრულყოფილია, გარკვეული დოზით
შეურაცხადია). გინდ ასე იყოს და გინდ ისე, ეს პოლიტიკოსისათვის დიდი მინუსია
(რბილად რომ ვთქვათ).
მკითხველს, რომელიც თამარ
ჩხეიძეს, როგორც პოლიტიკოსს, გარკვეულად კეთილი თვალით უყურებს, ალბათ ეჭვი
შეეპარება, იქნებ მართლაც მიუღებელი განცხადება იყოო. თამარ ჩხეიძის საქციელი
იმდენად განსაცვიფრებელია, რომ სრულიად მართალი იქნება მკითხველი, ასეთი ეჭვი
დაებადოს.
ავტორიტეტების ნაკლებად
მწამს, მაგრამ ის ფაქტი, რომ განცხადება ბ-ნ ვახტანგ ძაბირაძის მიერ იყო ორგანიზებული
და მას ხელს აწერდნენ ინტელიგენციის ზემოთხსენებული გამოჩენილი წარმომადგენლები,
თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ განცხადება მაინც და მაინც „ნაძირლობა“ არ უნდა
ყოფილიყო.
მაგრამ იქნებ თამარ ჩხეიძე
ისეთ თვალშეუდგამ სიმაღლეზე დგას, რომ ყველაფერი, რაც მას არ მოსწონს, მართლაც
ნაძირლობაა?
ყველაფერი რომ ნათელი
გახდეს, ახლა იმ ავადხსენებული განცხადების შესახებ გიამბობთ და მის ტექსტსაც
გაგაცნობთ.
1990 წლის 30 აგვისტოს
რუსთაველის საზოგადოების იმჟამინდელმა პრეზიდენტმა ბ-ნმა აკაკი ბაქრაძემ გამოაქვეყნა
განცხადება, რომელშიც გამოთქმული იყო იდეა კომუნისტური პარტიის წინააღმდეგ
უზენაესი საბჭოს არჩევნებისათვის ყველა ოპოზიციური ძალის ერთ ბლოკად გაერთიანების
შესახებ. ამას, ცხადია, საფუძვლიანად ასაბუთებდა. ბ-ნ ვახტანგ ძაბირაძის მიერ
ორგანიზებული ზემოთხსენებული განცხადებაც ბ-ნი აკაკის ამ იდეის მხარდასაჭერად იყო
გამიზნული. აი, ისიც:
„საქართველოს მოქალაქენო!
30 აგვისტოს „ახალგაზრდა ივერიელში“
გამოქვეყნდა სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების მიმართვა ერთიანი
ოპოზიციური საარჩევნო ბლოკის შესაქმნელად.
ჩვენ მივესალმებით რუსთაველის საზოგადოების
მოწოდებას ოპოზიციური ძალების ერთიანობისაკენ და ვითვალისწინებთ რა რეალურ
პოლიტიკურ სიტუაციას, მოვუწოდებთ ყველა დემოკრატიულ პოლიტიკურ ორგანიზაციას და
პარტიას - მოვახდინოთ ჩვენი ძალების კოორდინაცია, გავერთიანდეთ დემოკრატიული,
სამართლებრივი, თავისუფალი საქართველოს შესაქმნელად.
ჩვენ მივმართავთ საქართველოს ყველა
მოქალაქეს, ყველა ამომრჩეველს განურჩევლად ეროვნებისა და სარწმუნოებისა,
მივმართავთ იმათაც, ვინც დღეს კომპარტიის წევრია, შეიგნოს, რომ მისი სამშობლოს
ბედი ბეწვზე ჰკიდია, რომ დემოკრატიისათვის ბრძოლა მხოლოდ დემოკრატიული მეთოდებით
შეიძლება, რომ მხოლოდ პიროვნულ ამბიციებზე მაღლა მდგომი, ეროვნულ და საკაცობრიო
ღირებულებათა დამცველი ზნეობრივი, კომპეტენტური უზენაესი საბჭო შესძლებს
საქართველოს ისტორიის ეს უძნელესი მონაკვეთი აქციოს გარდამავალ პერიოდად
უუფლებობიდან სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობამდე, რომ მხოლოდ -
დემოკრატიული პოლიტიკური წყობილება,
პიროვნული თავისუფლება,
რელიგიური და ეროვნული შემწყნარებლობა,
სამოქალაქო, სამეურნეო და შემოქმედებითი
თავისუფლება -
არის როგორც ქვეყნის, ასევე ყოველი
პიროვნების ღირსებისა და თავისუფლების გარანტი.
ღრმად გვწამს, რომ საქართველო, რომელმაც
მრავალ ჭირ-ვარამს გაუძლო და დღემდე მოვიდა, კიდევ ერთხელ დაამტკიცებს თავის
გონიერებას, მხარს დაუჭერს ჭეშმარიტად დემოკრატიულ ოპოზიციას და აირჩევს ღირსეულ
უზენაეს საბჭოს, რომელიც ამ სამართლიან, დემოკრატიულ და ჰუმანურ პრინციპებს
რეალობად აქცევს.
ალექსანდრე ჯავახიშვილი,
ლანა
ღოღობერიძე, ელდარ შენგელაია
1 სექტემბერი,
1990 წ.“
აი, ამ განცხადებას აწერდა
ხელს ბ-ნი ნიკო ჭავჭავაძეც. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მან თავისი ხელმოწერა გაზეთში
გამოქვეყების წინ ამოიღო.
ახლა გულზე ხელი დაიდოს
ყოველმა პატიოსანმა მკითხველმა და თქვას - რა არის ნაძირლობა ამ განცხადებაში?
განა მართლაც ნაძირალა არ უნდა იყოს ადამიანი, რომ ეს განცხადება „ნაძირლობად“
შეაფასოს, და, მით უმეტეს, ბ-ნი ნიკოს მისამართით?
ქ-ნმა თამარმა მაშინ ეს
განცხადება „ნაძირლობად“ იმიტომ შეაფასა, რომ ზვიად გამსახურდიასთან ერთად ერთ
ბლოკში ყოფნა არ უნდოდა. ამაში მართლაც არის ლოგიკა - ბოლოს და ბოლოს, ზვიად
გამსახურდია იყო ის პიროვნება, რომელიც ზურაბ ჭავჭავაძეს უმსგავსი ცილისწამებებით
სიცოცხლე გაუმწარა და მაშინაც კი ესროდა ლაფს, როდესაც იგი სიკვდილს ებრძოდა.
მაგრამ, ჯერ ერთი, პოლიტიკური რეალობის თვალსაზრისით საქართველოს
კეთილდღეობისათვის იმჟამად სწორედ რომ ერთიანი ბლოკის შექმნა სჯობდა (როგორც მალე
აღმოჩნდა), რადგან უზენაეს საბჭოში გაცილებით მეტი მოხვდებოდა ზვიად
გამსახურდიასთან ოპოზიციაში მყოფი შედარებით ჯანსაღი ეროვნული ძალები, ვიდრე
ცალ-ცალკე პარტიებად მონაწილეობით მოხვდა. აღარაფერს ვამბობ იმ პარტიებზე,
რომლებიც ბოიკოტს უცხადებდნენ არჩევნებს. აი, სწორედ თამარ ჩხეიძისა და
ბოიკოტისტების „ბრძნული“ პოლიტიკის წყალობა იყო, ზვიად გამსახურდიამ ასე ადვილად
რომ მიაღწია უზენაეს საბჭოში სასურველ უმრავლესობას, რისი გამოყენებითაც
ყოველგვარი, თუნდაც ოდნავ განსხვავებული აზრიც კი ჩაჰკლა, თავისი ყოფილი
მეგობრებიც კი („მრგვალი მაგიდის“ თითქმის ნახევარი) გადაიმტერა და მერე მის
ჩამოგდებას ამდენი სისხლი და ნგრევა მოჰყვა. თუნდაც საშუალო დონის პოლიტიკოსს
ყოველივე ამის გათვლა არ უნდა გასჭირვებოდა.
მეორეც, მაშინ თუ ეთაკილებოდა
ქ-ნ თამარს ზვიად გამსახურდიასა და მისი მომხრეების გვერდით დგომა, დღეს რატომღაა
მათთან „ჩახუტებული“? ცხადია, პოლიტიკური მიზნით -შევარდნაძის წინააღმდეგ! აი, ისევ პოლიტიკა ზნეობაზე წინ! აი, ასეთი „პრინციპული“
გახლავთ თამარ ჩხეიძე!
დიახ, ის განცხადება თურმე
„ნაძირლობა“ არ ყოფილა! ბ-ნი ნიკო ჭავჭავაძე აგრე ადვილად არ ცდება ხოლმე! ხოლო
თამარ ჩხეიძე იმ განცხადების შეფასებაშიც ბრიყვულად შეცდა (ეს არაა დიდი ცოდვა -
ვინ აღარ ცდება!), და, რაც მთავარია, ბ-ნ ნიკო ჭავჭავაძეს, რომელიც არ შემცდარა,
უზნეოდაც მოექცა! დიახ, ბ-ნ ნიკო ჭავჭავაძეს - ზურაბ ჭავჭავაძის მამას - ვის
წინაშეც თამარ ჩხეიძე მიწამდე თავდახრილი უნდა დადიოდეს!..
თამარ ჩხეიძის თანარაზმელებმა
რამდენჯერმე მისაყვედურეს ამ ეპიზოდის გახსენების გამო. აქაოდა, ნიკო ჭავჭავაძის
ავტორიტეტს ეფარებიო, მას შენი დაცვა არ სჭირდებაო, მერე რა მოხდა, „ნაძირლობა“
რომ იხმარა მის მიმართ თამარ ჩხეიძემ, სამაგიეროდ, კარგი პოლიტიკოსიაო.
ვუპასუხებ ჩემს
ოპონენტებს.
ეს ეპიზოდი იმწამსვე
ამოიწურებოდა, თამარ ჩხეიძეს რომ ბოდიში მოეხადა ბ-ნი ნიკოსთვის, ან თამარ ჩხეიძის
თანარაზმელებს მათი „ბელადის“ საქციელი თუნდაც რბილად დაეგმოთ. მაგრამ მსგავსი
არაფერი მომხდარა, პირიქით - თავადვე ღიზიანდებიან, როდესაც ამ ეპიზოდს ვიხსენებთ.
მე კი ამ ეპიზოდზე იმიტომ
ვამახვილებ ყურადღებას, რომ მასში ყველაზე უკეთ, ყველაზე ნათლად, ყველაზე
არაორაზროვნად ჩანს თამარ ჩხეიძის ზნეობრივი სიდუხჭირე, ან, თუ გნებავთ, ფსიქიური
არასრულფასოვნება. როცა რაიმეს დასაბუთება უნდათ, სწორედ ასეთ არაორაზროვან,
ცალსახად აღსაქმელ შემთხვევებს იმოწმებენ
ხოლმე. ნიკო ჭავჭავაძის ავტორიტეტის გამოყენება აქ აბსოლუტურად არაფერ
შუაშია, და, რა თქმა უნდა, არც მისი დაცვა, რაც ბ-ნ ნიკოს ნამდვილად არ სჭირდება
არც ჩემგან და არც არავისგან.
რაც შეეხება ბ-ნ ნიკო ჭავჭავაძის მიმართ თამარ
ჩხეიძის მიერ „ნაძირლობის“ხმარებას, მავანთა აზრით, თურმე „მერე რა მოხდა,
სამაგიეროდ კარგი პოლიტიკოსიაო“, ამის კომენტარს აღარ გავაკეთებ (დაე, მკითხველმა
თავად განსაჯოს), რადგან მე ამჯერად მხოლოდ თამარ ჩხეიძის პოლიტიკური პორტრეტის
წარმოჩენა მაინტერესებს და არა მისი თანარაზმელების.
აღარ გავაგრძელებ თამარ
ჩხეიძის მიერ ბ-ნ ნიკო ჭავჭავაძის შეურაცხყოფის
ფაქტების დაწვრილებით ჩამოთვლას - ილია ჭავჭავაძის საზოგადოების მეორე
ყრილობაზე თავმჯდომარის პოსტის შემოღებასთან დაკავშირებით; პარლამენტის სხდომაზე
მის მიერ გაკეთებული განცხადება ედუარდ შევარდნაძის სახელმწიფოს მეთაურად
დასახელებასთან დაკავშირებით; პარლამენტის სხდომებზე მისი იგნორირება და გამიჯვნა
(ბ-ნ გურამ ყორანაშვილთან ერთად), და, საერთოდ, მთელი ბოლო წლის განმავლობაში ილია
ჭავჭავაძის საზოგადოების წევრთა შორის მისი პრესტიჟის შელახვის მცდელობა (საზოგადოების
გარეთ რას ლაპარაკობენ მასზე, ამის შესახებ აღარას ვამბობ).
მკითხველი ადვილად დამერწმუნება
იმაში, რომ, როცა თამარ ჩხეიძე ასე თავხედურად ეპყრობა ბ-ნ ნიკო ჭავჭავაძეს
(რომელიც, ჯერ ერთი, საყოველთაო პატივისცემით შემოსილი პიროვნებაა, და, მეორეც,
ზურაბ ჭავჭავაძის მამაა, რაც თამარ ჩხეიძისათვის განსაკუთრებით ანგარიშგასაწევი
უნდა იყოს!), რაღა თქმა უნდა, ასევე მოეპყრობა, მით უმეტეს, სხვებსაც. სწორედ მისი
თავხედური ქცევების მიზეზით მოარიდა თავი ბევრმა ღირსეულმა პიროვნებამ ილია
ჭავჭავაძის საზოგადოებაში შემოსვლას, ბევრი კი საზოგადოებიდან გავიდა. აღარას
ვამბობ ილია ჭავჭავაძის საზოგადოებაში მომხდარ განხეთქილებებზე, რომლის ერთადერთი
მიზეზი თამარ ჩხეიძეა.
ბ-ნ ნიკო ჭავჭავაძესთან
მისი დამოკიდებულება სრულიად ნათლად გვიჩვენებს, თუ როგორ ინახავს იგი ზურაბ
ჭავჭავაძის ხსოვნას.
მაგრამ ზოგიერთი ეჭვიანი
მკითხველისათვის შეიძლება ეს არ აღმოჩნდეს საკმარისი.
ფაქტები, რომლებიც ქვემოთ
უნდა მოვიყვანო, იმდენად ამაზრზენი და დაუჯერებელია, რომ მეშინია, ვინმემ
ცილისწამებად არ ჩამითვალოს.
●
იმის ნაცვლად, რომ თავისი
დღენი სინანულში გაეტარებინა ორი ბრწყინვალე პიროვნების დაღუპვის გამო მისი
დანაშაულებრივი უპასუხისმგებლობის მიზეზით, იგი სწორედ პირიქით მოიქცა. ზურაბ
ჭავჭავაძის სახელისა და ხსოვნის პატივისცემის ნაცვლად, თითქოს ჯიბრზე, ყველაფერს
მტრობს და აბუჩად იგდებს, რაც ზურაბის სახელს უკავშირდება.
მივყვეთ ფაქტებს.
ბ-ნი ნიკო ჭავჭავაძესთან
მისი დამოკიდებულების შესახებ უკვე ვთქვით. იმასღა დავამატებ, რომ თამარ ჩხეიძემ
ბ-ნ ნიკოსთან ერთად ფაქტობრივად მოიკვეთა ზურაბის ოჯახის წევრებიც და ახლობლებიც.
თამარ ჩხეიძემ მოიკვეთა
და, თავისი ჭკუით, „გააუქმა“ ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ყვარლის გაერთიანება
(ყვარლის გამგებელს ამ გაერთიანების გაუქმების „ბრძანება“ გაუგზავნა). ეს
განყოფილება კი საქართველოში ყველაზე დიდი მოწიწებითა და სიყვარულით ინახავს ზურაბ
ჭავჭავაძის სახელს, ყველაზე ერთგულად მიჰყვება მის გზას და, ბოლოს და ბოლოს, მისი
წმინდა საფლავის პატრონი და მცველია.
თამარ ჩხეიძემ გააუქმა
(რეალურად გააუქმა) ყვარლის გაერთიანების გაზეთი „დურუჯი“, რომლის დაარსებაც
ზურაბის სახელთანაა დაკავშირებული და რომელსაც თამარ ჩხეიძის „ივერიასავით“
არასოდეს დავიწყნია ზურაბი.
თამარ ჩხეიძე პოლიტიკური
კონიუნქტურის საფუძველზე ილია ჭავჭავაძის საზოგადოების სახელით (და თავისი „ხელქვეითების“
თანადგომით) თვითნებურად დაუმეგობრდა ყოფილ „მრგვალებს“ (დღევანდელ „მრგვალებსაც“),
იმ ადამიანებს, რომლებიც ზურაბ ჭავჭავაძეს მაშინაც კი ლანძღავდნენ, ლაფს ესროდნენ
და გულუბრყვილო ბრბოს მასზე ამხედრებდნენ, როდესაც იგი ორთვენახევრის მანძილზე რეანიმაციის
განყოფილებაში იწვა სულთმობრძავი (არაა გამორიცხული, ზურაბის სიკვდილის მიზეზიც
მათ მიერ გაბრიყვებული რომელიმე უგნური მედიცინის მუშაკი იყო, რომელმაც „ხალხის
მტერ“ ავადმყოფისკენ ბოტკინით დაავადებული სისხლი დამშვიდებული „პატრიოტული“
სინდისით გაატარა).
თამარ ჩხეიძემ ფაქტობრივად
ჩაკლა ილია ჭავჭავაძის საზოგადოებაში ზურაბისეული მეგობრული სულისკვეთება,
დემოკრატიული სული, ადამიანური ურთიერთობანი, ჯანსაღი სიხალისე... სადაც ეს
ყველაფერი შენარჩუნებული იყო, ის გაერთიანება „გააუქმა“; ისინი, რომლებიც ყოველივე
ამას ინარჩუნებდნენ, მოიკვეთა და გარიცხა.
თამარ ჩხეიძემ ილია
ჭავჭავაძის საზოგადოებაში ზურაბის დროს მიმდინარე ილიასეული მრავალმხრივი,
მჩქეფარე საქმიანობა ვიწროპარტიული ჩხირკედელაობის რელსებზე გადაიყვანა, რითაც,
ფაქტობრივად, საზოგადოების წევრთა უმრავლესობა აქტიური საქმიანობისაგან გამოთიშა და ისინი საკუთარი პოლიტიკური „გათვლებისა“
და პიროვნული მიზნების პასიურ მოწმეებად და შემსრულებლებად აქცია.
თამარ ჩხეიძემ გაამრუდა და
გააუკუღმართა ზურაბ ჭავჭავაძისეული გზა არაქართველებთან ურთიერთობის საკითხში,
კერძოდ, სრულიად მიივიწყა აფხაზეთის საკითხში ზურაბ ჭავჭავაძის შორსგამიზნული,
კეთილშობილური, ცივილიზებული გზა და მთლიანად გაიზიარა ბორის კაკუბავას ლამის
ფაშისტური მიდგომა. სხვათა შორის, მინდა გავიხსენო ერთი ნიშანდობლივი ფაქტი ზურაბ
ჭავჭავაძის დამოკიდებულების შესახებ ბორის კაკუბავას მიუღებელი შეხედულებებისადმი
აფხაზეთის საკითხში. 1989 წლის 25 მარტს სოხუმში ჩატარდა ილია ჭავჭავაძის
საზოგადოების დიდი მიტინგი. მიტინგის მსვლელობა, რა თქმა უნდა, გარკვეულად
წინასწარ დაიგეგმა. ზურაბ ჭავჭავაძე კატეგორიულად მოითხოვდა, მიტინგზე სიტყვით არ
გამოსულიყო ბორის კაკუბავა. როგორც იქნა, დიდი კამათის შემდეგ, თამარ ჩხეიძე დაითანხმა.
მაგრამ მიტინგის მსვლელობის დროს თამარ ჩხეიძემ მოულოდნელად დაარღვია შეთანხმება
და საკუთარი ინიციატივით სიტყვა მისცა ბორის კაკუბავას...
ერთი სიტყვით, რაც ზურაბის
სახელს უკავშირდება, თამარ ჩხეიძე, თითქოს ვისიმე ჯიბრზე, ყველაფერს მტრობს და
აბუჩად იგდებს.
ერთადერთი ძაფი, რაც თამარ
ჩხეიძეს აკავშირებდა განსვენებული ზურაბ ჭავჭავაძის ხსოვნასთან, იყო...
მაგრამ ამაზე ცოტა ქვემოთ.
ჯერ ორიოდე სიტყვა მინდა
ვთქვა მკითხველის სავარაუდო რეაქციის შესახებ.
ყოველივე ზემოთქმულს რომ
წაიკითხავს, განცვიფრებული მკითხველი უსათუოდ იტყვის: ზურაბ ჭავჭავაძის ხსოვნას,
კი ბატონო, არ სცემს პატივს თამარ ჩხეიძე, ეს, ბოლოს და ბოლოს, ზნეობის საკითხია.
მაგრამ ამდენი რამ თუ შეძლო ამ გაწრიპულმა გოგომ, ამდენ ხალხს თუ მოერია და აჯობა,
- ზოგი გარიცხა, ზოგი გააძევა, ზოგი ჩაქოლა, ზოგს ენა ჩააგდებინა, - ის ყოფილა,
რაც ყოფილა, ნამდვილი ყარამან ყანთელი და უძლეველი ფალავანიო. პოლიტიკოსობისთვის
სწორედ ასეთი ძლიერი პიროვნებაა საჭიროო. ზოგიერთ მკითხველს შეიძლება გარკვეული
სიმპათიაც კი გაუჩნდეს თამარ ჩხეიძის მიმართ.
მკითხველის ასეთი
სავარაუდო რეაქცია ჩემთვის სრულიად გასაგები იქნება.
მართლაც, არსებობენ
ადამიანები, რომლებიც, თანდაყოლილი ბუნებრივი თვისებების წყალობით, ახერხებენ დიდი
ზეგავლენის მოხდენას სხვებზე. ისინი მრძანებლური ხასიათის, ძლიერი ნების მქონე
ადამიანები არიან. ისინი მისდაუნებურად გამოირჩევიან ხოლმე სხვებისაგან და
მეტწილად ხელმძღვანელებად, წინამძღოლებად, ლიდერებად გვევლინებიან.
იმედი უნდა გავუცრუო თამარ
ჩხეიძის მიმართ სავარაუდო სიმპატიით განწყობილ მკითხველს: თამარ ჩხეიძე ასეთი
ტიპის პიროვნება ნამდვილად არ არის!
მაშ, როგორ აღწევს იგი
ამდენ „წარმატებებს“, როგორ „სჯობნის“, როგორ „ერევა“ ამდენ ხალხს? - იკითხავთ
თქვენ.
აგიხსნით.
სრულიად მარტივი და
პრიმიტიულია მისი „წარმატებების“ საიდუმლო. ესაა ჭირვეული ბავშვის მეთოდი, შეთავსებული
პოლიტიკოსის საშუალო უნართან.
გინახავთ, ალბათ, ჭირვეული
ბავშვი, რომელიც, როცა რაიმეს არ უსრულებენ, ანჩხლობს, ტირის, ბრაზობს, ამტვრევს
ყველაფერს, სცემს ყველას. ვერაფრით ვერ აჩერებენ, ვერაფერს უხერხებენ, და ბოლოს
დათმობაზე მიდიან. ხომ არ მოკლავენ! არადა, მისი მშობლები და ოჯახის წევრები
სრულიად სერიოზული, სოლიდური და გავლენიანი პირებიც კი შეიძლება იყვნენ. დიახ,
ფაქტია, რომ მათ „სჯობნის“ ჭირვეული ბავშვი, „იმარჯვებს“ მათზე, თავის ჭკუაზე
დაატარებს მშობლებსა და უფროსებს.
სწორედ ასეთ მეთოდს
(როგორც ჩანს, ბავშვობაში „შემუშავებულს“) იყენებს თამარ ჩხეიძე ადამიანებთან
ურთიერთობაში, პოლიტიკურ საქმიანობაში. როდესაც სურს თავისი გაიტანოს (ყოველთვის
სურს!) და წინააღმდეგობას უწევენ, იგი ანჩხლობს, ილანძღება, იკაწრება, შეურაცხყოფს
ოპონენტს... ბევრი ვერ უძლებს ამას და დათმობაზე მიდის. ვინც დათმობაზე არ მიდის,
ის ან საერთოდ შორდება მას, ან დაუსრულებელი, ყოველდღიური ჩხუბი აქვს მასთან
(ზურაბ ჭავჭავაძე, მერაბ კოსტავა). ჭირვეულობა, ანჩხლობა თამარ ჩხეიძის ნაცადი
იარაღია. სამწუხაროდ, ბევრს აშინებს ეს იარაღი.
ამ მეთოდის - ჭირვეულობის,
ანჩხლობის გარეშე თამარ ჩხეიძე სრულიად უმწეო და უსუსური იქნებოდა, უკეთეს
შემთხვევაში, ერთ უჩინარ პოლიტიკოსად დარჩებოდა.
ჭირვეული, ანჩხლი ბავშვიც,
თავისთავად, როგორც ბავშვი, უმწეო და უსუსურია, მაგრამ იგი მაშინვე „ძლიერი“
ხდება, როგორც კი ჭირვეულობას და ანჩხლობას იწყებს, მაშინ იგი „სჯობნის“, „ერევა“
მშობლებს, უფროსებს.
ასეთივე „ძლიერია“ თამარ
ჩხეიძეც. მის „სიძლიერესა“ და „გამარჯვებებს“ ზუსტად ისეთივე საფუძველი აქვს, როგორც
ჭირვეული, ანჩხლი ბავშვის „სიძლიერესა“ და „გამარჯვებებს. ყოველ შემთხვევაში,
ლომის წილი თამარ ჩხეიძესთან სწორედ ამ მეთოდზე მოდის.
მეთოდი მეთოდია, მაგრამ
თამარ ჩხეიძის შემთხვევაში უფრო მიუღებელ და ავადმყოფურ მოვლენასთან გვაქვს საქმე,
ვიდრე ანჩხლი, ჭირვეული ბავშვის შემთხვევაა. საქმე ისაა, რომ ბავშვმა არ იცის, რომ
მისი საქციელი უზნეობაა და ამიტომ იქცევა ასე. თამარ ჩხეიძე კი, როგორც იტყვიან, „დიდი
გოგოა“, განათლებულიც ბატონო, უმაღლეს დამთავრებული ისტორიკოსი, პოლიტიკოსობის
პრეტენზიის მქონე, „გათვლებისა“ და „ანალიზების“ ოსტატი, პარლამენტარი! და ასეთმა
პიროვნებამ ვერ მონახა სხვა უკეთესი გზა გამარჯვებებისა და წარმატებების
მისაღწევად გარდა იმისა, რომ ამ ბავშვურ უზნეობა-ჭირვეულობას შეუხამოს თავისი
საშუალო დონის პოლიტიკოსის უნარი. ბავშვური მეთოდის გამოყენება, თუნდაც დამატებით
ხერხად, ამ ხნის ქალისაგან თავისთავად სიმახინჯეა. თუ ამ მეთოდს იგი შეგნებულად,
გაცნობიერებულად იყენებს, ეს, ცხადია, დასაგმობი და უღირსი საქციელია. ხოლო თუ
გაუცნობიერებლად იყენებს, მაშინ, ცხადია, რაღაც ფსიქიკურ არასრულფასოვნებასთან
გვაქვს საქმე.
ახლა ზემოთ გაწყვეტილი
სიტყვა გავაგრძელოთ.
ზურაბ ჭავჭავაძის
ხსოვნასთან დამაკავშირებელ ერთადერთ ძაფზეღა ვლაპარაკობდით.
დიახ, თამარ ჩხეიძემ ყველა
ძაფი გაწყვიტა. ერთადერთი ძაფიღა იყო ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ოფისი.
ვაი, რომ ამაზეც წარსულ
დროში უნდა ვილაპარაკოთ.
ღირს ამ საკითხზე
დაწვრილებით შეჩერება.
1989 წლის მაისში
რუსთაველის საზოგადოების მაშინდელმა პრეზიდენტმა ბ-ნმა აკაკი ბაქრაძემ ზურაბ
ჭავჭავაძეს შესთავაზა ერთი ოთახი რუსთაველის საზოგადოების კუთვნილი შენობიდან
(ე.წ. კადეტთა კორპუსი) ილია ჭავჭავაძის საზოგადოების სამუშაო ოთახისათვის -
ოფისისათვის. მანამდე საზოგადოებას ოფისი არ ჰქონდა. ზურაბ ჭავჭავაძე სიამოვნებით
დათანხმდა. ეს რომ თამარ ჩხეიძემ გაიგო, ქოშები უკუღმა ჰყარა - არავითარ
შემთხვევაში, რას იტყვიან, ოთახი მთავრობამ მოგვცაო. დიდი კამათისა და
ჭაპანწყვეტის შემდეგ ზურაბმა, როგორც იქნა, თავისი გაიტანა (მართალ კაცს არ
ეშინია, რას იტყვიან მასზე!).
სანახევროდ დანგრეული
ოთახი ზურაბმა თითქმის თავისი ხელით შეაკეთა, გაჯით შელესა, მოაწყო. შეიძინა
მაგიდები, სკამები, სხვა საჭირო ნივთები. საზოგადოებას მართლაც ძალიან წაადგა ეს სამუშაო
ოთახი. მუშაობა მთელი ძალითა და ენერგიით წარიმართა. სამუშაო ოთახი საზოგადოების
წევრთა საყვარელი თავშესაყარი გახდა. ხშირად მოდიოდა აქ მერაბ კოსტავა. ამ ოთახში
იმართებოდა კრებები, სხდომები, მიღებები, შეხვედრები. აქ მოდიოდნენ უცხოელები,
ჟურნალისტები. აქ ხდებოდა მოლაპარაკებები სხვადასხვა პარტიებისა და პოლიტიკური
ძალების წარმომადგენლებთან, საქართველოში მცხოვრებ თუ სტუმრად მყოფ
არაქართველებთან.
დიდი დიპლომატიური უნარის
მქონე, ღრმად განათლებული, უაღრესად ჰუმანური და რაინდული ბუნების მატარებელი
ზურაბ ჭავჭავაძე ღირსეულად ხვდებოდა ყველას. არასოდეს დამავიწყდება ეს შეხვედრები.
რამდენიმე თვის შემდეგ
ძაძებით შეიმოსა ილია ჭავჭავაძის საზოგადოების სამუშაო ოთახი.
საზოგადოების დარბაზმა
გადაწყვიტა, ამ ოთახში ზურაბ ჭავჭავაძის მემორიალური მუზეუმი დაეარსებინათ მომავალში.
შეიძლება ჩვენს საკითხს მაინც და მაინც არ უკავშირდებოდეს,
მაგრამ მაინც მინდა გავიხსენო 1991 წლის 21 სექტემბერი, როდესაც ზვიადისტებმა
დაარბიეს ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ოფისი. ეს ის ღამე იყო, როდესაც რუსთაველის
პროსპექტზე არსებულ ბარიკადებზე იქნა მიტანილი იერიში. სამუშაო ოთახშ იმ ღამით
მარტო ვაყავი. დილას, დაახლოებით ექვსის ნახევარზე, ჩვენს ოფისში შემოიჭრა ათიოდე
პირი, ექვსი ავტომატიანი, ერთი ქალი. დარბევის სცენების აღწერით არ შევაწყენ
მკითხველს თავს, მხოლოდ ერთს აღვნიშნავ: დამრბევებმა ხელი არ ახლეს ზურაბ
ჭავჭავაძის პორტრეტებს... ეყოთ ამდენი ჭკუა!.. მათაც კი პატივი სცეს გარდაცვლილ ადამიანს,
თანაც პოლიტიკურ ოპონენტს.
(სხვათა შორის,
დამრბევებმა მთელი ჩვენი მცირე ქონება წაიღეს - საბეჭდი მანქანები, დიქტოფონი,
მეგაფონები... ბევრი ქონება არ გვქონდა... ხელისუფლებისადმი გაგზავნილ
განცხადებაში კი აღნიშნული იყო - ჩემი ენერგიული პროტესტის მიუხედავად - თითქოს
დამრბევებს წაეღოთ კომპიუტერი, ქსეროქსი, ვიდეოაპარატურა და სხვა!.. აქაოდა, რა
გვენაღვლება, მაინც არაფერს დაგვიბრუნებენო, ხოლო თუ დაგვიბრუნებენ, ბარემ ესენიც
გამოვტყუოთო. ეს ცრუპენტელა გამომძალველები ახლა თამარ ჩხეიძის გვერდით
ბრძანდებიან).
როგორც ზემოთ აღვნიშნე,
შენობა, რომელშიც ჩვენი ოფისი იყო, ეკუთვნის რუსთაველის საზოგადოებას.
გადაწყვეტილი იყო შენობის საფუძვლიანი რეკონსტრუქცია.
რუსთაველის საზოგადოების
წარმომადგენლებმა მოგვთხოვეს, რომ რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით დაგვეტოვებინა
შენობა. იმასაც დაგვპირდნენ, რეკონსტრუქციის შემდეგ დაგაბრუნებთო.
მიუხედავად იმისა, რომ
მათი მოთხოვნა სამართლიანი იყო, ჩვენმა წარმომადგენელმა ბ-ნმა ჯუმბერ კოპალიანმა
რუსთაველის საზოგადოების ხელმძღვანელობას სთხოვა ამ ოთახის შენარჩუნება, აუხსნა
მისი მნიშვნელობა. მისმა დასაბუთებულმა თხოვნამ, შემდეგ კი კატეგორიულმა მოთხოვნამ
გასჭრა, მის ავტორიტეტსაც გაუწიეს ანგარიში - რუსთაველის საზოგადოების
ხელმძღვანელობა დათმობაზე წავიდა, თუმცა ეს იწვევდა შენობის რეკონსტრუქციის
პროექტის მნიშვნელოვან გადამუშავებას. ამ ოთახთან ერთად რეკონსტრუქციის გარეშე
დარჩა რამდენიმე ოთახისაგან შემდგარი ფლიგელი, რომელიც, შემდეგში, ასევე ბ-ნ
ჯუმბერ კოპალიანის დიდი მცდელობით (მთავრობის თავმჯდომარესთან, ქალაქის მერთან და
სხვა დიდი თანამდებობის პირებთან შეხვედრების შემდეგ) მთლიანად ილია ჭავჭავაძის
საზოგადოებას გადმოეცა. (ძალიან კი დაუფასეს ბ-ნ ჯუმბერს ეს ღვაწლი თამარ ჩხეიძემ
და მისმა თანარაზმელებმა! აიღეს და გარიცხეს საზოგადოებიდან! თუმცა, არათუ ეს
ღვაწლი, არამედ ილია ჭავჭავაძის საზოგადოებაში მის თავდაუზოგავ მოღვაწეობასაც
უსირცხვილოდ გადაუსვეს ხაზი!).
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს,
რომ ამ ოთახის შენარჩუნებასთან დაკავშირებით რუსთაველის საზოგადოების
წარმომადგენლებთან დავაში ყველაზე მეტად აქტიურობდა თამარ ჩხეიძე. მაგრამ ბ-ნი
ჯუმბერი (და სხვებიც) თუ წყნარად, გასაგებად, ადამიანური ენით
უხსნიდა მათ, თუ რა ძვირფასი იყო ჩვენთვის ეს ოთახი, თამარ ჩხეიძე მისთვის
დამახასიათებელი სიანჩხლით, შეურაცხმყოფელი სიტყვების კორიანტელით „უმტკიცებდა“
მათ, რომ ზურაბის ხელშენახებ ამ ოთახს არავითარ შემთხვევაში არ დათმობდა. ასეთმა
სიანჩხლემ კინაღამ საქმეც კი გაგვიფუჭა მაშინ. ისევ ჩვენ -„წყნარებს“- გაგვიწიეს
ანგარიში.
გავიდა დრო. ილია
ჭავჭავაძის საზოგადოებაში მოხდა დიდი განხეთქილება. გამგეობის, დარბაზის და
საზოგადოების წევრთა უმრავლესობის (გამგეობის 11 წევრიდან 6, დარბაზის 52 წევრიდან
28) გადაწყვეტილებით დაინიშნა და 1994 წლის 5 თებერვალს (ზურაბ ჭავჭავაძის
დაბადების დღეს) ყვარელში ჩატარდა რიგითი მესამე ყრილობა, რომელსაც არ დაესწრნენ
თამარ ჩხეიძის მომხრეები. ყრილობის გადაწყვეტილებები, სამწუხაროდ, ხელისუფლებამ არ
დააკანონა (იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობამ აღიარა, რომ თავი აარიდეს თამარ
ჩხეიძის წივილ-კივილს). საზოგადოების ბეჭედი და სხვა იურიდიული ატრიბუტები
დარჩენილი უმცირესობის ხელში დარჩა. მათ გამოიყენეს ეს უპირატესობა და
უმრავლესობის დაუკითხავად გაჰყიდეს ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ოფისი - ზურაბ
ჭავჭავაძის მომავალი მემორიალური ოთახი.
კარგად გრძნობენ, თუ რა
უღირსი საქციელი ჩაიდინეს, თამარ ჩხეიძემ და მისი რაზმის წევრებმა თვალთმაქცურად
ისე გააფორმეს, თითქოს ოფისი კი არ გაჰყიდეს, არამედ ორწლიანი იჯარით გასცეს.
ეს რომ სრული სიყალბე და
საზოგადოებისათვის თვალებში ნაცრის შეყრაა, ამას მოწმობს თუნდაც ის ფაქტი, რომ ოფისი
„იჯარით“ მისცეს სააქციო კომერციულ ბანკს „ივერთბანკს“.
საერთოდ, დღემდე მსოფლიოში
არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, შენობას იჯარით იღებს ის, ვისაც გარკვეული
დროის მანძილზე იგი აუცილებლად სჭირდება მთლიანად ან ნაწილობრივ შიგ
განსათავსებლად. „ივერთ-ბანკს“ კი ისეთი კოხტა და მშვენიერი შენობა აქვს (ვისაც
იგი უნახავს, დამერწმუნება), შიგ რომ შეხვალ, გამოსვლა აღარ მოგინდება. რატომ უნდა
აეღო იჯარით „ივერთბანკს“ ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ნახევრად დანგრეული ოფისი?
(ერთადერთი ოთახი, რომელშიც მუშაობა შეიძლებოდა, ზურაბ ჭავჭავაძის ის მემორიალური
ოთახი იყო).
თამარ ჩხეიძის მომხრენი
ამტკიცებენ, „ივერთბანკი“ გაარემონტებს ჩვენს ოფისს და შემდეგ დაგვიბრუნებსო.
ტყუილის თქმასაც ჭკუა
უნდა! თამარ ჩხეიძეს, ეტყობა, ჭკუაც გამოაცალა გაბოროტებამ.
ნუთუ „ივერთბანკის“ ხელმძღვანელობა
ისეთი გულუბრყვილოა, ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ოფისი იჯარით აიღოს, სანაცვლოდ
სხვა საოფისე ფართი უყიდოს (თუ უქირაოს), შემდეგ ოფისი გაარემონტოს და ორი წლის
შემდეგ ილია ჭავჭავაძის საზოგადოებას უთხრას - აჰა, მობრძანდით, ჩაიბარეთ
გაკრიალებულ-გაჩახჩახებული ოფისიო.
ასეთი გულუბრყვილო არათუ
პრესტიჟული ბანკის მმართველი, არამედ რომელიმე ქეციანი ჯიხურის პატრონიც არ
იქნება!
თამარ ჩხეიძე და მისი
რაზმელები თვალში ნაცარს გვაყრიან, მაგრამ ფაქტებს სად გაექცევიან?
ფაქტი კი ისაა, რომ „ივერთბანკს“
ილია ჭავჭავაძის საზოგადოების სამუშაო ოთახი მხოლოდ იმისთვის უნდა, რომ შეუერთოს
მის ქვემო სართულზე არსებულ თავის მომავალ ოფისს. გასაგებია „ივერთბანკის“
პოზიცია.
ამის მიხვედრას, ცხადია,
დიდი გენიოსობა არ უნდა (მხოლოდ თამარ ჩხეიძის მომხრეები „ვერ ხვდებიან“!), მაგრამ
საეჭვო რომ არაფერი იყოს, იმასაც ვიტყვი, რომ ბანკის მმართველმა პირველივე
შეხვედრაზე გვითხრა: ხელშეკრულებაში იჯარა სწერია, მაგრამ, არ დაგიმალავთ, რა თქმა
უნდა, შესყიდვაზე მოვილაპარაკეთო (თანხა არ გვითხრა).
კრიტიკას ვერ უძლებს ის „არგუმენტიც“,
რომ თითქოსდა არ შეიძლებოდეს ბანკის ზემო სართულზე სხვა ორგანიზაციის ყოფნა.
თვალთმაქცურად რომ გაიძახიან, ოფისი იჯარით ორი წლით გავეცითო, როგორ, ორი წლის
შემდეგ დასაშვები გახდება „ბანკის ზემოთ“ ყოფნა?
ახლა ერთი „მგლისკენაც“
ვთქვათ: თამარ ჩხეიძეს მე ნამდვილად დადებით ქულად ვუთვლი, რომ მასაც სამარცხვინო
საქციელად მიაჩნია ოფისის (ზურაბ ჭავჭავაძის მემორიალური ოთახის) გაყიდვა. ეს
იქედან ჩანს, რომ ამ სამარცხვინო საქციელის შესანიღბავად მან ეს საწყალობელი და
უსუსური რამ მოიფიქრა - ვითომდაც იჯარით გაცემა!..
ახლა ისიც ვიკითხოთ,
ჰქონდათ თუ არა იურიდიული უფლება თამარ ჩხეიძეს და მის რაზმელებს ოფისის გაყიდვისა
საზოგადოების გამგეობისა და დარბაზის უმრავლესობის თანხმობის გარეშე?
მორალურ უფლებაზე აღარას
ვიტყვი - ეს მგლის თავზე სახარების კითხვა იქნება!..
იურიდიული უფლება კი
ნამდვილად არ ჰქონდათ,- საზოგადოების ოფისის გასხვისების მომენტში ილია ჭავჭავაძის
საზოგადოება იურიდიულად ისევ ერთიანი იყო (რადგან მესამე ყრილობის
გადაწყვეტილებები იურიდიულად არ დააკანონეს), ამიტომ ოფისის გასხვისების
თანხმობაზე ხელი უნდა ჰქონოდა მოწერილი გამგეობის წევრების უმრავლესობას (11-დან
6-ს), ანუ თამარ ჩხეიძის მომხრე 5 წევრს და კიდევ თუნდაც ერთ-ერთს თამარ ჩხეიძის
მოწინააღმდეგებიდან (ნიკო ჭავჭავაძე - ზურაბ ჭავჭავაძის მამა, გურამ ყორანაშვილი,
იოსებ ბანძელაძე, ტარიელ ღვინიაშვილი, რომ არაფერი ვთქვათ საზოგადოებიდან უკანონოდ
გარიცხულებზე - ჯუმბერ კოპალიანსა და ამ წერილის ავტორზე). რახან ასე არ იყო, ოფისის
გასხვისების ხელშეკრულება, ცხადია, იურიდიულად უკანონოა.
სხვათა შორის, „ივერთბანკის“
მმართველთან შეხვედრისას, როდესაც ჩვენ მას ავუხსენით, რომ თანხმობაზე ხელი არ
ჰქონდათ მოწერილი გამგეობის 11 წევრიდან მინიმუმ 6-ს, იქვე „შემოსწრებულმა“ გელა
ნიკოლაიშვილმა (თამარ ჩხეიძის რაზმეულის წევრმა, გამგეობაში უკანონოდ, სასწრაფოდ
შეყვანილმა) ამაზე განაცხადა, - თქვენ ილია ჭავჭავაძის საზოგადოების წევრები აღარა
ხართ და ერთ დროს ჩვენი წევრი ლოთი ქობალიაც კი იყოო. დიახ, ასე თქვა, არ ვცრუობ!
ნიკო ჭავჭავაძის (ზურაბ ჭავჭავაძის მამის!!!) მისამართით თქვა ასე (სხვებზე რომ
აღარაფერი ვთქვათ).
მართლაცდა, არა აქვს
ზოგჯერ საზღვარი ადამიანის ურცხვობას! რას იზამ, იგრძნობა თამარ ჩხეიძის კლასი!..
მაშ ასე, ოფისის გაყიდვით
გაწყდა ის უკანასკნელი ძაფი, რომელიც თამარ ჩხეიძეს ზურაბ ჭავჭავაძის ხსოვნასთან
აკავშირებდა.
მაინც როგორ უნდა აიხსნას
თამარ ჩხეიძის საქციელი?
გუშინ თუ გააფთრებით
იბრძოდა იმისათვის, რომ ზურაბ ჭავჭავაძის ოთახს თითიც არ დაჰკარებოდა, დღეს ასე
ადვილად, ასე გულცივად რატომ შეელია მას?
ორში ერთია: ან
თვალთმაქცობდა მაშინ და ზურაბ ჭავჭავაძის სახელით სპეკულირებდა (ერთის მხრივ,
ოფისის შენარჩუნებისათვის, მეორეს მხრივ, იმის საჩვენებლად, დახეთ, როგორი
პატივისცემით ვინახავ მის ხსოვნასო), ან დღეს შეიცვალა და ზურაბ ჭავჭავაძის სახელი
და ხსოვნა მისთვის არარაობად იქცა.
ორივე შემთხვევაში მისი
საქციელი ერთი სახელით უნდა შეფასდეს - ამორალური!
თამარ ჩხეიძის რაზმელები
მსაყვედურობენ ხოლმე - თამარ ჩხეიძის წინააღმდეგ ზურაბ ჭავჭავაძის სახელით
სპეკულაციას ეწევიო; მართალია, სულ ჩხუბობდნენ, მაგრამ მაინც ერთად იყვნენო.
ვუპასუხებ მათ.
საქმე ის გახლავთ, რომ
როდესაც ადამიანზე, მის ზნეობრივ სახეზე მსჯელობენ, სწორედ ამგვარ არაორაზროვან,
ცალსახად აღსაქმელ შემთხვევებს იმოწმებენ. ზურაბ ჭავჭავაძის ხსოვნის მიმართ თამარ
ჩხეიძის დამოკიდებულება ყველაზე უკეთ, ყველაზე ნათლად, ყველაზე არაორაზროვნად
აჩვენებს თამარ ჩხეიძის ზნეობრივ სახეს. ზურაბ ჭავჭავაძის სახელით სპეკულაცია აქ
აბსოლუტურად არაფერ შუაშია. ვინც მართლა ეწევა ასეთ სპეკულაციას, ეს ილია
ჭავჭავაძის საზოგადოების ოფისის შენარჩუნების (ზურაბის სახელის გამოყენებით) და
შემდეგ მისი გაყიდვის ფაქტით ჩანს.
რაც შეეხება იმას, თამარ
ჩხეიძე და ზურაბ ჭავჭავაძე სულ ჩხუბობდნენ, მაგრამ მაინც ერთად იყვნენო, ვუპასუხებ
მათ: კი, იყვნენ! მაგრამ იყვნენ სულ რაღაც
წელიწადნახევარი, ჩვენ კი, გარიცხულებმა და შერისხულებმა, თამარ ჩხეიძეს თითქმის
შვიდი წელი გავუძელით! და ბოლოს მაინც დავშორდით! ზურაბ ჭავჭავაძეს ყელში ჰყავდა
ამოსული თამარ ჩხეიძე და ცოტაც რომ დასცლოდა, ნახავდით, როგორ იქნებოდნენ ერთად!
კიდევ კარგი, ბევრს ახსოვს ზურაბ ჭავჭავაძის აზრი ამის შესახებ.
ერთხელ კიდევ დავუბრუნდეთ ბორითის ავარიას და
თამარ ჩხეიძის დამოკიდებულებას ზურაბ ჭავჭავაძის ხსოვნის მიმართ.
ზემოთაც ვთქვი, - იმის ნაცვლად, რომ თავისი
დღენი სინანულში გაელია, თამარ ჩხეიძე სრულიად პირიქით მოიქცა. თითქოს სატანა
შეუჯდა და არ იცის, რას აკეთებინებსო, ისე იქცევა. ზურაბ ჭავჭავაძის სახელისა და ხსოვნის
პატივისცემის ნაცვლად, თითქოსდა ჯიბრზე, ყველაფერს მტრობს და აბუჩად იგდებს, რაც
ზურაბის სახელს უკავშირდება: შეურაცხყოფს მის მამას; საზოგადოებიდან რიცხავს მის
მეგობრებს; აუქმებს ზურაბის მშობლიური ყვარლის უძლიერეს ორგანიზაციას; ამრუდებს და
აუკუღმართებს საზოგადოებრივ-პოლიტიკური საქმიანობის ზურაბისეულ გზას; „ეხუტება“
ზურაბის სახელისა და ღირსების შემბღალველებს; ჰყიდის ზურაბის მემორიალურ ოთახს...
არ ვიცი, ალბათ რაღაც
პარადოქსულ, უნიკალურ მოვლენასთან, რაღაც ჯერარგაგონილ გადახრასთან გვაქვს საქმე
ფსიქოლოგიური მეცნიერების თვალსაზრისით... არადა, ეს ქალი პარლამენტარია,
საქართველოს ბედ-იღბლის ერთ-ერთი გადამწყვეტი...
ასეა თუ ისე, ბორითის
ავარიის შემდგომ განვლილმა დრომ მეტისმეტად მკვეთრად, რელიეფურად წარმოაჩინა თამარ
ჩხეიძის ზნეობრივი სახე, მისი პოლიტიკური პორტრეტი. ვაი რომ, მეტისმეტად უარყოფითი
სახით...
ზნეობრივი კათარზისის აქტი
არ შედგა. სინანულისთვის შეუღწევადი აღმოჩნდა თამარ ჩხეიძის ატროფირებული სული.
ახლა უკვე ყველაფერი
ნათელია: თამარ ჩხეიძე არ აღმოჩნდა მისადმი ასე უხვად გამოვლენილი თანაგრძნობის,
მოფერების, სიბრალულის, ლმობიერების ღირსი. ადამიანურმა სითბომ, გულმოწყალებამ,
კეთილშობილებამ ამჯერად ნაყოფი არ გამოიღო - ნიადაგი დახვდა მეტისმეტად
არაადექვატური, მწირი და გამოფიტული.
ზემოთ აღვნიშნე, ძნელი
ასახსნელია-მეთქი, რა არის თამარ ჩხეიძის უდიერი დამოკიდებულების მიზეზი ზურაბ
ჭავჭავაძის ხსოვნისადმი. და მაინც ვერ ვუძლებ ცდუნებას, ავხსნა. მარტო „სატანის
შეჯდომა“ არა კმარა ამის ასახსნელად.
მიზეზი გახლავთ ისევ მისი უარყოფითი პიროვნული
თვისებები - პატივმოყვარეობა, პირველობის ჟინი, ამბიციურობა. თამარ ჩხეიძეს სურს,
ყველა ემორჩილებოდეს, ვინც მის ირგვლივაა, მის აზრს დაეთანხმოს, მის გზას გაჰყვეს.
მას აქვს წინამძღოლობის, გამორჩეულობის პრეტენზია. მაგრამ, ვაი რომ, ხშირად
სურვილი ერთია, შესაძლებლობა სხვა. სურვილსა და შესაძლებლობას შორის შეუსაბამობის
იგნორირება ხშირად ამახინჯებს ადამიანის სულს, აკნინებს მის ზნეობას.
თამარ ჩხეიძე, ძალიანაც
რომ ეცადოს, ვერ გახდება წინამძღოლი, რადგან მას აკლია უმთავრესი რამ -
ადამიანებთან ნორმალური ურთიერთობის უნარი. ამ უნარის გარეშე წინამძღოლი არ
არსებობს, თუნდაც მას სხვა რამ დიდი ღირსებები გააჩნდეს, მით უფრო, როცა ღირსებები
საშუალოა.
თამარ ჩხეიძეს იმდენი
გონიერება კი აქვს, რომ მისი ეს ტრაგიკული გათიშულობა სურვილსა და შესაძლებლობას
შორის შეამჩნიოს. ამიტომ მან სხვა გზას მიმართა. ვინაიდან მას არავინ აღიარებდა
ხელმძღვანელად, ლიდერად, ამიტომ იგი კატეგორიული წინააღმდეგი იყო სხვა
ხელმძღვანელის, ლიდერის აღიარებისაც.
ეს პოზიცია აშკარად
გამოვლინდა ილია ჭავჭავაძის საზოგადოებაში. ამ საზოგადოებას თავიდანვე მართავდა
გამგეობა - კოლექტიური მმართველი ორგანო. თამარ ჩხეიძე ყოველთვის კატეგორიული
წინააღმდეგი გამოდიოდა, საზოგადოებას თავმჯდომარე ჰყოლოდა. არადა, თავმჯდომარე,
ერთი ხელმძღვანელი ჰყავს ყველა პოლიტიკურ თუ არაპოლიტიკურ ორგანიზაციას. ეს არის
მსოფლიოში აპრობირებული მმართველობითი წესი. კოლექტიური მმართველობა მხოლოდ იმ
გამონაკლის შემთხვევებშია ხოლმე დაშვებული, როცა გამოკვეთილი ავტორიტეტიანი ლიდერი
არ არსებობს. არადა, ილია ჭავჭავაძის საზოგადოების არსებობის პირველ ორ წელს
ლიდერის უნარისა და შესაძლებლობის მქონე პიროვნებანი უთუოდ იყვნენ. გავიხსენოთ
თუნდაც შემდგომში ილია ჭავჭავაძის საზოგადოებიდან გასული დამოუკიდებელი პოლიტიკური
პარტიების აღიარებული და უცვლელი ლიდერები... (სხვა საქმეა, ვინ როგორი დონისაა).
თამარ ჩხეიძის უსუსური
არგუმენტები კოლექტიური მმართველობის უპირატესობის შესახებ ვერავითარ კრიტიკას ვერ
უძლებს. აქაოდა, თავმჯდომარე კერპთაყვანისცემლობის, ბელადომანიის ნიშანიაო და
სხვა. რა ეშველებათ მსოფლიოს უმსხვილეს პოლიტიკურ პარტიებს, თამარ ჩხეიძის ამ „თეორიას“
რომ არ იზიარებენ?
კოლექტიურ მმართველობასთან
შედარებით თავმჯდომარის ინსტიტუტის უპირატესობა თამარ ჩხეიძეს ძალიანაც კარგად
ესმის, მაგრამ მას სხვა გზა არა აქვს. თავმჯდომარის პოსტი რომ აღიაროს, პირადად
მას თავმჯდომარედ არავინ აირჩევს, ხოლო კოლექტიური მმართველობის პირობებში იგი
ცდილობს (და ხშირად ახერხებს კიდეც) თვითონ იყოს ერთპიროვნული მმართველი, ფაქტობრივი
„თავმჯდომარე“, ოღონდ იმ სახით, როგორსაც იგი ხატავს, როცა თავმჯდომარის პოსტის
შემოღების წინააღმდეგ იბრძვის (ბელადი, კერპი...).
სხვათა შორის,
თავმჯდომარის ინსტიტუტი სრულიადაც არ გულისხმობს ბელადს, ერთპიროვნულ მმართველს.
თავმჯდომარის ავტორიტეტის შეხამება დემოკრატიულ მმართველობასთან - აი, ესაა
თავმჯდომარის ინსტიტუტის უპირატესობის უმთავრესი არსი.
თავმჯდომარის პოსტის
შემოღებასთან დაკავშირებით ძალზე დაიძაბა სიტუაცია ილია ჭავჭავაძის საზოგადოების
მეორე ყრილობაზე 1991 წლის 24-25 იანვარს. თამარ ჩხეიძე სრულიად არ მოერიდა იმას,
რომ ლაპარაკი იყო ბ-ნ ნიკო ჭავჭავაძის თავმჯდომარედ არჩევაზე, და რათა თავისი
გაეტანა, ბევრი უკადრებელი იკადრა - შეთხზა მითი, რომ თითქოს ნიკო ჭავჭავაძის
თავმჯდომარეობა სუკ-ის მიერ იყო შემოგდებული, რათა საზოგადოებიდან წასულიყო თამარ
ჩხეიძე (რატომ უნდა წასულიყო? რატომ აშინებდა ბ-ნი ნიკოს თავმჯდომარეობა?). ამით
მან უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენა ბ-ნ ნიკო ჭავჭავაძეს (ზურაბ ჭავჭავაძის
მამას!!!), რომელმაც თავმჯდომარეობაზე თანხმობა მხოლოდ დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ
მისცა ამ პოსტის შემოღების მომხრეებს. თამარ ჩხეიძემ ამ ურცხვ ცილისწამებას
დაუმატა შანტაჟიც - განაცხადა, რომ თუ თავმჯდომარეს აირჩევთ, მე საზოგადოებიდან
წავალო, რითაც, არსებული მძიმე პოლიტიკური ვითარების გამო, საზოგადოების ბევრი
წევრი შეაფიქრიანა და თავმჯდომარის არჩევის წინააღმდეგ განაწყო. (არადა, არსად
წამსვლელი არ იყო! ან ვინ მიიღებდა?!) თამარ ჩხეიძის ამ უღირსი, უზნეო გამოხდომით
ჩაეყარა საფუძველი ილია ჭავჭავაძის საზოგადოების კიდევ ერთ დიდ გახლეჩას.
ახლა ყოველივე ამის
გათვალისწინებით გავიაზროთ ზურაბ ჭავჭავაძის როლი ილია ჭავჭავაძის საზოგადოებაში
და თამარ ჩხეიძის მასთან დამოკიდებულების საკითხი.
ზემოთ ვთქვი - კოლექტიურ
ხელმძღვანელობას მაშინ აქვს აზრი, როცა გამოკვეთილი, დიდი ავტორიტეტის მქონე
ლიდერი არ არსებობს.
ილია ჭავჭავაძის
საზოგადოებაზე ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით.
თუ ვინმეს შეეფერებოდა ამ
პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარეობა, ეს სწორედ ზურაბ ჭავჭავაძე იყო.
მაგრამ თამარ ჩხეიძე ისე
გააფთრებით ეწინააღმდეგებოდა თავმჯდომარის პოსტის შემოღებას, რომ ზურაბ ჭავჭავაძეს
ფიქრადაც არ გაუვლია თავმჯდომარეობა (არც ამის ამბიცია სტანჯავდა), თუმცა ბევრი
არწმუნებდა, რომ საჭირო იყო მისი თავმჯდომარეობა. ზურაბი ორაზროვანი ღიმილით
პასუხობდა ხოლმე მათ - უხერხულია, მე თვითონ ჭავჭავაძე ვარო.
თამარ ჩხეიძე, მართალია,
ახერხებდა თეორული „არგუმენტებით“ აეცილებინა თავიდან ზურაბ ჭავჭავაძის
თავმჯდომარეობა, მაგრამ, ვინ იცის, გულში რა ბოღმა უტრიალებდა, რა შური ღრღნიდა,
როცა ამის აუცილებლობაზე ლაპარაკი ესმოდა. ბოღმა, თუ შური, თუ რაღაც ამდაგვარი...
ალბათ, უშედეგო მეტოქეობა...
შემდეგ კი...
ილია ჭავჭავაძის
საზოგადოებაში ზურაბ ჭავჭავაძის თავმჯდომარეობის საკითხი სასტიკმა ბედისწერამ
სამუდამოდ მოხსნა...
ახლა გადავშალოთ წიგნი
„ღმერთო, მამული უცოცხლე“, რომელიც ზურაბ ჭავჭავაძის ხსოვნას ეძღვნება და რომელშიც
შესულია ყველა წერილი, რაც კი ოფიციალურ თუ არაოფიციალურ პრესაში გამოქვეყნდა მისი
გარდაცვალების გამო.
ზურაბის მეგობრები,
თანამებრძოლები, კოლეგები, მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწეები უაღრესი ტკივილით ლაპარაკობენ
ზურაბზე, უდიდეს დანაკლისზე საქართველოსათვის.
ამჯერად განსაკუთრებით
მინდა აღვნიშნო ერთი რამ: თითქმის ყველა ავტორს მიაჩნია, რომ ზურაბ ჭავჭავაძე იყო
ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ჭეშმარიტი ლიდერი, და არა მარტო ილია ჭავჭავაძის
საზოგადოების, არამედ, საერთოდ, ეროვნული მოძრაობის, საქართველოს ერთ-ერთი
პოტენციური წინამძღოლი. ამას თითქმის ყველა წერს, წერს გულწრფელად, დაჯერებით,
უზომო ტკივილით.
მოვიყვან ციტატებს,
წაიკითხეთ ისინი და თან გაიაზრეთ ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, როგორ
უნდა აღექვა ეს სიტყვები თამარ ჩხეიძეს...
„როგორ სჭირდება... ჩვენს
ახალგაზრდობას შენისთანა დინჯი და დარბაისელი, ზრდილი და კეთილშობილი თავკაცი და
წინამძღოლი“. (რევაზ ბალანჩივაძე).
„ხანმოკლე გამოდგა შენი
ამქვეყნიური ცხოვრება, მაგრამ უკვე ყველა შესანიშნავად ხვდებოდა, რომ ქართველ ერს
მართალ გზაზე გამყვანი დიდებული წინამძღოლი ეყოლებოდა“. (კახაბერ კახაძე).
„საქართველოს
ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი გამორჩეული თავკაცი იყავი.“
(ჯუმბერ კოპალიანი).
„ყოვლად გონიერი, წესიერი,
კაცად ლამაზი ზურაბ ჭავჭავაძე, დიადი ილია ჭავჭავაძის საზოგადოების თვალისჩინი“.
(გურამ დოჩანაშვილი).
„სულით და ხორცით
არისტოკრატი კაცი, ვისაც ყოველი მონაცემი ჰქონდა იმისათვის, რომ მართალი, კეთილშობილი
გზით ეტარებინა ერი“. (ანზორ აბჟანდაძე).
„ვერ დავინახეთ მასში
ადამიანი, რომელსაც ერი ტაძრამდე უნდა მიეყვანა“. (ალეკო ცუკილაშვილი).
„გამორჩეული იყავი,
წინამძღოლად გაჩენილი“. (გიორგი მაისურაძე).
„ზურაბი... იყო ილია
ჭავჭავაძის საზოგადოების გამგეობის წევრი და ფაქტიურად - მისი ხელმძღვანელი“.
(ზაქარია ლაშქარაშვილი).
„პიროვნება, რომელსაც
აშკარად ჰქონდა მომადლებული იშვიათი ნიჭი - ყოველგვარი ძალდატანების გარეშე
გაეყოლიებინა სხვებიც“. (სარგის ცაიშვილი).
„იგი ჩემს თვალწინ იქცა
საზოგადოების ლიდერად“. (ოთარ მეღვინეთუხუცესი).
„ზურაბი ეროვნული
მოძრაობის ის ერთადერთი ლიდერი იყო, რომელმაც „ადამონ ნიხასის“ ხელმძღვანელებთან
პრინციპული დიალოგის გამართვა შეძლო“. (თამარ მოლაშვილი).
აღარ გავაგრძელებ!!!
ასეთი განწყობილება იყო
ზურაბის სიცოცხლეში, რაც, ბუნებრივია, კიდევ უფრო აშკარად გამოიხატა მისი გარდაცვალების
შემდეგ. როგორც მოყვანილი ციტატებიდან ჩანს, მას ყველა აღიქვამდა წინამძღოლად,
ხელმძღვანელად, ლიდერად ილია ჭავჭავაძის საზოგადოებაში, ეროვნულ მოძრაობაში.
ასეთ დამოკიდებულებას არ
შეეძლო შინაგანად არ გაეღიზიანებინა (თუნდაც გაუცნობიერებლად) ისეთი ამბიციური,
პატივმოყვარე პიროვნება, როგორიც თამარ ჩხეიძეა, რომელსაც თავად სურს ხელმძღვანელობა,
ყველაფრის თავის ჭკუაზე წარმართვა, ყველას თავის გზაზე წაყვანა...
აი, ეს შინაგანი
გაღიზიანება, უშედეგო მეტოქეობა გახლავთ, ჩემი აზრით, ზურაბ ჭავჭავაძის
ხსოვნისადმი თამარ ჩხეიძის ასე უცნაური, უდიერი დამოკიდებულების მიზეზი.
როგორც უკვე რამდენჯერმე
აღვნიშნე, მხოლოდ ბორითის ავარიასა და მის შემდგომ წლებს იმიტომ ვეხები, რომ
სწორედ მათ ფონზე იკვეთება ყველაზე თვალნათლივ თამარ ჩხეიძის ზნეობრივი და
პოლიტიკური პორტრეტი. პორტრეტის სისრულისათვის, რა თქმა უნდა, შეიძლებოდა მისი
ცხოვრების სხვა მონაკვეთების, მასთან დაკავშირებული სხვა მოვლენების გახსენებაც,
კერძოდ, ესაა - სტუდენტობის, ახალგაზრდობის ხანა, დამოკიდებულება იმდროინდელ
თანამოაზრეებთან, ილია ჭავჭავაძის საზოგადოების არსებობის პირველი თვეები,
უაღრესად დაძაბული და ნერვებდამწყვეტი დამოკიდებულება ზურაბ ჭავჭავაძესთან და მერაბ
კოსტავასთან (რა თქმა უნდა, მათ სიცოცხლეში), ილია ჭავჭავაძის საზოგადოების მეორე
ყრილობაზე მისი სამარცხვინო საქციელი (ამის შესახებ იხ. ჩემი წერილი
„განხეთქილების სათავეებთან“, გაზ. „დურუჯი“, №27), დამოკიდებულება რესპუბლიკურ
პარტიასთან უზენაესი საბჭოსა და ეროვნული კონგრესის არჩევნების დროს, მეორე
მრავალპარტიული არჩევნებისათვის პარტიული სიების თვითნებური შედგენა, და, რაც
მთავარია, მეორე, დიდი განხეთქილება ილია ჭავჭავაძის საზოგადოებაში (რომლის
ერთადერთი მიზეზი გახლდათ თამარ ჩხეიძის უმსგავსი ქცევებისადმი ჩვენი კრიტიკული დამოკიდებულება), დარბაზისა და
გამგეობის წევრთა გარიცხვის მზაკვრული მანიპულაციების ორგანიზება და სხვა,
საერთოდ, მისი პოლიტიკური საქმიანობა, რომელიც არც ისე დადებითი შედეგების
მომტანია, როგორც ამას თავად ხატავს (!!!) და მისი რაზმელებიც კვერს უკრავენ. არც
შეიძლება მოჰქონდეს დადებითი ნაყოფი, რადგან მის ყოველ დადებით ქმედებას
განუზომლად სჭარბობს მისი უარყოფითი პიროვნული თვისებების მანკიერი შედეგები.
ცალკე განხილვის ღირსია
მისი დამოკიდებულება „კრემლის აგენტ“ და „შევარდნაძესთან ალიანსის მქონე“ (მისი
შეფასებებია) ზვიად გამსახურდიასთან, (რომელმაც, სხვათა შორის, ასევე ძალიან ცუდი
პიროვნული თვისებების - და არა ვითომდა „კრემლის აგენტობის“- გამო მრავალი ვნება
მოუტანა ეროვნულ მოძრაობას და საერთოდ საქართველოს), მაგრამ ეს ძალიან შორს
წაგვიყვანს. მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ თამარ ჩხეიძეს ზოგიერთებმა „კაბიანი
ზვიადი“ შეარქვეს.
შეიძლება, ბრალი დამდონ,
რომ მე არაობიექტურად ვმსჯელობ თამარ ჩხეიძის შესახებ პირადი განაწყენების გამო -
მან ხომ საზოგადოებიდან გამრიცხა სხვებთან ერთად. ან ის მითხრან, აქამდე სად
იყავი, რატომ არ ამოიღე ხმა, ბორითის ავარია რაღა ახლა - გარიცხვის შემდეგ
გაგახსენდაო და ა.შ.
ვუპასუხებ ამ სავარაუდო
ოპონენტებს.
ბორითის ავარიასა და მის
შემდგომ წლებში თამარ ჩხეიძის ქცევებზე საკმაოდ ბევრი რამ ვთქვი. ობიექტური
მკითხველი კარგად დაინახავდა, რომ არავის ეგონა, ვერავინ წარმოიდგენდა, თამარ
ჩხეიძე ასე უდიერად თუ მოექცეოდა ზურაბ ჭავჭავაძის ხსოვნას. ამიტომ, ცხადია,
თავიდან ყველა ეფერებოდა მას, სიბრალულს, თანაგრძნობას იჩენდა მის მიმართ.
ვერ გაამართლა ამ
დამოკიდებულებამ! არ აღმოჩნდა ასეთი დამოკიდებულების ღირსი! ცხადია, ხმაც მაშინ
ამოვიღეთ, როცა ყველაფერი ნათელი გახდა...
ახლა რაც შეეხება პირად
განაწყენებას.
აქ საქმე სწორედ
პირიქითაა.
თამარ ჩხეიძემ
საზოგადოებიდან გამრიცხა მას შემდეგ, რაც მე მისი კრიტიკა „გავბედე“. ჩემი
კრიტიკული სათქმელი მისთვის ბევრჯერ მითქვამს პირადადაც (სხვათა შორის, არა მარტო
მე), მაგრამ არაფერი გამოვიდა. რაც შეეხება გაზეთ „დურუჯში“ გამოქვეყნებულ ჩემს
წერილებს, მათში იგი პიროვნულად არასოდეს მომიხსენებია, მაგრამ ქართული ანდაზისა
არ იყოს -„ქურდს ქუდი ეწვისო“, ყველაფერი საკუთარ თავზე მიიღო (და სრულიად
სამართლიანადაც), თუმცა ჩემს წერილებში, ცხადია, მარტო მას კი არ ვგულისხმობდი,
არამედ, საერთოდ, მისნაირებს, რომლებიც ჩვენს ეროვნულ მოძრაობაში ცოტანი არ არიან.
ეს წერილებია: „პოლიტიკური ცხოვრება და ზრდილობის ანაბანა“ (№17, 1992წ.), „ადამიანური ურთიერთობანი ჩვენს პოლიტიკურ
ცხოვრებაში“ (№18, 1992წ.), „ხსნა მერე მოვა“ (№
), „შინააშლილობის ტრაგედია და ჩვენი პოლიტიკოსები“ (№ 22, 1993წ.).
ჩემი წერილების მიზანი
იყო, როგორმე გონს მოსულიყო თამარ ჩხეიძე და ადამიანებთან ნორმალურ ურთიერთობებს
შეჩვეოდა, შეეგნო, რომ ნორმალური პოლიტიკის გატარებისათვის ნორმალური ადამიანური
ურთიერთობებია აუცილებელი. ჩემს ამ გულშემატკივრულ კრიტიკას მიზნისთვის რომ
მიეღწია, რა თქმა უნდა, არც ეს წერილი გახდებოდა საჭირო. თამარ ჩხეიძემ არათუ რამე
შეიგნო, არამედ პირიქით, კიდევ უფრო დიდი გასაქანი მისცა თავის უარყოფით
თვისებებს, კერძოდ, მან ჩვენს სიტყვიერ კრიტიკას ადმინისტრაციული ღონისძიებები
დაუპირისპირა (როგორც კომუნისტებმა იცოდნენ დისიდენტების მიმართ) - გარიცხვა,
გაზეთის გაუქმება, ყვარლის „ურჩი“ გაერთიანების გაუქმება და მის საბანკო ანგარიშზე
ყადაღის დადებინება და ა.შ. რაც კი შეეძლო, ყველაფერი იღონა მისი გამკრიტიკებლების
წინააღმდეგ, - ერთიღა თოფის სროლა დარჩა...
მიუხედავად სათაურში
ნახსენები „ბორითის ავარიისა“, მე ამ წერილით მიზნად არ დამისახავს, როგორმე საზოგადოებრივი
აზრი შემექმნა მისი, როგორც ავარიის მომხდენის, დასჯის მოთხოვნისათვის. არა, ასეთი
დასჯა არაა მორალურად გამართლებული, არც საერთოდ (ასეთი ავარიის მომხდენი
თავისთავად დასჯილია), და არც ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რადგან ეს არაფერს
შეცვლის, - მერაბ კოსტავა და ზურაბ ჭავჭავაძე აღარ გაცოცხლდებიან, ხოლო თამარ
ჩხეიძე რომც დაისაჯოს, იგი, უბრალოდ, ვერც გაიგებს, რატომ სჯიან. მას რომ ამის
გაგება შეეძლოს, დაუსჯელადაც სხვაგვარად მოიქცეოდა და არა ისე, როგორც დღეს
იქცევა. თუ რატომ ვერ გაიგებს, ამაზე არას ვიტყვი, მკითხველი თავად მიხვდება...
ჩემი მიზანი იყო, დამეხატა
თამარ ჩხეიძის პოლიტიკური პორტრეტი (ბორითის ავარია ამ თვალსაზრისით ძალზე ზუსტ „ფერებს“
იძლევა), მისი ჭეშმარიტი ზნეობრივი სახე დამენახვებინა ხალხისათვის,
ამომრჩევლისათვის. მე მინდა გავაფრთხილო ამომრჩეველი, რომ აღარ შეცდეს, ახლოს აღარ
გაეკაროს იმ სიას, სადაც თამარ ჩხეიძე იქნება მოხსენებული. გვეყო!..
მინდა გავაფრთხილო
საქართველოს პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები, განსაკუთრებით ოპოზიციის ჯანსაღი
ნაწილი, ფრთხილად მოეკიდოს თამარ ჩხეიძესთან ურთიერთობას და, რამდენადაც
შესაძლებელი იქნება, თავი აარიდონ მასთან რაიმე ერთობლივ საქმიანობას, მით უმეტეს,
პოლიტიკურ ალიანსს. მინდა გავახსენო მათ, რომ თამარ ჩხეიძე საკმაოდ დიდი ხნის
მანძილზე „ნაძირლებს“ და „უზნეოებს“ უწოდებდა დღევანდელ მის პოლიტიკურ
თანამოაზრეებს, უაღრესად საპატივცემლო ადამიანებსაც კი. მასთან პოლიტიკური საქმის
დაჭერა (რაიმე კონიუნქტურის გამო) ზნეობრივ კომპრომისებზე წასვლას ნიშნავს, რაც
არავითარ ხეირს არ დააყრის არც მათ და, რაც მთავარია, არც საქართველოს.
1994 , აგვისტო-ოქტომბერი
გვიანდელი მინაწერი
ამ წერილის
გამოქვეყნებიდან საკმაოდ დიდმა დრომ გაიარა. საქართველოში რამდენიმე არჩევნები
ჩატარდა და ილია ჭავჭავაძის საზოგადოებამ ყველაში საოცრად სამარცხვინო დამარცხება
განიცადა (თითქმის 0%-მდე) ეს სრულიად კანონზომიერი იყო...
ილია ჭავჭავაძის
საზოგადოებაში მიმდინარე ნეგატიური პროცესები ლოგიკური შედეგით დასრულდა -
საზოგადოებიდან თითქმის ყველა გავიდა (განხეთქილების დროს თამარ ჩხეიძის
მომხრეებიც კი), და ეს ერთ დროს ძლიერი და გავლენიანი პოლიტიკური ორგანიზაცია
პოლიტიკური რუკიდან თითქმის მთლიანად გაქრა. ამჟამად მხოლოდ ზოგიერთი ჟურნალისტი
თუღა გაიხსენებს ხოლმე თამარ ჩხეიძეს, თანაც ძირითადად ბორითის ავარიის
წლისთავთან, მერაბ კოსტავასა და ზურაბ ჭავჭავაძის დაბადებისა და გარდაცვალების
თარიღებთან დაკავშირებით. იმ უზნეობისა და უპასუხისმგებლობის გამო, რომელზეც ზემოთ
იყო ლაპარაკი, სამუდამოდ დაიკარგა ზურაბ ჭავჭავაძის მემორიალური ოთახიც, თუმცა
ამისაგან, როგორც გავიგეთ, საკმაოდ დიდი სარგებელი უნახავს ერთ დროს უძლიერეს,
მაგრამ ამჟამად ხუთიოდე კაცის ამარა დარჩენილ საზოგადოებას (რომლის თავმჯდომარედ,
როგორც იქნა, თავი დაინიშნა თამარ ჩხეიძემ - თავმჯდომარეობის თავგადაკლულმა მტერმა
და მოწინააღმდეგემ!!!)
ახლა რაც შეეხება ბორითის
ავარიის ზემოთწარმოდგენილ ანალიზს.
ავარიის მიზეზად მე
მიმაჩნდა მძღოლის, თამარ ჩხეიძის ჩათვლემა წინა ღამის უძილობის, ნერვიულობის და
გადაღლილობის მიზეზით. ეს მოსაზრება დასაზუსტებელი აღმოჩნდა.
საქმე ისაა, რომ წერილის
გამოქვეყნებიდან რამდენიმე წლის შემდეგ
რადიოთი მოვისმინე გადაცემა მძღოლების, მოძრაობის წესებისა და საგზაო შემთხვევების
შესახებ. იქ ითქვა, რომ სტატისტიკის თანახმად საავტომობილო ავარიების 3% მოდის
ჰალუცინაციაზე. კერძოდ, ამ დროს მძღოლს მოულოდნელად ეჩვენება, რომ წინ რაღაცამ თუ
ვიღაცამ გადაურბინა, იგი უხერხულად, უაზროდ ამუხრუჭებს, რაც ავტოავარიის მიზეზი
ხდება. გადაცემის ავტორმა განმარტა, რომ ასეთ ჰალუცინაციას ადგილი აქვს მძღოლის
გადაღლილობის, გამოუძინებლობის, გადატანილი ნერვიულობის გამო.
რადიოგადაცემის ავტორს თუ
ვენდობით (პირადად მე სპეციალური ლიტერატურა არ გადამიმოწმებია), გამოდის, რომ
ბორითის ავარიის შემთხვევაშიც ასეთ მოვლენასთან უნდა გვქონდეს საქმე. მართლაც,
თამარ ჩხეიძის მტკიცებით, წინ ძაღლმა თუ ხბომ გადამირბინა, ან საბურავი
გამოაგორესო, ზუსტად ემთხვევა იმ ჰალუცინაციებს, რომელთა მიზეზითაც ავტოავარიის 3%
ხდება. ასეთი დამთხვევა, თანაც ასეთი ბუნდოვანი გახსენება, გვაფიქრებინებს, რომ
ბორითის ავარიის მიზეზიც ასეთი ჰალუცინაცია გახდა. ეს მით უფრო სარწმუნოა, რომ
რადიოგადაცემის ავტორის მიერ ჰალუცინაციის მიზეზად დასახელებული წინაპირობებიც
ზუსტად ემთხვევა იმ წინაპირობებს, რაც თამარ ჩხეიძის შემთხვევაში იყო -
გადაღლილობა, გამოუძინებლობა, გადატანილი ნერვიულობა.
ამ დაზუსტებით კიდევ უფრო
ნათელი ხდება ბორითის ავარიის ჭეშმარიტი მიზეზი.
ხოლო ეროვნული მოძრაობის
უტყუარი ისტორიის შექმნისათვის აუცილებელია იმდროინდელი მოვლენების ობიექტური,
მიუკერძოებელი დანახვა.
2008
Комментариев нет:
Отправить комментарий