საქართველოში უმძიმეს პრობლემებს რა გამოლევს!
ეს თავისთავად
დიდი უბედურებაა, მაგრამ
კიდევ უფრო დიდი
უბედურება
ისაა, რომ ნებისმიერი
პრობლემის
შესახებ
მსჯელობისას
ისეთი არაჯანსაღი აყალ-მაყალი და
ვაიუშველებელი
ატყდება
ხოლმე, რომ ლამის
სამოქალაქო
დაპირისპირებამდე
მივიდეს
საქმე. ეს კი,
ბუნებრივია,
პრობლემების
არათუ გადაჭრას, არამედ
პირიქით
- კიდევ უფრო გამწვავებას
უწყობს ხელს.
ეს არის
სამწუხარო
პროდუქტი
იმისა, რომ საქართველოს
ცხოვრების
ყველა სფეროში მეფობს წარმოუდგენელი სააზროვნო ქაოსი,
რაც სხვადასხვა ობიექტური
თუ სუბიექტური მიზეზითაა
გამოწვეული.
ასეთ სააზროვნო
ქაოსში ძნელია გაამტყუნო
ვინმე, თვით მაღალი
ინტელექტის
მქონე ადამიანიც კი,
რომელიც
რეალურ სიტუაციებში ყოველთვის უშეცდომოდ გარკვევას
ვერ ახერხებს.
არადა, ყველას
ჰგონია, რომ სწორად
აფასებს
მოვლენებს
და რომ მათ
მსჯელობას
წყალი არ გაუვა!
სანამ სააზროვნო
ქაოსის დამკვიდრების მიზეზებზე ვიმსჯელებდეთ,
შევეცდები
წინასწარ
მოვხაზო
გამოსავლის
რაღაც კონტური მაინც:
იქნებ, უპირველეს ყოვლისა, სწორედ ეს სააზროვნო ქაოსი გავითვალისწინოთ და საკუთარ შეხედულებებსა და წარმოდგენებს ცოტაოდენი ეჭვით მაინც შევხედოთ ხოლმე!!!
დღევანდელ ვითარებაში ესეც დიდი პროგრესი იქნებოდა!
ჰოდა, განვიხილოთ დღევანდელი ვითარება საქართველოში.
1. ჩვენი ტერიტორიული პრობლემები
მახსენდება საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო 10-20 წელი, როდესაც ყურები გვქონდა მიბჯენილი რადიომიმღებებზე, საიდანაც "ამერიკის ხმის", "თავისუფლების", "ბი-ბი-სის" და სხვა უცხოური რადიოსადგურების ტკბილი ჟღურტული გვესმოდა საბჭოთა პროპაგანდით გაბრუებულებს და მართალ სიტყვას დანატრებულებს.
მაგრამ მაშინ ვერ მივხვდით, როგორ ოსტატურად ჩაანაცვლა ძლიერი (და მობეზრებული) საბჭოთა პროპაგანდა კიდევ უფრო ძლიერმა (და ახალმა ხილმა) დასავლურმა პროპაგანდამ.
მილიარდობით დაფინანსებული დასავლური საინფორმაციო საშუალებების მიერ წარმოებულმა ზღვარდაუდებელმა პროპაგანდამ კომუნისტური რეჟიმის, ანუ საბჭოთა კავშირის, ანუ რუსეთის წინააღმდეგ არა მხოლოდ
ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა ააზვირთა,
არამედ ჩვენში დანერგა ზღვარდაუდებელი რუსოფობია, რუსეთის წინააღმდეგ უკიდურესად მტრული განწყობილება.
და როდესაც საქართველოში ეთნოკონფლიქტებმა იფეთქა, რუსეთმა,
რომლის
მიმართ
უკვე უკიდურესი სიძულვილით
ვიყავით
განწყობილნი, ბუნებრივია, აფხაზი და ოსი სეპარატისტების მხარე დაიკავა, მიუხედავად იმისა, რომ სეპარატიზმი რუსეთისთვისაც საშიში იყო.
ცხადია, ჩვენი ტერიტორიული პრობლემები დასავლეთის კისერზეა! მათი ანტირუსული ზღვარდაუდებელი პროპაგანდის, რუსოფობიის ლოგიკური შედეგია!
ეს გასაგებიცაა: დასავლეთის სტრატეგიული ამოცანაა რუსეთის
ან სრული განადგურება,
ან იმდენად დასუსტება,
რომ ვერავითარი წინააღმდეგობა ვერ გაუწიოს
დასავლეთს.
დასავლეთი
ცდილობს,
რუსეთი
მუდამ
ცეცხლის
რკალში
იყოს მოქცეული მისი
მეზობლების
მხრიდან.
მაგრამ
მთავარი
ისაა, რომ ამ
ტერიტორიულ
პრობლემებს,
რაც რუსეთის მიმართ
უკიდურესმა
სიძულვილმა
გამოიწვია,
არ შეიძლებოდა მძიმე კვალი
არ დაეტოვებინა ჩვენს აზროვნებაზე.
აზროვნებაზე
იმიტომ
ვამახვილებ
ყურადღებას,
რომ სწორი აზროვნების
გარეშე
ვერავითარ
პრობლემას
ვერ გადავწყვეტთ.
(აქვე ვიტყვი,
რომ ყველაზე მძაფრი
საზოგადოებრივი
დაპირისპირება
სწორედ
რუსოფობებსა
და რუსეთთან რეალისტური,
პრაგმატული
ურთიერთობის
მომხრეთა
შორის
არსებობს).
2. ჩვენი ეკონომიკური პრობლემები
საქართველოს
თანამედროვე
ეკონომიკურმა
პრობლემებმა
ასევე მძიმე
კვალი
დატოვა
ჩვენს
აზროვნებაზე.
ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში, როდესაც ჩვენივე ბედოვლათობით და სხვების ხელშეწყობით მომხდარი სამოქალაქო ომის გამო საქართველო მართლაც თითქმის გაპარტახებული და დასახმარებელი იყო, როგორ დაგვეხმარა ამერიკა-ევროპა?
მათი"რეკომენდაციით", ანუ ბრძანებით (იმდროინდელმა ხელისუფლებამ სხვა გზა ვერ დაინახა, გარდა მათი მონური მორჩილებისა და მათი ბრძანებების უსიტყვოდ შესრულებისა), ჩვენ ჯართში უნდა ჩაგვებარებინა ფაბრიკა-ქარხნები, მწარმოებელი ქვეყნიდან მომხმარებელ ქვეყნად ვქცეულიყავით და ეკონომიკა მხოლოდ ტურიზმზე აგვეგო. ესე იგი, გვითხრეს, ჩვენ ვაწარმოებთ და თქვენ შეისყიდეთო. ეს იყო ყველაზე უარესი "რეკომენდაცია" (ანუ ბრძანება), რაც კი შეიძლება წარმოიდგინოს კაცმა.
ცხადია, ჩვენი მრეწველობა დიდად ჩამოუვარდებოდა დასავლურს (საყოფაცხოვრებო დანიშნულების წარმოებებს ვგულისხმობ, თორემ სამხედრო მრეწველობა მეტი თუ არა, არანაკლები იყო დასავლურზე), მაგრამ თუ ჩვენი ნამდვილი დახმარება უნდოდათ, მაშინ ან ჩვენი მრეწველობის მოდერნიზებაში უნდა დაგვხმარებოდნენ, ან, თუ ჩვენს ფაბრიკაქარხნებს ჯართში ჩაგვაბარებინებდნენ, სამაგიეროდ დასავლურ ტექნოლოგიებზე დამყარებული მრეწველობის განვითარებაში უნდა შეეწყოთ ჩვენთვის ხელი.
არც ერთი გააკეთეს და არც მეორე! გვიბრძანეს მხოლოდ ჯართში ჩაბარება და მრეწველობაზე უარის თქმა! ამან გამოიღო ის სავალალო შედეგი, რაც დღესა გვაქვს.
სხვათა შორის, დღესაც კი, როდესაც სესხს ან გრანტს გვაძლევენ, მხოლოდ იმ პირობით, რომ ეს სახსრები არ მოხმარდება მრეწველობის განვითარებას და მხოლოდ ინფრასტრუქტურისათვის უნდა გამოვიყენოთ (გზები, ხიდები... ცხადია, ესეც საჭიროა. მით
უმეტეს,
მათაც
სჭირდებათ!).
მათი ინტერესების გამტარებელ ენჯეოებზე აღარას ვამბობ, მათთვის არ ენანებათ სახსრები!
არ ვამბობ, რომ მაინც და მაინც ჩვენი ჯინი ჭირდათ! არა, ჩვენნაირ ქვეყნებს ყველას ასე ექცევიან, თუ რაიმე განსაკუთრებული ინტერესი არა აქვთ (მაგ. ისრაელი, სამხრეთ კორეა...). ისინი მხოლოდ იმისთვის "გვეხმარებიან" ფინანსებით, რომ გავლენის სფერო გაიფართოონ და რაღაც მიზნით პლაცდარმად გამოიყენონ ჩვენნაირი ქვეყნები! და არა ჩვენი ლამაზი თვალების გამო! ჩვენ, მაგალითად, რუსეთის საწინააღმდეგო პლაცდარმად ვჭირდებით! გამოჩნდა კიდეც აშკარად!
ამ
უმძიმეს
ეკონომიკურ
პრობლემებს,
რომლებიც
ჩვენმა
დასავლელმა
"მეგობრებმა"
გვარგუნა,
არ შეიძლებოდა ასევე მძიმე
კვალი
არ დაეტოვებინა ჩვენს აზროვნებაზე.
3. ჩვენი შეზღუდული სუვერენიტეტი
ახლა
ჩვენი
სუვერენიტეტის
საკითხი
განვიხილოთ.
საბჭოეთში რაც ყველაზე მეტად გვაღელვებდა და სამართლიანად გვაღიზიანებდა, ეს იყო პოლიტიკური დამოუკიდებლობის საკითხი. ეს იყო მრავალთაგან ერთ-ერთი საკითხი, რომელიც შინაგანად ღრღნიდა საბჭოთა კავშირს
დაიშალა საბჭოთა კავშირი და მთელი არსებით მივენდეთ საოცნებო დასავლეთს.რა მივიღეთ?
მე შორსა ვარ იმ აზრისაგან, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფო აბსოლუტურად დამოუკიდებელი უნდა იყოს. ეს შეუძლებელია. ყველა ქვეყანა გარკვეულად შეზღუდულია სხვა ქვეყნებთან მრავალნაირი ურთიერთდამოკიდებულებით. რაც უფრო მეტია ასეთი ურთიერთობანი, მით მეტად მცირდება დამოუკიდებლობის ხარისხი.
მაგრამ არსებობს ელემენტარული მახასიათებლები, რაც მეტ-ნაკლებად აქვთ დიდ თუ პატარა ქვეყნებს დამოუკიდებლობის თვალსაზრისით.
30 წელზე მეტია ჩვენ ამ ელემენტარული საკითხების გადაჭრასაც არ გვანებებენ ჩვენი დასავლეთელი "პარტნიორები" არც საგარეო, არც საშინაო პოლიტიკაში. ეს ყველაფერი ყველასთვის ცნობილია და აღარ განვავრცობ (გავიხსენოთ თუნდაც ბოლო ამბები,რუსეთთან საჰარეო მიმოსვლის აღდგენის აკრძალვა, მაშინ, როცა მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებს, მათ შორის ნატოს წევრებსაც, აქვთ რუსეთთან საჰაერო მიმოსვლა; 3+3 ფორმატში მონაწილეობის აკრძალვა და სხვა უამრავი საკითხი).
დისკრიმინაციული და ყოვლად უსამართლო დამოკიდებულება საქართველოს მიმართ - აი, ეს მივიღეთ დასავლეთისაგან.
მრავალჯერ დაგვაყვედრეს ის ავადხსენებული 6 მილიარდი დოლარი, რომლის უმეტესი ნაწილი მათივე აგენტ ენჯეოებს მოახმარეს და მათივე გავლენის გაფართოებისათვის დახარჯეს, ხოლო მრეწველობის განვითარებისათვის ერთი ცენტიც არ დაგვახარჯინეს.
რეალურად რა მოგვცა ლიბერალურ დასავლეთთან "პარტნიორობამ" (ანუ დასავლეთის დიქტატმა) ამ 30-ზე მეტი წლის განმავლობაში?
გაპარტახებული ეკონომიკა, დაკარგული ტერიტორიები, უამრავი დევნილი, უამრავი მსხვერპლი, მოშლილი განათლების სისტემა, განახევრებული მოსახლეობა, გადაგვარებული ზნეობა, საშინლად შეზღუდული სუვერენიტეტი, უპერსპექტივობა, უიმედობა...
მიუხედავად ამისა, დღესაც აგრძელებენ ჩვენს საგარეო და საშინაო საქმეებში უხეშ ჩარევას. რა დადებითი უნდა ვიფიქროთ დასავლეთზე, რომელიც ხელისუფლებაში ნაცების დაბრუნებას ცდილობს და სააკაშვილს "დემოკრატიის შუქურას" უწოდებს? ცინიზმი ამაზე შორს ვერ წავა!
ცალკე უნდა აღინიშნოს მუქარები და ზეწოლები სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, რაც ვერანაირ დემოკრატიულ ღირებულებებში და "პარტნიორული ურთიერთობების" ჩარჩოებში ვერ ჯდება.
დასავლეთის მიმართ ამ საშინელ იმედგაცრუებას ეროვნული სუვერენიტეტის შებღალვის თვალსაზრისით, არ შეიძლებოდა ასევე მძიმე კვალი არ დაეტოვებინა ჩვენს აზროვნებაზე.
. . .
ზემოთ სამი პრობლემა
განვიხილე ტერიტორიული
მთლიანობა, ეკონომიკა,
სუვერენიტეტი.
შეიძლებოდა გვემსჯელა კიდევ სხვა
მძიმე
პრობლემების შესახებაც (მაგალითად განათლების სისტემის მდგომარეობა), რასაც შეუძლებელია ასევე მძიმე კვალი არ
დაეტოვებინა
ჩვენს
აზროვნებაზე.
ახლა
დავფიქრდეთ:
ყოველი მხრიდან ამდენი მძიმე შემოტევისთვის როგორ უნდა
გაეძლო
ჩვენს
ბედშავ
აზროვნებას?
და,
ბუნებრივია,
საქართველოში
გამეფდა
წარმოუდგენელი
სააზროვნო
ქაოსი!
ამ სააზროვნო ქაოსის შედეგი ისიცაა, რომ თითქოს "სტოკჰოლმის სინდრომი" დაგვემართა და ხბოს აღტკინებით მივისწრაფვით ჩვენი დამღუპველი დასავლეთისაკენ, რომლის "დახმარებამ" ამდენი უმძიმესი პრობლემა შეგვიქმნა!
. . .
სამწუხაროდ, ამ სააზროვნო ქაოსის
წესრიგში მოყვანა ძნელია, მაგრამ არა შეუძლებელი.
და სანამ ამ შეუძლებელს
შევძლებდეთ, უმორჩილესად გთხოვთ - ყველამ გავითვალისწინოთ ყოველივე
ზემოთქმული და ცოტაოდენი ეჭვით მაინც შევხედოთ ჩვენს საკუთარ შეხედულებებსა თუ
წარმოდგენებს.
ანუ
არ
ვიყოთ
ისეთი
საშინელი
კატეგორიულები,
როგორებიც
დღესა
ვართ,
ამ
საშინელი
სააზროვნო
ქაოსის
პირობებში,
არ
დავჭამოთ
ერთმანეთი
და
კიდევ
უფრო
არ
გავაღრმავოთ
ის
უფსკრული,
რომელიც
ერთმანეთისაგან
გვაშორებს.
ჩვენთან არს
ღმერთი!
2023, ნოემბერი
ა
Комментариев нет:
Отправить комментарий