вторник, 28 ноября 2023 г.

ჟურნალისტთა მიერ ადამიანების გამიზნულად შეცდომაში შეყვანა უნდა დაისაჯოს

 марта 08, 2023

 ყველაზე დიდი დანაშაულია ადამიანების გამიზნულად შეცდომაში შეყვანა, და მათი შემდგომი მანიპულირება სასურველი გარკვეული ქმედებების ჩადენის მიზნით.

ამიტომ აუცილებელია ისეთი კანონის მიღება, რომელიც გაითვალიწინებს იმ ჟურნალისტთა უმკაცრესად დასჯას, რომლებიც ბოროტად იყენებენ მათ ხელში არსებულ მასობრივი ინფორმაციების საშუალებებს ასეულ ათასობით ადამიანის გამიზნულად შეცდომაში შეყვანის მიზნით.
(შეცდომაში შეყვანას, რა თქმა უნდა, პოლიტიკოსებიც ხშირად ცდილობენ, მაგრამ ისინი ამას ვერ მიაღწევენ მათ მიერ მოსყიდული ამ ვაი-ჟურნალისტების გარეშე).
ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებში წამყვანი ადგილი უჭირავთ სწორედ ასეთ შეცდომაში შეყვანილ ადამიანებს, უმთავრესად ახალგაზრდობას. მათ ნაცტელევიზიების ვაი-ჟურნალისტებმა შთაუნერგეს, რომ ის ავადხსენებული კანონპროექტი (ვითომდაც "რუსული კანონი") უცხოური დაფინანსების შესახებ მიმართულია ზოგადად არასამთავრობოების შესაზღუდად, ახალგაზრდობის გამოსაცხადებლად "აგენტებად" და ა.შ.
სრულიად ცხადია, რომ აქ კანონპროექტი არაფერ შუაშია. ნაცები კანონპროექტს მხოლოდ საბაბად იყენებენ, სინამდვილეში მათი მიზანია ამ საბაბით დესტაბილიზაცია ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით.
მაგრამ ყველაზე საგანგაშო ისაა, რომ თუ რუსეთის მტრის - ლიბერალური დასავლეთის აშკარა მფარველობის ქვეშ მყოფმა ოპოზიციამ გაიმარჯვა და ხელში ჩაიგდო ხელისუფლება, უდიდესი ალბათობით საქართველოში შემოიჭრება რუსეთი (უკვე უფრო დიდი მასშტაბით, ვიდრე 2008-ში იყო), რათა აქ არ დაუშვას დასავლეთის პოზიციების გაძლიერება, ანუ იმ ძალის მოსვლა ხელისუფლებაში, რომელიც დასავლეთს უნდა.
საქართველოს, როგორც ყოველთვის, ახლაც არავინ დაიცავს, ან "დაიცავს" ისე, როგორც უკრაინას "იცავენ".
და საქართველოსგან დარჩება ქართული მარიუპოლი, ბახმუტი და ა.შ.
ამიტომ დაუყოვნებლივ არის საჭირო მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანა, რათა შეწყდეს ვაი-ჟურნალისტების მიერ ასეულ ათასობით ადამიანის გამიზნულად შეცდომაში შეყვანა!

All reactions

Комментарии

Комментариев нет:

Отправить комментарий