ჩვენს მედასავლეთეებს ხშირად უყვართ დასავლეთის მიერ ჩვენთვის გაწეული დახმარებების ჩამოთვლა და "უმადური" ადამიანებისათვის ამის შეხსენება.
დასავლეთმა მართლაც ბევრი დახმარება გაგვიწია და გვიწევს დღესაც, მაგრამ...
მაგრამ ისმება კითხვები:
1.რატომ დაგვჭირდა და დღესაც გვჭირდება ეს დახმარებები?
2. რა მიზნით გვეხმარებოდნენ და დღესაც გვეხმარებიან?
მე მგონი, ლოგიკური კითხვებია!
ამ კითხვებს ჩვენი მედასავლეთეები ასე პასუხობენ:
1. იმიტომ, რომ ჩვენ თვითონ დავანგრიეთ ჩვენი ეკონომიკა, თანაც ზარმაცები და უსაქმურები ვართ და არაფრის თავი არა გვაქვს.
2. იმიტომ, რომ ჩვენს დასავლეთელ პარტნიორებს ჩვენი აყვავებისა და განვითარების სურვილი ჰკლავთ და ჩვენზე ზრუნვაში დღე და ღამე არ სძინავთ.
ეს პასუხები, ცხადია, ოდნავადაც ვერ ასახავენ სინამდვილეს.
ჩემი მოკლე პასუხები კი ისეთია:
1. 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ჩვენივე პოლიტიკური ბედოვლათობით და გარეშე ძალების ხელშეწყობით, ჩვენი ეკონომიკა გარკვეული სიძნელეების წინაშე დადგა, დასავლეთმა თავისი "რეკომენდაციით" (ანუ ბრძანებით) ჩვენ გვაიძულა, ჯართში ჩაგვებარებინა არსებული "კომუნისტური" ფაბრიკა-ქარხნები, მწარმოებელი ქვეყნიდან მომხმარებელ ქვეყნად ვქცეულიყავით და ეკონომიკა მხოლოდ ტურიზმზე აგვეგო. ესე იგი, გვითხრეს - ჩვენ ვაწარმოებთ და თქვენ იყიდეთო. ეს იყო ყველაზე საშინელი რეკომენდაცია-ბრძანება, რაც კი შეიძლება წარმოიდგინოს ადამიანმა. ამან გამოიწვია ჩვენი ეკონომიკის სრული მოშლა და მასობრივი უმუშევრობა, რამაც საზღვარგარეთ მოსახლეობის დიდი გადინება გამოიწვია. ყოველივე ამის გამო მართლაც დაგვჭირდა დახმარება და დღესაც გვჭირდება. მაგრამ ეს მათივე ყოვლად მიუღებელი რეკომენდაცია-ბრძანებების ბრალია!!!
სხვათა შორის, დღესაც კი, სესხს ან გრანტს გვაძლევენ მხოლოდ იმ პირობით, რომ ეს სახსრები არ მოხმარდება მრეწველობის განვითარებას და მხოლოდ ინფრასტრუქტურისათვის უნდა გამოვიყენოთ. (ცხადია, ინფრასტრუქტურაც საჭიროა, - გზები, ხიდები... მით უმეტეს, ეს მათაც სჭირდებათ).
აღარას ვამბობ განათლების სისტემის სრულ მოშლაზე მათივე "რეკომენდაციებით".
რატომ არ დასჭირდათ დასავლეთის დახმარებები იმ პოსტსაბჭოურ ქვეყნებს (ბელარუსი, აზერბაიჯანი, შუა აზიის ქვეყნები), რომლებმაც არ დაუჯერეს დასავლეთის "კეთილ რეკომენდაციებს" და შეინარჩუნეს "კომუნისტური" მრეწველობა გარკვეული მოდერნიზებული სახით?
2. ცხადია, დასავლეთი არ გვეხმარება ჩვენი ლამაზი თვალების გამო! მათ სურთ, ამ დახმარებების საშუალებით, ჩვენზე სრული გავლენა იქონიონ და გარკვეულ მომენტებში გამოგვიყენონ სხვადასხვა გეოპოლიტიკური მიზნებით. (დღეს, მაგალითად, რუსეთთან ჩვენს მიერ მეორე ფრონტის გახსნის გაუთავებელი მცდელობები აქვთ).
ასე რომ...
2023